მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი არ გამორიცხავს, რომ ოდესმე დიდ პოლიტიკაში წავა. ვარსკვლავი ამაყობს, რომ პოლიტიკურად აქტიური ოჯახიდანაა და მასაც აქტიური სამოქალაქო პოზიცია აქვს - მან ბარაკ ობამას საპრეზიდენტო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.
"ვფიქრობ თუ არა პოლიტიკურ კარიერაზე? ვინ იცის? შესაძლებლობებს არ ვიზღუდავ. თუ მეტი დრო მექნება, პოლიტიკისთვის მეტი ყურადღების დათმობას შევძლებ. მსგავსი შესაძლებლობების წინაშე კარს არასდროს ვხურავ.
პოლიტიკურად აქტიური ოჯახიდან ვარ. ჩემთვის საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტივობა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ყოველი ადამიანი ხმის მიცემის უფლებას გამოიყენებს, ერი სწორ არჩევანს გააკეთებს", - განაცხადა იოჰანსონმა Hawkins Bazaar-თან ინტერვიუში.
მომზადებულია Hawkins Bazaar-ის მიხედვით.