საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცუცა კაპანაძე: სამშობლოს გარეშე ბედნიერება ფანჯრიდან დანახულ გაზაფხულს ჰგავს
ცუცა კაპანაძე: სამშობლოს გარეშე ბედნიერება ფანჯრიდან დანახულ გაზაფხულს ჰგავს

"უკვე 6 წე­ლია, ამე­რი­კა­ში ვარ, სა­დაც ცხოვ­რე­ბა ჩაპ­ლი­ნის ფილ­მე­ბის აჩ­ქა­რე­ბუ­ლი კად­რე­ბი­ვით მი­ე­დი­ნე­ბა. ასე რომ, სი­ცო­ცხლით სავ­სე მსოფ­ლი­ოს დე­და­ქა­ლაქ­ში ვცხოვ­რობ, რო­მელ­საც არას­დროს სძი­ნავს და შე­სა­ბა­მი­სად, არ მძი­ნავს მეც", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი, იუ­მო­რის­ტი - ცუცა კა­პა­ნა­ძე. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის, ამე­რი­კა­ში ემიგ­რან­ტის სტა­ტუ­სით ყოფ­ნა. ჩვენს რეს­პონ­დენტს ნიუ-იორკში და­ვუ­კავ­შირ­დით და შე­კი­თხვა­ზე - რო­გორ გრძნობს თავს უცხო ქვე­ყა­ნა­ში? ცუცა კა­პა­ნა­ძემ ასე­თი პა­სუ­ხი გას­ცა:

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამე­რი­კა­ში მარ­ტო­სუ­ლად ვგრძნობ თავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აქ უმე­ტე­სო­ბა ჩემი მე­გო­ბა­რია, შე­მოქ­მე­დე­ბი­თა­დაც აქ­ტი­უ­რად ვარ დატ­ვირ­თუ­ლი, მა­ინც ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლი მე­ნატ­რე­ბა, ის ჭეშ­მა­რი­ტი და ტკბი­ლი მე­გობ­რულ-მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რაც სა­ქარ­თვე­ლო­შია. მანდ ყვე­ლა­ფერს სხვა ხიბ­ლი, სუნი და გემო აქვს. შენს სამ­შობ­ლოს ოკე­ა­ნის გაღ­მი­და­ნაც სხვა თვა­ლით, სიყ­ვა­რუ­ლი­თა და სით­ბო­თი უყუ­რებ. ასე რომ, მის წარ­სულ­სა და მო­ნატ­რე­ბას ემიგ­რა­ცი­ა­ში უფრო გრძნობ და მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ მარ­თლა სა­ო­ცა­რი ქვეყ­ნი­დან ვარ, რო­მელ­საც პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით გაფრ­თხი­ლე­ბა და მო­ფე­რე­ბა სჭირ­დე­ბა...

- ამ­ჟა­მად რას საქ­მი­ა­ნობ და რამ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლი ხარ შენი საქ­მი­ა­ნო­ბით?

- მოკ­ლედ, იმ სიმ­ღე­რი­სა არ იყოს, "დღე და ღამე ლუკ­მა­პუ­რის შოვ­ნა­ში" ვარ...

აქ უკვე 18 წე­ლია, რაც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრი არ­სე­ბობს, რომ­ლის და­მა­არ­სებ­ლე­ბი და სუ­ლის ჩამ­დგმე­ლე­ბი ქალ­ბა­ტო­ნი ლია და ბა­ტო­ნი ვიქ­ტორ სი­რელ­სო­ნე­ბი არი­ან. აქ ამე­რი­კა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბი ქარ­თულ ენას ეუფ­ლე­ბი­ან, სწავ­ლო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას, ეც­ნო­ბი­ან ქარ­თულ კულ­ტუ­რა­სა და ხე­ლოვ­ნე­ბას. მე აღ­ნიშ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი და პე­და­გო­გი ვარ. იქვე მუ­შა­ობს ასე­ვე: ბავ­შვთა ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ჯგუ­ფი, სა­ბა­ლე­ტო სტუ­დია, მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლა, კი­ნოს ჯგუ­ფი, სა­ბავ­შვო ტვ "ცი­სარ­ტყე­ლა", სა­ბავ­შვო თე­ატ­რი, ვაჟ­თა ვო­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი, მოზ­რდილ­თა ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ან­სამ­ბლი; მოკ­ლედ, თი­თო­ე­ულ სეგ­მენტს ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი და თა­ვის საქ­მის მცოდ­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი უძღვე­ბი­ან. ასე რომ, არც ერთი დღე არ ვის­ვე­ნებ, სულ ჩარ­თუ­ლი ვარ.

- სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას არ გეგ­მავ?

- სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას ყო­ველ­დღე ვა­პი­რებ, მაგ­რამ არ და­მად­გა საშ­ვე­ლი...

სექ­ტემ­ბერ­ში ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე გავ­ხდე­ბი, შემ­დეგ ისევ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას მო­ვი­თხოვ, იმე­დია, მომ­ცე­მენ და მო­მა­ვა­ლი წლის ზა­ფხულ­ში ჩა­მო­ვალ. ისე კი, თუ რო­მე­ლი­მე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდე­ბა, სე­რი­ალ­ში ან შო­უ­ში მი­მიწ­ვი­ოს, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­ბრუნ­დე­ბი ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, იუ­მო­რის­ტულ გა­და­ცე­მას, ჩემს ბი­ჭებ­თან (ყო­ფი­ლი "პა-სე­ან­სე­ლე­ბი") ერ­თად. გული მტკი­ვა, რომ ასე­თი ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხი ეკ­რანს მიღ­მაა დარ­ჩე­ნი­ლი. ისე, დრო­ნი მე­ფო­ბე­ნო, - ამა­ზეა ნათ­ქვა­მი.

- ცუცა, ვერც ამე­რი­კა­შიც იპო­ვე ცხოვ­რე­ბის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი?

- რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ნა­ხე­ვარს, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა "სუ­ლი­კო" რომ არის, აი, ისე ვარ სწო­რედ. დავ­დი­ვარ, ხან რო­მელ ჩი­ტუ­ნას მი­ვეხ­მატ­კბი­ლე­ბი და ხან - რო­მელს, მაგ­რამ ისი­ნი მხო­ლოდ ფრთხი­ა­ლე­ბენ და შემ­დეგ მიფ­რი­ნა­ვენ, არ მწყა­ლო­ბენ... ყვა­ვებს კი­დევ მე არ ვწყა­ლობ... მოკ­ლედ, ჯერ კი­დევ ვფიქ­რობ, რა მეჩ­ქა­რე­ბა? მუდ­მი­ვი მერ­ვეკ­ლა­სე­ლის ასაკ­ში გა­ვი­ყი­ნე...

- ამე­რი­კა­ში ქარ­თველ შე­მოქ­მე­დებს პა­ტა­რა ქარ­თუ­ლი "ოა­ზი­სი" გაქვთ შექ­მნი­ლი, რი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნატ­რე­ბის წყურ­ვილს იკ­ლავთ... ეს "ოა­ზი­სი" არის ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი, სა­დაც არა­ერ­თი ქარ­თუ­ლი სპექ­ტაკ­ლი იდ­გმე­ბა...

- კი, ასეა, 14 სექ­ტემ­ბერს ჩვენს ქარ­თულ თე­ატრს 6 წელი უს­რულ­დე­ბა. თე­ატ­რი ოტია იო­სე­ლი­ა­ნის "ექ­ვსი ში­ნა­ბე­რი­თა და ერთი მა­მა­კა­ცით" გა­იხ­სნა. შემ­დეგ იყო ლიკა სი­რელ­სო­ნის "სარ­კე"; მოგ­ვი­ა­ნე­ბით ხა­თუ­ნა იო­სე­ლი­ან­მა ნო­დარ დუმ­ბა­ძის 80 წლის იუ­ბი­ლეს სპე­კტაკ­ლი - "თეთ­რი ბა­ი­რა­ღე­ბი" მი­უ­ძღვნა. ამ სპექ­ტაკლში ნუნუ ექი­მი გახ­ლდით. პრე­მი­ე­რამ სა­ო­ცა­რი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ სპექ­ტაკლმა "სარ­კემ" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ში, რო­მელ­საც თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და პრე­სა კარ­გად გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ახლა ვმუ­შა­ობთ ირაკ­ლი სამ­სო­ნა­ძის პი­ე­სა­ზე "კლი­ნი­კუ­რი ქორ­წი­ნე­ბა" და ბრეხ­ტის პი­ე­სა­ზე "ურ­გის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა". ასე­ვე ლიკა იწყებს თა­ვის ახა­ლი პი­ე­სის დად­გმას. ასე რომ, შე­მოქ­მე­დე­ბი­თად ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლე­ბი ვართ და ცოტა ხან­ში სამი ახა­ლი სპექ­ტაკ­ლი გვექ­ნე­ბა.

- რაც შე­ე­ხე­ბა ირაკ­ლი სამ­სო­ნა­ძის პი­ე­სას, მას ვინ დგამს?

- "კლი­ნი­კუ­რი ქორ­წი­ნე­ბა" ტრა­გი­კო­მი­კუ­რი ფარ­სია, თუ გნე­ბავთ, კრი­მი­ნა­ლუ­რი კო­მე­დია მის­ტი­კურ სო­უს­ში. რე­ჟი­სო­რი რა­მაზ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლია, კომ­პო­ზი­ტო­რი და­ვით ჭკუ­ა­სე­ლი, ქო­რე­ოგ­რა­ფი - ირაკ­ლი შენ­გე­ლია, მხატ­ვრე­ბი - თა­მუ­ნა ლომ­სა­ძე და მა­მუ­კა მეტ­რე­ვე­ლი, პრო­დუ­სე­რი - ვიქ­ტორ სი­რელ­სო­ნი, სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი - ლიკა სი­რელ­სო­ნი-ბახ­ტუ­რი­ძე. ვმო­ნა­წი­ლე­ობთ: მე, ხა­თუ­ნა იო­სე­ლი­ა­ნი, გი­ორ­გი ნა­რი­მა­ნი­ძე, დათო ტოპ­რა­კაშ­ვი­ლი, ირი­ნა ჩი­ნაშ­ვი­ლი, ირმა გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, ანრი კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი, გიგა ამი­რა­ნაშ­ვი­ლი, ლაშა თაქთა­ქიშ­ვი­ლი. პრე­მი­ე­რა 27 ოქ­ტომ­ბერს არის და­ნიშ­ნუ­ლი. აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ იმის­თვის, რომ გა­ვა­ხა­როთ ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი.

- მა­ყუ­რე­ბე­ლი ბევ­რი გყავთ?

- საკ­მა­ოდ. რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ, ჩვენს სპექ­ტაკ­ლებ­ზე თავი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰგო­ნი­ათ, რა თქმა უნდა, ამით ჩვენც ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, რომ პა­რა­ლე­ლუ­რად ჩვენს უსაყ­ვარ­ლეს საქ­მეს ვა­კე­თებთ, რაც სუ­ლი­ე­რად გვა­საზ­რდო­ებს... ცოტა ხან­ში თე­ატ­რი სა­გას­ტრო­ლოდ კა­ნა­და­სა და ჩი­კა­გო­ში ნო­დარ დუმ­ბა­ძის "თეთ­რი ბა­ი­რა­ღე­ბი­თა" და ლიკა სი­რელ­სო­ნის "სარ­კით" მი­ემ­გზავ­რე­ბა.

- ე.ი. ქალ­ბა­ტო­ნი ხა­თუ­ნა იო­სე­ლი­ა­ნი ძვე­ლე­ბუ­რად აქ­ტი­უ­რობს...

- რაც შე­ე­ხე­ბა ხა­თუ­ნას, ჩა­უქ­რო­ბე­ლი ცე­ცხლია, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია. ახლა მე­ო­რე სპე­კტაკ­ლის დად­გმას აპი­რებს. მუდ­მი­ვად შე­მოქ­მე­დე­ბით წვა­შია. მოკ­ლედ, "თი­ნე­ი­ჯე­რულ ასაკს" და­უბ­რუნ­და.

- ნიუ-იორკში ქარ­თვე­ლე­ბი რე­ლი­გი­ურ დღე­სას­წა­უ­ლებს რო­გორ აღ­ნიშ­ნავთ და ზო­გა­დად რო­გორ ცხოვ­რობთ?

- რე­ლი­გი­ურ დღე­სას­წა­უ­ლებს ქარ­თულ მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ა­ში აღ­ვნიშ­ნავთ. მად­ლო­ბა უფალს, აქ ნელ-ნელა ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი მრავ­ლდე­ბა, რაც ემიგ­რან­ტე­ბის­თვის, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის დიდი შვე­ბაა და პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­ბო­ლოა. ერთს ვი­ტყვო­დი, რომ სამ­შობ­ლოს გა­რე­შე ბედ­ნი­ე­რე­ბა ფან­ჯრი­დან და­ნა­ხულ გა­ზა­ფხულს ჰგავს, - აი, ეს არის ემიგ­რან­ტის ნამ­დვი­ლი ცხოვ­რე­ბა. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ ქარ­თვე­ლე­ბო!

- რო­გორ ჩანს ოკე­ა­ნის გაღ­მი­დან სა­ქარ­თვე­ლო? სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ას ნიუ-იორ­კი­დან რო­გორ შე­ა­ფა­სებ?

- ოკე­ნის გაღ­მი­და­ნაც ქვე­ყა­ნა ისე გვტკი­ვა, რო­გორც თქვენ მანდ. თუ ერ­თად არ დავ­დე­ქით, თუ ერ­თმა­ნეთს არ მი­ვუ­ტე­ვეთ, არა­ფე­რი გა­მო­ვა.

სამ­წუ­ხა­როა, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ურჩი თა­ვა­დე­ბი­ვით იქ­ცე­ვი­ან. რო­დე­საც ჩვენ­თვის უპირ­ვე­ლე­სი ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა იქ­ნე­ბა და არა პი­როვ­ნე­ბე­ბი, ალ­ბათ მა­შინ გა­ვერ­თი­ან­დე­ბით. პო­ლი­ტი­კა­შიც კარ­გი მო­თა­მა­შე უნდა იყო რო­გორც ჭად­რაკ­ში, რომ პა­ი­კად არ დარ­ჩე. მხო­ლოდ იმე­დით შევ­ყუ­რებ მო­მა­ვალს და მჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მალე სი­მარ­თლე იზე­ი­მებს. მჯე­რა, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა პი­ლი­ტი­კა­ში დარ­ჩე­ბა თუ არა, და­ნა­პი­რებს აუს­რუ­ლებს ხალ­ხს, რად­გა­ნაც ეს პი­როვ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლამ­დეც აკე­თებ­და ქარ­თვე­ლი კა­ცის გა­სა­კე­თე­ბელ საქ­მეს. ადა­მი­ა­ნი იმე­დით ცო­ცხლობს და ეს იმე­დი არ და­უ­კარ­გოს უფალ­მა ჩვენს ერს. კი­დევ ერთხელ გე­ფე­რე­ბით ყვე­ლას ნიუ-იორ­კი­დან.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე-"სთვის

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ცუცა კაპანაძე: სამშობლოს გარეშე ბედნიერება ფანჯრიდან დანახულ გაზაფხულს ჰგავს

ცუცა კაპანაძე: სამშობლოს გარეშე ბედნიერება ფანჯრიდან დანახულ გაზაფხულს ჰგავს

"უკვე 6 წელია, ამერიკაში ვარ, სადაც ცხოვრება ჩაპლინის ფილმების აჩქარებული კადრებივით მიედინება. ასე რომ, სიცოცხლით სავსე მსოფლიოს დედაქალაქში ვცხოვრობ, რომელსაც არასდროს სძინავს და შესაბამისად, არ მძინავს მეც", - ამბობს მსახიობი, იუმორისტი - ცუცა კაპანაძე. საინტერესოა, როგორია საქართველოში ცნობილი ადამიანისთვის, ამერიკაში ემიგრანტის სტატუსით ყოფნა. ჩვენს რესპონდენტს ნიუ-იორკში დავუკავშირდით და შეკითხვაზე - როგორ გრძნობს თავს უცხო ქვეყანაში? ცუცა კაპანაძემ ასეთი პასუხი გასცა:   

- სიმართლე გითხრათ, ამერიკაში მარტოსულად ვგრძნობ თავს, მიუხედავად იმისა, რომ აქ უმეტესობა ჩემი მეგობარია, შემოქმედებითადაც აქტიურად ვარ დატვირთული, მაინც ყველა და ყველაფერი ქართული მენატრება, ის ჭეშმარიტი და ტკბილი მეგობრულ-მეზობლური ურთიერთობები, რაც საქართველოშია. მანდ ყველაფერს სხვა ხიბლი, სუნი და გემო აქვს. შენს სამშობლოს ოკეანის გაღმიდანაც სხვა თვალით, სიყვარულითა და სითბოთი უყურებ. ასე რომ, მის წარსულსა და მონატრებას ემიგრაციაში უფრო გრძნობ და მადლობა ღმერთს, რომ მართლა საოცარი ქვეყნიდან ვარ, რომელსაც პატარა ბავშვივით გაფრთხილება და მოფერება სჭირდება...

- ამჟამად რას საქმიანობ და რამდენად კმაყოფილი ხარ შენი საქმიანობით?

- მოკლედ, იმ სიმღერისა არ იყოს, "დღე და ღამე ლუკმაპურის შოვნაში" ვარ...

აქ უკვე 18 წელია, რაც ქართული კულტურის ცენტრი არსებობს, რომლის დამაარსებლები და სულის ჩამდგმელები ქალბატონი ლია და ბატონი ვიქტორ სირელსონები არიან. აქ ამერიკაში დაბადებული ქართველი ბავშვები ქართულ ენას ეუფლებიან, სწავლობენ საქართველოს ისტორიას, ეცნობიან ქართულ კულტურასა და ხელოვნებას. მე აღნიშნული ცენტრის გენერალური მენეჯერი და პედაგოგი ვარ. იქვე მუშაობს ასევე: ბავშვთა ქორეოგრაფიული ჯგუფი, საბალეტო სტუდია, მუსიკალური სკოლა, კინოს ჯგუფი, საბავშვო ტვ "ცისარტყელა", საბავშვო თეატრი, ვაჟთა ვოკალური ჯგუფი, მოზრდილთა ქორეოგრაფიული ანსამბლი; მოკლედ, თითოეულ სეგმენტს ქართველი ემიგრანტები და თავის საქმის მცოდნე სპეციალისტები უძღვებიან. ასე რომ, არც ერთი დღე არ ვისვენებ, სულ ჩართული ვარ.

- სამშობლოში დაბრუნებას არ გეგმავ?

- სამშობლოში დაბრუნებას ყოველდღე ვაპირებ, მაგრამ არ დამადგა საშველი...

სექტემბერში ამერიკის მოქალაქე გავხდები, შემდეგ ისევ საქართველოს მოქალაქეობას მოვითხოვ, იმედია, მომცემენ და მომავალი წლის ზაფხულში ჩამოვალ. ისე კი, თუ რომელიმე ტელეკომპანიას სურვილი გაუჩნდება, სერიალში ან შოუში მიმიწვიოს, დიდი სიამოვნებით დავბრუნდები ქართულ ტელესივრცეში, განსაკუთრებით, იუმორისტულ გადაცემას, ჩემს ბიჭებთან (ყოფილი "პა-სეანსელები") ერთად. გული მტკივა, რომ ასეთი ნიჭიერი ხალხი ეკრანს მიღმაა დარჩენილი. ისე, დრონი მეფობენო, - ამაზეა ნათქვამი.

- ცუცა, ვერც ამერიკაშიც იპოვე ცხოვრების მეორე ნახევარი?

- რაც შეეხება მეორე ნახევარს, ქართული სიმღერა "სულიკო" რომ არის, აი, ისე ვარ სწორედ. დავდივარ, ხან რომელ ჩიტუნას მივეხმატკბილები და ხან - რომელს, მაგრამ ისინი მხოლოდ ფრთხიალებენ და შემდეგ მიფრინავენ, არ მწყალობენ... ყვავებს კიდევ მე არ ვწყალობ... მოკლედ, ჯერ კიდევ ვფიქრობ, რა მეჩქარება? მუდმივი მერვეკლასელის ასაკში გავიყინე...

- ამერიკაში ქართველ შემოქმედებს პატარა ქართული "ოაზისი" გაქვთ შექმნილი, რითაც საქართველოს მონატრების წყურვილს იკლავთ... ეს "ოაზისი" არის ქართული თეატრი, სადაც არაერთი ქართული სპექტაკლი იდგმება...

- კი, ასეა, 14 სექტემბერს ჩვენს ქართულ თეატრს 6 წელი უსრულდება. თეატრი ოტია იოსელიანის "ექვსი შინაბერითა და ერთი მამაკაცით" გაიხსნა. შემდეგ იყო ლიკა სირელსონის "სარკე"; მოგვიანებით ხათუნა იოსელიანმა ნოდარ დუმბაძის 80 წლის იუბილეს სპეკტაკლი - "თეთრი ბაირაღები" მიუძღვნა. ამ სპექტაკლში ნუნუ ექიმი გახლდით. პრემიერამ საოცარი წარმატებით ჩაიარა. მინდა აღვნიშნო, რომ სპექტაკლმა "სარკემ" მონაწილეობა მიიღო თეატრალურ ფესტივალში, რომელსაც თეატრალური საზოგადოება და პრესა კარგად გამოეხმაურა. ახლა ვმუშაობთ ირაკლი სამსონაძის პიესაზე "კლინიკური ქორწინება" და ბრეხტის პიესაზე "ურგისკენ მიმავალი გზა". ასევე ლიკა იწყებს თავის ახალი პიესის დადგმას. ასე რომ, შემოქმედებითად ძალიან დატვირთულები ვართ და ცოტა ხანში სამი ახალი სპექტაკლი გვექნება.

- რაც შეეხება ირაკლი სამსონაძის პიესას, მას ვინ დგამს?

- "კლინიკური ქორწინება" ტრაგიკომიკური ფარსია, თუ გნებავთ, კრიმინალური კომედია მისტიკურ სოუსში. რეჟისორი რამაზ ზურაბიშვილია, კომპოზიტორი დავით ჭკუასელი, ქორეოგრაფი - ირაკლი შენგელია, მხატვრები - თამუნა ლომსაძე და მამუკა მეტრეველი, პროდუსერი - ვიქტორ სირელსონი, სამხატვრო ხელმძღვანელი - ლიკა სირელსონი-ბახტურიძე. ვმონაწილეობთ: მე, ხათუნა იოსელიანი, გიორგი ნარიმანიძე, დათო ტოპრაკაშვილი, ირინა ჩინაშვილი, ირმა გაჩეჩილაძე, ანრი კალანდარიშვილი, გიგა ამირანაშვილი, ლაშა თაქთაქიშვილი. პრემიერა 27 ოქტომბერს არის დანიშნული. აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ გავახაროთ ჩვენი საყვარელი გულშემატკივარი.

- მაყურებელი ბევრი გყავთ?

- საკმაოდ. როგორც ისინი ამბობენ, ჩვენს სპექტაკლებზე თავი საქართველოში ჰგონიათ, რა თქმა უნდა, ამით ჩვენც ბედნიერები ვართ, რომ პარალელურად ჩვენს უსაყვარლეს საქმეს ვაკეთებთ, რაც სულიერად გვასაზრდოებს... ცოტა ხანში თეატრი საგასტროლოდ კანადასა და ჩიკაგოში ნოდარ დუმბაძის "თეთრი ბაირაღებითა" და ლიკა სირელსონის "სარკით" მიემგზავრება.

- ე.ი. ქალბატონი ხათუნა იოსელიანი ძველებურად აქტიურობს...

- რაც შეეხება ხათუნას, ჩაუქრობელი ცეცხლია, ძალიან აქტიურია. ახლა მეორე სპეკტაკლის დადგმას აპირებს. მუდმივად შემოქმედებით წვაშია. მოკლედ, "თინეიჯერულ ასაკს" დაუბრუნდა.

- ნიუ-იორკში ქართველები რელიგიურ დღესასწაულებს როგორ აღნიშნავთ და ზოგადად როგორ ცხოვრობთ?

- რელიგიურ დღესასწაულებს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღვნიშნავთ. მადლობა უფალს, აქ ნელ-ნელა ქართული ეკლესიები მრავლდება, რაც ემიგრანტებისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის დიდი შვებაა და პატარა საქართველოს სიმბოლოა. ერთს ვიტყვოდი, რომ სამშობლოს გარეშე ბედნიერება ფანჯრიდან დანახულ გაზაფხულს ჰგავს, - აი, ეს არის ემიგრანტის ნამდვილი ცხოვრება. ძალიან მიყვარხართ ქართველებო!

- როგორ ჩანს ოკეანის გაღმიდან საქართველო? საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას ნიუ-იორკიდან როგორ შეაფასებ?

- ოკენის გაღმიდანაც ქვეყანა ისე გვტკივა, როგორც თქვენ მანდ. თუ ერთად არ დავდექით, თუ ერთმანეთს არ მივუტევეთ, არაფერი გამოვა.

სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსები ურჩი თავადებივით იქცევიან. როდესაც ჩვენთვის უპირველესი ჩვენი ქვეყანა იქნება და არა პიროვნებები, ალბათ მაშინ გავერთიანდებით. პოლიტიკაშიც კარგი მოთამაშე უნდა იყო როგორც ჭადრაკში, რომ პაიკად არ დარჩე. მხოლოდ იმედით შევყურებ მომავალს და მჯერა, რომ საქართველოში მალე სიმართლე იზეიმებს. მჯერა, ბატონი ბიძინა პილიტიკაში დარჩება თუ არა, დანაპირებს აუსრულებს ხალხს, რადგანაც ეს პიროვნება ხელისუფლებაში მოსვლამდეც აკეთებდა ქართველი კაცის გასაკეთებელ საქმეს. ადამიანი იმედით ცოცხლობს და ეს იმედი არ დაუკარგოს უფალმა ჩვენს ერს. კიდევ ერთხელ გეფერებით ყველას ნიუ-იორკიდან.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე-"სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება