საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მყინვარწვერის დასალაშქრად იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია facebook-ის ვებგვერდზე აქვეყნებს.
"საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც ეწერა რომ რუსეთის საზღვარი ყაზბეგის რაიონში გადმოიწია.
მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია მოგახსენებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
მყინვარწვერის დასალაშქრად იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი, რის გამოც უბრალოდ გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები", - ნათქვამია ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.