კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერ-მინისტრი ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
პრემიერ-მინისტრი ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ: "მე დღეს მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა გავ­ცნო­ბო­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბას გუ­შინ­დელ ჩემს პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და, გულ­წრფე­ლად ვი­ტყვი, გა­მაკ­ვირ­ვა ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ზე ჩემი პა­სუ­ხის გარ­შე­მო ატე­ხილ­მა აჟი­ო­ტაჟ­მა.

სა­ო­ცა­რია, რამ გა­მო­იწ­ვია ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სის ასე­თი შე­ფა­სე­ბე­ბი, მა­შინ რო­დე­საც ჩემი პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის დღი­დან დღემ­დე, პი­რა­დად მე და ჩემ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა გუნ­დმა ათას­ჯერ გან­ვა­ცხა­დეთ ქვეყ­ნის ძი­რი­თა­დი სტრა­ტე­გი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ, ხოლო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ამ­დე ერთი დღით ადრე, ამ­ბა­სა­დო­რი­ალ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას სულ ცოტა სამ­ჯერ აღ­ვნიშ­ნე, რომ ქვეყ­ნის ძი­რი­თა­დი სტრა­ტე­გია ევ­რო­კავ­შირ­სა და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სივ­რცე­ში ინ­ტეგ­რა­ცი­აა და ეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ქვა­კუ­თხე­დია.

გუ­შინ­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის თე­მა­ზე დას­მულ კი­თხვას ასე ვუ­პა­სუ­ხე: "რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რა­ზი­ულ კავ­შირს, ყუ­რა­დღე­ბით ვუ­ყუ­რებ და ვსწავ­ლობ. ამ ეტაპ­ზე არა­ნა­ი­რი პო­ზი­ცია არ გაგ­ვაჩ­ნია, თუმ­ცა, თუ პერ­სპექ­ტი­ვა­ში ვნა­ხავთ, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­ის­თვის ეს სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, რა­ტო­მაც არა?!"

რო­გორც ჩანს, არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თვი­საც გუ­შინ­დელ ჩემს სი­ტყვებს გან­მარ­ტე­ბა სჭირ­დე­ბა, ამი­ტომ კი­დევ ერთხელ ვა­ცხა­დებ -თუ ევ­რა­ზი­ულ კავ­შირს რა­ი­მე თან­ხვედ­რა ექ­ნე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­თან, ისე, რომ არ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ გა­ცხა­დე­ბულ ძი­რი­თად სტრა­ტე­გი­ას, მო­მა­ვალ­ში ამ სა­კი­თხსაც გან­ვი­ხი­ლავთ. და კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ: რა­ტო­მაც არა?!

სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ლა­გე­ბა რო­გორც მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­თან, ისე სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­თან. ჩვენ, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, ვალ­დე­ბუ­ლი ვართ მო­ვა­წეს­რი­გოთ ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ყვე­ლას­თან და, რა თქმა უნდა, რუ­სეთ­თა­ნაც.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ თე­მა­ზე ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს, ბუ­ნებ­რი­ვია, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ზო­გი­ერთ წარ­მო­მად­გე­ნელს აწყობს ამით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა. მუდ­მი­ვად მტრის ხა­ტის შექ­მნა მხო­ლოდ მათ სა­სი­ცო­ცხლო ინ­ტე­რე­სებ­შია, რათა და­მა­ლონ ის ბრა­ლე­უ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მი­უ­ძღვით ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის წი­ნა­შე.

კი­დევ ერთხელ ვა­ცხა­დებ უკვე ათას­ჯერ გა­ცხა­დე­ბულ ქვეყ­ნის ძი­რი­თად სტრა­ტე­გი­ას -ევ­რო­კავ­შირ­სა და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სივ­რცე­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არა აქვს -ეს ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კის ქვა­კუ­თხე­დია", - აცხა­დებს ივა­ნიშ­ვი­ლი.

sponsored by ContentRoom

პრემიერ-მინისტრი ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

პრემიერ-მინისტრი ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "მე დღეს მომეცა საშუალება გავცნობოდი გამოხმაურებას გუშინდელ ჩემს პრესკონფერენციასთან დაკავშირებით და, გულწრფელად ვიტყვი, გამაკვირვა ევრაზიულ კავშირზე ჩემი პასუხის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა.

საოცარია, რამ გამოიწვია ზოგიერთი პოლიტიკოსის ასეთი შეფასებები, მაშინ როდესაც ჩემი პოლიტიკაში მოსვლის დღიდან დღემდე, პირადად მე და ჩემმა პოლიტიკურმა გუნდმა ათასჯერ განვაცხადეთ ქვეყნის ძირითადი სტრატეგიული პოლიტიკის შესახებ, ხოლო პრესკონფერენციამდე ერთი დღით ადრე, ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას სულ ცოტა სამჯერ აღვნიშნე, რომ ქვეყნის ძირითადი სტრატეგია ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაა და ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია.

გუშინდელ პრესკონფერენციაზე ევრაზიული კავშირის თემაზე დასმულ კითხვას ასე ვუპასუხე: ,,რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობ. ამ ეტაპზე არანაირი პოზიცია არ გაგვაჩნია, თუმცა, თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს საინტერესო იქნება, რატომაც არა?!"

როგორც ჩანს, არიან ადამიანები, ვისთვისაც გუშინდელ ჩემს სიტყვებს განმარტება სჭირდება, ამიტომ კიდევ ერთხელ ვაცხადებ -თუ ევრაზიულ კავშირს რაიმე თანხვედრა ექნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან, ისე, რომ არ შეეწინააღმდეგება საქართველოს მიერ გაცხადებულ ძირითად სტრატეგიას, მომავალში ამ საკითხსაც განვიხილავთ. და კიდევ გავიმეორებ: რატომაც არა?!

საქართველოს სჭირდება ურთიერთობების დალაგება როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ისე სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვალდებული ვართ მოვაწესრიგოთ ეს ურთიერთობები ყველასთან და, რა თქმა უნდა, რუსეთთანაც.

რაც შეეხება ამ თემაზე ატეხილ აჟიოტაჟს, ბუნებრივია, "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთ წარმომადგენელს აწყობს ამით მანიპულირება. მუდმივად მტრის ხატის შექმნა მხოლოდ მათ სასიცოცხლო ინტერესებშია, რათა დამალონ ის ბრალეულობა, რომელიც მიუძღვით ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ უკვე ათასჯერ გაცხადებულ ქვეყნის ძირითად სტრატეგიას -ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას საქართველოსთვის ალტერნატივა არა აქვს -ეს ჩვენი პოლიტიკის ქვაკუთხედია", - აცხადებს ივანიშვილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა