მთავრობა ქართული თაფლის საექსპორტო ბაზრებზე გატანას გეგმავს. აჭარის მთავრობის ინფორმაცით, დაგეგმილია წარმოების ზრდა და სტრატეგიული პარტნიორების მოძიება, ასევე ქართულ ბაზარზე პოზიციების გამყარება. ამ პროექტის ფარგლებში ფერმერებს სკები გადასცეს.
"პროგრამის მიზანია რეგიონში მეფუტკრეობის დარგის განვითარების ხელშეწყობა და მეფუტკრეობის საკვები ბაზრის ათვისება, რომლის შედეგადაც გაიზრდება ფუტკრის პროდუქტების წარმოება, სამომხმარებლო ბაზარზე ადგილს დაიმკვიდრებს ეკოლოგიურად სუფთა თაფლის ნატურალური პროდუქტები, გაუმჯობესდება მეფუტკრეობაში დასაქმებული მოსახლეობის შემოსავლები",- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ.
როგორც აჭარის მთავრობაში განმარტავენ, პროგრამას ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა "აგროინვესტი''. აღნიშნული სკების წარმოება ხორციელდება ფინეთში, პოლონეთში, გერმანიაში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9