პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Euobserver - საქართველოს პრემიერი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას არ გამორიცხავს
Euobserver - საქართველოს პრემიერი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას არ გამორიცხავს

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ე­რი ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას არ გა­მო­რი­ცხავს", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს გა­მო­ცე­მა Euobserver ენ­დრიუ რიტ­მა­ნის სტა­ტი­ას. რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, სომ­ხე­თის მიერ რუ­სე­თის ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სურ­ვი­ლის გა­მოთ­ქმი­დან მე­ო­რე დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ შე­საძ­ლოა, იგი­ვე სურ­ვი­ლი თა­ვა­დაც გა­მოთ­ქვას.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე ცი­ტი­რებს პრე­მი­ე­რის კო­მენ­ტარს, რო­მე­ლიც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ა­კე­თა.

"რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რა­ზი­ულ კავ­შირს, ყუ­რა­დღე­ბით ვუ­ყუ­რებ და ვსწავ­ლობ. ამ ეტაპ­ზე არა­ნა­ი­რი პო­ზი­ცია არ გაგ­ვაჩ­ნია, თუმ­ცა თუ პერ­სპექ­ტი­ვა­ში ვნა­ხავთ, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სტა­რა­ტე­გი­ის­თვის ეს სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, რა­ტო­მაც არა?", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

რო­გორც ენ­დრიუ რიტ­მა­ნი აღ­ნიშ­ნავს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ამ გან­ცხა­დე­ბას და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, სა­დაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა გი­ორ­გი გა­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ იმე­დოვ­ნებს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ცრუ­ობს და სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ გა­ნი­ხი­ლავს ამ ვა­რი­ანტს.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე წერს, რომ ამ გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ბრი­უ­სელ­ში მდე­ბა­რე მისი ლო­ბის­ტი კომ­პა­ნია Cambre Associates-ის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრეს­რე­ლი­ზი, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს მო­მა­ვალ­ში ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა მოხ­დეს. თუმ­ცა, ივა­ნიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ამ ეტაპ­ზე ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით პო­ზი­ცია არ აქვს.

"ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რი რუ­სე­თის გეგ­მაა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც 2015 წელს ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კე­ბის ახა­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა უნდა შე­იქ­მნას. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მის­წრა­ფე­ბა ქვეყ­ნის ევ­რო­კავ­შირ­სა და ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბაა და არა - ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში. ამ მის­წრა­ფე­ბის­კენ სვლის გზა­ზე, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას სა­ქარ­თვე­ლო ნო­ემ­ბერ­ში აპი­რებს ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბით", - წერს ენ­დრიუ რიტ­მა­ნი და აღ­ნიშ­ნავს, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ რუ­სე­თის ჯა­რებს დღემ­დე ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვთ სა­ქარ­თვე­ლოს ორი რე­გი­ო­ნი, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა კი მწვა­ვე თე­მაა.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ მას­თან სა­უბ­რი­სას სა­ქარ­თვე­ლოს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა გიგა ბო­კე­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა სა­უ­კე­თე­სო შემ­თხვე­ვა­ში მის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბას შე­იძ­ლე­ბა მი­ვა­წე­როთ.

"ვი­მე­დოვ­ნებ, რომ მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არც ერთი წევ­რი სე­რი­ო­ზუ­ლად არ გა­ნი­ხი­ლავს ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­კითხს. ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რი პუ­ტი­ნის ინ­სტრუ­მენ­ტია, აღ­კვე­თოს თა­ვი­სი მე­ზობ­ლე­ბის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია და მო­აქ­ცი­ოს ისი­ნი რუ­სე­თის შე­მო­გა­რენ­ში, რო­გორც სა­ტე­ლი­ტი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი. სა­გან­გა­შოა ივა­ნიშ­ვი­ლის ნათ­ქვა­მი, რომ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ზი­ცია არ გა­აჩ­ნია. რო­გორ შე­უძ­ლია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­ულ მთავ­რო­ბას მკა­ციო პო­ზი­ცია არ გა­აჩ­ნდეს იმ ინ­სტრუ­მენტზე, რო­მე­ლიც ხელს უშ­ლის ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს?", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი გიგა ბო­კე­რია კო­მენ­ტარს.

"ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა სომ­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტის სერჟ საგ­სი­ა­ნის სამ­შა­ბათს გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას მოჰ­ყვა, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ ნაც­ვლად ევ­რო­კავ­შირ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სა, მისი ქვე­ყა­ნა რუ­სე­თის ბლოკს შე­უ­ერ­თდე­ბა, რა­მაც ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დერ­თა გა­ო­ცე­ბა გა­მო­იწ­ვია. რუ­სე­თი, სომ­ხე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის მთა­ვა­რი გა­რან­ტო­რია აზერ­ბა­ი­ჯან­თან მის გა­ყი­ნულ კონ­ფლიქ­ტში. მე­ზობ­ლებ­ზე ზე­წო­ლის ნიშ­ნად, ამას­წი­ნათ, მოს­კო­ვი მოლ­დო­ვა­სა და უკ­რა­ი­ნას სა­ვაჭ­რო სან­ქცი­ე­ბით და­ე­მუქ­რა, თუ ისი­ნი ევ­რო­კავ­ში­რის შე­თან­ხმე­ბე­ბის პა­რა­ფი­რე­ბას მო­ახ­დენ­დნენ", - წერს ენ­დრიუ რიტ­მა­ნი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე ცი­ტი­რებს ივ­ლის­ში Euobserver-თან გა­კე­თე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ე­რის კო­მენ­ტარს, რა დრო­საც მან გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ოც­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტი­პი­ურ ევ­რო­პულ სა­ზო­გა­დო­ე­ბად გარ­დაქ­მნაა.

"მაგ­რამ ივა­ნიშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცია მე­მარ­ჯვე­ნე ელე­მენ­ტებს შე­ი­ცავს, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ ევ­რო­პუ­ლი ლი­ბე­რა­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, რო­გო­რიც ჰო­მო­სექ­სუ­ალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვაა, შე­უ­თავ­სე­ბე­ლია ორ­თო­დოქ­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის", - წერს ენ­დრიუ რიტ­მა­ნი და დას­ძენს, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა ქო­ნე­ბა 90-იანი წლებ­ში რუ­სეთ­ში და­აგ­რო­ვა. თუმ­ცა, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა Euobserver-თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, კრემლში ფა­რუ­ლი წყა­რო­ე­ბი არ ჰყავს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Euobserver-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

Euobserver - საქართველოს პრემიერი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას არ გამორიცხავს

Euobserver - საქართველოს პრემიერი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას არ გამორიცხავს

"საქართველოს პრემიერი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას არ გამორიცხავს", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Euobserver ენდრიუ რიტმანის სტატიას. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, სომხეთის მიერ რუსეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების სურვილის გამოთქმიდან მეორე დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შესაძლოა, იგივე სურვილი თავადაც გამოთქვას.

სტატიის ავტორი ასევე ციტირებს პრემიერის კომენტარს, რომელიც მან ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.

"რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობ. ამ ეტაპზე არანაირი პოზიცია არ გაგვაჩნია, თუმცა თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტარატეგიისთვის ეს საინტერესო იქნება, რატომაც არა?", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ენდრიუ რიტმანი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებას დაუყოვნებელი რეაქცია მოჰყვა საქართველოს პარლამენტში, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, პრემიერ-მინისტრი ცრუობს და სინამდვილეში საქართველოს ხელისუფლება არ განიხილავს ამ ვარიანტს.

სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ ამ განცხადებებიდან მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ბრიუსელში მდებარე მისი ლობისტი კომპანია Cambre Associates-ის მიერ მომზადებული პრესრელიზი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ივანიშვილი არ გამორიცხავს მომავალში ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას, რომელიც ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. თუმცა, ივანიშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ აქვს.

"ევრაზიული კავშირი რუსეთის გეგმაა, რომლის მიხედვითაც 2015 წელს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ახალი გაერთიანება უნდა შეიქმნას. თუმცა, საქართველოს ოფიციალური მისწრაფება ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაა და არა - ევრაზიულ კავშირში. ამ მისწრაფებისკენ სვლის გზაზე, პირველი ნაბიჯის გადადგმას საქართველო ნოემბერში აპირებს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებით", - წერს ენდრიუ რიტმანი და აღნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ჯარებს დღემდე ოკუპირებული აქვთ საქართველოს ორი რეგიონი, რუსეთთან ურთიერთობა კი მწვავე თემაა.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ მასთან საუბრისას საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, ივანიშვილის განცხადება საუკეთესო შემთხვევაში მის არაკომპეტენტურობას შეიძლება მივაწეროთ.

"ვიმედოვნებ, რომ მისი ხელისუფლების არც ერთი წევრი სერიოზულად არ განიხილავს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების საკითხს. ევრაზიული კავშირი პუტინის ინსტრუმენტია, აღკვეთოს თავისი მეზობლების ევროინტეგრაცია და მოაქციოს ისინი რუსეთის შემოგარენში, როგორც სატელიტი სახელმწიფოები. საგანგაშოა ივანიშვილის ნათქვამი, რომ ამასთან დაკავშირებით პოზიცია არ გააჩნია. როგორ შეუძლია დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას მკაციო პოზიცია არ გააჩნდეს იმ ინსტრუმენტზე, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის სუვერენიტეტს?", - ციტირებს სტატიის ავტორი გიგა ბოკერია კომენტარს.

"ივანიშვილის განცხადება სომხეთის პრეზიდენტის სერჟ საგსიანის სამშაბათს გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ ნაცვლად ევროკავშირთან ხელშეკრულების გაფორმებისა, მისი ქვეყანა რუსეთის ბლოკს შეუერთდება, რამაც ევროკავშირის ლიდერთა გაოცება გამოიწვია. რუსეთი, სომხეთის უსაფრთხოების მთავარი გარანტორია აზერბაიჯანთან მის გაყინულ კონფლიქტში. მეზობლებზე ზეწოლის ნიშნად, ამასწინათ, მოსკოვი მოლდოვასა და უკრაინას სავაჭრო სანქციებით დაემუქრა, თუ ისინი ევროკავშირის შეთანხმებების პარაფირებას მოახდენდნენ", - წერს ენდრიუ რიტმანი.

სტატიის ავტორი ასევე ციტირებს ივლისში Euobserver-თან გაკეთებულ საქართველოს პრემიერის კომენტარს, რა დროსაც მან განაცხადა, რომ მისი ოცნება საქართველოს ტიპიურ ევროპულ საზოგადოებად გარდაქმნაა.

"მაგრამ ივანიშვილის მმართველი კოალიცია მემარჯვენე ელემენტებს შეიცავს, რომელიც აცხადებს, რომ ევროპული ლიბერალური ფასეულობები, როგორიც ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვაა, შეუთავსებელია ორთოდოქსული საქართველოსთვის", - წერს ენდრიუ რიტმანი და დასძენს, რომ ივანიშვილმა ქონება 90-იანი წლებში რუსეთში დააგროვა. თუმცა, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა Euobserver-თან საუბრისას განაცხადა, კრემლში ფარული წყაროები არ ჰყავს.

მომზადებულია Euobserver-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა