Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფელ ბაშში დედა 18 წლის წინ გარდაცვლილი შვილის მუმიას უვლის
სოფელ ბაშში დედა 18 წლის წინ გარდაცვლილი შვილის მუმიას უვლის

ჯონი ბა­კა­რა­ძე 18 წლის წინ, 22 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ოჯახ­მა, რო­მე­ლიც ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ბაშ­ში ცხოვ­რობს, მიც­ვა­ლე­ბუ­ლი არ და­ა­საფ­ლა­ვა და უკვე 18 წე­ლია, დედა, ცი­უ­რი კვა­რა­ცხე­ლია შვილს ცო­ცხა­ლი­ვით უვ­ლის. ამ­ბობს, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შვი­ლიშ­ვი­ლის გამო მი­ი­ღეს, რო­მე­ლიც მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დროს 2 წლის იყო. "ჩემ­მა ქმარ­მა გა­და­წყვი­ტა, არ დაგ­ვე­საფ­ლა­ვე­ბი­ნა. ამ­ბობ­და, შვილ­მა უნდა ნა­ხოს, რო­გო­რი მამა ჰყავ­დაო. ჯო­ნის შვი­ლი ახლა 20 წლი­საა და მო­დის ხოლ­მე. არ აქვს მკვდრის შიში, პი­რი­ქით, ამა­ყობს, რომ ასე­თი კარ­გი მამა ჰყავ­და", - ამ­ბობს შვილმკვდა­რი დედა.

პირ­ვე­ლი 4 წელი მიც­ვა­ლე­ბულს ბალ­ზა­მით ინა­ხავ­დნენ, შემ­დეგ კი, რო­გორც დედა ამ­ბობს, სიზ­მარ­ში ნახა, რომ სპირ­ტით შე­ე­ნა­ხა ცხე­და­რი. მას შემ­დეგ ცი­უ­რი კვა­რა­ცხე­ლია სა­კუ­თა­რი მე­თო­დით უვ­ლის მკვდარ შვილს.

ავ­ტო­რე­ბი: მაკა ქო­ბა­ლია, ნინო ჭა­ნია

იხი­ლეთ ვი­დეო

გაფრ­თხი­ლებთ, კად­რე­ბი მძი­მე სა­ნა­ხა­ვია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სოფელ ბაშში დედა 18 წლის წინ გარდაცვლილი შვილის მუმიას უვლის

სოფელ ბაშში დედა 18 წლის წინ გარდაცვლილი შვილის მუმიას უვლის

ჯონი ბაკარაძე 18 წლის წინ, 22 წლის ასაკში გარდაიცვალა. მამის გადაწყვეტილებით, ოჯახმა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაშში ცხოვრობს, მიცვალებული არ დაასაფლავა და უკვე 18 წელია, დედა, ციური კვარაცხელია შვილს ცოცხალივით უვლის. ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება შვილიშვილის გამო მიიღეს, რომელიც მამის გარდაცვალების დროს 2 წლის იყო. "ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა, არ დაგვესაფლავებინა. ამბობდა, შვილმა უნდა ნახოს, როგორი მამა ჰყავდაო. ჯონის შვილი ახლა 20 წლისაა და მოდის ხოლმე. არ აქვს მკვდრის შიში, პირიქით, ამაყობს, რომ ასეთი კარგი მამა ჰყავდა", - ამბობს შვილმკვდარი დედა.

პირველი 4 წელი მიცვალებულს ბალზამით ინახავდნენ, შემდეგ კი, როგორც დედა ამბობს, სიზმარში ნახა, რომ სპირტით შეენახა ცხედარი. მას შემდეგ ციური კვარაცხელია საკუთარი მეთოდით უვლის მკვდარ შვილს.

ავტორები: მაკა ქობალია, ნინო ჭანია

იხილეთ ვიდეო

გაფრთხილებთ, კადრები მძიმე სანახავია!

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია