საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოდულის" შენობაში პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გაანადგურეს
"მოდულის" შენობაში პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გაანადგურეს

"მო­დუ­ლის" შე­ნო­ბა­ში პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფა­რუ­ლი ფოტო, ვი­დეო და აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­ა­ნად­გუ­რეს. უკა­ნო­ნო მი­ყუ­რა­დე­ბი­სა და ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე დრო­ე­ბი­თი კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი­სა და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით, აპა­რატ "შრე­დე­რის" მეშ­ვე­ო­ბით 110 დის­კი გა­ა­ნად­გუ­რეს, რო­მე­ლიც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ 144 ფა­ილს შე­ი­ცავ­და.

კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა და­ახ­ლო­ე­ბით 181 სა­ა­თი­სა და 30 წუ­თის ხან­გრძლი­ვო­ბი­საა.

პრო­ცე­სი დო­კუ­მენ­ტუ­რად ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბის გზით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია. გა­ნად­გუ­რე­ბამ­დე დის­კე­ბი სპე­ცი­ა­ლურ და­ლუ­ქულ კონ­ტე­ი­ნერ­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, რო­მელ­ზეც ლუქი სა­ჯა­როდ მო­იხ­სნა.

პრო­ცე­დუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შედ­გა სპე­ცი­ა­ლუ­რი ოქმი, რო­მელ­საც ხელი მო­ა­წე­რა კო­მი­სი­ის ყვე­ლა წევ­რმა.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლის გა­ნად­გუ­რე­ბის შემ­დეგ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი დის­კე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბიც აჩ­ვე­ნეს.

მა­სა­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის პრო­ცესს ეს­წრე­ბოდ­ნენ უკა­ნო­ნო მი­ყუ­რა­დე­ბი­სა და ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე დრო­ე­ბი­თი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი - იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე მე­რაბ გა­ბი­ნაშ­ვი­ლი, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლი, პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რი თა­მარ ქალ­და­ნი, გა­ზეთ "რე­ზო­ნან­სის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ლაშა ტუ­ღუ­ში, "სა­არ­ჩევ­ნო და პო­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კვლე­ვის ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლი კა­ხა­ბერ კა­ხიშ­ვი­ლი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ეკა გი­გა­უ­რი, სა­მუ­შაო ჯგუ­ფის წევ­რე­ბი და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"მოდულის" შენობაში პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გაანადგურეს

"მოდულის" შენობაში პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გაანადგურეს

"მოდულის" შენობაში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ფოტო, ვიდეო და აუდიოჩანაწერები გაანადგურეს. უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის წევრებისა და მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით, აპარატ "შრედერის" მეშვეობით 110 დისკი გაანადგურეს, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ 144 ფაილს შეიცავდა.

კომისიის წევრების ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა დაახლოებით 181 საათისა და 30 წუთის ხანგრძლივობისაა.

პროცესი დოკუმენტურად ვიდეოგადაღების გზით დადასტურებულია. განადგურებამდე დისკები სპეციალურ დალუქულ კონტეინერში იყო მოთავსებული, რომელზეც ლუქი საჯაროდ მოიხსნა.

პროცედურის დასრულების შემდეგ შედგა სპეციალური ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერა კომისიის ყველა წევრმა.

პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის განადგურების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს დაქუცმაცებული დისკების ნარჩენებიც აჩვენეს.

მასალების განადგურების პროცესს ესწრებოდნენ უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კომისიის წევრები - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, "საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი კახაბერ კახიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, სამუშაო ჯგუფის წევრები და მედიის წარმომადგენლები.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ