პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მდორედ მიმდინარე საპრეზიდენტო მარათონი და ხალხის მიერ დასმული დიაგნოზი
მდორედ მიმდინარე საპრეზიდენტო მარათონი და ხალხის მიერ დასმული დიაგნოზი

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ფე­რი მო­სუ­ლა..." - ამ ფრა­ზით ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ია ქვე­ყა­ნა­ში პრე­ზი­დენ­ტო­ბის 36 კან­დი­და­ტის და­რე­გის­ტრი­რე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა. მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­სუ­ფა­ლი ქვე­ყა­ნაა და არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბაც ყვე­ლას აქვს. "ალ­ბათ მარ­თლაც კარ­გი იქ­ნე­ბო­და, პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტებს ჯან­მრთე­ლო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი წარ­მო­ედ­გი­ნათ, მაგ­რამ ეგ არა­ფე­რი, ხალ­ხი ყვე­ლას და­უს­ვამს დი­აგ­ნოზს", - ამ­ბობს ის.

- ბა­ტო­ნო ნი­კუ­შა, თქვენ თუ დას­ვით უკვე დი­აგ­ნო­ზი, ან არ­ჩე­ვა­ნი თუ გა­ა­კე­თეთ?

- დი­აგ­ნო­ზი დავ­სვი, მაგ­რამ ჯერ კი­დევ ვაკ­ვირ­დე­ბი და ვუს­მენ ვი­ღაც-ვი­ღა­ცებს. ვნა­ხოთ, რო­გორ პროგ­რა­მებს შე­მოგ­ვთა­ვა­ზე­ბენ, რას გა­ა­კე­თე­ბენ.

- თქვე­ნი აზ­რით, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნად მიმ­დი­ნა­რე­ობს?

- მე მგო­ნი, ჯერ ყვე­ლა­ფე­რი წე­სი­სა და რი­გის მი­ხედ­ვით მი­დის. თუმ­ცა, ჯერ დიდ მა­რა­თონს ვერ ვხე­დავ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი ძა­ლი­ან თავ­მდაბ­ლად აწარ­მო­ებს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას. ალ­ბათ ცოტა ხან­ში უფრო გა­აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა, პრე­მი­ე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა­ზე, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" მხარ­დამ­ჭე­რებს ხომ არ და­უ­კარ­გავს?

- არა მგო­ნია. ვერ ვხვდე­ბი, რა­ტომ ჩაც­ვივ­დნენ ზო­გი­ერ­თე­ბი პა­ნი­კა­ში. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ჯერ კი­დევ ორი წლის წინ თქვა, რომ პო­ლი­ტი­კა­ში დიდ­ხანს დარ­ჩე­ნას არ აპი­რებ­და.

- კი, მაგ­რამ მან თქვა, რომ პო­ლი­ტი­კი­დან მას შემ­დეგ წა­ვი­დო­და, რაც ქვე­ყა­ნა­ში რიგ პრობ­ლე­მებს მო­აგ­ვა­რებ­და. ფიქ­რობთ, რომ დღეს პრობ­ლე­მე­ბი მოგ­ვა­რე­ბუ­ლია?

- იცით, რა? ალ­ბათ თა­ვად მი­იჩ­ნევს, რომ რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი და­ა­ლა­გა. თა­ნაც, ის ხომ ქვეყ­ნი­დან არ მი­დის? ცდი­ლობს, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პო­ზი­ცია გა­ამ­ყა­როს. ბო­ლოს და ბო­ლოს, ქვე­ყა­ნა­ში ხომ უნდა შე­იც­ვა­ლოს ვი­თა­რე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ხომ უნდა და­ი­წყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მარ­თვა? სა­ქარ­თვე­ლო­ში დღემ­დე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მარ­თავს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქვეყ­ნებ­ში კი ეს პი­რი­ქით ხდე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა უკ­ვეთს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ ამ დაკ­ვე­თას ას­რუ­ლებს.

- თქვენ, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რა დაკ­ვე­თას მის­ცემ­დით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას?

- მე თუ მკი­თხავთ, დღეს ქვეყ­ნის სუს­ტი წერ­ტი­ლი კულ­ტუ­რა და გა­ნათ­ლე­ბაა. ძა­ლი­ან დიდი ძა­ლის­ხმე­ვაა სა­ჭი­რო, რომ ეს დარ­გე­ბი ნორ­მა­ლურ კა­ლა­პოტ­ში ჩად­გეს. ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა რე­გი­ო­ნულ გა­ნათ­ლე­ბას. ასე­ვე ძა­ლი­ან ბევ­რი რამ არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი კულ­ტუ­რის თვალ­საზ­რი­სით. პირ­ველ რიგ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს, რო­მელ­საც ჩვე­ნი ჯი­ბი­დან ვა­ფი­ნან­სებთ, უნდა მოვ­თხო­ვოთ, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, შე­მეც­ნე­ბი­თი გა­და­ცე­მე­ბი გა­ა­კე­თონ და ადა­მი­ა­ნებს მის­ცენ სა­შუ­ა­ლე­ბა, და­ბალ­ხა­რის­ხი­ა­ნი, არაფ­რის მომ­ცე­მი გა­და­ცე­მე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ჰქონ­დეთ.

- იქ­ნე­ბა თუ არა თქვე­ნი ერთ-ერთი დაკ­ვე­თა ძველ და ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის კო­ა­ბი­ტა­ცია?

- არა, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ კო­ა­ბი­ტა­ცია არა­ფერ­ში გვჭირ­დე­ბა, ეს პო­ლი­ტი­კო­სებს სჭირ­დე­ბათ. ჩვენ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლის გზა­ზე დამ­ნა­შა­ვე­ებ­თან კო­ა­ბი­ტა­ცი­ა­ში ვერ შე­ვალთ. ამ­ნე­ზია არ გვჭირს და ვერ და­ვი­ვი­წყებთ იმას, რაც "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ხალ­ხს და­მარ­თეს, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია.

ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

მდორედ მიმდინარე საპრეზიდენტო მარათონი და ხალხის მიერ დასმული დიაგნოზი

მდორედ მიმდინარე საპრეზიდენტო მარათონი და ხალხის მიერ დასმული დიაგნოზი

"საქართველოში ყველაფერი მოსულა..." - ამ ფრაზით ნიკუშა შენგელაია ქვეყანაში პრეზიდენტობის 36 კანდიდატის დარეგისტრირებას ეხმაურება. მისი თქმით, საქართველო თავისუფალი ქვეყანაა და არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც ყველას აქვს. "ალბათ მართლაც კარგი იქნებოდა, პრეზიდენტობის კანდიდატებს ჯანმრთელობის დამადასტურებელი საბუთი წარმოედგინათ, მაგრამ ეგ არაფერი, ხალხი ყველას დაუსვამს დიაგნოზს", - ამბობს ის.

- ბატონო ნიკუშა, თქვენ თუ დასვით უკვე დიაგნოზი, ან არჩევანი თუ გააკეთეთ?

- დიაგნოზი დავსვი, მაგრამ ჯერ კიდევ ვაკვირდები და ვუსმენ ვიღაც-ვიღაცებს. ვნახოთ, როგორ პროგრამებს შემოგვთავაზებენ, რას გააკეთებენ.

- თქვენი აზრით, წინასაარჩევნო პერიოდი რამდენად სამართლიანად მიმდინარეობს?

- მე მგონი, ჯერ ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით მიდის. თუმცა, ჯერ დიდ მარათონს ვერ ვხედავ, "ქართული ოცნების" კანდიდატი ძალიან თავმდაბლად აწარმოებს საარჩევნო კამპანიას. ალბათ ცოტა ხანში უფრო გააქტიურდებიან.

- როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, პრემიერის თანამდებობის დატოვებაზე, "ქართულ ოცნებას" მხარდამჭერებს ხომ არ დაუკარგავს?

- არა მგონია. ვერ ვხვდები, რატომ ჩაცვივდნენ ზოგიერთები პანიკაში. ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ თქვა, რომ პოლიტიკაში დიდხანს დარჩენას არ აპირებდა.

- კი, მაგრამ მან თქვა, რომ პოლიტიკიდან მას შემდეგ წავიდოდა, რაც ქვეყანაში რიგ პრობლემებს მოაგვარებდა. ფიქრობთ, რომ დღეს პრობლემები მოგვარებულია?

- იცით, რა? ალბათ თავად მიიჩნევს, რომ რაღაც პრობლემები დაალაგა. თანაც, ის ხომ ქვეყნიდან არ მიდის? ცდილობს, რომ საზოგადოებრივი პოზიცია გაამყაროს. ბოლოს და ბოლოს, ქვეყანაში ხომ უნდა შეიცვალოს ვითარება და საზოგადოებამ ხომ უნდა დაიწყოს ხელისუფლების მართვა? საქართველოში დღემდე ხელისუფლება მართავს საზოგადოებას, ცივილიზებულ ქვეყნებში კი ეს პირიქით ხდება, საზოგადოება უკვეთს, ხელისუფლება უბრალოდ ამ დაკვეთას ასრულებს.

- თქვენ, როგორც საზოგადოების წარმომადგენელი, რა დაკვეთას მისცემდით ხელისუფლებას?

- მე თუ მკითხავთ, დღეს ქვეყნის სუსტი წერტილი კულტურა და განათლებაა. ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ ეს დარგები ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს. ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება რეგიონულ განათლებას. ასევე ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი კულტურის თვალსაზრისით. პირველ რიგში, საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც ჩვენი ჯიბიდან ვაფინანსებთ, უნდა მოვთხოვოთ, რომ საგანმანათლებლო, შემეცნებითი გადაცემები გააკეთონ და ადამიანებს მისცენ საშუალება, დაბალხარისხიანი, არაფრის მომცემი გადაცემების ალტერნატივა ჰქონდეთ.

- იქნება თუ არა თქვენი ერთ-ერთი დაკვეთა ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის კოაბიტაცია?

- არა, არავითარ შემთხვევაში, ჩვენ კოაბიტაცია არაფერში გვჭირდება, ეს პოლიტიკოსებს სჭირდებათ. ჩვენ სამართლიანობისთვის ბრძოლის გზაზე დამნაშავეებთან კოაბიტაციაში ვერ შევალთ. ამნეზია არ გვჭირს და ვერ დავივიწყებთ იმას, რაც "ნაციონალებმა" ხალხს დამართეს, ეს გამორიცხულია.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია