პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადუაშვილის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს
ადუაშვილის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს

ბიზ­ნეს­მენ ავ­თან­დილ ადუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ, ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი გა­მო­ი­ტა­ნეს.

ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით, კობა ყუ­რუა, ვახ­ტანგ ჩხა­პე­ლია და გელა უბი­ლა­ვა თათ­ბი­რის მე-13 სა­ათ­ზე სცნეს.

მსა­ჯუ­ლებ­მა სა­თათ­ბი­როდ გან­სა­ზღვრუ­ლი სა­მი­ვე დრო­ის მო­ნაკ­ვე­თი ჯამ­ში - 12 სა­ა­თი გა­მო­ი­ყე­ნეს, თუმ­ცა დრო­ის და­მა­ტე­ბა გახ­და სა­ჭი­რო. სხდო­მა მო­სა­მარ­თლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შე­იკ­რი­ბა და ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს და­მა­ტე­ბით ერთი სა­ა­თი გა­ნე­სა­ზღვრათ, რის შემ­დე­გაც ვერ­დიქ­ტი გა­მო­ი­ტა­ნეს.

რაც შე­ე­ხე­ბა სას­ჯე­ლის ზო­მას, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლებს მო­სა­მარ­თლე სას­ჯელს დღეს ჩა­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ზე გა­ნუ­სა­ზღვრავს, რო­მე­ლიც სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 15:00 სა­ათ­ზეა ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

ბიზ­ნეს­მე­ნი ავ­თან­დილ ადუ­აშ­ვი­ლი თბი­ლის­ში, ზა­ზი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე 2012 წლის 23 ნო­ემ­ბერს მოკ­ლეს. მის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მურ­თაზ გერ­გა­ია, მოკ­ლუ­ლის მე­გო­ბა­რი ვახ­ტანგ ჩხა­პე­ლია, ძმე­ბი ქარ­ჩა­ვე­ბი, "მუ­ხად" ცნო­ბი­ლი ქო­ბა­ლია, გელა უბი­ლა­ვა და კობა ყუ­რუა არი­ან. არც ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს. თუმ­ცა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჩხა­პე­ლი­ამ, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბის შემ­კვე­თად მო­ი­აზ­რე­ბა, გა­მო­ძი­ე­ბას პირ­ვე­ლად აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მის­ცა, შემ­დეგ კი შეც­ვა­ლა და თქვა, რომ პირ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბა ზე­წო­ლის შე­დე­გად მი­ა­ცე­მი­ნეს.

ძმე­ბი ქარ­ჩა­ვე­ბის და ქო­ბა­ლი­ას საქ­მის გარ­და, და­ნარ­ჩე­ნი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის საქ­მე ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა გა­ნი­ხი­ლეს.

მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი მკვლე­ლო­ბის შემ­კვე­თად ავ­თან­დილ ადუ­აშ­ვი­ლის ნა­თე­სავს და მე­გო­ბარს, რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ მომ­ღე­რალ სოსო პავ­ლი­აშ­ვილს ასა­ხე­ლე­ბენ. ამის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზად კი, მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ადუ­აშ­ვი­ლი­სა და პავ­ლი­აშ­ვი­ლის სა­ერ­თო ბიზ­ნეს­ში პრობ­ლე­მებს მი­იჩ­ნე­ვენ.

სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ცალ­კეა აღ­ძრუ­ლი და პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი მისი და­კი­თხვა უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მოხ­დეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ადუაშვილის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს

ადუაშვილის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს

ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ, ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, კობა ყურუა, ვახტანგ ჩხაპელია და გელა უბილავა თათბირის მე-13 საათზე სცნეს.

მსაჯულებმა სათათბიროდ განსაზღვრული სამივე დროის მონაკვეთი ჯამში - 12 საათი გამოიყენეს, თუმცა დროის დამატება გახდა საჭირო. სხდომა მოსამართლის მონაწილეობით შეიკრიბა და ნაფიც მსაჯულებს დამატებით ერთი საათი განესაზღვრათ, რის შემდეგაც ვერდიქტი გამოიტანეს.

რაც შეეხება სასჯელის ზომას, მკვლელობაში ბრალდებულებს მოსამართლე სასჯელს დღეს ჩანიშნულ პროცესზე განუსაზღვრავს, რომელიც საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა ჩანიშნული.

ბიზნესმენი ავთანდილ ადუაშვილი თბილისში, ზაზიაშვილის ქუჩაზე 2012 წლის 23 ნოემბერს მოკლეს. მის საქმეზე ბრალდებულები მურთაზ გერგაია, მოკლულის მეგობარი ვახტანგ ჩხაპელია, ძმები ქარჩავები, "მუხად" ცნობილი ქობალია, გელა უბილავა და კობა ყურუა არიან. არც ერთი ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. თუმცა, როგორც ცნობილია, ჩხაპელიამ, რომელიც მკვლელობის შემკვეთად მოიაზრება, გამოძიებას პირველად აღიარებითი ჩვენება მისცა, შემდეგ კი შეცვალა და თქვა, რომ პირველი ჩვენება ზეწოლის შედეგად მიაცემინეს.

ძმები ქარჩავების და ქობალიას საქმის გარდა, დანარჩენი ბრალდებულების საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს.

მოკლულის ახლობლები მკვლელობის შემკვეთად ავთანდილ ადუაშვილის ნათესავს და მეგობარს, რუსეთში მცხოვრებ ქართველ მომღერალ სოსო პავლიაშვილს ასახელებენ. ამის სავარაუდო მიზეზად კი, მოკლულის ახლობლები ადუაშვილისა და პავლიაშვილის საერთო ბიზნესში პრობლემებს მიიჩნევენ.

სოსო პავლიაშვილთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე ცალკეა აღძრული და პროკურატურის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული მისი დაკითხვა უახლოეს პერიოდში მოხდეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ