პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიშასთან სიარული მოდაშია" - ცნობილი ქალების სტილისტის გულახდილი ინტერვიუ
"მიშასთან სიარული მოდაშია" - ცნობილი ქალების სტილისტის გულახდილი ინტერვიუ

წლე­ბის წინ კბი­ლის ტექ­ნი­კო­სო­ბას აპი­რებ­და, მაგ­რამ ერთხე­ლაც, აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე, ერთ-ერთ სა­ლონ­ში თმის შე­საჭ­რე­ლად შე­სულს სტი­ლის­ტი მაკა მო­ე­წო­ნა. მას მერე, ვარ­ცხნი­ლო­ბის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად და მა­კას სა­ნა­ხა­ვად სულ იქ და­დი­ო­და. "ერთხელ, სა­ლონ­ში მი­სულ­მა ყური მოვ­კა­რი, ჩემი საყ­ვა­რე­ლი სტი­ლის­ტი ვი­ღაც გო­გოს ეუბ­ნე­ბო­და: - მე­ცა­დი­ნე­ო­ბა ორ­შა­ბა­თი­დან და­ვი­წყო­თო. მივ­ხვდი, ხე­ლო­ბის შე­სას­წავ­ლად იმ გო­გოს მა­კას­თან უნდა ევლო. ეს ამ­ბა­ვი მეც და­მიჯ­და ჭკუ­ა­ში, არა­და, მა­შინ 16 წლის გახ­ლდით, მე­ა­თეკ­ლა­სე­ლი", - ამ­ბობს მიშა გა­სი­ტაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც დღეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი სტი­ლის­ტია.

- მიშა, ხე­ლო­ბის შეს­წავ­ლა რო­გორ და­ი­წყე?

- იმ პე­რი­ოდ­ში სა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი მქონ­და და დე­დას ვუ­თხა­რი, - 300 დო­ლა­რი მო­მე­ცი, რა­ღაც ინ­ვენ­ტა­რის შე­სა­ძე­ნად მჭირ­დე­ბა-მეთ­ქი. მერე ის ფული მა­კას მი­ვუ­ტა­ნე. მოკ­ლედ, სამ თვე­ში 300 დო­ლა­რი გა­და­ვი­ხა­დე და სტი­ლის­ტო­ბის ანა­ბა­ნას მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვსწავ­ლობ­დი. იქ ბევ­რი მე­გო­ბა­რიც გა­ვი­ჩი­ნე... როცა სკო­ლა და­ი­წყო, სას­წავ­ლე­ბელ­ში სი­ა­რუ­ლი­სა და მუ­შა­ო­ბის შე­თავ­სე­ბა მო­მიხ­და. მე­თერ­თმე­ტე კლას­ში რომ გა­და­ვე­დი, იმ სა­ლონ­ში უკვე სა­კუ­თა­რი კლი­ენ­ტე­ბი მყავ­და. კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ვი­ყა­ვი და ყვე­ლას უპ­რობ­ლე­მოდ ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დი. მერე ერთ-ერ­თმა კლი­ენ­ტმა, რო­მელ­საც ირმა ერ­ქვა (მას­თან დღე­საც ვმე­გობ­რობ), მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის გვერ­დით სა­ლო­ნი გახ­სნა და სამ­სა­ხუ­რი შე­მომ­თა­ვა­ზა. 10 წელი იქ ვი­მუ­შა­ვე და პო­პუ­ლა­რუ­ლი გავ­ხდი...

- დე­დამ, რო­მე­ლიც კბი­ლის ტექ­ნი­კო­სო­ბის­თვის გამ­ზა­დებ­და, რა გი­თხრა?

- დე­დამ ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­ოდ გვი­ან, შემ­თხვე­ვით გა­ი­გო და რა­ღას მე­ტყო­და?.. უპირ­ვე­ლე­სად, ამ საქ­მე­ში ის მო­მე­წო­ნა, რომ უამ­რავ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა. მერე, როცა პო­პუ­ლა­რუ­ლი გავ­ხდი, ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შე უკვე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა გა­მიჩ­ნდა, მა­ნამ­დე კი ჩემ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი გარ­თო­ბა უფრო იყო. რად­გა­ნაც ბევ­რი ცნო­ბი­ლი თუ უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი სტი­ლის­ტი გავ­ხდი, ცოტა ხნით მი­ლან­ში, "ალ­ტო­კო­პო­ლას" აკა­დე­მი­ა­ში სას­წავ­ლებ­ლა­დაც წა­ვე­დი...

- მოკ­ლედ, ცხოვ­რე­ბა­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა შენ­თვის ად­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა, არა?

- ვფიქ­რობ, სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გი­ლას აღ­მოვ­ჩნდი. მი­მაჩ­ნია, რომ თბი­ლის­ში ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ხე­ლო­სა­ნია. მე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კი არა, მო­დუ­რი უფრო ვარ.

- ამას თავ­მდაბ­ლო­ბა გა­ლა­პა­რა­კებს?

- არა. იცი, მი­შას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის უბ­რა­ლოდ სტი­ლის­ტთან მის­ვლა კი არა, სულ სხვა რა­ღაც არის. არ ვარ ამ­ბი­ცი­უ­რი, მაგ­რამ ჩემ­თან მომ­ხმა­რებ­ლე­ბი იმი­ტომ ნამ­დვი­ლად არ და­დი­ან, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად მი­მიჩ­ნე­ვენ...

- აბა, რაში გიხ­დი­ან ფულს?

- ადა­მი­ა­ნებს ვუყ­ვარ­ვარ, ისი­ნი უკვე ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან; კლი­ენ­ტებ­თან ყო­ველ­თვის კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მი­ყა­ლიბ­დე­ბა. ვი­მე­ო­რებ, მე არ ვარ იმ დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, რო­გო­რი სა­ხე­ლიც მაქვს. უბ­რა­ლოდ, მი­შას­თან სი­ა­რუ­ლი მო­და­შია და ამას აბ­სო­ლუ­ტუ­რად გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ.

- პრო­ფე­სი­ო­ნალ და­ლა­ქებ­თან თუ სტი­ლის­ტებ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს?

- სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გარ­და, ამ პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს პი­რა­დად არ ვიც­ნობ. სა­მა­გი­ე­როდ, ვიც­ნობ ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის, ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს...

- რო­გორ ფიქ­რობ, ამ ადა­მი­ა­ნებს შენ­ში რა იზი­დავთ?

- ჩემ­თან კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნო­ბენ თავს, რად­გა­ნაც პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. ცხოვ­რე­ბა­ში მეც მქონ­და ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბი, მაგ­რამ მა­ში­ნაც ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს მა­ტყობ­და. ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ყო­ველ­თვის კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ვარ... მოკ­ლედ, კოს­მოს­ში პო­ზი­ტი­ურ ენერ­გი­ას ვგზავ­ნი­დი, რო­მე­ლიც უკან კე­თი­ლად მიბ­რუნ­დე­ბო­და. რო­დე­საც ცუ­დად ვი­ყა­ვი, თავს ვარ­წმუ­ნებ­დი, რომ სი­ტუ­ა­ცია აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოს­წორ­დე­ბო­და; ჩემი სამ­ყა­რო გა­მო­ვი­გო­ნე, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობ­დი.

- ასე­თი რა გჭირ­და?

- რა­ღაც ეტაპ­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლის ასაკ­ში 80.000 დო­ლა­რამ­დე ვალი ავი­ღე, ხელ­ფა­სი კი 2.000 ლარი მქონ­და და დიდპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი ვა­ლის გას­ტუმ­რე­ბა მიხ­დე­ბო­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­მა თა­ვაშ­ვე­ბულ­მა ცხოვ­რე­ბის წეს­მა გა­ნა­პი­რო­ბა: მა­შინ უაზ­როდ ვერ­თო­ბო­დი, ცუ­დად ვცხოვ­რობ­დი, მაგ­რად "ავიშ­ვი".

- რო­გორც ჩანს, პო­პუ­ლა­რო­ბას ვერ გა­უ­ძე­ლი და ასე ვთქვათ, "თავ­ში აგი­ვარ­და"...

- მარ­თა­ლია, პო­პუ­ლა­რო­ბას ბევ­რი ვერ უძ­ლებს. რა­ღაც პე­რი­ო­დი მეც პომ­პე­ზუ­რად ვი­ცხოვ­რე, მაგ­რამ ამის უფ­ლე­ბა არ მქონ­და. სა­ბა­ნი მხრე­ბამ­დე მწვდე­ბო­და, მე კი მას ორ­ჯერ ვიხ­ვევ­დი.

- ამის შე­სა­ხებ არც ოჯა­ხის წევ­რებ­მა იცოდ­ნენ?

- არც ოჯა­ხის წევ­რებს, არც მე­გობ­რებს ამას არ ვე­უბ­ნე­ბო­დი.

- შენი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ვინ არი­ან?

- მხო­ლოდ დედ-მამა მყავს... რო­დე­საც ცუ­დად ვი­ყა­ვი, იმ პე­რი­ოდ­ში ჩემ­თან ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი - ქეთი გვე­ლე­სი­ა­ნი მო­ვი­და. ამ ქალ­ბა­ტონ­მა იცი, რა გა­ა­კე­თა? - ყვე­ლა პრობ­ლე­მა მო­მიგ­ვა­რა და მო­მი­წყო ეს მა­ღა­ლი დო­ნის სა­პა­რიკ­მა­ხე­რო, სა­დაც ახლა ვმუ­შა­ობ. თქვე­ნი მეშ­ვე­ო­ბით, მას ამ საქ­მის­თვის კი­დევ ერთხელ გა­და­ვუხ­დი მად­ლო­ბას. ის ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია და ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მისი სა­ხით მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი მო­მევ­ლი­ნა. ასე უან­გა­როდ არა­ვინ არა­ვის ეხ­მა­რე­ბა...

- რო­გორ ფიქ­რობ, მის­გან ასე­თი ყუ­რა­დღე­ბა რით და­იმ­სა­ხუ­რე?

- ჩემი ტოლი შვი­ლი ჰყავს და იფიქ­რა, - ჩემს შვილს მსგავ­სი პრობ­ლე­მა რომ ჰქო­ნო­და, ალ­ბათ ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დე­ბო­და, ვი­ღაც დახ­მა­რე­ბის ხელს თუ გა­უწ­ვდი­დაო. ქე­თის­თან დე­დაშ­ვი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს.

- მე­ო­რე დედა გი­პო­ვია...

- ასეა. მე მიყ­ვარს დე­და­ჩე­მი და მიყ­ვარს ქეთი, რო­მელ­მაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში უდი­დე­სი როლი ითა­მა­შა. მისი წყა­ლო­ბით, მაქვს ყვე­ლა­ფე­რი, რაც მინ­დო­და, რა­ზეც ვოც­ნე­ბობ­დი... ცოტა ხნის წინ, სა­სა­ცი­ლო ამ­ბა­ვი შე­მემ­თხვა: მე­გობ­რებ­თან ერ­თად, კა­ფე­ში ვი­ყა­ვი, სა­დაც ორი გოგო შე­მო­ვი­და. ისი­ნი ჩემი მე­გობ­რე­ბის მე­გობ­რე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. სა­უბ­რი­სას ერთ-ერ­თმა გო­გომ იკი­თხა, - სტი­ლისტ მი­შას­თან მინ­და მის­ვლა. ამ­ბო­ბენ, რომ გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ტი­პია და მისი ნო­მე­რი ხომ არ იცი­თო? უთხრეს, - ეს არის მი­შაო (იღი­მის)... ვიდ­რე გა­მიც­ნო­ბენ, ადა­მი­ა­ნებს ჰგო­ნი­ათ, რომ ჩემ­თან მხო­ლოდ "ზვეზ­დე­ბი" და­დი­ან. არა­და, ასე არ არის: ჩემ­თვის ყვე­ლა ქალი "ზვეზ­დაა"...

- ამ­დე­ნი კლი­ენ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბას რო­გორ აუ­დი­ხარ?

- სწო­რად შედ­გე­ნი­ლი გან­რი­გის წყა­ლო­ბით მუ­შა­ო­ბა მი­ად­ვილ­დე­ბა. ჩემ­თან მოს­ვლის მსურ­ვე­ლე­ბი სი­ა­ში წი­ნას­წარ ეწე­რე­ბი­ან. და კი­დევ, გა­მო­რი­ცხუ­ლია, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის გამო უც­ნო­ბი კლი­ენ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბა მი­ვა­ტო­ვო ან დრო­ე­ბით გა­დავ­დო.

- ბედ­ნი­ე­რი კაცი ხარ, ამ­დენ ცნო­ბილ და უც­ნობ ქალ­ბა­ტონ­თან რომ გაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, არა?

- ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ფერს იყი­დის, მაგ­რამ ხალ­ხის სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულს - ვე­რას­დროს. ეს ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი რამ არის, რი­თაც ბედ­ნი­ე­რი ვარ.

- ერთხელ ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავს - შე­რონ სტო­უნ­საც კი მო­ემ­სა­ხუ­რე, რო­დე­საც ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და...

- ჰო. ერთხელ და­მი­რე­კეს და და­მი­ბა­რეს "რე­დი­სონ­ში", სა­დაც შე­რო­ნი იყო და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი. მის ნო­მერ­ში შეს­ვლა ჩემ­თვის ისე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლი რამ იყო, რომ სა­ოც­რად ავ­ღელ­დი. თან, ისე სწრა­ფად მო­მიხ­და სას­ტუმ­რო­ში წას­ვლა, რომ ფენი სა­ლონ­ში დამ­რჩა... შე­რო­ნი ხა­ლათ­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი და ბრი­ლი­ან­ტის ულა­მა­ზე­სი სამ­კა­უ­ლი ეკე­თა. ჰოდა, სწო­რედ მა­შინ, სუ­რა­თი გა­და­ვუ­ღე. ვიდ­რე ის თავს იბან­და, მე სა­ლონ­ში დავ­რე­კე, - ფენი მო­მი­ტა­ნეთ-მეთ­ქი. დროს, რაც შე­იძ­ლე­ბო­და, ვწე­ლავ­დი: ჯერ თმა პირ­სა­ხო­ცით შე­ვუმშრა­ლე, მერე თავ­ზე მა­სა­ჟი გა­ვუ­კე­თე და ამა­სო­ბა­ში, ფე­ნიც მო­მი­ტა­ნეს... მერე სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­თან ნო­მერ­ში დავ­დი­ო­დი და კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და...

- რო­გო­რე­ბი არი­ან შენი კლი­ენ­ტი ქარ­თვე­ლი "ვარ­სკვლა­ვე­ბი"? ხომ არ ჭირ­ვე­უ­ლო­ბენ?

- ისი­ნი კარ­გე­ბი და ბევ­რად კომ­ფორ­ტუ­ლე­ბი არი­ან, ვიდ­რე ეს ვინ­მეს წარ­მო­უდ­გე­ნია, ამას­თან - პო­ზი­ტი­უ­რე­ბი და არა­ამ­ბი­ცი­უ­რე­ბიც.

- შენ მათი ცხოვ­რე­ბის "კუ­ლი­სებ­ში" გი­წევს ყოფ­ნა...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) მათ არა მარ­ტო ცხოვ­რე­ბის "კუ­ლი­სებ­ში" ვხვდე­ბი, რე­ა­ლუ­რი კუ­ლი­სე­ბი­და­ნაც ვაკ­ვირ­დე­ბი, რად­გა­ნაც მათ კონ­ცერტსა და ამა თუ იმ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზეც მი­წევს ყოფ­ნა... მათ შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი ვიცი. ძა­ლი­ან მენ­დო­ბი­ან, მათ მეც ვენ­დო­ბი და ურ­თი­ერ­თო­ბას სა­ლო­ნის გა­რე­თაც ვაგ­რძე­ლებთ. მგო­ნი, ჩემ გარ­და არც ერთი პა­რიკ­მა­ხე­რი არ და­დის თა­ვის კლი­ენ­ტებ­თან ერ­თად "პა­ეზდ­კა­ში". მე კი მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან და ხან სად მივ­დი­ვარ, ხან - სად. მა­გა­ლი­თად, ცოტა ხნის წინ, მე და ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი პა­რიზ­ში ვი­ყა­ვით და კი­დევ ვგეგ­მავთ წას­ვლას...

- რო­გორც ვიცი, შენ­თან და­დი­ან: სოფო ნი­ჟა­რა­ძე, ია ფა­რუ­ლა­ვა, ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე, ლელა წურ­წუ­მია, ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი...

- მე და ია ფა­რუ­ლა­ვა თით­ქმის ყო­ველ­დღე ვხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს. ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ქა­ლია. არას­დროს თა­მა­შობს - რა­საც ფიქ­რობს, იმას ამ­ბობს. ხან­და­ხან ძა­ლი­ან ენამ­წა­რეა, მაგ­რამ ამა­ვე დროს, არის ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოც. მოკ­ლედ, "გიჟი" ქა­ლია, რა! ისე, ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ახ­სე­ნე და გე­ტყვი, რომ ის გუ­ში­ნაც იყო ჩემ­თან, თმა შევ­ჭე­რი...

- ბოლო დროს ნი­ნის გარ­შე­მო ატე­ხილ ამ­ბავ­ზე რას გვე­ტყვი?

- ეს მისი პი­რა­დი საქ­მეა და მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ჩემი სა­ლა­პა­რა­კო თემა არ არის, მაგ­რამ ერთს ვი­ტყვი: ნამ­დვი­ლი კაცი, ვის­გა­ნაც ცოლი შვილს ელო­დე­ბა, ისე არ უნდა ლა­პა­რა­კობ­დეს, რო­გორც ირაკ­ლიმ ილა­პა­რა­კა. ამას კა­ცურ საქ­ცი­ე­ლად არ მი­ვიჩ­ნევ! სა­ბედ­ნი­ე­როდ, იმ რთულ პე­რი­ოდ­ში ნი­ნის მი­მართ ხალ­ხის­გან პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბი­ლე­ბა ორ­მა­გად წა­მო­ვი­და, რად­გა­ნაც ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ერთი კონ­კრე­ტუ­ლი გან­ცხა­დე­ბაც არ გა­ა­კე­თა. ის ღირ­სე­უ­ლად შეხ­ვდა ამ ამ­ბავს. ღირ­სე­უ­ლი დე­დაა და ძა­ლი­ან კარ­გად გრძნობს თავს. რაც მთა­ვა­რია, ჰყავს ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ელე­ნე და ყვე­ლა­ფე­რი წინ აქვს...

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე რას იტყვი?

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­დან ჩემი კლი­ენ­ტია თინა ხი­და­შე­ლი. ის დიდი ხა­ნია, ჩემ­თან და­დის და ძა­ლი­ან მიყ­ვარს, კომ­ფორ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნია... ჩემ­თან და­დი­ო­და ვერა ქო­ბა­ლია, გიგი უგუ­ლა­ვას ცოლი - ლელა კი­ლა­ძე, დღემ­დე და­დის მა­რი­კა ვე­რუ­ლაშ­ვი­ლი, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ სამ­თავ­რო­ბო პა­რიკ­მა­ხე­რი ვარ. ჩემ­თვის მთა­ვა­რია, აქ მო­სულ­მა ადა­მი­ან­მა კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნოს თავი და რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რო­მე­ლი პარ­ტი­ის წევ­რია? აპო­ლი­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ.

- სოფო ნი­ჟა­რა­ძე რო­გო­რი ადა­მი­ა­ნია?

- სოფო მარ­ჯა­ნიშ­ვილ­ზე რომ ვმუ­შა­ობ­დი, ჩემ­თან მა­შინ მო­ვი­და. მოს­კო­ვი­დან თბი­ლის­ში ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო. პირ­ვე­ლად სა­ლონ­ში ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარ­თან, ლელა კი­ლა­ძე­თან ერ­თად მეწ­ვია და მას მერე ვმე­გობ­რობთ. ხომ იცით, "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზეც" გავ­ყე­ვი და პრო­ექ­ტში - "ნი­ჭი­ე­რი" რომ მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მა­ში­ნაც სულ თან დავ­ყვე­ბო­დი... სოფო ძა­ლი­ან მიყ­ვარს. გარ­და იმი­სა, რომ ნი­ჭი­ე­რი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლია, კარ­გი ადა­მი­ა­ნიც არის... "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" მის გამო ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. სოფო ნორ­ვე­გი­ა­შიც პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, - სე­ლინ დი­ონს ეძახ­დნენ.

- ბავ­შვო­ბა­ში თუ იფიქ­რებ­დი, რომ ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში მო­გიხ­დე­ბო­და ცხოვ­რე­ბა?

- ამას ვე­რას­დროს ვი­ფიქ­რებ­დი. ბავ­შვო­ბა­ში ვოც­ნე­ბობ­დი მხო­ლოდ იმა­ზე, რომ სად­მე შევ­ხვედ­რო­დი თეა გვა­სა­ლი­ას, ინგა გრი­გო­ლი­ას, ია ფა­რუ­ლა­ვა­სა და ლელა წურ­წუ­მი­ას. ძა­ლი­ან მინ­დო­და, მა­შინ ყვე­ლა­ზე "სთა­რე­ბი" ახ­ლო­დან მე­ნა­ხა, დღეს კი მათ­თა­ნაც ვმე­გობ­რობ. ამი­ტო­მაც, ხში­რად ვამ­ბობ ხოლ­მე: აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­ჯე­რო, რომ ოდეს­მე ოც­ნე­ბა აგიხ­დე­ბა. მთა­ვა­რია, ამ ყვე­ლაფ­რის რწმე­ნა გქონ­დეს. ძა­ლი­ან მინ­და, ოდეს­მე მეც შევ­ძლო სხვე­ბის დახ­მა­რე­ბა ისე უან­გა­როდ, რო­გორც თა­ვის დრო­ზე მე ამო­მიდ­გნენ მხარ­ში...

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"მიშასთან სიარული მოდაშია" - ცნობილი ქალების სტილისტის გულახდილი ინტერვიუ

"მიშასთან სიარული მოდაშია" - ცნობილი ქალების სტილისტის გულახდილი ინტერვიუ

წლების წინ კბილის ტექნიკოსობას აპირებდა, მაგრამ ერთხელაც, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ სალონში თმის შესაჭრელად შესულს სტილისტი მაკა მოეწონა. მას მერე, ვარცხნილობის მოსაწესრიგებლად და მაკას სანახავად სულ იქ დადიოდა. "ერთხელ, სალონში მისულმა ყური მოვკარი, ჩემი საყვარელი სტილისტი ვიღაც გოგოს ეუბნებოდა: - მეცადინეობა ორშაბათიდან დავიწყოთო. მივხვდი, ხელობის შესასწავლად იმ გოგოს მაკასთან უნდა ევლო. ეს ამბავი მეც დამიჯდა ჭკუაში, არადა, მაშინ 16 წლის გახლდით, მეათეკლასელი", - ამბობს მიშა გასიტაშვილი, რომელიც დღეს წარმატებული და პოპულარული სტილისტია.

- მიშა, ხელობის შესწავლა როგორ დაიწყე?

- იმ პერიოდში საზაფხულო არდადეგები მქონდა და დედას ვუთხარი, - 300 დოლარი მომეცი, რაღაც ინვენტარის შესაძენად მჭირდება-მეთქი. მერე ის ფული მაკას მივუტანე. მოკლედ, სამ თვეში 300 დოლარი გადავიხადე და სტილისტობის ანაბანას მთელი ზაფხულის განმავლობაში ვსწავლობდი. იქ ბევრი მეგობარიც გავიჩინე... როცა სკოლა დაიწყო, სასწავლებელში სიარულისა და მუშაობის შეთავსება მომიხდა. მეთერთმეტე კლასში რომ გადავედი, იმ სალონში უკვე საკუთარი კლიენტები მყავდა. კომუნიკაბელური ვიყავი და ყველას უპრობლემოდ ვეკონტაქტებოდი. მერე ერთ-ერთმა კლიენტმა, რომელსაც ირმა ერქვა (მასთან დღესაც ვმეგობრობ), მარჯანიშვილის თეატრის გვერდით სალონი გახსნა და სამსახური შემომთავაზა. 10 წელი იქ ვიმუშავე და პოპულარული გავხდი...

- დედამ, რომელიც კბილის ტექნიკოსობისთვის გამზადებდა, რა გითხრა?

- დედამ ჩემი საქმიანობის შესახებ ყველაფერი საკმაოდ გვიან, შემთხვევით გაიგო და რაღას მეტყოდა?.. უპირველესად, ამ საქმეში ის მომეწონა, რომ უამრავ ადამიანთან ურთიერთობის საშუალება მომეცა. მერე, როცა პოპულარული გავხდი, ადამიანების წინაშე უკვე პასუხისმგებლობის გრძნობა გამიჩნდა, მანამდე კი ჩემთვის ეს ყველაფერი გართობა უფრო იყო. რადგანაც ბევრი ცნობილი თუ უცნობი ადამიანის პირადი სტილისტი გავხდი, ცოტა ხნით მილანში, "ალტოკოპოლას" აკადემიაში სასწავლებლადაც წავედი...

- მოკლედ, ცხოვრებაში თავის დამკვიდრება შენთვის ადვილი აღმოჩნდა, არა?

- ვფიქრობ, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი. მიმაჩნია, რომ თბილისში ბევრი წარმატებული და პროფესიონალი ხელოსანია. მე პროფესიონალი კი არა, მოდური უფრო ვარ.

- ამას თავმდაბლობა გალაპარაკებს?

- არა. იცი, მიშასთან ურთიერთობა ადამიანებისთვის უბრალოდ სტილისტთან მისვლა კი არა, სულ სხვა რაღაც არის. არ ვარ ამბიციური, მაგრამ ჩემთან მომხმარებლები იმიტომ ნამდვილად არ დადიან, რომ პროფესიონალად მიმიჩნევენ...

- აბა, რაში გიხდიან ფულს?

- ადამიანებს ვუყვარვარ, ისინი უკვე ჩემი მეგობრები არიან; კლიენტებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მიყალიბდება. ვიმეორებ, მე არ ვარ იმ დონის პროფესიონალი, როგორი სახელიც მაქვს. უბრალოდ, მიშასთან სიარული მოდაშია და ამას აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ.

- პროფესიონალ დალაქებთან თუ სტილისტებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- სამწუხაროდ, ჩემი თანამშრომლების გარდა, ამ პროფესიის ადამიანებს პირადად არ ვიცნობ. სამაგიეროდ, ვიცნობ ქართული შოუბიზნესის, ტელევიზიისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს...

- როგორ ფიქრობ, ამ ადამიანებს შენში რა იზიდავთ?

- ჩემთან კომფორტულად გრძნობენ თავს, რადგანაც პოზიტიური ადამიანი ვარ. ცხოვრებაში მეც მქონდა ძალიან რთული პერიოდები, მაგრამ მაშინაც ვერავინ ვერაფერს მატყობდა. ადამიანების მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობილი ვარ... მოკლედ, კოსმოსში პოზიტიურ ენერგიას ვგზავნიდი, რომელიც უკან კეთილად მიბრუნდებოდა. როდესაც ცუდად ვიყავი, თავს ვარწმუნებდი, რომ სიტუაცია აუცილებლად გამოსწორდებოდა; ჩემი სამყარო გამოვიგონე, რომელშიც ვცხოვრობდი.

- ასეთი რა გჭირდა?

- რაღაც ეტაპზე, დაახლოებით 20 წლის ასაკში 80.000 დოლარამდე ვალი ავიღე, ხელფასი კი 2.000 ლარი მქონდა და დიდპროცენტიანი ვალის გასტუმრება მიხდებოდა. ეს ყველაფერი ჩემმა თავაშვებულმა ცხოვრების წესმა განაპირობა: მაშინ უაზროდ ვერთობოდი, ცუდად ვცხოვრობდი, მაგრად "ავიშვი".

- როგორც ჩანს, პოპულარობას ვერ გაუძელი და ასე ვთქვათ, "თავში აგივარდა"...

- მართალია, პოპულარობას ბევრი ვერ უძლებს. რაღაც პერიოდი მეც პომპეზურად ვიცხოვრე, მაგრამ ამის უფლება არ მქონდა. საბანი მხრებამდე მწვდებოდა, მე კი მას ორჯერ ვიხვევდი.

- ამის შესახებ არც ოჯახის წევრებმა იცოდნენ?

- არც ოჯახის წევრებს, არც მეგობრებს ამას არ ვეუბნებოდი.

- შენი ოჯახის წევრები ვინ არიან?

- მხოლოდ დედ-მამა მყავს... როდესაც ცუდად ვიყავი, იმ პერიოდში ჩემთან ერთ-ერთი მომხმარებელი - ქეთი გველესიანი მოვიდა. ამ ქალბატონმა იცი, რა გააკეთა? - ყველა პრობლემა მომიგვარა და მომიწყო ეს მაღალი დონის საპარიკმახერო, სადაც ახლა ვმუშაობ. თქვენი მეშვეობით, მას ამ საქმისთვის კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას. ის ჩემი უახლოესი მეგობარია და ძალიან მიყვარს. მისი სახით მფარველი ანგელოზი მომევლინა. ასე უანგაროდ არავინ არავის ეხმარება...

- როგორ ფიქრობ, მისგან ასეთი ყურადღება რით დაიმსახურე?

- ჩემი ტოლი შვილი ჰყავს და იფიქრა, - ჩემს შვილს მსგავსი პრობლემა რომ ჰქონოდა, ალბათ ძალიან გაუხარდებოდა, ვიღაც დახმარების ხელს თუ გაუწვდიდაო. ქეთისთან დედაშვილური ურთიერთობა მაქვს.

- მეორე დედა გიპოვია...

- ასეა. მე მიყვარს დედაჩემი და მიყვარს ქეთი, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი ითამაშა. მისი წყალობით, მაქვს ყველაფერი, რაც მინდოდა, რაზეც ვოცნებობდი... ცოტა ხნის წინ, სასაცილო ამბავი შემემთხვა: მეგობრებთან ერთად, კაფეში ვიყავი, სადაც ორი გოგო შემოვიდა. ისინი ჩემი მეგობრების მეგობრები აღმოჩნდნენ. საუბრისას ერთ-ერთმა გოგომ იკითხა, - სტილისტ მიშასთან მინდა მისვლა. ამბობენ, რომ გემოვნებიანი ტიპია და მისი ნომერი ხომ არ იცითო? უთხრეს, - ეს არის მიშაო (იღიმის)... ვიდრე გამიცნობენ, ადამიანებს ჰგონიათ, რომ ჩემთან მხოლოდ "ზვეზდები" დადიან. არადა, ასე არ არის: ჩემთვის ყველა ქალი "ზვეზდაა"...

- ამდენი კლიენტის მომსახურებას როგორ აუდიხარ?

- სწორად შედგენილი განრიგის წყალობით მუშაობა მიადვილდება. ჩემთან მოსვლის მსურველები სიაში წინასწარ ეწერებიან. და კიდევ, გამორიცხულია, ცნობილი ადამიანის გამო უცნობი კლიენტის მომსახურება მივატოვო ან დროებით გადავდო.

- ბედნიერი კაცი ხარ, ამდენ ცნობილ და უცნობ ქალბატონთან რომ გაქვს ურთიერთობა, არა?

- ადამიანი ყველაფერს იყიდის, მაგრამ ხალხის სითბოსა და სიყვარულს - ვერასდროს. ეს ყველაზე ძვირფასი რამ არის, რითაც ბედნიერი ვარ.

- ერთხელ ჰოლივუდის ვარსკვლავს - შერონ სტოუნსაც კი მოემსახურე, როდესაც ის საქართველოში ჩამოვიდა...

- ჰო. ერთხელ დამირეკეს და დამიბარეს "რედისონში", სადაც შერონი იყო დაბინავებული. მის ნომერში შესვლა ჩემთვის ისეთი მოულოდნელი რამ იყო, რომ საოცრად ავღელდი. თან, ისე სწრაფად მომიხდა სასტუმროში წასვლა, რომ ფენი სალონში დამრჩა... შერონი ხალათში იყო გამოწყობილი და ბრილიანტის ულამაზესი სამკაული ეკეთა. ჰოდა, სწორედ მაშინ, სურათი გადავუღე. ვიდრე ის თავს იბანდა, მე სალონში დავრეკე, - ფენი მომიტანეთ-მეთქი. დროს, რაც შეიძლებოდა, ვწელავდი: ჯერ თმა პირსახოცით შევუმშრალე, მერე თავზე მასაჟი გავუკეთე და ამასობაში, ფენიც მომიტანეს... მერე სამი დღის განმავლობაში მასთან ნომერში დავდიოდი და კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა...

- როგორები არიან შენი კლიენტი ქართველი "ვარსკვლავები"? ხომ არ ჭირვეულობენ?

- ისინი კარგები და ბევრად კომფორტულები არიან, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია, ამასთან - პოზიტიურები და არაამბიციურებიც.

- შენ მათი ცხოვრების "კულისებში" გიწევს ყოფნა...

- (მაწყვეტინებს) მათ არა მარტო ცხოვრების "კულისებში" ვხვდები, რეალური კულისებიდანაც ვაკვირდები, რადგანაც მათ კონცერტსა და ამა თუ იმ ღონისძიებაზეც მიწევს ყოფნა... მათ შესახებ ყველაფერი ვიცი. ძალიან მენდობიან, მათ მეც ვენდობი და ურთიერთობას სალონის გარეთაც ვაგრძელებთ. მგონი, ჩემ გარდა არც ერთი პარიკმახერი არ დადის თავის კლიენტებთან ერთად "პაეზდკაში". მე კი მეპატიჟებიან და ხან სად მივდივარ, ხან - სად. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, მე და ნინა წკრიალაშვილი პარიზში ვიყავით და კიდევ ვგეგმავთ წასვლას...

- როგორც ვიცი, შენთან დადიან: სოფო ნიჟარაძე, ია ფარულავა, ქრისტინე იმედაძე, ლელა წურწუმია, ნინი ბადურაშვილი...

- მე და ია ფარულავა თითქმის ყოველდღე ვხვდებით ერთმანეთს. ძალიან საყვარელი ქალია. არასდროს თამაშობს - რასაც ფიქრობს, იმას ამბობს. ხანდახან ძალიან ენამწარეა, მაგრამ ამავე დროს, არის ძალიან სასაცილოც. მოკლედ, "გიჟი" ქალია, რა! ისე, ნინი ბადურაშვილი ახსენე და გეტყვი, რომ ის გუშინაც იყო ჩემთან, თმა შევჭერი...

- ბოლო დროს ნინის გარშემო ატეხილ ამბავზე რას გვეტყვი?

- ეს მისი პირადი საქმეა და მე არ მაინტერესებს, ჩემი სალაპარაკო თემა არ არის, მაგრამ ერთს ვიტყვი: ნამდვილი კაცი, ვისგანაც ცოლი შვილს ელოდება, ისე არ უნდა ლაპარაკობდეს, როგორც ირაკლიმ ილაპარაკა. ამას კაცურ საქციელად არ მივიჩნევ! საბედნიეროდ, იმ რთულ პერიოდში ნინის მიმართ ხალხისგან პოზიტიური განწყობილება ორმაგად წამოვიდა, რადგანაც ამ ყველაფერზე ერთი კონკრეტული განცხადებაც არ გააკეთა. ის ღირსეულად შეხვდა ამ ამბავს. ღირსეული დედაა და ძალიან კარგად გრძნობს თავს. რაც მთავარია, ჰყავს ძალიან საყვარელი ელენე და ყველაფერი წინ აქვს...

- ხელისუფლების წარმომადგენლებზე რას იტყვი?

- ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ჩემი კლიენტია თინა ხიდაშელი. ის დიდი ხანია, ჩემთან დადის და ძალიან მიყვარს, კომფორტული ადამიანია... ჩემთან დადიოდა ვერა ქობალია, გიგი უგულავას ცოლი - ლელა კილაძე, დღემდე დადის მარიკა ვერულაშვილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამთავრობო პარიკმახერი ვარ. ჩემთვის მთავარია, აქ მოსულმა ადამიანმა კომფორტულად იგრძნოს თავი და რა მნიშვნელობა აქვს, რომელი პარტიის წევრია? აპოლიტიკური ადამიანი ვარ.

- სოფო ნიჟარაძე როგორი ადამიანია?

- სოფო მარჯანიშვილზე რომ ვმუშაობდი, ჩემთან მაშინ მოვიდა. მოსკოვიდან თბილისში ახალი ჩამოსული იყო. პირველად სალონში ჩემი ბავშვობის მეგობართან, ლელა კილაძეთან ერთად მეწვია და მას მერე ვმეგობრობთ. ხომ იცით, "ევროვიზიაზეც" გავყევი და პროექტში - "ნიჭიერი" რომ მონაწილეობდა, მაშინაც სულ თან დავყვებოდი... სოფო ძალიან მიყვარს. გარდა იმისა, რომ ნიჭიერი და განათლებულია, კარგი ადამიანიც არის... "ევროვიზიაზე" მის გამო ძალიან ვნერვიულობდი. სოფო ნორვეგიაშიც პოპულარული იყო, - სელინ დიონს ეძახდნენ.

- ბავშვობაში თუ იფიქრებდი, რომ ასეთი პოპულარული ადამიანების გარემოცვაში მოგიხდებოდა ცხოვრება?

- ამას ვერასდროს ვიფიქრებდი. ბავშვობაში ვოცნებობდი მხოლოდ იმაზე, რომ სადმე შევხვედროდი თეა გვასალიას, ინგა გრიგოლიას, ია ფარულავასა და ლელა წურწუმიას. ძალიან მინდოდა, მაშინ ყველაზე "სთარები" ახლოდან მენახა, დღეს კი მათთანაც ვმეგობრობ. ამიტომაც, ხშირად ვამბობ ხოლმე: აუცილებლად უნდა დაიჯერო, რომ ოდესმე ოცნება აგიხდება. მთავარია, ამ ყველაფრის რწმენა გქონდეს. ძალიან მინდა, ოდესმე მეც შევძლო სხვების დახმარება ისე უანგაროდ, როგორც თავის დროზე მე ამომიდგნენ მხარში...

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"