მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - ეკონომიკა, პრაქტიკულად, არ მუშაობს
ბიძინა ივანიშვილი - ეკონომიკა, პრაქტიკულად, არ მუშაობს

ეკო­ნო­მი­კა, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ მუ­შა­ობს, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სწო­რედ ამი­ტომ და­საქ­მე­ბის პრობ­ლე­მის ერ­თბა­შად გა­და­წყვე­ტა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

"ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის მხო­ლოდ 10 % მუ­შა­ობს. 10-ჯერ მეტი უნდა იყოს ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე შექ­მნი­ლი პრო­დუქ­ტი. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ რამ­დე­ნი გვაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი? ძა­ლი­ან ბევ­რია გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ჩვენ­ზე, მათ შო­რის რე­გი­ო­ნებ­ში ჩვე­ნი ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი და ბევ­რი მახ­სე­ნებს, გახ­სოვთ, რო­გო­რი აქ­ტი­უ­რი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ დღე­საც უმუ­შე­ვა­რი ვარო. მინ­და მათ კი­დევ ერთხელ გან­ვუ­მარ­ტო (ბო­დი­ში მო­სახ­დე­ლი არ მაქვს, თო­რემ ეს არ მე­რი­დე­ბა), ყვე­ლას ერ­თბა­შად და­საქ­მე­ბა თე­ო­რი­უ­ლა­დაც კი შე­უძ­ლე­ბე­ლიც იყო", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

ამას­თან, მან პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ კუ­თხით მთავ­რო­ბამ შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო.

"შე­უძ­ლე­ბე­ლი შევ­ძე­ლით, ბეწ­ვის ხიდ­ზე ვი­ა­რეთ, რომ ჩვე­ნი ქმე­დე­ბე­ბი ევ­რო­პა-ამე­რი­კის­თვის გა­სა­გე­ბი ყო­ფი­ლი­ყო და შიგ­ნით სა­ზო­გა­დო­ე­ბის მუხ­ტი არ დაგ­ვე­კარ­გა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას 5 წუთ­ში უნ­დო­და ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი დაგ­ვე­სა­ჯა იგი­ვე მე­თო­დე­ბით. ამით მი­ვი­ღებ­დით ახალ უბე­დუ­რე­ბას. ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­სი გა­ვი­ა­რეთ. რაც ევ­რო­პა-ამე­რი­კას სურ­და, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­პი­რის­პი­რო სურ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას და მო­ვა­ხერ­ხეთ, რომ ორი­ვეს მხარ­და­ჭე­რა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ. ახლა ეს პრო­ცე­სი დას­რულ­და და ამი­ტო­მაც ჩემი წას­ვლა აღარ იქ­ნე­ბა მავ­ნე­ბე­ლი. აქამ­დე ძა­ლი­ან სა­ჭი­რო ვი­ყა­ვი და თუ გნე­ბავთ და­ვიტ­რა­ბა­ხებ, რომ ძა­ლი­ან ფა­ქი­ზად და კარ­გა­დაც ვი­მუ­შა­ვე. გა­მოგ­ვი­ვი­და და თან არ გა­ვა­კე­თეთ იგი­ვე, რაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ - უწეს­რი­გო­ბით წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ბიძინა ივანიშვილი - ეკონომიკა, პრაქტიკულად, არ მუშაობს

ბიძინა ივანიშვილი - ეკონომიკა, პრაქტიკულად, არ მუშაობს

ეკონომიკა, პრაქტიკულად, არ მუშაობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, სწორედ ამიტომ დასაქმების პრობლემის ერთბაშად გადაწყვეტა შეუძლებელია.

"ჩვენი ეკონომიკის მხოლოდ 10 % მუშაობს. 10-ჯერ მეტი უნდა იყოს ერთ სულ მოსახლეზე შექმნილი პროდუქტი. წარმოგიდგენიათ რამდენი გვაქვს გასაკეთებელი? ძალიან ბევრია განაწყენებული ჩვენზე, მათ შორის რეგიონებში ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები და ბევრი მახსენებს, გახსოვთ, როგორი აქტიური ვიყავი, მაგრამ დღესაც უმუშევარი ვარო. მინდა მათ კიდევ ერთხელ განვუმარტო (ბოდიში მოსახდელი არ მაქვს, თორემ ეს არ მერიდება), ყველას ერთბაშად დასაქმება თეორიულადაც კი შეუძლებელიც იყო", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ამასთან, მან პოლიტიკურ პროცესებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მთავრობამ შეუძლებელი შეძლო.

"შეუძლებელი შევძელით, ბეწვის ხიდზე ვიარეთ, რომ ჩვენი ქმედებები ევროპა-ამერიკისთვის გასაგები ყოფილიყო და შიგნით საზოგადოების მუხტი არ დაგვეკარგა. საზოგადოებას 5 წუთში უნდოდა ყველა და ყველაფერი დაგვესაჯა იგივე მეთოდებით. ამით მივიღებდით ახალ უბედურებას. ძალიან რთული პროცესი გავიარეთ. რაც ევროპა-ამერიკას სურდა, აბსოლუტურად საპირისპირო სურდა საზოგადოებას და მოვახერხეთ, რომ ორივეს მხარდაჭერა შევინარჩუნეთ. ახლა ეს პროცესი დასრულდა და ამიტომაც ჩემი წასვლა აღარ იქნება მავნებელი. აქამდე ძალიან საჭირო ვიყავი და თუ გნებავთ დავიტრაბახებ, რომ ძალიან ფაქიზად და კარგადაც ვიმუშავე. გამოგვივიდა და თან არ გავაკეთეთ იგივე, რაც წინა ხელისუფლებამ - უწესრიგობით წესრიგის დამყარება არ შეიძლება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ