მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო მითაიშვილის მხიარული ბავშვობა და უცნაური ჩაცმის სტილი
ნინო მითაიშვილის მხიარული ბავშვობა და უცნაური ჩაცმის სტილი

"თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში ცუ­დად ვიქ­ცე­ო­დი, არ ვსწავ­ლობ­დი. ისე, მა­შინ სწავ­ლით თავს არც არა­ვინ იკ­ლავ­და, რად­გან ომის პე­რი­ო­დი იყო", - მი­თხრა მსა­ხი­ობ­მა ნინო მი­თა­იშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც სე­რი­ა­ლის - "შუა ქა­ლაქ­ში" წყა­ლო­ბით მარ­თლაც, ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და და ამ რუბ­რი­კა­ში მის მოწ­ვე­ვას არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი მთხოვ­და. ნინო სა­ოც­რად ხა­ლი­სი­ა­ნი და რაც მთა­ვა­რია, სა­ინ­ტე­რე­სოდ მო­სა­უბ­რე რეს­პონ­დენ­ტი აღ­მოჩ­ნდა...

- კლა­სე­ლებ­თან ერ­თად სკო­ლას მეც ხში­რად ვაც­დენ­დი. "შა­ტა­ლო­ზე" წა­სუ­ლე­ბი ქუ­ჩა­ში დავ­ხე­ტი­ა­ლებ­დით, ვი­ნა­ი­დან მა­შინ არც კა­ფე­ში სი­ა­რუ­ლის ფუ­ფუ­ნე­ბა გვქონ­და და კი­ნო­თე­ატ­რებ­შიც არა­ფერს უჩ­ვე­ნებ­დნენ. იმ პე­რი­ოდ­ში სა­ოც­რად ჩაც­მუ­ლი დავ­დი­ო­დი: მეც­ვა და­ახ­ლო­ე­ბით 8 ზო­მით დიდი მა­მა­კა­ცის პე­რან­გი, ას­ხმუ­ლი მქონ­და ბევ­რი ტყა­ვის ზო­ნა­რი, რა­ღაც ძა­ფე­ბი; მეც­ვა და­ხე­უ­ლი ჯინ­სის შარ­ვა­ლი, უამ­რა­ვი წარ­წე­რით და კა­ცის დიდი ფეხ­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც 2 ზო­მით მა­ინც იყო დიდი. ჩემი ზო­მის სა­სურ­ველ ფეხ­საც­მელს ვერ ვშო­უ­ლობ­დი და აბა, რა მექ­ნა?! მინ­დო­და უხე­ში, სამ­ხედ­რო სტი­ლის ფეხ­საც­მე­ლი, უხე­ში ცხვი­რით... მქონ­და სურ­ვი­ლი, თმა წით­ლად შე­მე­ღე­ბა. დედა მეხ­ვე­წე­ბო­და, - ეს არ გა­ა­კე­თოო. ჰოდა, ხომ იცი, როცა გე­უბ­ნე­ბი­ან, ეს არ გა­ა­კე­თოო, პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა გიჩ­ნდე­ბა და იმ რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლი გიმ­ძაფ­რდე­ბა. ბო­ლოს დე­დამ მი­თხრა: წით­ლად - არა, მაგ­რამ სხვა ფრად შე­ი­ღე­ბეო. წა­მიყ­ვა­ნა უნი­ვერ­მა­ღის ძველ შე­ნო­ბა­ში, სა­დაც სა­ღე­ბა­ვი ვი­ყი­დეთ, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ხე­ლით წა­მის­ვა. მერე აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ღე­ბა­ვი კი არა, გა­მა­ღი­ა­ვე­ბე­ლი გვი­ყი­დია: წას­მა დამ­თავ­რე­ბუ­ლი არ ჰქონ­და, თმას ფერი რომ შე­ეც­ვა­ლა. დე­დამ ხელი წა­მავ­ლო ქე­ჩო­ში და თავი სას­წრა­ფოდ და­მა­ბა­ნი­ნა. როცა თმა გაშ­რა, აღ­მოჩ­ნდა, რომ "რიჟა" გავ­ხდი, შავი წარ­ბე­ბით (იღი­მის).

- შენი უც­ნა­უ­რი ჩაც­მუ­ლო­ბა რით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი - ეს იყო ერ­თგვა­რი პრო­ტეს­ტი რა­ღა­ცის ან ვი­ღა­ცის მი­მართ თუ უბ­რა­ლოდ ცდი­ლობ­დი, შენი იმი­ჯით თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყა­ვი?

- ამა­ზე არ დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ... იმ პე­რი­ოდ­ში ვუს­მენ­დი მძი­მე როკს და ალ­ბათ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ამი­თაც იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა, ეს ერ­თგვა­რი პრო­ტეს­ტიც იყო. დედა ხში­რად მე­უბ­ნე­ბო­და: არ გიხ­დე­ბა, ამ­ხე­ლა ფეხ­საც­მე­ლი რომ გაც­ვია, ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი ხარ და გა­მა­ხინ­ჯებ­სო, მაგ­რამ მის ნათ­ქვამს ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დი...

- შენს შვილ­საც ხომ არ მოს­წონს დიდი ზო­მის სა­მო­სი?

- ელე­ნე ჯერ 12 წლის არის და ერთ-ორ წე­ლი­წად­ში შე­იძ­ლე­ბა, მა­საც მო­უნ­დეს რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლის ჩაც­მა. ახლა კი მოს­წონს ყვე­ლა­ფე­რი ვარ­დის­ფე­რი... თუმ­ცა, არა, მა­საც ახა­სი­ა­თებს რა­ღაც ისე­თი, რაც არ მეს­მის. მა­გა­ლი­თად, მოს­წონს გაშ­ლი­ლი თმის ტა­რე­ბა, მე კი მომ­წონს, როცა აწე­უ­ლი აქვს. ვე­უბ­ნე­ბი: სახე გა­მო­ა­ჩი­ნე, ლა­მა­ზი ნაკ­ვთე­ბი გაქვს-მეთ­ქი, მაგ­რამ არ მი­ჯე­რებს. კი­დევ, ის და მისი მე­გობ­რე­ბი პა­პა­ნა­ქე­ბა სი­ცხე­ში გრძელ­სა­ხე­ლო­ი­ან ჟა­კეტს იც­ვა­მენ. ვე­უბ­ნე­ბი: გა­ი­ხა­დეთ, რად გინ­დათ ამ სი­ცხე­ში ეს რომ გაც­ვი­ათ-მეთ­ქი?.. მოკ­ლედ, ამა­თაც აქვთ თა­ვი­ან­თი სტი­ლი.

- როკი ვინ შე­გაყ­ვა­რა?

- მახ­სოვს, ჩემი და (ის ჩემ­ზე რამ­დე­ნი­მე წლით უფ­რო­სია) მე­გობ­რებ­თან ერ­თად "ფინკ ფლო­იდს" უს­მენ­და. მათი მუ­სი­კა მეც მო­მე­წო­ნა. მერე მო­ვუს­მი­ნე "ფარ­ფლებს". ეტყო­ბა, ამ ორმა ჯგუფ­მა ჩემ­ზე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა და როკი შე­მაყ­ვა­რა.

- ანუ რო­კე­რე­ბის ფანი იყა­ვი?

- იცი, რა, მყავ­და საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი, მუ­სი­კო­სე­ბი, ჯგუ­ფე­ბი, მაგ­რამ არას­დროს არა­ვის ფანი არ ვყო­ფილ­ვარ.

- სა­მა­გი­ე­როდ, ვიცი, რომ შენ გყავს ფა­ნე­ბი...

- (იღი­მის) ასეა.

- მათ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს?

- მათ შო­რის არი­ან ისე­თე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს და არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იშ­ვი­ა­თად მეხ­მი­ა­ნე­ბი­ან. ვცდი­ლობ, მათ არ ვა­წყე­ნი­ნო, რად­გან ვიცი, ისი­ნი ჩემი ერ­თგუ­ლე­ბი არი­ან. ვცდი­ლობ, ყვე­ლას მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ვაქ­ციო ყუ­რა­დღე­ბა...

- ბავ­შვო­ბა­ში წარ­მოდ­გე­ნე­ბის გა­მარ­თვას ხომ არ ცდი­ლობ­დი?

- "სპექ­ტაკ­ლო­ბა­ნა" არას­დროს მი­თა­მა­შია, სა­მა­გი­ე­როდ, ვთა­მა­შობ­დი "მე­ფო­ბა­ნას". შუა ოთახ­ში ია­რუ­სე­ბად ვდგამ­დი სკა­მებს - ჯერ დიდს, მერე ცოტა პა­ტა­რას, მერე კი­დევ უფრო პა­ტა­რას... მერე ტან­ზე შარ­ფებს ვიხ­ვევ­დი და ამ სკა­მებ­ზე მივ­ფო­ფხავ­დი. მოკ­ლედ, შუა ოთახ­ში, "ამაღ­ლე­ბულ ად­გი­ლას" ვი­ჯე­ქი, დედა კი ჩემი მო­ახ­ლე იყო. ვე­უბ­ნე­ბო­დი: ეს მო­მი­ტა­ნე, ის მო­მი­ტა­ნე-მეთ­ქი და მა­საც არ ეზა­რე­ბო­და ჩემი მომ­სა­ხუ­რე­ბა... სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ტე­ლე­რა­დი­ოჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე ვა­პი­რებ­დი ჩა­ბა­რე­ბას. იმ გიმ­ნა­ზი­ა­ში, სა­დაც ვსწავ­ლობ­დი, იყო სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტი, სა­დაც ჩემი მე­გობ­რე­ბი სწავ­ლობ­დნენ. ისი­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ: შენ აუ­ცი­ლებ­ლად, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში უნდა ჩა­ა­ბა­როო. მე კი მათ ვპა­სუ­ხობ­დი: კარ­გით, ხალ­ხო, რა სი­სუ­ლე­ლეა-მეთ­ქი. ერთხე­ლაც, ჩემს მე­გობ­რებს მის­ცეს და­ვა­ლე­ბა, მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ რა­ღაც ეტი­უ­დი. ბავ­შვებ­მა მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მთხო­ვეს. მარ­ტი­ვი, ბა­ნა­ლუ­რი სცე­ნა­რი ჰქონ­დათ. ჩემ­თვის პარტნი­ო­რო­ბა დღეს უკვე ცნო­ბილ რე­ჟი­სორს - გი­ორ­გი ქან­თა­რი­ას უნდა გა­ე­წია. მას ჩემ­თვის უნდა და­ეყ­ვი­რა, რა­ღაც უხე­შად უნდა ეთ­ქვა და მერე და­ერ­ტყა. გი­ორ­გი მო­რი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო და "სა­ცემ­რად" ვე­რაფ­რით გა­მი­მე­ტა. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან გავ­წვალ­დით. სხვებ­თან ერ­თად, მეც ვა­ქე­ზებ­დი: მიდი, გი­ორ­გი, და­მარ­ტყი-მეთ­ქი, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­ვი­და. ბო­ლოს, გა­და­წყდა, რომ ამ ეტი­უ­დის რე­ჟი­სორს როლი თა­ვად უნდა მო­ერ­გო. ჰოდა, რე­პე­ტი­ცია რომ და­ვი­წყეთ, მან ისე მიყ­ვი­რა და ისე გა­მო­ი­წია ჩემს "სა­ცემ­რად", რომ შევ­შინ­დი და გამ­წა­რე­ბუ­ლი გა­ვი­ქე­ცი დე­რეფ­ნის­კენ. ბავ­შვე­ბი უკან და­მე­დევ­ნენ, - გა­ჩერ­დი, რას აკე­თე­ბო? მე კი, შე­ში­ნე­ბულ­მა, კარ­გა დიდი მან­ძი­ლი გა­ვირ­ბი­ნე...

- ეს ყვე­ლა­ფე­რი რით დამ­თავ­რდა?

- მერე, როცა ჩემ­მა ტვინ­მა "გა­და­ხარ­შა", რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­მა­ში იყო, ცხა­დია, შევ­ჩერ­დი და უკან მივ­ბრუნ­დი.

- მშობ­ლე­ბი მკაც­რად გზრდიდ­ნენ? თუ გა­კონ­ტრო­ლებ­დნენ?

- ჩხუ­ბით არ მე­ჩხუ­ბე­ბოდ­ნენ. მე და დე­დას იცით, რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და? - თვა­ლებ­ში რომ შე­მომ­ხე­დავ­და, უკვე ვხვდე­ბო­დი, რომ რა­ღაც და­ვა­შა­ვე და იმა­საც ვხვდე­ბო­დი, რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა ამ და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­სას­ყი­დად. რაც შე­ე­ხე­ბა აკ­რძალ­ვებს: მახ­სოვს, 16 წლის რომ ვი­ყა­ვი, ჩემი თა­ნა­ტო­ლე­ბი ზღვა­ზე და­სას­ვე­ნებ­ლად მშობ­ლე­ბის გა­რე­შე მი­დი­ოდ­ნენ, მე კი ამის უფ­ლე­ბას არ მაძ­ლევ­დნენ.

- მერე, ეს სურ­ვი­ლი რო­დის და­იკ­მა­ყო­ფი­ლე?

- მშობ­ლე­ბის გა­რე­შე ზღვა­ზე მხო­ლოდ მას მერე წა­ვე­დი, რაც და­ვო­ჯახ­დი - მა­შინ გვერ­დით მე­უღ­ლე მახ­ლდა. მარ­ტო კი და­სას­ვე­ნებ­ლად რამ­დე­ნი­მე წლის წინ წა­ვე­დი ანუ ძა­ლი­ან გვი­ან ამიხ­და ოც­ნე­ბა... მახ­სოვს, თუ ჩემი კლა­სე­ლე­ბი ვინ­მეს ოჯახ­ში იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ, მე ან არ მიშ­ვებ­დნენ, ან აუ­ცი­ლებ­ლად დროს მი­ნიშ­ნავ­დნენ: ამა და ამ დროს მოდი სახ­ლშიო.

- თუ დათ­ქმულ დროს გა­და­ა­ჭარ­ბებ­დი, რა მოხ­დე­ბო­და?

- რა მოხ­დე­ბო­და, არ ვიცი, რად­გან შინ ყო­ველ­თვის დათ­ქმულ დროს მივ­დი­ო­დი.

- მშობ­ლე­ბი შენს პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ში არ ჩა­რე­უ­ლან?

- პი­რი­ქით, დედა ყვე­ლა­ფერ­ში ხელს მი­წყობ­და, უბ­რა­ლოდ, მკი­თხა: დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხარ, რომ ეს პრო­ფე­სია გინ­დაო? - კი-მეთ­ქი, - რომ ვუ­თხა­რი, აღა­რა­ფე­რი აუკ­რძა­ლავს.

- როცა პირ­ვე­ლად სცე­ნა­ზე გნა­ხა, რო­გო­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და?

- ეს არ მახ­სოვს და ვფიქ­რობ, ამას არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბაც არ აქვს. დედა ჩემს თი­თო­ე­ულ სპექ­ტაკლს რამ­დენ­ჯერ­მე ეს­წრე­ბა: პირ­ვე­ლად, წარ­მოდ­გე­ნის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ თე­ატ­რი­დან გა­სულს არც ახ­სოვს, სცე­ნა­ზე რა ხდე­ბო­და. ამ დროს ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობს და ჩემი და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ტი­რის; აი, მე­ო­რედ, მე­სა­მედ კი იმა­ვე წარ­მოდ­გე­ნის სა­ნა­ხა­ვად იმის­თვის მო­დის, რომ სპექ­ტაკლს უყუ­როს და აღიქ­ვას, რა ხდე­ბა რე­ა­ლუ­რად, რო­გორ ვი­თა­მა­შე. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნია. სი­მარ­თლე გი­თხრა, მრცხვე­ნო­და, სპექ­ტაკ­ლის სა­ნა­ხა­ვად მო­სუ­ლი ტი­რილს რომ იწყებ­და, მაგ­რამ ამას წი­ნათ ასე­თი რამ გა­დამ­ხდა: ელე­ნე - ჩემი შვი­ლი სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის სტუ­დი­ა­ში და­დი­ო­და და ღია გაკ­ვე­თილ­ზე ჩვენც მიგ­ვიწ­ვი­ეს. სცე­ნა­ზე რომ გა­მო­ვი­და, ავ­ტირ­დი. მა­შინ დე­დამ მი­თხრა: აი, ხომ ხე­დავ, შენც ისე­თი­ვე რე­აქ­ცია გაქვს სცე­ნა­ზე შვი­ლის და­ნახ­ვი­სას, რო­გო­რიც მე, როცა სცე­ნა­ზე გხე­და­ვო.

- "შა­ტა­ლოს" მოყ­ვა­რუ­ლი რომ იყა­ვი, ეს ალ­ბათ არ გიშ­ლი­და ხელს იმა­ში, რომ რა­ღაც სა­გა­ნი მა­ინც, კარ­გად გეს­წავ­ლა...

- არა, იმ პე­რი­ოდ­ში მარ­თლა არც ერთი სა­გა­ნი არ მიყ­ვარ­და და არც მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვით ვიკ­ლავ­დი თავს.

- რა­ი­მე ჰობი თუ გქონ­და?

- კი, მო­ნე­ტებს ვაგ­რო­ვებ­დი. კი­დევ, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლი. ერთი პე­რი­ო­დი სპორ­ტულ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, რო­მე­ლიც 11 თუ 12 წლის ასაკ­ში და­ვამ­თავ­რე. მას მერე თხი­ლა­მუ­რებ­ზე კარ­გა ხანს არ დავ­მდგარ­ვარ. ინ­სტი­ტუ­ტში რომ ჩა­ვა­ბა­რე, მხო­ლოდ იმ წელს წა­ვე­დი გუ­და­ურ­ში. მე­გო­ნა, თხი­ლა­მუ­რებ­ზე ვე­ღარ დავ­დგე­ბო­დი, მაგ­რამ დავ­დე­ქი თუ არა, ყვე­ლა­ფე­რი გა­მახ­სენ­და და ვი­სი­ა­მოვ­ნე... სკო­ლის პე­რი­ო­დი ცუ­დად მახ­სოვს. ყო­ვე­ლი დილა მე­ზი­ზღე­ბო­და, რად­გან უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი იქ, სა­დაც გაკ­ვე­თი­ლი ხან ტარ­დე­ბო­და, ხან - არა, ზამ­თარ­ში გვცი­ო­და და ა.შ. ჩვენ სო­ლო­ლაკ­ში ვცხოვ­რობ­დით. ერთხელ, სკო­ლა­ში მივ­დი­ო­დი, როცა ტა­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე ფეხ­საც­მელ­ში წყა­ლი შე­მი­ვი­და. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ იყო, როცა ფეხი გა­მე­ყი­ნა, მაგ­რამ იმ დღეს "გა­და­მე­კე­ტა", უკან გავ­ბრუნ­დი და შინ მი­სულ­მა გან­ვა­ცხა­დე: სკო­ლა­ში აღარ წა­ვალ-მეთ­ქი! ახალ თა­ო­ბას უამ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს ცოდ­ნის, ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად, მა­შინ კი სრუ­ლი ვა­კუ­უ­მი, სიბ­ნე­ლე იყო.

- მა­შინ თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი რო­გორ ბი­ჭებს მი­იჩ­ნევ­დით "მა­გარ ტი­პე­ბად"?

- "კარგ ბიჭს" აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქო­ნო­და ოდ­ნავ გრძე­ლი თმა, უნდა სცმო­და ჩვენ­ნა­ი­რი დიდი ზო­მის "კლე­ჩა­ტი" პე­რან­გი და უნდა ყო­ფი­ლი­ყო მუ­სი­კო­სი.

- კა­ი­ფის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი არ მოგ­წონ­და?

- ნარ­კო­ტი­კი და ნარ­კო­მა­ნე­ბი რომ არ­სე­ბობ­დნენ, ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ძა­ლი­ან გვი­ან - 16-17 წლის ასაკ­ში გა­ვი­გე... მა­ნამ­დე მხო­ლოდ ის ვი­ცო­დი, რომ არ­სე­ბობ­და ისე­თი წა­მა­ლი, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ენერ­გი­ას მა­ტებ­და. ვოც­ნე­ბობ­დი ამ წამ­ლის შოვ­ნა­ზე და ვამ­ბობ­დი: ის რომ მა­შოვ­ნი­ნა და და­მა­ლე­ვი­ნა, დე­დას გა­ვა­ხა­რებ­დი, სახ­ლს ად­ვი­ლად და­ვა­ლა­გებ­დი-მეთ­ქი (იღი­მის).

- მერე, იშო­ვე სა­სურ­ვე­ლი წა­მა­ლი?

- არა, რა თქმა უნდა, ვერ ვი­შო­ვე...

- ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი გა­იხ­სე­ნე...

- პირ­ვე­ლად ბაღ­ში "შე­მიყ­ვარ­და". მას გი­ორ­გი ერ­ქვა და ზედა კბი­ლე­ბი არ ჰქონ­და, მხო­ლოდ ღო­ჯე­ბი ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ძა­ლი­ან მომ­წონ­და... მერე, სკო­ლის ასაკ­ში პა­ტარ-პა­ტა­რა გა­ტა­ცე­ბე­ბი მქონ­და, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლად არა­ვინ მყვა­რე­ბია. ვინც შე­მიყ­ვარ­და, მას ცო­ლად გავ­ყე­ვი და დღემ­დე ერ­თად ვართ...

- აბე­ზარ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს რო­გორ იგე­რი­ებ­დი? ამის­თვის შე­ნე­უ­ლი მე­თო­დი თუ გქონ­და?

- ასე­თი ბი­ჭე­ბი თა­ვი­დან რომ მო­მე­შო­რე­ბი­ნა, ცუდ რა­ღა­ცებს ვა­კე­თებ­დი, უზ­ნე­ოდ ვიქ­ცე­ო­დი. მა­გა­ლი­თად: ცხვირს ხმა­მაღ­ლა ვი­ხო­ცავ­დი, წყლის და­ლე­ვი­სას სა­ში­ნელ ხმას გა­მოვ­ცემ­დი და ა.შ. ამ მე­თო­დე­ბით მათი შე­ში­ნე­ბა ხან გა­მომ­დი­ო­და, ხან - არა.

- გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბა ბევ­რს არ მოს­წონს და მე­რეც, უკვე ზრდას­რუ­ლე­ბი ძველ ფო­ტო­ებს ხე­ვენ...

- მეც არ მომ­წონ­და სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბა და ვამ­ბობ­დი, - პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია უნდა გა­ვი­კე­თო-მეთ­ქი. მინ­დო­და ცხვი­რის, თვა­ლის, ტუ­ჩის ფორ­მის შეც­ვლა; მსურ­და სხვა ფე­რის თმა მქო­ნო­და. ერთი პე­რი­ო­დი ამო­ვი­ჩე­მე, - ქერა უნდა გავ­ხდე-მეთ­ქი, მერე წი­თელ თმა­ზე გა­და­ვი­რიე... ახლა ჩემს შვილ­საც არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ში რა­ღა­ცე­ბი და ამა­ზე ვბრა­ზობ, მაგ­რამ მერე მის ასაკ­ში სა­კუ­თა­რი თავი მახ­სენ­დე­ბა და ვწყნარ­დე­ბი. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, იმა­საც ვამ­ბობ­დი, დიდი ყუ­რე­ბი მაქვს-მეთ­ქი და ამ ნაკ­ლის და­ფარ­ვას თმის მეშ­ვე­ო­ბით ვცდი­ლობ­დი... ახლა, როცა მა­შინ­დელ ფო­ტო­ებს ვათ­ვა­ლი­ე­რებ, მათი და­ხე­ვის სურ­ვი­ლი კი არ მიჩ­ნდე­ბა, არა­მედ ბევ­რს ვი­ცი­ნი. რამ­დე­ნი­მე წლის წინ მე და ჩემ­მა ერ­თმა მე­გო­ბარ­მა ძვე­ლი ფოტო აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. ერ­თმა­ნე­თის­გან გა­რეგ­ნუ­ლად რა­დი­კა­ლუ­რად გან­ვსხვავ­დე­ბით, მაგ­რამ იმ კონ­კრე­ტულ სუ­რათ­ზე ერ­თურთს სა­ოც­რად ვგა­ვართ: ორი­ვე გამ­ხდა­რი ვი­ყა­ვით, ერ­თნა­ი­რი ჩაც­მის სტი­ლი და "ჩოლ­კა" გვქონ­და. მახ­სოვს, დედა ყო­ველ­თვის მიკ­რძა­ლავ­და "ჩოლ­კის" შეჭ­რას. მე ჩუ­მად ვიჭ­რი­დი და მერე ბო­ლო­ებს ვიწ­ვავ­დი სან­თლით, რომ სათ­ქმე­ლი მქო­ნო­და, - შემ­თხვე­ვით შე­მეტ­რუ­სა-მეთ­ქი. დედა ალ­ბათ ხვდე­ბო­და, რომ რა­ღა­ცას ვმა­ი­მუ­ნობ­დი, მაგ­რამ არა­ფერს მე­უბ­ნე­ბო­და. ჰოდა, ნელ-ნელა სა­ო­ცა­რი "ჩოლ­კა" და­ვი­ყე­ნე. ჩემს მე­გო­ბარ­საც ასე­თი­ვე ვარ­ცხნი­ლო­ბა ჰქონ­და და იმ ფო­ტო­ზე ნეს­ვებს ვგა­ვართ (იცი­ნის). ჩემს ად­გი­ლას, ბევ­რი იმ სუ­რათს გა­ა­ნად­გუ­რებ­და, მე კი ასე­თი სურ­ვი­ლი არ გამ­ჩე­ნია, პი­რი­ქით - მისი წყა­ლო­ბით ბევ­რი ვი­ხა­ლი­სე...

- გო­გო­ნებს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ შუ­რის მო­მენ­ტი თუ გქონ­დათ, ერ­თმა­ნეთ­ზე ჭო­რა­ო­ბის გამო ჩხუ­ბი ხომ არ მოგ­სვლი­ათ?

- სკო­ლის მე­გობ­რე­ბი კი ვჩხუ­ბობ­დით ხოლ­მე, მაგ­რამ არა იმი­ტომ, რომ ერ­თმა­ნე­თის რა­ღაც გვშურ­და. უბ­რა­ლოდ, რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე­ზე ვკა­მა­თობ­დით, მაგ­რამ მერე ერ­თმა­ნეთს ისევ ვუ­რიგ­დე­ბო­დით. ახლა გა­მახ­სენ­და კლა­სე­ლი გო­გო­ნა, რო­მელ­თა­ნაც გა­მუდ­მე­ბით ვქიშ­პობ­დი, ორი­ვეს ლი­დე­რო­ბა გვინ­დო­და. ის ძა­ლი­ან კარ­გი გოგო იყო, მაგ­რამ მა­ინც გვქონ­და კონ­ფლიქ­ტი. ერთხელ ჩვენ­მა კლა­სელ­მა ბიჭ­მა მას აწყე­ნი­ნა. მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ვერ­თი­ან­დით, სხვა გო­გო­ნე­ბიც მხარ­ში ამოგ­ვიდ­გნენ და ვცე­მეთ, წიგ­ნე­ბიც და­ვუ­ხი­ეთ. სა­ბო­ლო­ოდ, ის ბიჭი სხვა სკო­ლა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

- პე­და­გო­გებ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­და?

- ნორ­მა­ლუ­რი. ხომ იცი, ყვე­ლა სკო­ლა­ში არის ერთი მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­ინც, რო­მე­ლიც მკაც­რი ადა­მი­ა­ნის იმი­ჯით სარ­გებ­ლობს. ჩვენც გვყავ­და ერთი ასე­თი პე­და­გო­გი, რო­მე­ლიც არ მიყ­ვარ­და. ის ბი­ჭებს სცემ­და, "ბა­კებს" ახევ­და. მსუ­ქა­ნი ქალი იყო და თი­თებ­ზე უამ­რა­ვი ბე­ჭე­დი ჰქონ­და ას­ხმუ­ლი. გა­უ­ქა­ნებ­და ხოლ­მე ამ სამ­კა­უ­ლით მორ­თულ-მო­კაზ­მულ ხელს ვი­ღა­ცას და ზოგს თავ­ში ურტყამ­და, ზოგს ტუჩი უს­კდე­ბო­და...

- მშობ­ლე­ბი ამას არ აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ?

- ვინ­მეს ეს ამ­ბა­ვი რომ გა­ეპ­რო­ტეს­ტე­ბი­ნა, და­მა­მახ­სოვ­რდე­ბო­და, მე კი მსგავ­სი არა­ფე­რი მახ­სოვს. ეტყო­ბა, მა­შინ ეს მი­ღე­ბუ­ლი წესი იყო... სა­მა­გი­ე­როდ, ძა­ლი­ან კარ­გი დამ­რი­გე­ბე­ლი გვყავ­და. ის ყვე­ლა­ფერ­ში გვერ­დით გვედ­გა.

- სკო­ლის ბან­კე­ტი გახ­სოვს?

- სკო­ლის ბან­კე­ტი ისე­თი არ გა­მოგ­ვი­ვი­და, რო­გო­რი მო­ლო­დი­ნიც გვქონ­და. მეც­ვა ნაც­რის­ფე­რი, თით­ქმის სპორ­ტუ­ლი კაბა, რო­მელ­საც კა­პი­უ­შო­ნი ჰქონ­და...

- სკო­ლის მოს­წავ­ლე მა­კი­აჟს იკე­თებ­დი?

- კი. მა­შინ იყი­დე­ბო­და ბურ­თუ­ლი­ა­ნი გამჭვირ­ვა­ლე, ბრჭყვი­ა­ლა პო­მა­და, რო­მელ­საც რა­ტომ­ღაც, თვა­ლებ­ზე ვის­ვამ­დით. კი­დევ, მთელ სა­ხეს ვი­ფა­რავ­დი რუ­მი­ა­ნით, ვი­თომ "ზა­გა­რი" მქონ­და. შინ ორი დიდი ქი­ლით ტო­ნა­ლურ კრემს ვი­ნა­ხავ­დი: ერთი ღია, მე­ო­რე კი ძა­ლი­ან მუქი იყო. მათ ერ­თმა­ნეთ­ში ვუ­რევ­დი და მერე მთელ ტან­ზე ვის­ვამ­დი. ქუ­ჩა­ში მყოფს წვი­მა თუ მო­მის­წრებ­და, შინ თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯი­ლი გა­მოვრბო­დი. სხვა­თა შო­რის, ეს ტო­ნა­ლუ­რი რომ წა­მეს­ვა, აუ­ცი­ლებ­ლად მჭირ­დე­ბო­და დამ­ხმა­რე, რო­მე­ლიც სხე­ულ­ზე კრე­მის თა­ნაბ­რად გა­ნა­წი­ლე­ბა­ში და­მეხ­მა­რე­ბო­და. ჰოდა, ამ საქ­მე­ში მე­გობ­რე­ბი მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

- შენი აზ­რით, რით გან­სხვავ­დე­ბი­ან ახა­ლი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შენი თა­ო­ბის მო­ზარ­დე­ბის­გან?

- ესე­ნი სა­ოც­რად მი­ზან­და­სა­ხუ­ლე­ბი არი­ან და ზუს­ტად იცი­ან, რა უნ­დათ. ნელ-ნელა, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­დი­ან მიზ­ნის­კენ.

- და­ბო­ლოს, რას უსურ­ვებ ახალ თა­ო­ბას?

- ვუ­სურ­ვებ, იყ­ვნენ ძა­ლი­ან კე­თი­ლე­ბი, უყ­ვარ­დეთ ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი. და კი­დევ, ერ­თმა­ნეთს გა­უფრ­თხილ­დნენ.

ლიკა ქა­ჯა­ია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

ნინო მითაიშვილის მხიარული ბავშვობა და უცნაური ჩაცმის სტილი

ნინო მითაიშვილის მხიარული ბავშვობა და უცნაური ჩაცმის სტილი

"თინეიჯერობის პერიოდში ცუდად ვიქცეოდი, არ ვსწავლობდი. ისე, მაშინ სწავლით თავს არც არავინ იკლავდა, რადგან ომის პერიოდი იყო", - მითხრა მსახიობმა ნინო მითაიშვილმა, რომელიც სერიალის - "შუა ქალაქში" წყალობით მართლაც, ძალიან პოპულარული გახდა და ამ რუბრიკაში მის მოწვევას არაერთი ადამიანი მთხოვდა. ნინო საოცრად ხალისიანი და რაც მთავარია, საინტერესოდ მოსაუბრე რესპონდენტი აღმოჩნდა...

- კლასელებთან ერთად სკოლას მეც ხშირად ვაცდენდი. "შატალოზე" წასულები ქუჩაში დავხეტიალებდით, ვინაიდან მაშინ არც კაფეში სიარულის ფუფუნება გვქონდა და კინოთეატრებშიც არაფერს უჩვენებდნენ. იმ პერიოდში საოცრად ჩაცმული დავდიოდი: მეცვა დაახლოებით 8 ზომით დიდი მამაკაცის პერანგი, ასხმული მქონდა ბევრი ტყავის ზონარი, რაღაც ძაფები; მეცვა დახეული ჯინსის შარვალი, უამრავი წარწერით და კაცის დიდი ფეხსაცმელი, რომელიც 2 ზომით მაინც იყო დიდი. ჩემი ზომის სასურველ ფეხსაცმელს ვერ ვშოულობდი და აბა, რა მექნა?! მინდოდა უხეში, სამხედრო სტილის ფეხსაცმელი, უხეში ცხვირით... მქონდა სურვილი, თმა წითლად შემეღება. დედა მეხვეწებოდა, - ეს არ გააკეთოო. ჰოდა, ხომ იცი, როცა გეუბნებიან, ეს არ გააკეთოო, პროტესტის გრძნობა გიჩნდება და იმ რაღაცის გაკეთების სურვილი გიმძაფრდება. ბოლოს დედამ მითხრა: წითლად - არა, მაგრამ სხვა ფრად შეიღებეო. წამიყვანა უნივერმაღის ძველ შენობაში, სადაც საღებავი ვიყიდეთ, რომელიც საკუთარი ხელით წამისვა. მერე აღმოჩნდა, რომ საღებავი კი არა, გამაღიავებელი გვიყიდია: წასმა დამთავრებული არ ჰქონდა, თმას ფერი რომ შეეცვალა. დედამ ხელი წამავლო ქეჩოში და თავი სასწრაფოდ დამაბანინა. როცა თმა გაშრა, აღმოჩნდა, რომ "რიჟა" გავხდი, შავი წარბებით (იღიმის).

- შენი უცნაური ჩაცმულობა რით იყო განპირობებული - ეს იყო ერთგვარი პროტესტი რაღაცის ან ვიღაცის მიმართ თუ უბრალოდ ცდილობდი, შენი იმიჯით თანატოლებისგან განსხვავებული ყოფილიყავი?

- ამაზე არ დავფიქრებულვარ... იმ პერიოდში ვუსმენდი მძიმე როკს და ალბათ, ეს ყველაფერი ამითაც იყო განპირობებული. შეიძლება, ეს ერთგვარი პროტესტიც იყო. დედა ხშირად მეუბნებოდა: არ გიხდება, ამხელა ფეხსაცმელი რომ გაცვია, ძალიან გამხდარი ხარ და გამახინჯებსო, მაგრამ მის ნათქვამს ყურადღებას არ ვაქცევდი...

- შენს შვილსაც ხომ არ მოსწონს დიდი ზომის სამოსი?

- ელენე ჯერ 12 წლის არის და ერთ-ორ წელიწადში შეიძლება, მასაც მოუნდეს რაღაც განსხვავებულის ჩაცმა. ახლა კი მოსწონს ყველაფერი ვარდისფერი... თუმცა, არა, მასაც ახასიათებს რაღაც ისეთი, რაც არ მესმის. მაგალითად, მოსწონს გაშლილი თმის ტარება, მე კი მომწონს, როცა აწეული აქვს. ვეუბნები: სახე გამოაჩინე, ლამაზი ნაკვთები გაქვს-მეთქი, მაგრამ არ მიჯერებს. კიდევ, ის და მისი მეგობრები პაპანაქება სიცხეში გრძელსახელოიან ჟაკეტს იცვამენ. ვეუბნები: გაიხადეთ, რად გინდათ ამ სიცხეში ეს რომ გაცვიათ-მეთქი?.. მოკლედ, ამათაც აქვთ თავიანთი სტილი.

- როკი ვინ შეგაყვარა?

- მახსოვს, ჩემი და (ის ჩემზე რამდენიმე წლით უფროსია) მეგობრებთან ერთად "ფინკ ფლოიდს" უსმენდა. მათი მუსიკა მეც მომეწონა. მერე მოვუსმინე "ფარფლებს". ეტყობა, ამ ორმა ჯგუფმა ჩემზე გავლენა მოახდინა და როკი შემაყვარა.

- ანუ როკერების ფანი იყავი?

- იცი, რა, მყავდა საყვარელი მსახიობები, მუსიკოსები, ჯგუფები, მაგრამ არასდროს არავის ფანი არ ვყოფილვარ.

- სამაგიეროდ, ვიცი, რომ შენ გყავს ფანები...

- (იღიმის) ასეა.

- მათთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- მათ შორის არიან ისეთები, რომლებთანაც ხშირი ურთიერთობა მაქვს და არიან ადამიანები, რომლებიც იშვიათად მეხმიანებიან. ვცდილობ, მათ არ ვაწყენინო, რადგან ვიცი, ისინი ჩემი ერთგულები არიან. ვცდილობ, ყველას მაქსიმალურად მივაქციო ყურადღება...

- ბავშვობაში წარმოდგენების გამართვას ხომ არ ცდილობდი?

- "სპექტაკლობანა" არასდროს მითამაშია, სამაგიეროდ, ვთამაშობდი "მეფობანას". შუა ოთახში იარუსებად ვდგამდი სკამებს - ჯერ დიდს, მერე ცოტა პატარას, მერე კიდევ უფრო პატარას... მერე ტანზე შარფებს ვიხვევდი და ამ სკამებზე მივფოფხავდი. მოკლედ, შუა ოთახში, "ამაღლებულ ადგილას" ვიჯექი, დედა კი ჩემი მოახლე იყო. ვეუბნებოდი: ეს მომიტანე, ის მომიტანე-მეთქი და მასაც არ ეზარებოდა ჩემი მომსახურება... სკოლის დამთავრების შემდეგ ტელერადიოჟურნალისტიკაზე ვაპირებდი ჩაბარებას. იმ გიმნაზიაში, სადაც ვსწავლობდი, იყო სარეჟისორო ფაკულტეტი, სადაც ჩემი მეგობრები სწავლობდნენ. ისინი მეუბნებოდნენ: შენ აუცილებლად, თეატრალურ ინსტიტუტში უნდა ჩააბაროო. მე კი მათ ვპასუხობდი: კარგით, ხალხო, რა სისულელეა-მეთქი. ერთხელაც, ჩემს მეგობრებს მისცეს დავალება, მოემზადებინათ რაღაც ეტიუდი. ბავშვებმა მასში მონაწილეობა მთხოვეს. მარტივი, ბანალური სცენარი ჰქონდათ. ჩემთვის პარტნიორობა დღეს უკვე ცნობილ რეჟისორს - გიორგი ქანთარიას უნდა გაეწია. მას ჩემთვის უნდა დაეყვირა, რაღაც უხეშად უნდა ეთქვა და მერე დაერტყა. გიორგი მორიდებული ადამიანი იყო და "საცემრად" ვერაფრით გამიმეტა. მოკლედ, ძალიან გავწვალდით. სხვებთან ერთად, მეც ვაქეზებდი: მიდი, გიორგი, დამარტყი-მეთქი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ბოლოს, გადაწყდა, რომ ამ ეტიუდის რეჟისორს როლი თავად უნდა მოერგო. ჰოდა, რეპეტიცია რომ დავიწყეთ, მან ისე მიყვირა და ისე გამოიწია ჩემს "საცემრად", რომ შევშინდი და გამწარებული გავიქეცი დერეფნისკენ. ბავშვები უკან დამედევნენ, - გაჩერდი, რას აკეთებო? მე კი, შეშინებულმა, კარგა დიდი მანძილი გავირბინე...

- ეს ყველაფერი რით დამთავრდა?

- მერე, როცა ჩემმა ტვინმა "გადახარშა", რომ ეს ყველაფერი თამაში იყო, ცხადია, შევჩერდი და უკან მივბრუნდი.

- მშობლები მკაცრად გზრდიდნენ? თუ გაკონტროლებდნენ?

- ჩხუბით არ მეჩხუბებოდნენ. მე და დედას იცით, როგორი ურთიერთობა გვქონდა? - თვალებში რომ შემომხედავდა, უკვე ვხვდებოდი, რომ რაღაც დავაშავე და იმასაც ვხვდებოდი, რა უნდა გამეკეთებინა ამ დანაშაულის გამოსასყიდად. რაც შეეხება აკრძალვებს: მახსოვს, 16 წლის რომ ვიყავი, ჩემი თანატოლები ზღვაზე დასასვენებლად მშობლების გარეშე მიდიოდნენ, მე კი ამის უფლებას არ მაძლევდნენ.

- მერე, ეს სურვილი როდის დაიკმაყოფილე?

- მშობლების გარეშე ზღვაზე მხოლოდ მას მერე წავედი, რაც დავოჯახდი - მაშინ გვერდით მეუღლე მახლდა. მარტო კი დასასვენებლად რამდენიმე წლის წინ წავედი ანუ ძალიან გვიან ამიხდა ოცნება... მახსოვს, თუ ჩემი კლასელები ვინმეს ოჯახში იკრიბებოდნენ, მე ან არ მიშვებდნენ, ან აუცილებლად დროს მინიშნავდნენ: ამა და ამ დროს მოდი სახლშიო.

- თუ დათქმულ დროს გადააჭარბებდი, რა მოხდებოდა?

- რა მოხდებოდა, არ ვიცი, რადგან შინ ყოველთვის დათქმულ დროს მივდიოდი.

- მშობლები შენს პროფესიულ არჩევანში არ ჩარეულან?

- პირიქით, დედა ყველაფერში ხელს მიწყობდა, უბრალოდ, მკითხა: დარწმუნებული ხარ, რომ ეს პროფესია გინდაო? - კი-მეთქი, - რომ ვუთხარი, აღარაფერი აუკრძალავს.

- როცა პირველად სცენაზე გნახა, როგორი რეაქცია ჰქონდა?

- ეს არ მახსოვს და ვფიქრობ, ამას არსებითი მნიშვნელობაც არ აქვს. დედა ჩემს თითოეულ სპექტაკლს რამდენჯერმე ესწრება: პირველად, წარმოდგენის დამთავრების შემდეგ თეატრიდან გასულს არც ახსოვს, სცენაზე რა ხდებოდა. ამ დროს ძალიან ნერვიულობს და ჩემი დანახვისთანავე ტირის; აი, მეორედ, მესამედ კი იმავე წარმოდგენის სანახავად იმისთვის მოდის, რომ სპექტაკლს უყუროს და აღიქვას, რა ხდება რეალურად, როგორ ვითამაშე. ძალიან ემოციური ადამიანია. სიმართლე გითხრა, მრცხვენოდა, სპექტაკლის სანახავად მოსული ტირილს რომ იწყებდა, მაგრამ ამას წინათ ასეთი რამ გადამხდა: ელენე - ჩემი შვილი სუხიშვილების სტუდიაში დადიოდა და ღია გაკვეთილზე ჩვენც მიგვიწვიეს. სცენაზე რომ გამოვიდა, ავტირდი. მაშინ დედამ მითხრა: აი, ხომ ხედავ, შენც ისეთივე რეაქცია გაქვს სცენაზე შვილის დანახვისას, როგორიც მე, როცა სცენაზე გხედავო.

- "შატალოს" მოყვარული რომ იყავი, ეს ალბათ არ გიშლიდა ხელს იმაში, რომ რაღაც საგანი მაინც, კარგად გესწავლა...

- არა, იმ პერიოდში მართლა არც ერთი საგანი არ მიყვარდა და არც მხატვრული ლიტერატურის კითხვით ვიკლავდი თავს.

- რაიმე ჰობი თუ გქონდა?

- კი, მონეტებს ვაგროვებდი. კიდევ, ძალიან მიყვარდა თხილამურებით სრიალი. ერთი პერიოდი სპორტულ სკოლაში ვსწავლობდი, რომელიც 11 თუ 12 წლის ასაკში დავამთავრე. მას მერე თხილამურებზე კარგა ხანს არ დავმდგარვარ. ინსტიტუტში რომ ჩავაბარე, მხოლოდ იმ წელს წავედი გუდაურში. მეგონა, თხილამურებზე ვეღარ დავდგებოდი, მაგრამ დავდექი თუ არა, ყველაფერი გამახსენდა და ვისიამოვნე... სკოლის პერიოდი ცუდად მახსოვს. ყოველი დილა მეზიზღებოდა, რადგან უნდა წავსულიყავი იქ, სადაც გაკვეთილი ხან ტარდებოდა, ხან - არა, ზამთარში გვციოდა და ა.შ. ჩვენ სოლოლაკში ვცხოვრობდით. ერთხელ, სკოლაში მივდიოდი, როცა ტაბიძის ქუჩაზე ფეხსაცმელში წყალი შემივიდა. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ფეხი გამეყინა, მაგრამ იმ დღეს "გადამეკეტა", უკან გავბრუნდი და შინ მისულმა განვაცხადე: სკოლაში აღარ წავალ-მეთქი! ახალ თაობას უამრავი საშუალება აქვს ცოდნის, ინფორმაციის მისაღებად, მაშინ კი სრული ვაკუუმი, სიბნელე იყო.

- მაშინ თინეიჯერები როგორ ბიჭებს მიიჩნევდით "მაგარ ტიპებად"?

- "კარგ ბიჭს" აუცილებლად უნდა ჰქონოდა ოდნავ გრძელი თმა, უნდა სცმოდა ჩვენნაირი დიდი ზომის "კლეჩატი" პერანგი და უნდა ყოფილიყო მუსიკოსი.

- კაიფის მოყვარულები არ მოგწონდა?

- ნარკოტიკი და ნარკომანები რომ არსებობდნენ, ჩემდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ძალიან გვიან - 16-17 წლის ასაკში გავიგე... მანამდე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ არსებობდა ისეთი წამალი, რომელიც ადამიანს ენერგიას მატებდა. ვოცნებობდი ამ წამლის შოვნაზე და ვამბობდი: ის რომ მაშოვნინა და დამალევინა, დედას გავახარებდი, სახლს ადვილად დავალაგებდი-მეთქი (იღიმის).

- მერე, იშოვე სასურველი წამალი?

- არა, რა თქმა უნდა, ვერ ვიშოვე...

- ბავშვობის დროინდელი პირველი სიყვარული გაიხსენე...

- პირველად ბაღში "შემიყვარდა". მას გიორგი ერქვა და ზედა კბილები არ ჰქონდა, მხოლოდ ღოჯები ჰქონდა დარჩენილი. მიუხედავად ამისა, ძალიან მომწონდა... მერე, სკოლის ასაკში პატარ-პატარა გატაცებები მქონდა, მაგრამ სერიოზულად არავინ მყვარებია. ვინც შემიყვარდა, მას ცოლად გავყევი და დღემდე ერთად ვართ...

- აბეზარ თაყვანისმცემლებს როგორ იგერიებდი? ამისთვის შენეული მეთოდი თუ გქონდა?

- ასეთი ბიჭები თავიდან რომ მომეშორებინა, ცუდ რაღაცებს ვაკეთებდი, უზნეოდ ვიქცეოდი. მაგალითად: ცხვირს ხმამაღლა ვიხოცავდი, წყლის დალევისას საშინელ ხმას გამოვცემდი და ა.შ. ამ მეთოდებით მათი შეშინება ხან გამომდიოდა, ხან - არა.

- გარდატეხის ასაკში საკუთარი გარეგნობა ბევრს არ მოსწონს და მერეც, უკვე ზრდასრულები ძველ ფოტოებს ხევენ...

- მეც არ მომწონდა საკუთარი გარეგნობა და ვამბობდი, - პლასტიკური ოპერაცია უნდა გავიკეთო-მეთქი. მინდოდა ცხვირის, თვალის, ტუჩის ფორმის შეცვლა; მსურდა სხვა ფერის თმა მქონოდა. ერთი პერიოდი ამოვიჩემე, - ქერა უნდა გავხდე-მეთქი, მერე წითელ თმაზე გადავირიე... ახლა ჩემს შვილსაც არ აკმაყოფილებს საკუთარ გარეგნობაში რაღაცები და ამაზე ვბრაზობ, მაგრამ მერე მის ასაკში საკუთარი თავი მახსენდება და ვწყნარდები. თქვენ წარმოიდგინეთ, იმასაც ვამბობდი, დიდი ყურები მაქვს-მეთქი და ამ ნაკლის დაფარვას თმის მეშვეობით ვცდილობდი... ახლა, როცა მაშინდელ ფოტოებს ვათვალიერებ, მათი დახევის სურვილი კი არ მიჩნდება, არამედ ბევრს ვიცინი. რამდენიმე წლის წინ მე და ჩემმა ერთმა მეგობარმა ძველი ფოტო აღმოვაჩინეთ. ერთმანეთისგან გარეგნულად რადიკალურად განვსხვავდებით, მაგრამ იმ კონკრეტულ სურათზე ერთურთს საოცრად ვგავართ: ორივე გამხდარი ვიყავით, ერთნაირი ჩაცმის სტილი და "ჩოლკა" გვქონდა. მახსოვს, დედა ყოველთვის მიკრძალავდა "ჩოლკის" შეჭრას. მე ჩუმად ვიჭრიდი და მერე ბოლოებს ვიწვავდი სანთლით, რომ სათქმელი მქონოდა, - შემთხვევით შემეტრუსა-მეთქი. დედა ალბათ ხვდებოდა, რომ რაღაცას ვმაიმუნობდი, მაგრამ არაფერს მეუბნებოდა. ჰოდა, ნელ-ნელა საოცარი "ჩოლკა" დავიყენე. ჩემს მეგობარსაც ასეთივე ვარცხნილობა ჰქონდა და იმ ფოტოზე ნესვებს ვგავართ (იცინის). ჩემს ადგილას, ბევრი იმ სურათს გაანადგურებდა, მე კი ასეთი სურვილი არ გამჩენია, პირიქით - მისი წყალობით ბევრი ვიხალისე...

- გოგონებს ერთმანეთის მიმართ შურის მომენტი თუ გქონდათ, ერთმანეთზე ჭორაობის გამო ჩხუბი ხომ არ მოგსვლიათ?

- სკოლის მეგობრები კი ვჩხუბობდით ხოლმე, მაგრამ არა იმიტომ, რომ ერთმანეთის რაღაც გვშურდა. უბრალოდ, რაღაც სისულელეზე ვკამათობდით, მაგრამ მერე ერთმანეთს ისევ ვურიგდებოდით. ახლა გამახსენდა კლასელი გოგონა, რომელთანაც გამუდმებით ვქიშპობდი, ორივეს ლიდერობა გვინდოდა. ის ძალიან კარგი გოგო იყო, მაგრამ მაინც გვქონდა კონფლიქტი. ერთხელ ჩვენმა კლასელმა ბიჭმა მას აწყენინა. მის წინააღმდეგ გავერთიანდით, სხვა გოგონებიც მხარში ამოგვიდგნენ და ვცემეთ, წიგნებიც დავუხიეთ. საბოლოოდ, ის ბიჭი სხვა სკოლაში გადაიყვანეს.

- პედაგოგებთან როგორი ურთიერთობა გქონდა?

- ნორმალური. ხომ იცი, ყველა სკოლაში არის ერთი მასწავლებელი მაინც, რომელიც მკაცრი ადამიანის იმიჯით სარგებლობს. ჩვენც გვყავდა ერთი ასეთი პედაგოგი, რომელიც არ მიყვარდა. ის ბიჭებს სცემდა, "ბაკებს" ახევდა. მსუქანი ქალი იყო და თითებზე უამრავი ბეჭედი ჰქონდა ასხმული. გაუქანებდა ხოლმე ამ სამკაულით მორთულ-მოკაზმულ ხელს ვიღაცას და ზოგს თავში ურტყამდა, ზოგს ტუჩი უსკდებოდა...

- მშობლები ამას არ აპროტესტებდნენ?

- ვინმეს ეს ამბავი რომ გაეპროტესტებინა, დამამახსოვრდებოდა, მე კი მსგავსი არაფერი მახსოვს. ეტყობა, მაშინ ეს მიღებული წესი იყო... სამაგიეროდ, ძალიან კარგი დამრიგებელი გვყავდა. ის ყველაფერში გვერდით გვედგა.

- სკოლის ბანკეტი გახსოვს?

- სკოლის ბანკეტი ისეთი არ გამოგვივიდა, როგორი მოლოდინიც გვქონდა. მეცვა ნაცრისფერი, თითქმის სპორტული კაბა, რომელსაც კაპიუშონი ჰქონდა...

- სკოლის მოსწავლე მაკიაჟს იკეთებდი?

- კი. მაშინ იყიდებოდა ბურთულიანი გამჭვირვალე, ბრჭყვიალა პომადა, რომელსაც რატომღაც, თვალებზე ვისვამდით. კიდევ, მთელ სახეს ვიფარავდი რუმიანით, ვითომ "ზაგარი" მქონდა. შინ ორი დიდი ქილით ტონალურ კრემს ვინახავდი: ერთი ღია, მეორე კი ძალიან მუქი იყო. მათ ერთმანეთში ვურევდი და მერე მთელ ტანზე ვისვამდი. ქუჩაში მყოფს წვიმა თუ მომისწრებდა, შინ თავქუდმოგლეჯილი გამოვრბოდი. სხვათა შორის, ეს ტონალური რომ წამესვა, აუცილებლად მჭირდებოდა დამხმარე, რომელიც სხეულზე კრემის თანაბრად განაწილებაში დამეხმარებოდა. ჰოდა, ამ საქმეში მეგობრები მეხმარებოდნენ.

- შენი აზრით, რით განსხვავდებიან ახალი თაობის წარმომადგენლები შენი თაობის მოზარდებისგან?

- ესენი საოცრად მიზანდასახულები არიან და ზუსტად იციან, რა უნდათ. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან მიზნისკენ.

- დაბოლოს, რას უსურვებ ახალ თაობას?

- ვუსურვებ, იყვნენ ძალიან კეთილები, უყვარდეთ ყველა და ყველაფერი. და კიდევ, ერთმანეთს გაუფრთხილდნენ.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"