საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი შენგელაია - "ბიძინა როცა მდგომარეობას გამოასწორებს, აი, მერე შეუძლია წავიდეს"
გიორგი შენგელაია - "ბიძინა როცა მდგომარეობას გამოასწორებს, აი, მერე შეუძლია წავიდეს"

"ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა რომ ამ­ბობს, ბო­დი­ში არ მაქვს მო­სახ­დე­ლიო, ეს ფორ­მა სა­ერ­თოდ არ მეს­მის. რა დროს ბო­დი­შე­ბია, უნდა გა­აგ­რძე­ლოს ამ კაც­მა მუ­შა­ო­ბა ამ მხრივ და გა­მო­ას­წო­როს, რაც გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლია! " - ამ­ბობს ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია, რო­მე­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

- პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა რომ გა­მო­ა­ცხა­და წას­ვლის შე­სა­ხებ, ეგ ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა. ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა რომ აწყო­ბი­ლი იყოს, იმ დროს კი­დევ შე­იძ­ლე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­მოც­ვლა, მაგ­რამ ახლა ვერ გა­ვი­გე ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას მო­ტი­ვე­ბი. თუ ეს არის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტი, მა­შინ პა­ტი­ვი უნდა ვცეთ და და­ვე­თან­ხმოთ მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­ღა­ლა, რომ ვერ ას­რუ­ლებს ხალ­ხის და­პი­რე­ბებს... მე ძა­ლი­ან მინ­და, რომ დარ­ჩეს, რად­გან ვერ ვხე­დავ ვინ­მე ძლი­ერ კან­დი­და­ტუ­რას.. მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში კი არა, მსოფ­ლი­ო­შია კრი­ზი­სი და არ უნდა შე­ე­შინ­დეს.

- ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იცო­და, რო­გო­რი ქვე­ყა­ნაც ხვდე­ბო­დათ.

- აჰა, და­პი­რე­ბე­ბი რა­ტომ გას­ცეს, ხომ? - აქ უკვე პო­ლი­ტი­კუ­რი მო­მენ­ტია. ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი გუნ­დი ალ­ბათ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ, რომ მთე­ლი მსოფ­ლიო მათ და­უდ­გე­ბო­დათ გვერ­დით. მაგ­რამ, ვი­ნა­ი­დან "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" არ­ჩევ­ნებ­ში 40 პრო­ცენ­ტი მი­ი­ღო, ამი­ტომ და­სავ­ლე­თი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, მხო­ლოდ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის არ და­ე­ჭი­რა მხა­რი. მათ გა­მოგ­ვი­ცხა­დეს კო­ა­ბი­ტა­ცია და გვი­თხრეს, ითა­ნამ­შრომ­ლე­თო. და­სავ­ლეთ­ში ან ჯერ კი­დევ არ იცი­ან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" რაც არის, ან გან­ზრახ ხუ­ჭა­ვენ თვალს. ესე­ნი არი­ან პა­თო­ლო­გი­უ­რი ხალ­ხი, ერთი გი­ჟის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი. სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ გი­ჟია, ხომ და­ამ­ტკი­ცა კი­დევ ერთხელ თა­ვის სუ­ლე­ლუ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბით!

- კონ­კრე­ტუ­ლად რა გა­მო­ნათ­ქვა­მებს გუ­ლის­ხმობთ?

- აღარ მახ­სოვს, შენ შე­მო­გევ­ლე, მე­ზა­რე­ბა მა­გა­თი და­მახ­სოვ­რე­ბა. ან ვის რა­ღა­ში ჭირ­დე­ბა?!.. ისევ ეკო­ნო­მი­კას და­ვუბ­რუნ­დეთ. ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა რომ ამ­ბობს, ბო­დი­ში არ მაქვს მო­სახ­დე­ლიო, ეს ფორ­მა სა­ერ­თოდ არ მეს­მის. რა დროს ბო­დი­შე­ბია, უნდა გა­აგ­რძე­ლოს ამ კაც­მა მუ­შა­ო­ბა ამ მხრივ და გა­მო­ას­წო­როს, რაც გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლია. ახლა ხომ წა­ეთ­რე­ვა სა­ა­კაშ­ვი­ლი და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" მერე ბევ­რად მე­ტის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა. ვი­მე­ო­რებ, რომ როცა გა­მო­ას­წო­რებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­ურ და პო­ლი­ტი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას, აი მერე, კი ბა­ტო­ნო, შე­უძ­ლია წა­ვი­დეს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

არა ქოცს! არა ნაცს!
0

შენ დარჩენილიყავი და ის წასულიყო სადმე ეგ აჯობებდა 100%.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გიორგი შენგელაია - "ბიძინა როცა მდგომარეობას გამოასწორებს, აი, მერე შეუძლია წავიდეს"

გიორგი შენგელაია - "ბიძინა როცა მდგომარეობას გამოასწორებს, აი, მერე შეუძლია წავიდეს"

"ბატონი ბიძინა რომ ამბობს, ბოდიში არ მაქვს მოსახდელიო, ეს ფორმა საერთოდ არ მესმის. რა დროს ბოდიშებია, უნდა გააგრძელოს ამ კაცმა მუშაობა ამ მხრივ და გამოასწოროს, რაც გამოსასწორებელია! " - ამბობს ცნობილი რეჟისორი გიორგი შენგელაია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციას გამოეხმაურა.

- პრემიერ-მინისტრმა რომ გამოაცხადა წასვლის შესახებ, ეგ ძალიან სახიფათოა. ქვეყნის ეკონომიკა რომ აწყობილი იყოს, იმ დროს კიდევ შეიძლება პრემიერ-მინისტრის გამოცვლა, მაგრამ ახლა ვერ გავიგე ბატონი ბიძინას მოტივები. თუ ეს არის ფსიქოლოგიური მომენტი, მაშინ პატივი უნდა ვცეთ და დავეთანხმოთ მის გადაწყვეტილებას. შეიძლება გადაიღალა, რომ ვერ ასრულებს ხალხის დაპირებებს... მე ძალიან მინდა, რომ დარჩეს, რადგან ვერ ვხედავ ვინმე ძლიერ კანდიდატურას.. მარტო საქართველოში კი არა, მსოფლიოშია კრიზისი და არ უნდა შეეშინდეს.

- ახალმა ხელისუფლებამ იცოდა, როგორი ქვეყანაც ხვდებოდათ.

- აჰა, დაპირებები რატომ გასცეს, ხომ? - აქ უკვე პოლიტიკური მომენტია. ივანიშვილი და მისი გუნდი ალბათ დარწმუნებული იყვნენ, რომ მთელი მსოფლიო მათ დაუდგებოდათ გვერდით. მაგრამ, ვინაიდან "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნებში 40 პროცენტი მიიღო, ამიტომ დასავლეთი იძულებული გახდა, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის არ დაეჭირა მხარი. მათ გამოგვიცხადეს კოაბიტაცია და გვითხრეს, ითანამშრომლეთო. დასავლეთში ან ჯერ კიდევ არ იციან "ნაციონალური მოძრაობა" რაც არის, ან განზრახ ხუჭავენ თვალს. ესენი არიან პათოლოგიური ხალხი, ერთი გიჟის მომსახურე პერსონალი. სააკაშვილი რომ გიჟია, ხომ დაამტკიცა კიდევ ერთხელ თავის სულელური გამონათქვამებით!

- კონკრეტულად რა გამონათქვამებს გულისხმობთ?

- აღარ მახსოვს, შენ შემოგევლე, მეზარება მაგათი დამახსოვრება. ან ვის რაღაში ჭირდება?!.. ისევ ეკონომიკას დავუბრუნდეთ. ბატონი ბიძინა რომ ამბობს, ბოდიში არ მაქვს მოსახდელიო, ეს ფორმა საერთოდ არ მესმის. რა დროს ბოდიშებია, უნდა გააგრძელოს ამ კაცმა მუშაობა ამ მხრივ და გამოასწოროს, რაც გამოსასწორებელია. ახლა ხომ წაეთრევა სააკაშვილი და "ქართულ ოცნებას" მერე ბევრად მეტის გაკეთების საშუალება ექნება. ვიმეორებ, რომ როცა გამოასწორებს პრემიერ-მინისტრი ქვეყნის ეკონომიურ და პოლიტიკურ მდგომარეობას, აი მერე, კი ბატონო, შეუძლია წავიდეს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ირაკლი კობახიძემ ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილს "სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები" უწოდა

პარლამენტში, თალაკვაძის მოხსენებისას, ოპოზიციონერებმა საბჭოთა ჰიმნი ჩართეს - ნახეთ რა რეაქცია ჰქონდათ ელჩებსა და თავმჯდომარეს

"ვარ ზრდასრული ადამიანი და ყველა გადაწყვეტილებას ვიღებ პირადად" - იურიდიულმა კომიტეტმა შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა