პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალ ხმაში" სტეფანე და მაია ორგანიზატორებმა ერთმანეთს დააცილეს
"ახალ ხმაში" სტეფანე და მაია ორგანიზატორებმა ერთმანეთს დააცილეს

მუ­სი­კო­სი მაია დარსმე­ლი­ძე პრო­ექ­ტში "ახა­ლი ხმა" II სე­ზონ­ზეც მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ის ამ­ჟა­მად აბ­სო­ლუ­ტუ­რად ცალ­კე, სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბებს თა­ვის გუნდს და და­მო­უ­კი­დებ­ლად იმუ­შა­ვებს კონ­კურ­სან­ტებ­თან. ასე­ვე იქ­ნე­ბა სტე­ფა­ნეც, რად­გა­ნაც ასე­თია პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის პო­ზი­ცია, რა­საც მაია დარსმე­ლი­ძე ეთან­ხმე­ბა და დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ერ­თვე­ბა II სე­ზო­ნის შო­უ­ში:

- "ვო­ი­სი" ძა­ლი­ან მა­გა­რი პრო­ექ­ტია. მწვრთნე­ლებს, რომ­ლე­ბიც მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, სა­ჯა­როდ წარ­მო­ად­გი­ნონ სა­კუ­თა­რი მუ­სი­კა­ლუ­რი ხედ­ვა. ისე, ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც კონ­კურ­სანტზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუ მწვრთნელს ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტი გყავს, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის. მა­გა­ლითს მო­ვიყ­ვან, პრო­ექ­ტის ფა­ვო­რი­ტი - მაგ­და ვა­სა­ძე, რო­მელ­საც შე­სა­ნიშ­ნა­ვი ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გარ­და, ნამ­დვი­ლი მო­თა­მა­შის თვი­სე­ბე­ბი აქვს, ნე­ბის­მი­ე­რი ექ­სპე­რი­მენ­ტის­თვის მზად იყო, უშიშ­რად მო­დი­ო­და ნე­ბის­მი­ერ სი­ახ­ლე­ზე. ეს თვი­სე­ბა ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ჩა­ნა­ფიქ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. ასე რომ, კონ­კურ­სან­ტის მხო­ლოდ კარ­გი მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი არ მაკ­მა­ყო­ფი­ლებს, რად­გა­ნაც შოუს მო­ნა­წი­ლის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ვო­კა­ლი დღეს აღარ­ვის უკ­ვირს, მით უმე­ტეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი მღე­რის.…ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, სა­ჭი­როა კი­დევ რა­ღაც "ჟილ­კა", მცი­რე­ო­დე­ნი სი­გი­ჟე. მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის (სმე­ნა, ხმა) გარ­და, კონ­კურ­სან­ტი "კა­მი­კა­ძეც" უნდა იყოს, რომ მე, მწვრთნელს გა­მომ­ყვეს და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ბო­ლომ­დე მაჩ­ვე­ნე­ბი­ნოს. ჩვენ კი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვეძ­ლე­ვა, პრო­დი­უ­სე­რუ­ლი ხედ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვი­მოქ­მე­დოთ. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და აზარ­ტუ­ლი პრო­ექ­ტია. მი­ხა­რია, რომ მას­ში ისევ ვმო­ნა­წი­ლე­ობ.

- აქამ­დე თუ შენ და სტე­ფა­ნე ერთ გუნ­დად იყა­ვით გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ჯგუ­ფუ­რად იღებ­დით, წელს თი­თო­ე­ულს ცალ-ცალ­კე მო­გი­წევთ ჟი­უ­რის წევ­რო­ბა. რას იტყვი ამა­ზე?

- დიახ და ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლეა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვენ შო­რის კონ­კუ­რენ­ცი­აც გამ­ძაფ­რდე­ბა. გა­სულ სე­ზონ­ზე მე და სტი­ო­პა ბევრ სა­კი­თხზე კი ვთან­ხმდე­ბო­დით, მაგ­რამ უთან­ხმო­ე­ბაც გვქონ­და, მა­გა­ლი­თად, ვერ შევ­თან­ხმდით ნუკ­რი მენ­თე­შაშ­ვი­ლი­სა და ნინი ცნო­ბი­ლა­ძის შემ­თხვე­ვა­ში, - ჩვე­ნი აზ­რე­ბი გა­ი­ყო. ახლა სა­შუ­ა­ლე­ბა მექ­ნე­ბა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვად მი­ვი­ღო და მე­წყვი­ლეს აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა არ მო­მი­წევს. ამა­ვე დროს პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბაც მე­ტია.

- თქვე­ნი და­შო­რე­ბა თქვე­ნი სურ­ვი­ლით მოხ­და, თუ პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს ასე?

- ასე პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს და ეს სი­ახ­ლე, ალ­ბათ, სა­ინ­ტე­რე­სოც იქ­ნე­ბა. სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კუ­რენ­ცია გა­ჩაღ­დე­ბა ცალ­კე ჩემ­სა და სტი­ო­პას შო­რის, ცალ­კე ჩემ­სა და დათო ფორჩხი­ძეს შო­რის და ასე­ვე და­თო­სა და სტი­ო­პას შო­რის. მე­ო­თხე მწვრთნე­ლის ვი­ნა­ო­ბა ჯერ არ არის გარ­კვე­უ­ლი, მაგ­რამ ვინც არ უნდა იყოს, მის­თვის ამ პრო­ცეს­ში ჩაბ­მა ცოტა რთუ­ლი კი აღ­მოჩ­ნდე­ბა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ თავს გა­არ­თმევს.

- მოკ­ლედ, თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი მწვრთნე­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. პი­რა­დად შენ კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ თავს ამ ამ­პლუ­ა­ში?

- ისე­თი მა­გა­რია, რო­დე­საც ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რდას თა­ვი­სი სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბის გა­მომჟ­რავ­ნე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი, რომ ამას სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოგ­ცემთ. პრო­ექ­ტში ძლი­ე­რი ბავ­შვე­ბი მო­დი­ან, მაგ­რამ მწვრთნე­ლის ფუნ­ქცია და და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა, რომ ის კონ­კურ­სან­ტის მო­ნა­ცე­მი ისე გახ­სნას, წინა პლან­ზე წა­მოს­წი­ოს, რომ მის­გან მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი მი­ი­ღოს. მი­მაჩ­ნია, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რე­პერ­ტუ­ა­რი.

ვა­მა­ყობ იმით, რომ მან­მა­დე არა­ვის გა­უ­კე­თე­ბია ისე­თი რამ, რაც მე აღ­ნიშ­ნულ შო­უ­ში შევ­ძე­ლი და გა­ვა­კე­თე: "ფორ ვი­მი­ნი" ანუ გო­გო­ნა­თა კვარ­ტე­ტი შევ­კა­რი. ოთხი უმაგ­რე­სი მომ­ღე­რა­ლი - ეკა დო­ლი­ძე, მაგ­და ვა­სა­ძე, ინ­დი­რა ჯგერ­ნა­ია და ნინო ძო­წე­ნი­ძე ერ­თად ავამ­ღე­რე. ჯილ სკო­ტი ქარ­თულ პრო­ექ­ტებ­ში არას­დროს შეს­რუ­ლე­ბუ­ლა და გა­სულ სე­ზონ­ზე, რო­გორც იქნა, გავ­ცდით ტრა­დი­ცი­ულ უიტ­ნი ჰი­უს­ტონ­სა და ჯო კო­კერს. წარ­მა­ტე­ბუ­ლად შედ­გა ეს ექ­სპე­რი­მენ­ტიც, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არის.

მოკ­ლედ, "ვო­ი­სი" არის ერ­თგვა­რი ტრი­ბუ­ნა, სა­ი­და­ნაც მე, რო­გორც მწვრთნელს, შე­მიძ­ლია, რა­ღაც სი­ახ­ლე შევ­თა­ვა­ზო მსმე­ნელს. XXI სა­უ­კუ­ნეა და ძვე­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბის დროა. და­მი­ჯე­რეთ, მუდ­მი­ვად უიტ­ნი ჰი­უს­ტო­ნის, ჯო კო­კე­რის სიმ­ღე­რე­ბის შე­სა­რუ­ლე­ბა უკვე მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლია. ამი­ტომ მგო­ნია, რომ ჩვენ - მეც და სტე­ფა­ნე­მაც ამ მხრივ სი­ახ­ლე შე­მო­ვი­ტა­ნეთ. სტი­ო­პამ ბავ­შვე­ბის "ვო­ის­ში" რე­ი­ჩელ ფე­რე­ლის კომ­პო­ზი­ცია გა­ა­კე­თე­ბი­ნა პა­ტა­რებს. ასე­თი რამ "ახა­ლი ხმის" ის­ტო­რი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში კი არა, მგო­ნი, ჯერ არ­სად გა­უ­ბე­დავთ, თა­ნაც, ბავ­შვებ­ში. ასე რომ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და შრო­მო­ტე­ვა­დი საქ­მი­ა­ნო­ბაა. მწვრთნე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თად ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი, რად­გა­ნაც შენს მუ­სი­კა­ლურ ხედ­ვას უზი­ა­რებ მსმე­ნელს და სთა­ვა­ზობ სი­ახ­ლეს.

- ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს ყვე­ლა­ფე­რი თქვენ პრო­ფე­სი­ულ დახ­ვე­წა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა...

- არა მარ­ტო ჩვე­ნი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ერთი და იმა­ვე კომ­პო­ზი­ცი­ებს მიჩ­ვე­ლუ­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის, ამ­გვა­რად მას სთა­ვა­ზობ სრუ­ლი­ად ახალ ასორ­ტი­მენტს და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გამ­ჯდარ სტე­რე­ო­ტი­პებს ან­გრევ. ჩემი და სტე­ფა­ნეს შემ­თხვე­ვა­ში, ყო­ველ­თვის ბევ­რი სხვა­დას­ხვა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაა ხოლ­მე წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მსმე­ნელს სხვა­დას­ხვა ჟანრს ვთა­ვა­ზობთ...

- ნინი ცნო­ბი­ლი­ა­ძი­სა და სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძის დუ­ე­ლი I სე­ზონ­ზე სა­ლო­მეს გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და. შენი მო­საზ­რე­ბა მა­შინ კი და­ა­ფიქ­სი­რე, მაგ­რამ მას მერე დრო გა­ვი­და. სა­ი­ტე­რე­სოა, ახლა რას ფიქ­რობ?

- ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი უკ­მა­ყო­ფი­ლო მო­საზ­რე­ბა გა­კეთ­და. სა­ლო­მეს რა­ი­მეს კი არ ვუ­წუ­ნებ­დი, ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მომ­ღე­რა­ლი და ძა­ლი­ან მა­გა­რი გო­გოა, სუ­პერპრო­ფე­სი­ო­ნა­ლია და ამას ყო­ველ­თვის ხმა­მაღ­ლა ვამ­ბობ­დი. უბ­რა­ლოდ, ერ­თა­დერ­თი, რა­საც არ ვე­თან­ხმე­ბო­დი, ის იყო, რომ მას სხვა კონ­კურ­სე­ბი­დან ვიც­ნობ­დი, ნინი კი ნამ­დვი­ლად ახა­ლი პრო­დუქ­ტი იყო. მწვრთნე­ლის მუ­შა­ო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პროგ­რე­სის ჩვე­ნე­ბა, რისი მა­გა­ლი­თია მაგ­და ვა­სა­ძის ყო­ვე­ლი გა­მოს­ვლა.

მი­მაჩ­ნია, რომ მაგ­და ვა­სა­ძე მწრთნე­ლის სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შე­ვა­რია. ეს გოგო ყვე­ლა­ნა­ირ ექ­სპე­რი­მენტზე წა­მომ­ყვა. სა­ლო­მე კი რო­გო­რი მა­გა­რიც მო­ვი­და შო­უ­ში, ისე­თი იყო პრო­ექ­ტის ბო­ლომ­დე. მაგ­და ყო­ველ ჯერ­ზე ახა­ლი იყო, ურ­თუ­ლეს კომ­პო­ზი­ცი­ებს ფან­ტას­ტი­კუ­რად არ­თმევ­და თავს. მან სრუ­ლი პროგ­რე­სი აჩ­ვე­ნა და სა­ყო­ველ­თაო ფა­ვო­რი­ტიც გახ­და. ამა­ში ალ­ბათ ბევ­რი და­მე­თან­ხმე­ბა. რო­დე­საც გა­მო­კი­თხვას აწარ­მო­ე­ბენ, უმ­რავ­ლე­სო­ბა მაგ­დას ასა­ხე­ლებს. პი­რა­დად მე, გა­მარ­ჯვე­ბად ეს მი­მაჩ­ნია, ეს პრო­ექ­ტი მწვრთნე­ლე­ბის ერ­თგვა­რი შე­ჯიბ­რია.

- II სე­ზო­ნის წინ რა მო­ლო­დი­ნი გაქვს?

- წე­სია ასე­თი, რომ ჩვენ ჯერ არ ვიც­ნობთ კონ­კურ­სან­ტებს, მაგ­რამ ვინც კონ­კურ­სან­ტე­ბი ბრმა კას­ტინ­გის­თვის შე­არ­ჩია, ამ­ბო­ბენ, რომ წელს ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ნა­კა­დია. ვე­ლო­დე­ბი, რომ ჩემ­თან სა­უ­კე­თე­სო ბავ­შვე­ბი წა­მოვ­ლენ.

ვე­ლო­დე­ბი ყვე­ლა­ზე ამ­ბი­ცი­ურ, არას­ტან­დარ­ტულ, ნა­გი­ჟარ კონ­კურ­სან­ტებს, რომ­ლე­ბიც მზად იქ­ნე­ბი­ან, ხელი მო­კი­დონ ყვე­ლა­ნა­ი­რი ჟან­რის მუ­სი­კას. მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი II სე­ზონ­ზე ისეთ კონ­კურ­სან­ტებს შევ­ხვდე, ვინც მზად იქ­ნე­ბა, ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის­თვის და და­მეხ­მა­რე­ბა სა­კუ­თა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის სა­უ­კე­თე­სო კუ­თხით წარ­მო­ჩე­ნა­ში...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"ახალ ხმაში" სტეფანე და მაია ორგანიზატორებმა ერთმანეთს დააცილეს

"ახალ ხმაში" სტეფანე და მაია ორგანიზატორებმა ერთმანეთს დააცილეს

მუსიკოსი მაია დარსმელიძე პროექტში "ახალი ხმა" II სეზონზეც მიიღებს მონაწილეობას. ის ამჟამად აბსოლუტურად ცალკე, სტეფანე მღებრიშვილისგან დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს თავის გუნდს და დამოუკიდებლად იმუშავებს კონკურსანტებთან. ასევე იქნება სტეფანეც, რადგანაც ასეთია პროექტის ორგანიზატორების პოზიცია, რასაც მაია დარსმელიძე ეთანხმება და დიდი სიამოვნებით ერთვება II სეზონის შოუში:

- "ვოისი" ძალიან მაგარი პროექტია. მწვრთნელებს, რომლებიც მასში მონაწილეობენ, შესაძლებლობა აქვთ, საჯაროდ წარმოადგინონ საკუთარი მუსიკალური ხედვა. ისე, ყველაფერი მაინც კონკურსანტზეა დამოკიდებული. თუ მწვრთნელს ძლიერი კონკურსანტი გყავს, მაშინ ყველაფერი კარგად არის. მაგალითს მოვიყვან, პროექტის ფავორიტი - მაგდა ვასაძე, რომელსაც შესანიშნავი ვოკალური მონაცემების გარდა, ნამდვილი მოთამაშის თვისებები აქვს, ნებისმიერი ექსპერიმენტისთვის მზად იყო, უშიშრად მოდიოდა ნებისმიერ სიახლეზე. ეს თვისება ძალიან დამეხმარა ჩანაფიქრის განხორციელებაში. ასე რომ, კონკურსანტის მხოლოდ კარგი მუსიკალური მონაცემები არ მაკმაყოფილებს, რადგანაც შოუს მონაწილის არაჩვეულებრივი ვოკალი დღეს აღარვის უკვირს, მით უმეტეს საქართველოში, სადაც ძალიან ბევრი მღერის.…ამ ყველაფერთან ერთად, საჭიროა კიდევ რაღაც "ჟილკა", მცირეოდენი სიგიჟე. მუსიკალური მონაცემების (სმენა, ხმა) გარდა, კონკურსანტი "კამიკაძეც" უნდა იყოს, რომ მე, მწვრთნელს გამომყვეს და საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე მაჩვენებინოს. ჩვენ კი შესაძლებლობა გვეძლევა, პროდიუსერული ხედვის მიმართულებითაც ვიმოქმედოთ. მოკლედ, ძალიან საინტერესო და აზარტული პროექტია. მიხარია, რომ მასში ისევ ვმონაწილეობ.

- აქამდე თუ შენ და სტეფანე ერთ გუნდად იყავით გაერთიანებულები და გადაწყვეტილებას ჯგუფურად იღებდით, წელს თითოეულს ცალ-ცალკე მოგიწევთ ჟიურის წევრობა. რას იტყვი ამაზე?

- დიახ და ეს ძალიან საინტერესო სიახლეა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ შორის კონკურენციაც გამძაფრდება. გასულ სეზონზე მე და სტიოპა ბევრ საკითხზე კი ვთანხმდებოდით, მაგრამ უთანხმოებაც გვქონდა, მაგალითად, ვერ შევთანხმდით ნუკრი მენთეშაშვილისა და ნინი ცნობილაძის შემთხვევაში, - ჩვენი აზრები გაიყო. ახლა საშუალება მექნება, გადაწყვეტილება თავად მივიღო და მეწყვილეს აზრის გათვალისწინება არ მომიწევს. ამავე დროს პასუხიმგებლობაც მეტია.

- თქვენი დაშორება თქვენი სურვილით მოხდა, თუ პროექტის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ასე?

- ასე პროექტის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს და ეს სიახლე, ალბათ, საინტერესოც იქნება. სერიოზული კონკურენცია გაჩაღდება ცალკე ჩემსა და სტიოპას შორის, ცალკე ჩემსა და დათო ფორჩხიძეს შორის და ასევე დათოსა და სტიოპას შორის. მეოთხე მწვრთნელის ვინაობა ჯერ არ არის გარკვეული, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, მისთვის ამ პროცესში ჩაბმა ცოტა რთული კი აღმოჩნდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ თავს გაართმევს.

- მოკლედ, თითოეული თქვენგანი მწვრთნელად ჩამოყალიბდა. პირადად შენ კომფორტულად გრძნობ თავს ამ ამპლუაში?

- ისეთი მაგარია, როდესაც ნიჭიერ ახალგაზრდას თავისი საუკეთესო თვისებების გამომჟრავნებაში ეხმარები, რომ ამას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. პროექტში ძლიერი ბავშვები მოდიან, მაგრამ მწვრთნელის ფუნქცია და დანიშნულებაა, რომ ის კონკურსანტის მონაცემი ისე გახსნას, წინა პლანზე წამოსწიოს, რომ მისგან მხოლოდ საუკეთესო შედეგი მიიღოს. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რეპერტუარი.

ვამაყობ იმით, რომ მანმადე არავის გაუკეთებია ისეთი რამ, რაც მე აღნიშნულ შოუში შევძელი და გავაკეთე: "ფორ ვიმინი" ანუ გოგონათა კვარტეტი შევკარი. ოთხი უმაგრესი მომღერალი - ეკა დოლიძე, მაგდა ვასაძე, ინდირა ჯგერნაია და ნინო ძოწენიძე ერთად ავამღერე. ჯილ სკოტი ქართულ პროექტებში არასდროს შესრულებულა და გასულ სეზონზე, როგორც იქნა, გავცდით ტრადიციულ უიტნი ჰიუსტონსა და ჯო კოკერს. წარმატებულად შედგა ეს ექსპერიმენტიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის.

მოკლედ, "ვოისი" არის ერთგვარი ტრიბუნა, საიდანაც მე, როგორც მწვრთნელს, შემიძლია, რაღაც სიახლე შევთავაზო მსმენელს. XXI საუკუნეა და ძველი სტერეოტიპების ჩანაცვლების დროა. დამიჯერეთ, მუდმივად უიტნი ჰიუსტონის, ჯო კოკერის სიმღერების შესარულება უკვე მოსაბეზრებელია. ამიტომ მგონია, რომ ჩვენ - მეც და სტეფანემაც ამ მხრივ სიახლე შემოვიტანეთ. სტიოპამ ბავშვების "ვოისში" რეიჩელ ფერელის კომპოზიცია გააკეთებინა პატარებს. ასეთი რამ "ახალი ხმის" ისტორიაში საქართველოში კი არა, მგონი, ჯერ არსად გაუბედავთ, თანაც, ბავშვებში. ასე რომ, ძალიან საინტერესო და შრომოტევადი საქმიანობაა. მწვრთნელი შემოქმედებითად ხარ დაკავებული, რადგანაც შენს მუსიკალურ ხედვას უზიარებ მსმენელს და სთავაზობ სიახლეს.

- ფაქტობრივად, ეს ყველაფერი თქვენ პროფესიულ დახვეწასა და განვითარებასაც ემსახურება...

- არა მარტო ჩვენი, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ერთი და იმავე კომპოზიციებს მიჩველული მაყურებლისთვის, ამგვარად მას სთავაზობ სრულიად ახალ ასორტიმენტს და წლების განმავლობაში გამჯდარ სტერეოტიპებს ანგრევ. ჩემი და სტეფანეს შემთხვევაში, ყოველთვის ბევრი სხვადასხვა მიმდინარეობაა ხოლმე წარმოდგენილი, მსმენელს სხვადასხვა ჟანრს ვთავაზობთ...

- ნინი ცნობილიაძისა და სალომე ქათამაძის დუელი I სეზონზე სალომეს გამარჯვებით დასრულდა. შენი მოსაზრება მაშინ კი დააფიქსირე, მაგრამ მას მერე დრო გავიდა. საიტერესოა, ახლა რას ფიქრობ?

- ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი უკმაყოფილო მოსაზრება გაკეთდა. სალომეს რაიმეს კი არ ვუწუნებდი, ის არაჩვეულებრივი მომღერალი და ძალიან მაგარი გოგოა, სუპერპროფესიონალია და ამას ყოველთვის ხმამაღლა ვამბობდი. უბრალოდ, ერთადერთი, რასაც არ ვეთანხმებოდი, ის იყო, რომ მას სხვა კონკურსებიდან ვიცნობდი, ნინი კი ნამდვილად ახალი პროდუქტი იყო. მწვრთნელის მუშაობაში ყველაზე მნიშვნელოვანია პროგრესის ჩვენება, რისი მაგალითია მაგდა ვასაძის ყოველი გამოსვლა.

მიმაჩნია, რომ მაგდა ვასაძე მწრთნელის საუკეთესო ნამუშევარია. ეს გოგო ყველანაირ ექსპერიმენტზე წამომყვა. სალომე კი როგორი მაგარიც მოვიდა შოუში, ისეთი იყო პროექტის ბოლომდე. მაგდა ყოველ ჯერზე ახალი იყო, ურთულეს კომპოზიციებს ფანტასტიკურად ართმევდა თავს. მან სრული პროგრესი აჩვენა და საყოველთაო ფავორიტიც გახდა. ამაში ალბათ ბევრი დამეთანხმება. როდესაც გამოკითხვას აწარმოებენ, უმრავლესობა მაგდას ასახელებს. პირადად მე, გამარჯვებად ეს მიმაჩნია, ეს პროექტი მწვრთნელების ერთგვარი შეჯიბრია.

- II სეზონის წინ რა მოლოდინი გაქვს?

- წესია ასეთი, რომ ჩვენ ჯერ არ ვიცნობთ კონკურსანტებს, მაგრამ ვინც კონკურსანტები ბრმა კასტინგისთვის შეარჩია, ამბობენ, რომ წელს ძალიან ძლიერი ნაკადია. ველოდები, რომ ჩემთან საუკეთესო ბავშვები წამოვლენ.

ველოდები ყველაზე ამბიციურ, არასტანდარტულ, ნაგიჟარ კონკურსანტებს, რომლებიც მზად იქნებიან, ხელი მოკიდონ ყველანაირი ჟანრის მუსიკას. მოხარული ვიქნები II სეზონზე ისეთ კონკურსანტებს შევხვდე, ვინც მზად იქნება, ექსპერიმენტებისთვის და დამეხმარება საკუთარი პოტენციალის საუკეთესო კუთხით წარმოჩენაში...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება