Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაშო მელქაძე ქმარმა და ბიძამ სამსახურში არ მიიღეს
მაშო მელქაძე ქმარმა და ბიძამ სამსახურში არ მიიღეს

მსა­ხი­ო­ბი მაშო მელ­ქა­ძე ბევ­რმა "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან" გა­იც­ნო. მა­ნამ­დე მან თე­ატ­რში რამ­დე­ნი­მე ძა­ლი­ან კარ­გი და რთუ­ლი როლი შე­ას­რუ­ლა, თუმ­ცა რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, ის რო­ლე­ბი ბევ­რს ნა­ნა­ხი არ აქვს და რო­დე­საც მა­შოს ინ­ტერ­ვი­უს კი­თხუ­ლო­ბენ, ზოგი კო­მენ­ტარს აკე­თებს, ეს გოგო ვი­ნაა, მის­გან ინ­ტერ­ვი­უს ერთი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის გამო რა­ტომ იღე­ბე­ნო. ასე­თი კო­მენ­ტა­რე­ბის გამო გული ძა­ლი­ან სწყდე­ბა.

რა­ტომ არ მოს­წონს "ქლაბ შო­უ­ში" მუ­შა­ო­ბის პე­რი­ო­დი

- მაშო, მშობ­ლე­ბი რას საქ­მი­ა­ნო­ბენ?

- მშობ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს და­შო­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მამა პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტია. ფო­ტო­ზე მას­თან ერ­თად ვარ. მა­მას სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი აქვს. დე­დას, მა­რი­ნა მელ­ქა­ძეს, სა­კუ­თა­რი მა­ღა­ზია აქვს. ორი­ვე თა­ვი­სი ბიზ­ნე­სით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

- დიდი ხა­ნია, რაც ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ?

- ერთი წლის ვი­ყა­ვი, რომ და­შორ­დნენ. მყავს უფ­რო­სი და ნინო. ფო­ტო­ზე მას­თან ერ­თად ვარ. მა­მას მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს ორი გო­გო­ნა - ანი და სა­ლო­მე.

- დე­დამ შექ­მნა მე­ო­რედ ოჯა­ხი?

- დე­დას მე­ო­რედ ოჯა­ხი არ შე­უქ­მნია. ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი და ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ ჩემს მშობ­ლებს. ოჯა­ხე­ბით ვახ­ლობ­ლობთ და და­სას­ვე­ნებ­ლა­დაც ერ­თად მივ­დი­ვართ ხოლ­მე.

- მომ­დევ­ნო ფო­­ტოზე ვის­თან ერ­თად ხარ?

- დასა და დე­დას­თან ერ­თად. ეს ფოტო ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- დები ბავ­შვო­ბი­დან მე­გობ­რობ­დით?

- ბავ­შვო­ბა­ში მა­ინ­ცდა­მა­ინც კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვქო­ნია. მე უფრო ცელ­ქი ვი­ყა­ვი. ჩემი და წყნა­რი იყო. დღეს­დღე­ო­ბით ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ახლო მე­გო­ბა­რი ჩემი და არის.

- გა­რეგ­ნუ­ლად ვის ჰგავ­ხართ?

- მე - დე­დას, ჩემი და კი მა­მას ჰგავს. მომ­დევ­ნო ფო­ტო­ზე მე და ჩემი და ვართ. სუ­რათ­ზე ალ­ბათ ერთი წლის ვიქ­ნე­ბი.

- სა­ხე­ლი ვინ და­გარ­ქვა?

- მა­რი­ა­მი მქვ­ია, ნათ­ლია და­ბა­დე­ბი­დან მა­შოს მე­ძახ­და. ნი­კუ­შა წუ­ლუ­კი­ძეს­თან ვემ­ზა­დე­ბო­დი, თე­ატ­რა­ლურ­ში რომ ვა­ბა­რებ­დი და მა­შოს მე­ძახ­და. მერე თატ­რა­ლურ­ში ყვე­ლა მა­შოს მე­ძახ­და. დღეს მა­რის მარ­ტო დედა მე­ძა­ხის.

- მომ­დევ­ნო ფოტო რო­დის გაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი?

- სუ­რათ­ზე თხუ­თმე­ტი წლის ვარ. დე­დას­თან, ჩემს დას­თან, დის­შვილ­სა და ჩემს მე­გო­ბარ­თან ერ­თად ვარ.

- კარ­გი და დამ­ჯე­რი ბავ­შვი იყა­ვი სკო­ლა­ში?

- მხო­ლოდ ქარ­თულ­ში, ის­ტო­რი­ა­ში, გე­ოგ­რა­ფი­ა­სა და ბი­ო­ლო­გი­ა­ში მყავ­და კარ­გი ნიშ­ნე­ბი. და­ა­ნარ­ჩენ საგ­ნებ­ში სა­მე­ბი, ორი­ა­ნე­ბი და ოთხი­ა­ნე­ბი. მა­თე­მა­ტი­კა­ში ორი­ა­ნი მყავ­და, მაგ­რამ ისე­თი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, რომ ფან­დე­ბით გამ­ყავ­და ჩემი თავი.

- რო­მე­ლი სკო­ლა და­ამ­თავ­რე?

- 141-ე, მაგ­რამ ბოლო ორი წელი ფაქ­ტობ­რი­ვად არ მივ­ლია. სახ­ლში ვემ­ზა­დე­ბო­დი.

- რა ფან­დე­ბი იცო­დი, რომ ნიშ­ნებს არ­ცოდ­ნის შემ­თხვე­ვა­შიც გი­წერ­დნენ?

- ძი­რი­თა­დად ვი­წერ­დი, ან მას­წავ­ლე­ბელ­თან ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, რომ თავს ვაყ­ვა­რებ­დი, ნაკ­ლე­ბად მე­ჩხუ­ბე­ბოდ­ნენ და არ აქ­ცევ­დნენ ყუ­რა­დღე­ბას ჩემს სწავ­ლას. გა­მორ­ჩე­უ­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი და ყო­ველ­თვის ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი კონ­კურ­სებ­ში. მა­თე­მა­ტი­კა­სა და ფი­ზი­კა­ში სუს­ტი რომ ვი­ყა­ვი, ამას დიდ ყუ­რა­დღე­ბას არა­ვინ აღარ აქ­ცევ­და.

- თა­ვი­დან­ვე მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­დი?

- ექ­ვსი წლი­დან თე­ატ­რა­ლურ სტუ­დია "ბე­რი­კებ­ში" დავ­დი­ო­დი. სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე არც მი­ფიქ­რია. სუ­რა­თი "ბე­რი­კე­ბის" სტუ­დი­ის წევ­რებ­თან ერ­თად მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი. ჩემ გვერ­დით არ­ჩილ სო­ლო­ღაშ­ვი­ლი ზის. არ­ჩი­ლი ჩემი ცეკ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო. თვი­თო­ნაც მოს­წავ­ლე იყო და პა­ტა­რებს გვას­წავ­ლი­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

მაშო მელქაძე ქმარმა და ბიძამ სამსახურში არ მიიღეს

მაშო მელქაძე ქმარმა და ბიძამ სამსახურში არ მიიღეს

მსახიობი მაშო მელქაძე ბევრმა "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო. მანამდე მან თეატრში რამდენიმე ძალიან კარგი და რთული როლი შეასრულა, თუმცა როგორც ხდება ხოლმე, ის როლები ბევრს ნანახი არ აქვს და როდესაც მაშოს ინტერვიუს კითხულობენ, ზოგი კომენტარს აკეთებს, ეს გოგო ვინაა, მისგან ინტერვიუს ერთი შესრულებული როლის გამო რატომ იღებენო. ასეთი კომენტარების გამო გული ძალიან სწყდება.

რატომ არ მოსწონს "ქლაბ შოუში" მუშაობის პერიოდი

- მაშო, მშობლები რას საქმიანობენ?

- მშობლები ერთმანეთს დაშორებულები არიან. მამა პროფესიით ეკონომისტია. ფოტოზე მასთან ერთად ვარ. მამას საკუთარი ბიზნესი აქვს. დედას, მარინა მელქაძეს, საკუთარი მაღაზია აქვს. ორივე თავისი ბიზნესით არის დაკავებული.

- დიდი ხანია, რაც ერთმანეთს დაშორდნენ?

- ერთი წლის ვიყავი, რომ დაშორდნენ. მყავს უფროსი და ნინო. ფოტოზე მასთან ერთად ვარ. მამას მეორე ქორწინებიდან ჰყავს ორი გოგონა - ანი და სალომე.

- დედამ შექმნა მეორედ ოჯახი?

- დედას მეორედ ოჯახი არ შეუქმნია. ძალიან მეგობრული და ახლო ურთიერთობა აქვთ ჩემს მშობლებს. ოჯახებით ვახლობლობთ და დასასვენებლადაც ერთად მივდივართ ხოლმე.

- მომდევნო ფო­­ტოზე ვისთან ერთად ხარ?

- დასა და დედასთან ერთად. ეს ფოტო ძალიან მიყვარს.

- დები ბავშვობიდან მეგობრობდით?

- ბავშვობაში მა­ინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ გვქონია. მე უფრო ცელქი ვიყავი. ჩემი და წყნარი იყო. დღესდღეობით ჩემთვის ყველაზე ახლო მეგობარი ჩემი და არის.

- გარეგნულად ვის ჰგავხართ?

- მე - დედას, ჩემი და კი მამას ჰგავს. მომდევნო ფოტოზე მე და ჩემი და ვართ. სურათზე ალბათ ერთი წლის ვიქნები.

- სახელი ვინ დაგარქვა?

- მარიამი მქვ­ია, ნათლია დაბადებიდან მაშოს მეძახდა. ნიკუშა წულუკიძესთან ვემზადებოდი, თეატრალურში რომ ვაბარებდი და მაშოს მეძახდა. მერე თატრალურში ყველა მაშოს მეძახდა. დღეს მარის მარტო დედა მეძახის.

- მომდევნო ფოტო როდის გაქვს გადაღებული?

- სურათზე თხუ­თმეტი წლის ვარ. დედასთან, ჩემს დასთან, დისშვილსა და ჩემს მეგობართან ერთად ვარ.

- კარგი და დამჯერი ბავშვი იყავი სკოლაში?

- მხოლოდ ქართულში, ისტორიაში, გეოგრაფიასა და ბიოლოგიაში მყავდა კარგი ნიშნები. დაანარჩენ საგნებში სამები, ორიანები და ოთხიანები. მათემატიკაში ორიანი მყავდა, მაგრამ ისეთი ბავშვი ვიყავი, რომ ფანდებით გამყავდა ჩემი თავი.

- რომელი სკოლა დაამთავრე?

- 141-ე, მაგრამ ბოლო ორი წელი ფაქტობრივად არ მივლია. სახლში ვემზადებოდი.

- რა ფანდები იცოდი, რომ ნიშნებს არცოდნის შემთხვევაშიც გიწერდნენ?

- ძირითადად ვიწერდი, ან მასწავლებელთან ისეთი ურთიერთობა მქონდა, რომ თავს ვაყვარებდი, ნაკლებად მეჩხუბებოდნენ და არ აქცევდნენ ყურადღებას ჩემს სწავლას. გამორჩეული ბავშვი ვიყავი და ყოველთვის ვმონაწილეობდი კონკურსებში. მათემატიკასა და ფიზიკაში სუსტი რომ ვიყავი, ამას დიდ ყურადღებას არავინ აღარ აქცევდა.

- თავიდანვე მსახიობობაზე ოცნებობდი?

- ექვსი წლიდან თეატრალურ სტუდია "ბერიკებში" დავდიოდი. სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. სურათი "ბერიკების" სტუდიის წევრებთან ერთად მაქვს გადაღებული. ჩემ გვერდით არჩილ სოლოღაშვილი ზის. არჩილი ჩემი ცეკვის მასწავლებელი იყო. თვითონაც მოსწავლე იყო და პატარებს გვასწავლიდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება