რა ელის სა­ქარ­თვე­ლოს სი­რი­ა­ში ამე­რი­კის ინ­ტერ­ვენ­ცი­ი­სას

რა ელის სა­ქარ­თვე­ლოს სი­რი­ა­ში ამე­რი­კის ინ­ტერ­ვენ­ცი­ი­სას

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაქ ობა­მამ სი­რი­ა­ზე, სა­დაც სა­მო­ქა­ლა­ქო ომი 2011 წლი­დან მძვინ­ვა­რებს, სამ­ხედ­რო დარ­ტყმის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა უკ­ვე მი­ი­ღო. კონ­გრეს­ში სი­რი­ის პრობ­ლე­მა­ზე დე­ბა­ტე­ბი 9 სექ­ტემ­ბერს და­იწყ­ე­ბა, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ იმა­საც, რომ პრე­ზი­დენ­ტმა ობა­მამ სი­რი­ა­ზე იე­რი­ში შე­იძ­ლე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­შიც და­იწყ­ოს, თუ­კი კონ­გრე­სის­გან ნე­ბარ­თვას ვერ მი­ი­ღებს. ობა­მას­ვე გან­ცხა­დე­ბით, ვა­შინ­გტო­ნი აპი­რებს ბა­შარ ასა­დის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ნე­ბარ­თვის გა­რე­შე იმოქ­მე­დოს. ამ თე­მა­ზე სამ­ხედ­რო­-ა­ნა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნა­ლის, "არ­სე­ნა­ლის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტორ ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ობა­მა დღეს თა­ვი­სი­ვე სიტყ­ვე­ბის ტყვე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. მან ამ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­ნაცხ­ა­და, რომ თუ ბა­შარ ასა­დის რე­ჟი­მი თა­ვი­სი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ ქი­მი­ურ ია­რაღს გა­მო­ი­ყე­ნებ­და, ეს იქ­ნე­ბო­და წი­თე­ლი ხა­ზის გა­დაკ­ვე­თა, რის შემ­დე­გაც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ადეკ­ვა­ტუ­რად იმოქ­მე­დებ­და. 21 აგ­ვის­ტოს სი­რი­ა­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მარ­თლაც გა­მო­ი­ყე­ნეს ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი, რაც კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­შე ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლად მი­მაჩ­ნი­ა. 1500-მდე ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ძი­რი­თა­დად მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, მაგ­რამ სა­კითხ­ა­ვი­ა, ვინ გა­მო­ი­ყე­ნა ეს ია­რა­ღი? ეს ამ­ბა­ვი უც­ნა­უ­რად და­ემ­თხვა გა­ე­როს დამ­კვირ­ვე­ბე­ლი ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის ექ­სპერ­ტე­ბის ჩას­ვლას და­მას­კო­ში. წე­სით, ამ დროს ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა ასა­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად აძ­ლევ­და ხელს. ჩე­მი აზ­რით, თუმ­ცა ამის მტკი­ცე­ბა რთუ­ლი­ა, ეს ია­რა­ღი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა იმ მე­სა­მე ძა­ლას, რო­მელ­საც სურს აშ­შ-ის ომ­ში ჩა­რ­თვა. სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით პრო­ცე­სე­ბი შე­საძ­ლოა რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­ით გან­ვი­თარ­დეს: პირ­ვე­ლი - გან­ხორ­ცი­ელ­დეს შეზღ­უ­დუ­ლი წერ­ტი­ლო­ვა­ნი სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბი, ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბის "ტო­მა­ჰავ­კე­ბი­სა" და სა­გემ­ბა­ნო თვით­მფრი­ნა­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რი­სი მი­ზა­ნიც კონ­კრე­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა იქ­ნე­ბა, მათ შო­რის ბა­შარ ასა­დის რე­ზი­დენ­ცი­ის და ა.შ. თუმ­ცა მხედ­ვე­ლო­ბა­შია მი­სა­ღე­ბი, რომ ასა­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ასე­ვე სამ­ხედ­რო შტა­ბე­ბი უკ­ვე მი­წის­ქვე­შა ბუნ­კე­რებ­ში გა­და­დი­ან; მე­ო­რე სცე­ნა­რით, ეს სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბი შე­იძ­ლე­ბა დრო­ში გა­ხან­გრძლივ­დეს, პერ­მა­ნენ­ტუ­ლად და უფ­რო დი­დი მას­შტა­ბით მოხ­დეს და­ბომ­ბვე­ბი; მე­სა­მე და უფ­რო რთუ­ლი სცე­ნა­რით, შე­საძ­ლე­ბე­ლია სახ­მე­ლე­თო შეჭ­რა. თუმ­ცა ეს ბო­ლო ვა­რი­ან­ტი უფ­რო გა­მო­ი­რიცხ­ე­ბა. თუ აშ­შ-მა და­იწყო სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ა, მას ექ­ნე­ბა ასა­დის ოპო­ზი­ცი­ის იმე­დი, რო­მე­ლიც ხმე­ლეთ­ზე წა­მო­იწყ­ებს სამ­ხედ­რო შე­ტე­ვებს, სი­რი­ის ცა­ში კი ამე­რი­კუ­ლი თვით­მფრი­ნა­ვე­ბი იბა­ტო­ნე­ბენ. ა­სე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, რას მო­ი­მოქ­მე­დებს ირა­ნი, სა­დაც კარ­გად ხვდე­ბი­ან, რომ თუ ასა­დის რე­ჟი­მი და­ემ­ხო­ბა, მა­ლე შე­იძ­ლე­ბა ირა­ნის ჯე­რიც დად­გეს. ირა­ნი ასა­დის რე­ჟიმს ფა­რუ­ლად აქამ­დეც ეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ ახ­ლა შე­იძ­ლე­ბა ღი­ად, სახ­მე­ლე­თო ჯა­რი­თა და სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­თაც შე­ე­წი­ოს ბა­შარ ასადს. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ჩი­ნე­თის და უპირ­ვე­ლე­სად, რუ­სე­თის პო­ზი­ცი­აც. ეს უკა­ნას­კნე­ლი, რა თქმა უნ­და, ღი­ად არ ჩა­ერ­თვე­ბა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ა­ში, თუ ის და­იწყ­ო, მაგ­რამ ვი­ცით, რომ სი­რი­ის სა­ნა­პი­როს­კენ თა­ვის სამ­ხედ­რო ხო­მალ­დებს გზავ­ნის, მათ შო­რის, შა­ვი ზღვის ფლო­ტის ფლაგ­მან "მას­კვას", აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ სი­რი­ის სა­პორ­ტო ქა­ლაქ ტარ­ტუს­ში მას თა­ვი­სი ბა­ზა აქვს.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებთ ბა­შარ ასა­დის რე­ჟი­მის სამ­ხედ­რო პო­ტენ­ცი­ალს?

- იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, ამე­რი­კა სა­ჰა­ე­რო ოპე­რა­ცი­ას და­იწყ­ებს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა არა სი­რი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში ტან­კე­ბის ოდე­ნო­ბა, არა­მედ ის, თუ სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის რა სა­შუ­ა­ლე­ბებს ფლობს ასა­დის რე­ჟი­მი. ბო­ლო მო­ნა­ცე­მე­ბით, სი­რი­ის არ­მი­ის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში იყო და­ახ­ლო­ე­ბით 900 ერ­თე­უ­ლამ­დე სა­ზე­ნი­ტო-­სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სი, ასე­ვე 4000-მდე სა­ზე­ნი­ტო არ­ტი­ლე­რი­ის და­ნად­გა­რი, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბა მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია. თუმ­ცა ასა­დის ხელ­ში ასე­ვე არის კი­დევ ახა­ლი ტი­პის სა­ზე­ნი­ტო სის­ტე­მე­ბი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა, კერ­ძოდ პუ­ტინ­მა, ბო­ლო 2-3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიჰ­ყი­და, მათ შო­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა: "ბუ­კი­სა" და "პან­ცი­რის" ტი­პის მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ზე­ნი­ტო-­სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სე­ბი. ასე­ვე სი­რი­ე­ლებს გა­აჩ­ნი­ათ "ი­ა­ხონ­ტის" ტი­პის ხო­მალ­დსა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბი, რაც ასე­ვე რუ­სე­თი­დან შე­ი­ტა­ნეს. ეს სის­ტე­მე­ბი სი­რი­ის სა­ნა­პი­რო­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი და სა­ნა­პი­რო­დან 300 კმ სი­შო­რე­ზე შე­უძ­ლი­ათ მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ხო­მალ­დე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა ან ჩა­ძირ­ვა, გა­აჩ­ნია ამ ხო­მალ­დე­ბის ტო­ნაჟს. შე­იძ­ლე­ბა ავი­ამ­ზი­დი ვერ ჩა­ძი­რონ, მა­გ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ზი­ა­ნონ. მოკ­ლედ, ასა­დი მთლად ხელ­ცა­რი­ე­ლი არ არის, თუმცა სი­რია დიდ­ხანს მა­ინც ვერ გაძ­ლებს, თუ მის წი­ნა­აღ­მდეგ სე­რი­ო­ზუ­ლი ძა­ლე­ბი იქ­ნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

- თუ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია მარ­თლაც და­იწყ­ო, ეს რა გავ­ლე­ნას ­მო­ახ­დენს სა­ქარ­თვე­ლო­ზე?

- სამ­წუ­ხა­როდ, მო­სა­ლოდ­ნე­ლი­ა, რომ რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კა და ქმე­დე­ბე­ბი ჩვენ­და­მი კი­დევ უფ­რო ხის­ტი გახ­დეს. სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის მი­ერ ჯერ კი­დევ ამე­რი­კის ერ­თგულ და სტა­ტე­გი­ულ პარ­ტნი­ო­რად აღიქ­მე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, თუ ამე­რი­კა ჩა­ერ­თო ამ ბრძო­ლა­ში, რუ­სე­თი შე­იძ­ლე­ბა შე­ე­ცა­დოს ჩვენ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბით სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­დას. გა­გახ­სე­ნებთ, 2008 წელს, რო­დე­საც და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­მა კო­სო­ვოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ცნეს, სწო­რედ ამის სა­პა­სუ­ხოდ შე­მო­იჭ­რა აგ­ვის­ტო­ში რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამ შე­მოჭ­რის ერ­თა­დერ­თი არა, მაგ­რამ ერ­თ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი სწო­რედ კო­სო­ვოს აღი­ა­რე­ბა იყო.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე