ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელ "ფესიბუქში" საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
"რა ურთიერთობები უნდა აღვადგინოთ, გამეცით პასუხი:
- გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის შემდეგ რაც გვქონდა;
- 1918-21 წლებში რაც გვქონდა - ოკუპაციით რომ დამთავრდა;
- 1921-1991 წლებში, საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში რაც გვქონდა:
- 1991 - 2003 წლებში რაც გვქონდა, როდესაც ძალოვან უწყებებში თანამდებობის პირებს რუსეთი ნიშნავდა და სამშვიდობო ძალის სტატუსით ტერიტორიებს გვართმევდა.
საგარეო უწყებამ გასცეს მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი",- წერს ჩერგოლეიშვილი და პრემიერ მინისტრის სიტყვებს იმოწმებს.
"არავითარი ახირებები, ჩვენ უნდა მოვახერხოთ, ვნახოთ გზები, ვნახოთ ფორმატები და ჩვენს ყველაზე დიდ მეზობელთან უნდა დავალაგოთ და აღვადგინოთ ის ურთიერთობები, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გვქონდა".