მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცესკო-მ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა
ცესკო-მ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე უარი ეთ­ქვა. შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ უკვე მი­ი­ღო.

ცეს­კო-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 29-ე მუხ­ლის 11 პუნ­ქტის თა­ნახ­მად, "სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა ეკა­ვოს სა­ქარ­თვე­ლოს იმ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც იმავდრო­უ­ლად უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა".

"უა­რის თქმის სა­ფუძ­ვე­ლია კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი შემ­დე­გი დე­ბუ­ლე­ბე­ბი - ა) სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის "სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სი" მე-2 მუხ­ლის "ო" პუნ­ქტის თა­ნახ­მად, პა­სი­უ­რი სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბა არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის უფ­ლე­ბა, კენ­ჭი იყა­როს სა­ჯა­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ორ­გა­ნო­ში ასარ­ჩე­ვად და სა­ჯა­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­სა­კა­ვებ­ლად.

ბ) ამა­ვე კა­ნო­ნის მე-3 მუხ­ლის "ა.ბ" პუნ­ქტის თა­ნახ­მად "პა­სი­უ­რი სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბა აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, რომ­ლე­ბიც აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ კო­დექ­სით დად­გე­ნილ პი­რო­ბებს, გარ­და იმ პი­რე­ბი­სა, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ი­თა და ამ კა­ნო­ნით შე­ზღუ­დუ­ლი აქვთ პა­სი­უ­რი სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბა", ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 29-ე მუხ­ლის 11 პუნ­ქტის თა­ნახ­მად, "სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა ეკა­ვოს სა­ქარ­თვე­ლოს იმ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც იმავდრო­უ­ლად უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა", - ნათ­ქვა­მია ცეს­კო-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად და­რე­გის­ტრი­რე­ბის თა­ო­ბა­ზე ცეს­კო-ს გუ­შინ მი­მარ­თა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ცესკო-მ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა

ცესკო-მ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა

სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. შესაბამისი გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე მიიღო.

ცესკო-ს ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, "საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა".

"უარის თქმის საფუძველია კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი დებულებები - ა) საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" მე-2 მუხლის "ო" პუნქტის თანახმად, პასიური საარჩევნო უფლება არის საქართველოს მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად.

ბ) ამავე კანონის მე-3 მუხლის "ა.ბ" პუნქტის თანახმად "პასიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც აკმაყოფილებენ კოდექსით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით შეზღუდული აქვთ პასიური საარჩევნო უფლება", ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, "საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა", - ნათქვამია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების თაობაზე ცესკო-ს გუშინ მიმართა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა