პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავლიოთ თუ არა რძე - ვის უქმნის მისი მიღება საფრთხეს და ვისთვისაა ის სასარგებლო?
დავლიოთ თუ არა რძე - ვის უქმნის მისი მიღება საფრთხეს და ვისთვისაა ის სასარგებლო?

ბავ­შვო­ბა­ში რძის­გან ვი­ღებთ ძა­ლას, ჯან­მრთე­ლო­ბას და ყვე­ლა­ფერს სა­სარ­გებ­ლოს. შემ­დეგ ზოგი უარს ამ­ბობს რძე­ზე, ზოგი კი მას ყო­ველ­დღი­ურ რა­ცი­ონ­ში რთავს.

ალ­ბათ არ არ­სე­ბობს სხვა პრო­დუქ­ტი, რომ­ლის თვი­სე­ბებ­ზეც ამ­დენს კა­მა­თო­ბენ. და მარ­თლაც, სარ­გე­ბე­ლი მეტი მო­აქვს რძეს თუ ზი­ა­ნი?

ძვე­ლად, ექი­მე­ბი მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ რძე სა­უ­კე­თე­სო წა­მა­ლი იყო და უამ­რა­ვი და­ა­ვა­დე­ბის დროს იყე­ნებ­დნენ. ბავ­შვო­ბი­დან ვი­ცით, რომ რძე და რძის პრო­დუქ­ტი კალ­ცი­უ­მის სა­ბა­დოა. დღე­ში 4 ჭიქა რძე საკ­მა­რი­სია, რომ ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მმა სა­ჭი­რო მი­ნე­რა­ლე­ბის სა­დღე­ღა­მი­სო დოზა მი­ი­ღოს. რძე­ში შე­მა­ვა­ლი ფოს­ფო­რი, კალ­ცი­უმ­თან ერ­თად, ამაგ­რებს არა მხო­ლოდ ძვლებს, არა­მედ ნერ­ვებ­საც, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­უ­რად უმკლავ­დე­ბი­ან სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებს.

ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის - რძე­ში შე­მა­ვა­ლი ვი­ტა­მი­ნე­ბის მთე­ლი ან­ბა­ნი (A, B, D) და ფო­ლის მჟა­ვა ორ­გა­ნიზმს ძა­ლი­თა და ენერ­გი­ით ავ­სებს.

მაგ­რამ ექი­მე­ბის ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ რძე ასე­თი სა­სარ­გებ­ლო ყვე­ლა­სათ­ვის არ არის. მაშ, გა­ვარ­კვი­ოთ, ვინ უნდა ჩარ­თოს ეს პრო­დუქ­ტი ყო­ველ­დღი­ურ რა­ცი­ონ­ში და ვინ უნდა ამო­ი­ღოს მე­ნი­უ­დან.

პირ­ველ რიგ­ში, რძეს ისი­ნი უნდა მო­ე­რი­დონ, ვინც ალერ­გი­ით იტან­ჯე­ბა. ძა­ლი­ან ხში­რად, რძის ალერ­გია კა­ნის სი­წით­ლით, ქა­ვი­ლით და ბრონ­ქი­ა­ლუ­რი ას­თმი­თაც კი გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

რძეს უკუჩ­ვე­ნე­ბა აქვს თირკმე­ლებ­ში ფოს­ფა­ტუ­რი კენ­ჭე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას, ასე­ვე ლაქ­ტა­ზის დე­ფი­ცი­ტის დროს. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ასე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბით პლა­ნე­ტის მო­სახ­ლე­ო­ბის 15% იტან­ჯე­ბა.

რძის მი­ღე­ბი­სას შე­ზღუდ­ვად ით­ვლე­ბა ასა­კიც. 55 წელს გა­და­ცი­ლე­ბულთ, ექი­მე­ბი არ ურ­ჩე­ვენ რძის ჩარ­თვას ყო­ველ­დღი­ურ რა­ცი­ონ­ში. ამის მი­ზე­ზი რძე­ში შე­მა­ვა­ლი მი­რის­ტი­ნის მჟა­ვაა, რო­მე­ლიც და­ბა­ლი სიმ­კვრი­ვის ლი­პოპ­რო­ტე­ი­დე­ბის წარ­მოქ­მნას უწყობს ხელს, ეს კი ათე­როსკლე­რო­ზის რისკს ზრდის. ამ და­ა­ვა­დე­ბის ალ­ბა­თო­ბა კი სწო­რედ 55 წლის შემ­დეგ მა­ტუ­ლობს.

მაშ, ვის შე­უძ­ლია რძის მი­ღე­ბა შე­უ­ზღუ­და­ვად და ვის­თვი­საა ის სა­სარ­გებ­ლო?

იმ ადა­მი­ან­თა სია, ვი­საც შე­უძ­ლია და სჭირ­დე­ბა რძე, დი­დია. ჩა­მოვ­თვლით მათ, ვის­თვი­საც უბ­რა­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ეს პრო­დუქ­ტი. მათ, ვინც უძი­ლო­ბით, გა­ცი­ე­ბით, ჰი­პერ­ტო­ნი­ით, ავი­ტა­მი­ნო­ზით, გულძ­მარ­ვით იტან­ჯე­ბა, რძე შე­სამ­ჩნე­ვად გა­უ­ი­ო­ლებს ცხოვ­რე­ბას. ექი­მე­ბის აზ­რით, რძე უნდა სვან სპორ­ტსმე­ნებ­მა და რა თქმა უნდა, ბავ­შვებ­მა.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, რძის უსაფრ­თხო დღი­უ­რი ნორ­მა 300 მლ-ია. იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

დავლიოთ თუ არა რძე - ვის უქმნის მისი მიღება საფრთხეს და ვისთვისაა ის სასარგებლო?

დავლიოთ თუ არა რძე - ვის უქმნის მისი მიღება საფრთხეს და ვისთვისაა ის სასარგებლო?

ბავშვობაში რძისგან ვიღებთ ძალას, ჯანმრთელობას და ყველაფერს სასარგებლოს. შემდეგ ზოგი უარს ამბობს რძეზე, ზოგი კი მას ყოველდღიურ რაციონში რთავს.

ალბათ არ არსებობს სხვა პროდუქტი, რომლის თვისებებზეც ამდენს კამათობენ. და მართლაც, სარგებელი მეტი მოაქვს რძეს თუ ზიანი?

ძველად, ექიმები მიიჩნევდნენ, რომ რძე საუკეთესო წამალი იყო და უამრავი დაავადების დროს იყენებდნენ. ბავშვობიდან ვიცით, რომ რძე და რძის პროდუქტი კალციუმის საბადოა. დღეში 4 ჭიქა რძე საკმარისია, რომ ადამიანის ორგანიზმმა საჭირო მინერალების სადღეღამისო დოზა მიიღოს. რძეში შემავალი ფოსფორი, კალციუმთან ერთად, ამაგრებს არა მხოლოდ ძვლებს, არამედ ნერვებსაც, რომლებიც ყოველდღიურად უმკლავდებიან სტრესულ სიტუაციებს.

ეს ყველაფერი არ არის - რძეში შემავალი ვიტამინების მთელი ანბანი (A, B, D) და ფოლის მჟავა ორგანიზმს ძალითა და ენერგიით ავსებს.

მაგრამ ექიმების ნაწილი ამბობს, რომ რძე ასეთი სასარგებლო ყველასათვის არ არის. მაშ, გავარკვიოთ, ვინ უნდა ჩართოს ეს პროდუქტი ყოველდღიურ რაციონში და ვინ უნდა ამოიღოს მენიუდან.

პირველ რიგში, რძეს ისინი უნდა მოერიდონ, ვინც ალერგიით იტანჯება. ძალიან ხშირად, რძის ალერგია კანის სიწითლით, ქავილით და ბრონქიალური ასთმითაც კი გამოიხატება.

რძეს უკუჩვენება აქვს თირკმელებში ფოსფატური კენჭების არსებობისას, ასევე ლაქტაზის დეფიციტის დროს. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დაავადებებით პლანეტის მოსახლეობის 15% იტანჯება.

რძის მიღებისას შეზღუდვად ითვლება ასაკიც. 55 წელს გადაცილებულთ, ექიმები არ ურჩევენ რძის ჩართვას ყოველდღიურ რაციონში. ამის მიზეზი რძეში შემავალი მირისტინის მჟავაა, რომელიც დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების წარმოქმნას უწყობს ხელს, ეს კი ათეროსკლეროზის რისკს ზრდის. ამ დაავადების ალბათობა კი სწორედ 55 წლის შემდეგ მატულობს.

მაშ, ვის შეუძლია რძის მიღება შეუზღუდავად და ვისთვისაა ის სასარგებლო?

იმ ადამიანთა სია, ვისაც შეუძლია და სჭირდება რძე, დიდია. ჩამოვთვლით მათ, ვისთვისაც უბრალოდ აუცილებელია ეს პროდუქტი. მათ, ვინც უძილობით, გაციებით, ჰიპერტონიით, ავიტამინოზით, გულძმარვით იტანჯება, რძე შესამჩნევად გაუიოლებს ცხოვრებას. ექიმების აზრით, რძე უნდა სვან სპორტსმენებმა და რა თქმა უნდა, ბავშვებმა.

სპეციალისტების აზრით, რძის უსაფრთხო დღიური ნორმა 300 მლ-ია. იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს