პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანჟეი ვაიდას ვენეციის კინოფესტივალზე საპატიო პრიზი გადასცეს
ანჟეი ვაიდას ვენეციის კინოფესტივალზე საპატიო პრიზი გადასცეს

ვე­ნე­ცი­ის 70-ე კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე პო­ლო­ნე­ლი რე­ჟი­სო­რი ან­ჟეი ვა­ი­და, კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის Persol-ის სა­პა­ტიო პრი­ზით და­ა­ჯილ­დო­ვეს.

87 წლის რე­ჟი­სო­რი იტა­ლი­ის კუნ­ძულ ლი­დო­ზე გა­დამ­ღებ ჯგუფ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, რათა პი­რა­დად წა­რედ­გი­ნა თა­ვი­სი ახა­ლი ფილ­მი "ვა­ლენ­სა. იმე­დის ადა­მი­ა­ნი" (Walesa. Czlowiek z nadziei). ეს ფილ­მი ტრი­ლო­გი­ის და­სას­რუ­ლია. ფილ­მი მოგ­ვი­თხრობს პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ლეხ ვა­ლენ­სას შე­სა­ხებ. ფილმში ასა­ხუ­ლია 1970 -1988 წლებ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი და ის აშშ-ის კონ­გრეს­ში ვა­ლენ­სას სი­ტყვით გა­მოს­ვლით სრულ­დე­ბა.

"ეს ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პერ­სო­ნა­ჟია კი­ნო­ში ჩემი ხან­გრძლი­ვი კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე. მაგ­რამ არ ვიცი, რო­მე­ლი რე­ჟი­სო­რი შეძ­ლებ­და ლე­ხის შე­სა­ხებ და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი ფილ­მის გა­და­ღე­ბას. ამი­ტომ მე არ­ჩე­ვა­ნი არ მქონ­და", - გა­ნა­ცხა­და ვა­ი­დამ.

ვა­ი­დას ფილ­მის პრე­მი­ე­რას თა­ვად ლეხ ვა­ლენ­საც ეს­წრე­ბო­და. ვა­ი­დამ სცე­ნი­დან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ფეს­ტი­ვა­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და ევ­რო­პის­თვის ვა­ლენ­სას პი­როვ­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა. "ვა­ლენ­სა ნამ­დვი­ლად თა­ნა­მედ­რო­ვე გმი­რია", -აღ­ნიშ­ნა რე­ჟი­სორ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ანჟეი ვაიდას ვენეციის კინოფესტივალზე საპატიო პრიზი გადასცეს

ანჟეი ვაიდას ვენეციის კინოფესტივალზე საპატიო პრიზი გადასცეს

ვენეციის 70-ე კინოფესტივალზე პოლონელი რეჟისორი ანჟეი ვაიდა, კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის Persol-ის საპატიო პრიზით დააჯილდოვეს.

87 წლის რეჟისორი იტალიის კუნძულ ლიდოზე გადამღებ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა, რათა პირადად წარედგინა თავისი ახალი ფილმი "ვალენსა. იმედის ადამიანი" (Walesa. Czlowiek z nadziei). ეს ფილმი ტრილოგიის დასასრულია. ფილმი მოგვითხრობს პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ ვალენსას შესახებ. ფილმში ასახულია 1970 -1988 წლებში მიმდინარე მოვლენები და ის აშშ-ის კონგრესში ვალენსას სიტყვით გამოსვლით სრულდება.

"ეს ყველაზე რთული პერსონაჟია კინოში ჩემი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე. მაგრამ არ ვიცი, რომელი რეჟისორი შეძლებდა ლეხის შესახებ დამაკმაყოფილებელი ფილმის გადაღებას. ამიტომ მე არჩევანი არ მქონდა", - განაცხადა ვაიდამ.

ვაიდას ფილმის პრემიერას თავად ლეხ ვალენსაც ესწრებოდა. ვაიდამ სცენიდან მადლობა გადაუხადა ფესტივალის ხელმძღვანელობას და ევროპისთვის ვალენსას პიროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. "ვალენსა ნამდვილად თანამედროვე გმირია", -აღნიშნა რეჟისორმა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება