პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი - შს სამინისტრო ყველა მოპოვებულ მასალას არ ანადგურებს
ირაკლი ღარიბაშვილი - შს სამინისტრო ყველა მოპოვებულ მასალას არ ანადგურებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ყვე­ლა მო­პო­ვე­ბულ მა­სა­ლას არ ანად­გუ­რებს, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფა­ი­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის პრო­ცე­დუ­რის და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და.

მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მი­ნის­ტროს არ­ქივ­ში არ­სე­ბუ­ლი 26 ათა­სი უკა­ნო­ნო ჩა­ნა­წე­რი­დან უკა­ნო­ნო მი­ყუ­რა­დე­ბი­სა და ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე დრო­ე­ბით­მა კო­მი­სი­ამ მხო­ლოდ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა გა­მო­ყო.

"კო­მი­სი­ამ იმ­სჯე­ლა, იყო აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა, მაგ­რამ უმ­რავ­ლე­სო­ბამ და მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გა­ნად­გურ­დეს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა. გა­ვი­ა­რეთ კონ­სულ­ტა­ცია უცხო­ელ ექ­სპერ­ტებ­თან, მათ შო­რის თო­მას ჰა­მერ­ბერგთან, გა­ვი­ზი­ა­რეთ და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლის გა­ნად­გუ­რე­ბის შე­სა­ხებ", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფა­ი­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას კო­მი­სი­ის მხო­ლოდ ერთი წევ­რი კახა კა­ხიშ­ვი­ლი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და.

"მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი გარ­კვე­ულ შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამ­და, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფა­ი­ლე­ბი არ უნდა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი­ყო. ჩვენ არ ვა­ნად­გუ­რებთ ყვე­ლა მო­პო­ვე­ბულ მა­სა­ლას, ვგუ­ლის­ხმობ იმ 25 ათას ფა­ილს, რო­მე­ლიც სა­მი­ნის­ტრო­ში ჯერ კი­დევ ინა­ხე­ბა. ამ­ჟა­მად ხდე­ბა მათი და­ხა­რის­ხე­ბა. გა­მოვ­ყა­ვით მხო­ლოდ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა. და­ნარ­ჩენ მა­სა­ლა­ზე კო­მი­სია მსჯე­ლო­ბას გა­აგ­რძე­ლებს. უნდა მოხ­დეს სწო­რი ანა­ლი­ზი, რას­თან გვქონ­და საქ­მე. აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბო­და ამ მა­სა­ლე­ბის უკა­ნო­ნო მო­პო­ვე­ბა, ჩა­წე­რა-მი­ყუ­რა­დე­ბა. უნდა მოხ­დეს მრა­ვალ­წლი­ა­ნი ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის მკაც­რი შე­ფა­სე­ბა, რის შემ­დე­გაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხსე­ნე­ბულ 26 ათას ფა­ილ­ში არ შე­დის ის ვი­დეო და აუ­დი­ო­მა­სა­ლა, რო­მე­ლიც სა­მი­ნის­ტრომ სა­მეგ­რე­ლო­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლა გან­თავ­სე­ბუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 404 CD დის­კზე, თუმ­ცა ეს ცალ­კე საქ­მეა და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვა­წარ­მო­ებთ გა­მო­ძი­ე­ბას", - აღ­ნიშ­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ირაკლი ღარიბაშვილი - შს სამინისტრო ყველა მოპოვებულ მასალას არ ანადგურებს

ირაკლი ღარიბაშვილი - შს სამინისტრო ყველა მოპოვებულ მასალას არ ანადგურებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა მოპოვებულ მასალას არ ანადგურებს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების განადგურების პროცედურის დაწყებამდე განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, სამინისტროს არქივში არსებული 26 ათასი უკანონო ჩანაწერიდან უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითმა კომისიამ მხოლოდ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გამოყო.

"კომისიამ იმსჯელა, იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ უმრავლესობამ და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, განადგურდეს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა. გავიარეთ კონსულტაცია უცხოელ ექსპერტებთან, მათ შორის თომას ჰამერბერგთან, გავიზიარეთ დასავლური ქვეყნების გამოცდილება და მივიღეთ გადაწყვეტილება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის განადგურების შესახებ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების განადგურებას კომისიის მხოლოდ ერთი წევრი კახა კახიშვილი ეწინააღმდეგებოდა.

"მოსახლეობის დიდი ნაწილი გარკვეულ შეშფოთებას გამოთქვამდა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილები არ უნდა განადგურებულიყო. ჩვენ არ ვანადგურებთ ყველა მოპოვებულ მასალას, ვგულისხმობ იმ 25 ათას ფაილს, რომელიც სამინისტროში ჯერ კიდევ ინახება. ამჟამად ხდება მათი დახარისხება. გამოვყავით მხოლოდ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა. დანარჩენ მასალაზე კომისია მსჯელობას გააგრძელებს. უნდა მოხდეს სწორი ანალიზი, რასთან გვქონდა საქმე. აღმოვაჩინეთ, რომ წლების განმავლობაში ხდებოდა ამ მასალების უკანონო მოპოვება, ჩაწერა-მიყურადება. უნდა მოხდეს მრავალწლიანი ნეგატიური გამოცდილების მკაცრი შეფასება, რის შემდეგაც საჭირო იქნება გამოძიების დაწყება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ხსენებულ 26 ათას ფაილში არ შედის ის ვიდეო და აუდიომასალა, რომელიც სამინისტრომ სამეგრელოში აღმოაჩინა.

"აღნიშნული მასალა განთავსებულია დაახლოებით 404 CD დისკზე, თუმცა ეს ცალკე საქმეა და ამასთან დაკავშირებით ვაწარმოებთ გამოძიებას", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ