პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცეკვავენ ვარსკვლავებს" კახა კინწურაშვილი წაიყვანს
"ცეკვავენ ვარსკვლავებს" კახა კინწურაშვილი წაიყვანს

რო­გოც უკვე ცნო­ბი­ლია, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებს" მსა­ხი­ო­ბი ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი წა­იყ­ვანს. წამ­ყვა­ნე­ბის ჯგუფს კი­დევ ერთი მსა­ხი­ო­ბი - კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი შე­ე­მა­ტა, რო­მე­ლიც შოუს I სე­ზონ­ზეც უძღვე­ბო­და და არ­ცთუ ური­გოდ. "ამ­ბე­ბი.გე" კახა კინ­წუ­რაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" ჩემ­თვის პირ­ვე­ლი დიდი და სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ტე­ლევ­ზიო პრო­ექ­ტია, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მი­ღია. სი­მარ­თლე გი­თხრათ, II სე­ზო­ნის შემ­დეგ იმის გამო, რომ ზო­გა­დად რო­გორც დრა­მის მსა­ხი­ო­ბი ტე­ლეპ­რო­ექ­ტებს გა­ვურ­ბი, აღარ მინ­დო­და, პრო­ექ­ტში ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი, რად­გა­ნაც მი­მაჩ­ნია, რომ ჩემი საქ­მე მა­ინც თე­ატ­რია. თან, ამ ყვე­ლა­ფერს დრო და ენერ­გი­აც მი­აქვს, მაგ­რამ და­თან­ხმე­ბამ მა­ინც მო­მი­წია, რად­გა­ნაც ეს მსა­ხი­ო­ბის­თვის მა­ინც და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის წყა­როა.

ამას­თან, "ჯი­დი­ეს­ში" დი­ლის გა­და­ცე­მა­ში ვმუ­შა­ობ და ესეც გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მას მიქ­მნი­და, მაგ­რამ ორ ტე­ლე­ვი­ზი­ას შო­რის მე­გობ­რუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბა შედ­გა და "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" III სე­ზონ­შიც ჩა­ვერ­თვე­ბი.

ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი ჯგუ­ფია, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან, ამას ჩემ­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი, ყვე­ლა­ნი მიყ­ვარს და მათ­თან მუ­შა­ო­ბა მსი­ა­მოვ­ნებს. ასე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით არის და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი "ჯი­დი­ეს­ზეც" ის ჯგუ­ფი, ვის­თან ერ­თა­დაც ვმუ­შა­ობ, ისი­ნიც ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან. სა­ერ­თოდ, ჩემი პრინ­ცი­პია, იქ, სა­დაც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი არ ვარ­გა, არ ვმუ­შა­ობ. ასე რომ, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ჯგუფ­თან სა­სი­ა­მოვ­ნოა საქ­მი­ა­ნო­ბა.

- რო­გორ ფიქ­რობ, წამ­ყვა­ნის­თვის მა­ინც რა არის მთა­ვა­რი?

- ამ საქ­მეს დიდი ენერ­გია მი­აქვს, არ არის მარ­ტი­ვი, მაგ­რამ რომ გი­თხრათ, ამის­თვის ზუს­ტი რე­ცეპ­ტი მაქვს, რა რო­გორ უნდა აკე­თოს კაც­მა, ნამ­დვი­ლად არა. არც ის ვიცი, რო­გო­რი წამ­ყვა­ნი ვარ, კარ­გი თუ ცუდი. თუ ვინ­მეს ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა ამ ამ­პლუ­ა­ში მოს­წონს, დიდი მად­ლო­ბა, მაგ­რამ ერთი კი ნამ­დვი­ლად ვიცი, რომ ყო­ველ­თვის გულ­წრფე­ლი ვარ. არას­დროს ვი­ძა­ბე­ბი და ვარ თა­ვი­სუ­ფა­ლი...

- წელს შოუს წამ­ყვა­ნი ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა. მას­თან სხვა დროს სცე­ნა­ზე თუ გი­მუ­შა­ვია?

- ნან­კას კარ­გად ვიც­ნობ, ერთ თე­ატ­რში ვმუ­შა­ობთ, მაგ­რამ სცე­ნა­ზე პარტნი­ო­რე­ბი არას­დროს ვყო­ფილ­ვართ...

- ახალ სე­ზონ­ზე თე­ატ­რში შენ­გან რას უნდა ვე­ლო­დოთ?

- ახა­ლი სე­ზო­ნი­დან დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი მე­ლის. რე­ჟი­სო­რი მიშა ჩარ­კვი­ან­თან ერ­თად, მუ­სი­კა­ლუ­რი კო­მე­დი­ის თე­ატ­რში ახალ სა­ინ­ტე­რე­სო სპექ­ტაკლზე ვმუ­შა­ობ. ალ­ბათ, პრე­მი­ე­რა ნო­ემ­ბრის და­სა­წყი­სის­თვის შედ­გე­ბა.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ბმუ­ლი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

"ცეკვავენ ვარსკვლავებს" კახა კინწურაშვილი წაიყვანს

"ცეკვავენ ვარსკვლავებს" კახა კინწურაშვილი წაიყვანს

როგოც უკვე ცნობილია, "ცეკვავენ ვარსკვლავებს" მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი წაიყვანს. წამყვანების ჯგუფს კიდევ ერთი მსახიობი - კახა კინწურაშვილი შეემატა, რომელიც შოუს I სეზონზეც უძღვებოდა და არცთუ ურიგოდ. "ამბები.გე" კახა კინწურაშვილს დაუკავშირდა:

- "ცეკვავენ ვარსკვლავები" ჩემთვის პირველი დიდი და სერიოზული სატელევზიო პროექტია, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია. სიმართლე გითხრათ, II სეზონის შემდეგ იმის გამო, რომ ზოგადად როგორც დრამის მსახიობი ტელეპროექტებს გავურბი, აღარ მინდოდა, პროექტში ჩავრთულიყავი, რადგანაც მიმაჩნია, რომ ჩემი საქმე მაინც თეატრია. თან, ამ ყველაფერს დრო და ენერგიაც მიაქვს, მაგრამ დათანხმებამ მაინც მომიწია, რადგანაც ეს მსახიობისთვის მაინც დამატებითი შემოსავლის წყაროა.

ამასთან, "ჯიდიესში" დილის გადაცემაში ვმუშაობ და ესეც გარკვეული პრობლემას მიქმნიდა, მაგრამ ორ ტელევიზიას შორის მეგობრული მოლაპარაკება შედგა და "ცეკვავენ ვარსკვლავების" III სეზონშიც ჩავერთვები.

ძალიან გამოცდილი ჯგუფია, პროფესიონალები არიან, ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. შემოქმედებითი ჯგუფის წევრები, ყველანი მიყვარს და მათთან მუშაობა მსიამოვნებს. ასეთი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული "ჯიდიესზეც" ის ჯგუფი, ვისთან ერთადაც ვმუშაობ, ისინიც ჩემი მეგობრები არიან. საერთოდ, ჩემი პრინციპია, იქ, სადაც შემოქმედებითი ჯგუფი არ ვარგა, არ ვმუშაობ. ასე რომ, "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჯგუფთან სასიამოვნოა საქმიანობა.

- როგორ ფიქრობ, წამყვანისთვის მაინც რა არის მთავარი?

- ამ საქმეს დიდი ენერგია მიაქვს, არ არის მარტივი, მაგრამ რომ გითხრათ, ამისთვის ზუსტი რეცეპტი მაქვს, რა როგორ უნდა აკეთოს კაცმა, ნამდვილად არა. არც ის ვიცი, როგორი წამყვანი ვარ, კარგი თუ ცუდი. თუ ვინმეს ჩემი საქმიანობა ამ ამპლუაში მოსწონს, დიდი მადლობა, მაგრამ ერთი კი ნამდვილად ვიცი, რომ ყოველთვის გულწრფელი ვარ. არასდროს ვიძაბები და ვარ თავისუფალი...

- წელს შოუს წამყვანი ნანკა კალატოზიშვილი იქნება. მასთან სხვა დროს სცენაზე თუ გიმუშავია?

- ნანკას კარგად ვიცნობ, ერთ თეატრში ვმუშაობთ, მაგრამ სცენაზე პარტნიორები არასდროს ვყოფილვართ...

- ახალ სეზონზე თეატრში შენგან რას უნდა ველოდოთ?

- ახალი სეზონიდან დატვირთული გრაფიკი მელის. რეჟისორი მიშა ჩარკვიანთან ერთად, მუსიკალური კომედიის თეატრში ახალ საინტერესო სპექტაკლზე ვმუშაობ. ალბათ, პრემიერა ნოემბრის დასაწყისისთვის შედგება.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ბმული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება