პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერეკლე დეისაძე ლიტერატურამდე სექსმა მიიყვანა
ერეკლე დეისაძე ლიტერატურამდე სექსმა მიიყვანა

მისი ყვე­ლა ინ­ტერ­ვიუ სკან­და­ლუ­რად გუ­ლახ­დი­ლია, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო. ერეკ­ლე დე­ი­სა­ძეს­თან ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტერ­ვიუ ალ­ბათ მე­ო­თხედ ჩავ­წე­რე, მაგ­რამ ყო­ველ­თვის წარ­მა­ტე­ბით ახერ­ხებს მო­სა­წყენ რეს­პონ­დენ­ტად არ იქ­ცეს. მისი ეპა­ტა­ჟი მოს­წონთ, ან ძა­ლი­ან არ უყ­ვართ. ამას ადრე ღიად გა­მო­ხა­ტავ­დნენ, ახლა კი ინ­ტერ­ვი­უს სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რებ­ში ლან­ძღა­ვენ. ვიცი, რომ ამა­ზე არ დარ­დობს. ისე ცხოვ­რობს, რო­გორც მოს­წონს. ისე­თი უწყი­ნა­რი რუბ­რი­კით, რო­გო­რიც "წიგ­ნის მოყ­ვა­რულ­თა კლუ­ბია" და რო­მე­ლიც ერთი კვი­რით, ანა კა­ლან­და­ძის მო­უც­ლე­ლო­ბის გამო ჩა­ვი­ბა­რე, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევრ მკი­თხველს გა­აბ­რა­ზებს.

- ერეკ­ლე, რა ასაკ­ში და­ი­წყეთ მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა?

- მახ­სოვს, პირ­ვე­ლად წიგ­ნე­ბის თა­როს რომ მი­ვა­დე­ქი, კარ­გად ილუსტრი­რე­ბულ­მა წიგნ­მა მი­მი­ზი­და, ეს იყო "ცხოვ­რე­ბა იესო ქრის­ტე­სი" , ტექ­სტი მი­ნი­მა­ლუ­რი იყო, მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი ილუსტრა­ცი­ა­ზე გა­და­ე­ტა­ნათ და ერთი ამო­სუნ­თქვით წა­ვი­კი­თხე. ამის შემ­დეგ და­ნარ­ჩე­ნი წიგ­ნე­ბის ქექ­ვა და­ვი­წყე და მო­უ­ლოდ­ნე­ლად ასე­ვე კარ­გად ილუსტრი­რე­ბულ "კამა სუტ­რას" წა­ვა­წყდი, რო­მე­ლიც ვი­ღა­ცას წიგ­ნე­ბის უკან სა­გულ­და­გუ­ლოდ და­ე­მა­ლა. თა­ვი­დან მე­გო­ნა ტან­მო­ვარ­ჯი­შე აკ­რო­ბა­ტე­ბის შე­სა­ხებ იყო წიგ­ნი, მაგ­რამ მა­ლე­ვე მივ­ხვდი, რაც ხდე­ბო­და. მას შემ­დეგ ყვე­ლას ეჭ­ვის თვა­ლით ვუ­ყუ­რებ­დი, და­უძ­ლუ­რე­ბულ მო­ხუ­ცებ­საც კი, რად­გან ყვე­ლა ერ­თდრო­უ­ლად იქცა ამ წიგ­ნის ნა­წი­ლად. "კამა სუტ­რას" მოჰ­ყვა ძმე­ბი გრი­მე­ბის სამ­ტო­მე­უ­ლი, რო­მელ­საც დი­დო­ბა­შიც არა­ერ­თხელ მი­ვუბ­რუნ­დი, მერე იყო მარკ ტვე­ნის სა­თავ­გა­და­სავ­ლო რო­მა­ნე­ბი და მო­თხრო­ბე­ბი. პა­რა­ლე­ლუ­რად პორ­ნოგ­რა­ფი­ულ გა­ზე­თებ­საც ვკი­თხუ­ლობ­დი, რო­მელ­საც ჩემი თა­ნაკ­ლა­სე­ლი მა­მა­მისს ჰპა­რავ­და, იმ პე­რი­ოდ­ში ბევ­რი მსგავ­სი გა­ზე­თი იყი­დე­ბო­და, ერთ-ერთს "ძინ ძინი" ერ­ქვა. ფაქ­ტობ­რი­ვად, სექსმა მი­მიყ­ვა­ნა ლი­ტე­რა­ტუ­რამ­დე. თუმ­ცა "უთა­ვო მხე­და­რი" , "შერ­ლოკ ჰოლმსის თავ­გა­და­სა­ვა­ლი" და "განძთა კუნ­ძუ­ლი" , რომ­ლე­ბიც სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან ასო­ცირ­დე­ბა, დღემ­დე არ წა­მი­კი­თხავს.

- რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და თქვე­ნი სა­ო­ჯა­ხო ბიბ­ლი­ო­თე­კა, სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კით თუ სარ­გებ­ლობ­დით?

- სა­ო­ჯა­ხო ბიბ­ლი­ო­თე­კამ დიდი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე, 10 წლის ასაკ­ში ქარ­თუ­ლი პო­ე­ზი­ის 12-ტო­მე­უ­ლი წა­ვი­კი­თხე. ამას მოჰ­ყვა აკა­კი წე­რეთ­ლის ორი პო­ე­მის და­ზე­პი­რე­ბა, არ ვიცი რაში მჭირ­დე­ბო­და, ან ვინ მა­ძა­ლებ­და, მაგ­რამ ცოტა მე­ტი­ჩა­რა ბავ­შვი ვი­ყა­ვი და სი­ა­მა­ყის გრძნო­ბა მე­უფ­ლე­ბო­და, როცა ამ­ბობ­დნენ, აკა­კის ორი პო­ე­მა ზე­პი­რად იცი­სო. ასამ­დე კუპ­ლე­ტი ახ­ლაც მახ­სოვს, ვფიქ­რობ, ჩემი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ტა­ცე­ბა და რე­ჩი­ტა­ტი­ვე­ბის წე­რაც ამ ყვე­ლაფ­რის შე­დე­გია. სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კით არა­სო­დეს მი­სარ­გებ­ლია. ქუ­თა­ი­სის ბიბ­ლი­ო­თე­კით კი არა­ერ­თხელ, თა­ვი­დან გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი და პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბას ვტო­ვებ­დი, სა­ნაც­ვლოდ გა­მომ­ქონ­და წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ისე მომ­წონ­და, დაბ­რუ­ნე­ბა მე­ნა­ნე­ბო­და, მაგ­რამ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის დათ­მო­ბაც არ გა­მო­დი­ო­და. როცა გავ­წევ­რი­ან­დი, მარ­კე­სის "მარ­ტო­ო­ბის ასი წე­ლი­წა­დი" და მა­ი­ა­კოვ­სკის ორი ტომი გა­მო­ვი­ტა­ნე, დღემ­დე არც ერთი არ და­მიბ­რუ­ნე­ბია, მას შემ­დეგ იქ აღარ მი­მეს­ვლე­ბა. რა და­სა­მა­ლია და, ბავ­შვო­ბა­ში სოფ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა გავ­ძარ­ცვე და ორი ტო­მა­რა წიგ­ნე­ბი მო­ვი­პა­რე, რა თქმა უნდა, ნა­ხე­ვარ­ზე მეტი ნა­გა­ვი იყო, მაგ­რამ ბევ­რი კარ­გი წიგ­ნი შემ­რჩა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ერეკლე დეისაძე ლიტერატურამდე სექსმა მიიყვანა

ერეკლე დეისაძე ლიტერატურამდე სექსმა მიიყვანა

მისი ყველა ინტერვიუ სკანდალურად გულახდილია, მაგრამ საინტერესო. ერეკლე დეისაძესთან ბოლო წლების განმავლობაში ინტერვიუ ალბათ მეოთხედ ჩავწერე, მაგრამ ყოველთვის წარმატებით ახერხებს მოსაწყენ რესპონდენტად არ იქცეს. მისი ეპატაჟი მოსწონთ, ან ძალიან არ უყვართ. ამას ადრე ღიად გამოხატავდნენ, ახლა კი ინტერვიუს საიტზე გამოქვეყნების შემდეგ კომენტარებში ლანძღავენ. ვიცი, რომ ამაზე არ დარდობს. ისე ცხოვრობს, როგორც მოსწონს. ისეთი უწყინარი რუბრიკით, როგორიც ''წიგნის მოყვარულთა კლუბია'' და რომელიც ერთი კვირით, ანა კალანდაძის მოუცლელობის გამო ჩავიბარე, დარწმუნებული ვარ, ბევრ მკითხველს გააბრაზებს.

- ერეკლე, რა ასაკში დაიწყეთ მხატვრულ ლიტერატურასთან ურთიერთობა?

- მახსოვს, პირველად წიგნების თაროს რომ მივადექი, კარგად ილუსტრირებულმა წიგნმა მიმიზიდა, ეს იყო ''ცხოვრება იესო ქრისტესი'' , ტექსტი მინიმალური იყო, მთავარი აქცენტი ილუსტრაციაზე გადაეტანათ და ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ამის შემდეგ დანარჩენი წიგნების ქექვა დავიწყე და მოულოდნელად ასევე კარგად ილუსტრირებულ ''კამა სუტრას'' წავაწყდი, რომელიც ვიღაცას წიგნების უკან საგულდაგულოდ დაემალა. თავიდან მეგონა ტანმოვარჯიშე აკრობატების შესახებ იყო წიგნი, მაგრამ მალევე მივხვდი, რაც ხდებოდა. მას შემდეგ ყველას ეჭვის თვალით ვუყურებდი, დაუძლურებულ მოხუცებსაც კი, რადგან ყველა ერთდროულად იქცა ამ წიგნის ნაწილად. ''კამა სუტრას'' მოჰყვა ძმები გრიმების სამტომეული, რომელსაც დიდობაშიც არაერთხელ მივუბრუნდი, მერე იყო მარკ ტვენის სათავგადასავლო რომანები და მოთხრობები. პარალელურად პორნოგრაფიულ გაზეთებსაც ვკითხულობდი, რომელსაც ჩემი თანაკლასელი მამამისს ჰპარავდა, იმ პერიოდში ბევრი მსგავსი გაზეთი იყიდებოდა, ერთ-ერთს ''ძინ ძინი'' ერქვა. ფაქტობრივად, სექსმა მიმიყვანა ლიტერატურამდე. თუმცა ''უთავო მხედარი'' , ''შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი'' და ''განძთა კუნძული'' , რომლებიც საბავშვო ლიტერატურასთან ასოცირდება, დღემდე არ წამიკითხავს.

- როგორ გამოიყურებოდა თქვენი საოჯახო ბიბლიოთეკა, სკოლის ბიბლიოთეკით თუ სარგებლობდით?

- საოჯახო ბიბლიოთეკამ დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე, 10 წლის ასაკში ქართული პოეზიის 12-ტომეული წავიკითხე. ამას მოჰყვა აკაკი წერეთლის ორი პოემის დაზეპირება, არ ვიცი რაში მჭირდებოდა, ან ვინ მაძალებდა, მაგრამ ცოტა მეტიჩარა ბავშვი ვიყავი და სიამაყის გრძნობა მეუფლებოდა, როცა ამბობდნენ, აკაკის ორი პოემა ზეპირად იცისო. ასამდე კუპლეტი ახლაც მახსოვს, ვფიქრობ, ჩემი მუსიკალური გატაცება და რეჩიტატივების წერაც ამ ყველაფრის შედეგია. სკოლის ბიბლიოთეკით არასოდეს მისარგებლია. ქუთაისის ბიბლიოთეკით კი არაერთხელ, თავიდან გაწევრიანებული არ ვიყავი და პირადობის მოწმობას ვტოვებდი, სანაცვლოდ გამომქონდა წიგნები, რომლებიც ისე მომწონდა, დაბრუნება მენანებოდა, მაგრამ პირადობის მოწმობის დათმობაც არ გამოდიოდა. როცა გავწევრიანდი, მარკესის ''მარტოობის ასი წელიწადი'' და მაიაკოვსკის ორი ტომი გამოვიტანე, დღემდე არც ერთი არ დამიბრუნებია, მას შემდეგ იქ აღარ მიმესვლება. რა დასამალია და, ბავშვობაში სოფლის ბიბლიოთეკა გავძარცვე და ორი ტომარა წიგნები მოვიპარე, რა თქმა უნდა, ნახევარზე მეტი ნაგავი იყო, მაგრამ ბევრი კარგი წიგნი შემრჩა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს