პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიმიტრი შაშკინი - "თეა თუთბერიძის შესახებ აჯობებს ექიმებს ჰკითხოთ"
დიმიტრი შაშკინი -  "თეა თუთბერიძის შესახებ აჯობებს ექიმებს ჰკითხოთ"

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში პა­ტიმ­რე­ბის ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის ფაქ­ტებ­ზე მუდ­მი­ვად ლა­პა­რა­კობ­დნენ რო­გორც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლე­ბი, ისე მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, თუმ­ცა მათი მო­წო­დე­ბე­ბი რჩე­ბო­და "ხმად მღა­ღა­დებ­ლი­სა უდაბ­ნო­სა შინა.".. სა­მარ­თა­ლი "ურ­მით" და­დი­სო, ნათ­ქვა­მია, თუმ­ცა ადრე თუ გვი­ან, ყვე­ლას მი­ად­გე­ბა კარ­ზე. სა­მარ­თლის ურე­მი მი­უ­ახ­ლოვ­და თუ არა სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სამ­გზის მი­ნის­ტრ დი­მიტ­რი შაშ­კინს, ჯერ არა­ვინ იცის, თუმ­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან უწყე­ბა რომ მი­უ­ვი­და, არ უარ­ყოფს.

- რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­დნენ თქვე­ნით?

- რო­გორც ჩანს, კი­თხვე­ბი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში ჩემი მუ­შა­ო­ბის თა­ო­ბა­ზე აქვთ. მე მხო­ლოდ 2009 წლის თე­ბერ­ვლი­დან ნო­ემ­ბრამ­დე რაც ხდე­ბო­და, იმა­ზე შე­მიძ­ლია ვი­სა­უბ­რო.

- შეძ­ლებთ და­არ­წმუ­ნოთ პრო­კუ­რა­ტუ­რა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მრა­ვალ­გზის მი­ნისტრს გა­დაც­დო­მე­ბი არ ჰქონ­და?

- ჩემს დროს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი სო­ზარ სუ­ბა­რი იყო, რო­მელ­საც არ ვე­ხა­ტე­ბო­დით გულ­ზე, მაგ­რამ ვერც მის დას­კვნა­ში და ვერც სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ან­გა­რი­შებ­ში ვერ ნა­ხავთ ფაქ­ტებს, სა­დაც წე­რია, რომ პა­ტიმ­რებ­ზე ძა­ლა­დობ­დნენ.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ პა­ტიმ­რებ­ზე ძა­ლა­დო­ბა არ ყო­ფი­ლა?

- არც ერთ დას­კვნა­ში, რო­მელ­საც სუ­ბა­რი ამ­ზა­დებ­და, არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი წა­მე­ბა­ზე. იმ დროს ცი­ხე­ში უპ­რობ­ლე­მოდ შე­დი­ო­და წი­თე­ლი ჯვა­რი. ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ელ­ჩებს ვახ­ვედ­რებ­დი პა­ტიმ­რებს. ამის­თვის მაკ­რი­ტი­კებ­დნენ კი­დეც, რომ სის­ტე­მა მე­ტის­მე­ტად გახ­სნი­ლი მქონ­და.

- 2009 წლის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ან­გა­რიშ­ში ნათ­ქვა­მია, რომ იმა­ტა თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტებ­მა...

- რა მო­ტი­ვით უნდა და­მე­მა­ლა წა­მე­ბის ფაქ­ტე­ბი? თუ ასე მო­ვი­ქე­ცი, ში­ზო­ი­დი და ავად­მყო­ფი ვარ, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი თა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­და. ეს თემა ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბო­და აფეთ­ქე­ბუ­ლი­ყო, რა­ტომ უნდა და­მე­დო სას­წორ­ზე ჩემი კა­რი­ე­რა?

- ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბა პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო და თქვენ ვინ მოგ­ცემ­დათ იმის უფ­ლე­ბას, ხელი შე­გე­შა­ლათ რე­ფორ­მის­თვის?

- ეს და­ვა­ლე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რამ და შს სა­მი­ნის­ტრომ მი­ი­ღო და არა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბამ. პრობ­ლე­მა სის­ტე­მუ­რი რომ ყო­ფი­ლი­ყო, რე­ა­გი­რე­ბას მო­ვახ­დენ­დი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დიმიტრი შაშკინი - "თეა თუთბერიძის შესახებ აჯობებს ექიმებს ჰკითხოთ"

დიმიტრი შაშკინი -  "თეა თუთბერიძის შესახებ აჯობებს ექიმებს ჰკითხოთ"

სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმრების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე მუდმივად ლაპარაკობდნენ როგორც ადამიანის უფლებათა დამცველები, ისე მედიაორგანიზაციები, თუმცა მათი მოწოდებები რჩებოდა "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.".. სამართალი "ურმით" დადისო, ნათქვამია, თუმცა ადრე თუ გვიან, ყველას მიადგება კარზე. სამართლის ურემი მიუახლოვდა თუ არა სააკაშვილის ხელისუფლების სამგზის მინისტრ დიმიტრი შაშკინს, ჯერ არავინ იცის, თუმცა პროკურატურისგან უწყება რომ მიუვიდა, არ უარყოფს.

- რატომ დაინტერესდნენ თქვენით?

- როგორც ჩანს, კითხვები სასჯელაღსრულების სამინისტროში ჩემი მუშაობის თაობაზე აქვთ. მე მხოლოდ 2009 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე რაც ხდებოდა, იმაზე შემიძლია ვისაუბრო.

- შეძლებთ დაარწმუნოთ პროკურატურა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მრავალგზის მინისტრს გადაცდომები არ ჰქონდა?

- ჩემს დროს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი იყო, რომელსაც არ ვეხატებოდით გულზე, მაგრამ ვერც მის დასკვნაში და ვერც საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში ვერ ნახავთ ფაქტებს, სადაც წერია, რომ პატიმრებზე ძალადობდნენ.

- "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პატიმრებზე ძალადობა არ ყოფილა?

- არც ერთ დასკვნაში, რომელსაც სუბარი ამზადებდა, არაფერია ნათქვამი წამებაზე. იმ დროს ციხეში უპრობლემოდ შედიოდა წითელი ჯვარი. ჩემი ინიციატივით სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს ვახვედრებდი პატიმრებს. ამისთვის მაკრიტიკებდნენ კიდეც, რომ სისტემა მეტისმეტად გახსნილი მქონდა.

- 2009 წლის სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ იმატა თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტებმა...

- რა მოტივით უნდა დამემალა წამების ფაქტები? თუ ასე მოვიქეცი, შიზოიდი და ავადმყოფი ვარ, რომელიც საკუთარი თავის წინააღმდეგ წავიდა. ეს თემა ნებისმიერ დროს შეიძლებოდა აფეთქებულიყო, რატომ უნდა დამედო სასწორზე ჩემი კარიერა?

- ნულოვანი ტოლერანტობა პრეზიდენტის ინიციატივა იყო და თქვენ ვინ მოგცემდათ იმის უფლებას, ხელი შეგეშალათ რეფორმისთვის?

- ეს დავალება პროკურატურამ და შს სამინისტრომ მიიღო და არა სასჯელაღსრულებამ. პრობლემა სისტემური რომ ყოფილიყო, რეაგირებას მოვახდენდი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა