"თიბისი ბანკი" კლიენტებს ონლაინ განვადებას სთავაზობს. ბანკის ინფორმაციით, ონლაინ განვადება უნიკალური შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს, დაზოგოს დრო და სასურველი ნივთის შეძენა განვადებით გაიმარტივოს.
"ონლაინ განვადების განაცხადის შევსება უმარტივესია და თქვენგან მხოლოდ 5 წუთს მოითხოვს - საჭიროა, მხოლოდ მიყვეთ განაცხადის შაბლონს და შეავსოთ ყველა საჭირო ველი. ონლაინ განვადების მისაღებად თქვენი შემოსავალი მინიმუმ 100 ლარს უნდა შეადგენდეს, შესაძენი ნივთის მაქსიმალური ღირებულება კი 5 ათასი ლარია. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ, შეცვალოთ არჩეული ნივთი ან სავაჭრო ობიექტი და დამტკიცებული ლიმიტი სხვა სავაჭრო ობიექტში გამოიყენოთ. წინასწარ დამტკიცებული ლიმიტით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა სავაჭრო ობიექტში, რომელშიც "თიბისი ბანკის" სწრაფი განვადება მოქმედებს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ სავაჭრო ობიექტების უმრავლესობა 0%-იან სწრაფ განვადებას გთავაზობთ", - აცხადებენ "თიბისი ბანკში".
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9