Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია გვიჩიანი ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმის დეტალებზე საუბრობს
გია გვიჩიანი ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმის დეტალებზე საუბრობს

"თე­ლა­სის" მე­ნე­ჯე­რის, ნიკა ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გია გვი­ჩი­ა­ნი საქ­მის ზო­გი­ერთ დე­ტალს ასა­ჯა­რო­ებს. მსჯავ­რდე­ბულ გია გვი­ჩი­ა­ნის წე­რი­ლი "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მის­მა ოჯახ­მა მი­ა­წო­და.

"10 სექ­ტემ­ბერს, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში ჩემი შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყე­ბა პრო­ცე­სი გა­ნა­ჩე­ნის გა­და­სინ­ჯვის თა­ო­ბა­ზე.

მე რამ­დენ­ჯერ­მე სა­ჯა­როდ მო­ვუ­წო­დე ბა­ტონ ნო­დარ ლო­მი­ნა­ძეს, წარ­მო­ედ­გი­ნა ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მა­ინც, რის გა­მოც მან ირ­წმუ­ნა ჩემი დამ­ნა­შა­ვე­ო­ბა. პა­სუ­ხად მი­ვი­ღე გან­ცხა­დე­ბა, რომ ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის ჩვე­ნე­ბა არის მის­თვის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. ეს უც­ნა­უ­რია, რად­გა­ნაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ლო­მი­ნა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი სა­ერ­თოდ არ დას­წრე­ბია სა­სა­მარ­თლო­ში ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის და­კი­თხვას. ამი­ტომ მე სა­ჯა­როდ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებ საქ­მის ზო­გი­ერთ დე­ტალს.

ვინ არის ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნი? ის იმ დრო­ის­თვის 4-ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი ცნო­ბი­ლი კრი­მი­ნა­ლი, თაღ­ლი­თი და ნარ­კო­მო­ვაჭ­რე იყო. სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რომ ნ. გვი­ჩი­ან­მა შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა კა­ლა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი, 200 ათა­სი დო­ლა­რი გა­მო­არ­თვა გა­ტა­ცე­ბუ­ლი ლე­ვან კა­ლა­ძის ვი­თომ­და და­საბ­რუ­ნებ­ლად და შემ­დეგ ამ თან­ხის მით­ვი­სე­ბა აფ­რა­სი­ძე­ებს და­აბ­რა­ლა. ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის მიერ პო­ლი­ცი­ი­სათ­ვის მი­ცე­მულ­მა ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ამ დიდი როლი ითა­მა­შა აფ­რა­სი­ძე­ე­ბის ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ა­ში.

2005 წლის 10 ნო­ემ­ბერს, დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­ყიდ­ვის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ­მა ნო­დარ გვი­ჩი­ან­მა სა­პყრო­ბი­ლე­დან თა­ვის დაღ­წე­ვის მიზ­ნით შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა გა­მო­ძი­ე­ბა და საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცა ცრუ ჩვე­ნე­ბა. შე­დე­გად "ადე­იშ­ვი­ლის პრო­კუ­რა­ტუ­რამ" ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნი სრუ­ლად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა სას­ჯე­ლი­სა­გან, ხოლო მე საჩ­ვე­ნებ­ლად და­მა­პა­ტიმ­რა. ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ფსევ­დო­ნი­მით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა ნო­დარ გვი­ჩი­ან­მა, სხვა გვა­რით და სა­ხე­ლით, უკ­რა­ი­ნა­ში კვლავ ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი და ამ­ჟა­მად 20 წლი­ან სას­ჯელს იხ­დის.

აი ამ ადა­მი­ა­ნის 9-ჯერ შეც­ვლი­ლი, აბ­სურ­დუ­ლი და ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მაქვს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მოს­ჯი­ლი. სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ არ არ­სე­ბობს. სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის უფრო გა­სა­გე­ბი რომ იყოს ამ საქ­მის აბ­სურ­დუ­ლო­ბა, წარ­მო­გიდ­გენთ ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის ჩვე­ნე­ბებ­ში არ­სე­ბუ­ლი ამო­უ­წუ­რა­ვი არ­სე­ბი­თი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი­დან მხო­ლოდ ორს:

ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის ჩვე­ნე­ბით, ის თით­ქოს იყო შუ­ა­მა­ვა­ლი ჩემ­სა და ეგ­რეთ წო­დე­ბულ "ქი­ლერს" - ნიკა ჩე­მი­ას შო­რის. ამ ჩვე­ნე­ბით ნიკა ჩე­მი­ას და­ახ­ლო­ე­ბით 2 კვი­რა დას­ჭირ­და მკვლე­ლო­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად. თით­ქოს ამ ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნი სხვა­დახხვა დროს 5-ჯერ შეხ­ვდა ნიკა ჩე­მი­ას. 5-ვე შეხ­ვედ­რა მან ცალ-ცალ­კე აღ­წე­რა.

1. შეხ­ვედ­რა მკვლე­ლო­ბის შეკ­ვე­თის მი­სა­ცე­მად.

2. მე­ო­რე დღეს 20 ათა­სი დო­ლა­რი გა­დას­ცა ბუ­კი­ას ბაღ­თან.

3. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ სახ­ლში ეს­ტუმ­რა ნიკა ჩე­მია და უთხრა რომ ნიკო ლო­მი­ნა­ძის პი­როვ­ნე­ბა უკვე შეს­წავ­ლი­ლი ჰყავ­და სა­ხე­ზე.

4. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ კვლავ ეს­ტუმ­რა ნიკა ჩე­მია და ამ საქ­მი­სათ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ძე­ნი­ლი 1500 დო­ლა­რი­ა­ნი "მა­კა­რო­ვის" მა­ყუ­ჩი­ა­ნი ია­რა­ღი აჩ­ვე­ნა.

5. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ბახ­ტრი­ონ­ზე და­ი­ნა­ხა ნიკა ჩე­მია რო­გორ მიჰ­ყვე­ბო­და მან­ქა­ნით ნიკო ლო­მი­ნა­ძეს. ამ შეხ­ვედ­რი­დან 2 დღე­ში მოხ­ვდა მკვლე­ლო­ბა.

რო­გორც შემ­დეგ დად­გინ­და, ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის და ნიკა ჩე­მი­ას მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის სა­ტე­ლე­ფო­ნო ან­ძე­ბის და სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ცნო­ბით, მთელ ამ პე­რი­ოდ­ში ნიკა ჩე­მია გერ­მა­ნი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა, ხოლო ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნი ბა­თუმ­ში. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან მათი ხუ­თი­ვე შეხ­ვედ­რა შე­თხზუ­ლი და მო­გო­ნი­ლია.

სა­სა­მარ­თლო­ზე პრო­კუ­რორ­მა სცა­და ამ აბ­სურ­დის გა­მოს­წო­რე­ბა და ე. წ. "შემ­სრუ­ლე­ბელს" ავთო ხერ­კე­ლა­ძეს ათ­ქმე­ვი­ნა (რის შემ­დე­გაც მას­თან გა­ფორმ­და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა), რომ თით­ქოს მკვლო­ბის მომ­ზა­დე­ბას, ნიკა ჩე­მი­ამ თვე-თვე­ნა­ხე­ვა­რი ან მეტი დროც კი მო­ან­დო­მაო. მაგ­რამ იქვე გა­ირ­კვა, რომ ეს ვერ მოხ­დე­ბო­და, რად­გა­ნაც ნიკო ლო­მი­ნა­ძე მკვლე­ლო­ბამ­დე 20 დღით ადრე, 2002 წლის 27 ივ­ნი­სი­დან 22 ივ­ლი­სამ­დე, თით­ქმის ერთი თვით, იმ­ყო­ფე­ბო­და ჯერ საფ­რან­გეთ­ში, შემ­დეგ ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში. ხოლო მისი თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლის მე­ო­რე დღეს კი 23 ივ­ლისს, ნიკა ჩე­მია გა­ემ­გზავ­რა გერ­მა­ნი­ა­ში. ანუ, ნიკა ჩე­მია და ნიკო ლო­მი­ნა­ძე თბი­ლის­ში ერ­თდრო­უ­ლად არც ერთი დღე არ იმ­ყო­ფე­ბი­ან. გა­მო­ძი­ე­ბა 2002 წლის 3 ივ­ლი­სის უკან ვე­ღარ წა­ვი­და, რად­გან სწო­რედ 3 ივ­ლისს გა­თა­ვი­სუფ­ლდა ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნი მო­რი­გი პა­ტიმ­რო­ბი­დან. თე­ო­რი­უ­ლა­დაც კი ნიკა ჩე­მი­ას არ შე­ეძ­ლო ამ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა. ცხა­დია ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის ჩვე­ნე­ბა მთლი­ა­ნად შე­თხზუ­ლი და მო­გო­ნი­ლია.

მე-2 ეპი­ზო­დი მდგო­მა­რე­ობს შემ­დეგ­ში: ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის პირ­ვე­ლი 7 ჩვე­ნე­ბით მან მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი გა­ი­გო სახ­ლში რუს­თა­ვი 2-ის გა­და­ცე­მა კუ­რი­ე­რი­დან. თით­ქოს ის მიხ­ვდა რომ მის­მა მე­გობ­რებ­მა შე­ას­რუ­ლეს შეკ­ვე­თა. მა­შინ­ვე სცა­და მათ­თან ტე­ლე­ფო­ნით და­კავ­ში­რე­ბა, მაგ­რამ სა­მი­ვეს გა­მორ­თუ­ლი ჰქონ­და მო­ბი­ლუ­რი, შემ­დეგ თით­ქოს მი­ვი­და ბახ­ტრი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე ერთ-ერთი ე. წ. შემ­სრუ­ლებ­ლის გია პა­პა­ჩაშ­ვი­ლის სახ­ლთან და ქვე­ვი­დან და­უ­ძა­ხა. აივ­ნი­დან გად­მო­ხე­და პა­პა­ჩაშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ, სა­ხე­ლად მა­ი­ამ და უპა­სუ­ხა რომ -"გია სახ­ლში არ იყო და თუ სად იყო არ იცო­და". რო­გორც მერე შე­ი­ტყო მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ე. წ. შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი გა­ე­ცალ­ნენ თბი­ლისს და ამი­ტომ იმ დღეს ვერც ერთს ვერ და­უ­კავ­შირ­და. მი­სი­ვე ჩვე­ნე­ბით გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ე. წ. შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი დაბ­რუნ­დნენ თბი­ლის­ში და მო­უყვნენ მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ.

გა­მო­ძი­ე­ბის მიერ ამო­ღე­ბუ­ლი იქნა ინ­ფორ­მა­ცია სა­ტე­ლე­ფო­ნო ან­ძე­ბი­დან და აღ­მოჩ­ნდა, რომ ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნი მკვლე­ლო­ბის დროს იმ­ყო­ფე­ბო­და ბა­თუმ­ში და არა თბი­ლის­ში, ამი­ტო­მაც გა­მო­ძი­ე­ბამ ნო­დარ გვი­ჩი­ანს მე-8 ჯერ შე­აც­ვლე­ვი­ნა ჩვე­ნე­ბა და და­ა­წე­რი­ნა, რომ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი გა­ი­გო ბა­თუმ­ში და არა თბი­ლის­ში. ამ ეპი­ზო­დი­და­ნაც ნათ­ლად ჩანს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა გზა­დაგ­ზა ცდი­ლობ­და ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის ჩვე­ნე­ბე­ბი მი­ე­სა­და­გე­ბი­ნა გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის რაც პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის ჩვე­ნე­ბებ­ში არ­სე­ბუ­ლი გა­და­უ­ლა­ხა­ვი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის გამო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "ქი­ლე­რო­ბის" ბრალ­დე­ბით გა­სა­მარ­თლე­ბულ ნიკა ჩე­მი­ას აქვს უტყა­რი ალი­ბი. მას გერ­მა­ნი­ი­დან მან­ქა­ნე­ბი ჩა­მო­ყავ­და თბი­ლის­ში გა­სა­ყი­დად. ის მკვლე­ლო­ბამ­დე 2 დღით ადრე ჩა­მო­დის თბი­ლის­ში და მკვლე­ლო­ბის დი­ლას კვლავ გერ­მა­ნი­ა­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა, რომ მო­ას­წროს ერთ თვი­ა­ნი ვი­ზის პი­რო­ბებ­ში მე­ო­რე მან­ქა­ნის ჩა­მოყ­ვა­ნა. მკვლე­ლო­ბის სა­ვა­რა­უ­დო დროს მისი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი რკი­ნიგ­ზის ვაგ­ზალ­ზეა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც ოჯახ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სულ რვა ადა­მი­ა­ნი, მა­ტა­რებ­ლით მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან ბა­თუმ­ში. მათ აქვთ 3 მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და ამო­ღე­ბუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ან­ძე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ისი­ნი გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან ბა­თუ­მი­სა­კენ. ოჯა­ხი და მე­გობ­რე­ბი რჩე­ბი­ან ბა­თუმ­ში, ხოლო ნიკა ჩე­მია ჩას­ვლი­დან ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში გა­დაკ­ვეთს სარ­ფის სა­ბა­ჟოს და თურ­ქე­თის გავ­ლით მი­ემ­გზავ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში. საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უტყუ­ა­რად ადას­ტუ­რებს, რომ ნიკა ჩე­მია მკვლე­ლო­ბის დროს 7 ადა­მი­ან­თან ერ­თად, მა­ტა­რებ­ლით მი­ემ­გზავ­რე­ბა ბა­თუ­მი­სა­კენ.

ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ ამე­რი­კის გფბ-ს ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი დნმ-ის ანა­ლი­ზის პა­სუ­ხით, მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლი­დან აღე­ბუ­ლი დნმ-ის ნი­მუ­შე­ბი (ნერ­წყვი, თმის ღე­რე­ბი) და თი­თის ანა­ბეჭ­დი არ და­ემ­თხვა ნიკა ჩე­მი­ას, ავთო ხერ­კე­ლა­ძის, გია პა­პა­ჩაშ­ვი­ლის და ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის შე­სა­ბა­მის მო­ნა­ცე­მებს. ამი­ტო­მაც ეს დას­კვნა და­მა­ლა ადე­იშ­ვი­ლის პრო­კუ­რა­ტუ­რამ და არ წარ­მო­ად­გი­ნა სა­სა­მარ­თლო­ში.

ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, თით­ქოს­და ნიკა ჩე­მი­ამ მკვლე­ლო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა "მა­კა­რო­ვის" სის­ტე­მის პის­ტო­ლე­ტით. აღ­მოჩ­ნდა, რომ ნიკო ლო­მი­ნა­ძის თა­ვის ქა­ლა­ზე არ­სე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბის ზომა უფრო მცი­რე ზო­მი­საა ვიდ­რე "მა­კა­რო­ვის" ტყვია. სა­მე­დი­ცი­ნო და ბა­ლის­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტე­ბის ჩვე­ნე­ბით კი ტყვია ძვალ­ზე არა­სო­დეს არ ტო­ვებს თა­ვის­ზე უფრო მცი­რე ზო­მის ჭრი­ლო­ბას. ეს ნიშ­ნავს, რომ ნიკო ლო­მი­ნა­ძე არ არის "მა­კა­რო­ვის" ია­რა­ღით მოკ­ლუ­ლი, რაც კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რომ ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის ჩვე­ნე­ბა მო­გო­ნი­ლია და აბ­სურ­დუ­ლია.

შე­უძ­ლე­ბე­ლია წე­რი­ლის ფორ­მატ­ში, წარ­მო­ჩე­ნი­ლი იქ­ნას ყვე­ლა ის არ­სე­ბი­თი ხა­სი­ა­თის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა რა­საც ად­გი­ლი აქვს ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნის აბ­სურ­დულ ჩვე­ნე­ბებ­ში, რო­მელ­თა სა­ფუძ­ველ­ზეც ორ უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ანს მოს­ჯი­ლი გვაქვს უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა", - ნათ­ქვა­მია გია გვი­ჩი­ა­ნის წე­რილ­ში.

"თე­ლა­სის" მე­ნე­ჯე­რი ნიკა ლო­მი­ნა­ძე 2002 წელს, ბახ­ტრი­ონ­ზე მდე­ბა­რე სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მოკ­ლეს. გია გვი­ჩი­ა­ნი დამ­ნა­შა­ვედ სცნეს და 2006 წელს და­ა­კა­ვეს. გვი­ჩი­ა­ნი "თე­ლას­ში" ექ­სპერ­ტად მუ­შა­ობ­და.

უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა­მის­ჯი­ლი გვი­ჩი­ა­ნი თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ სცნობს და და­კა­ვე­ბას სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის გა­და­ფარ­ვის მი­ზანს უკავ­ში­რებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გია გვიჩიანი ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმის დეტალებზე საუბრობს

გია გვიჩიანი ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმის დეტალებზე საუბრობს

"თელასის" მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული გია გვიჩიანი საქმის ზოგიერთ დეტალს ასაჯაროებს. მსჯავრდებულ გია გვიჩიანის წერილი "ინტერპრესნიუსს" მისმა ოჯახმა მიაწოდა.

"10 სექტემბერს, სააპელაციო სასამართლოში ჩემი შუამდგომლობის საფუძველზე დაიწყება პროცესი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

მე რამდენჯერმე საჯაროდ მოვუწოდე ბატონ ნოდარ ლომინაძეს, წარმოედგინა ერთი მტკიცებულება მაინც, რის გამოც მან ირწმუნა ჩემი დამნაშავეობა. პასუხად მივიღე განცხადება, რომ ნოდარ გვიჩიანის ჩვენება არის მისთვის მტკიცებულება. ეს უცნაურია, რადგანაც დაზარალებული ლომინაძეების ოჯახი საერთოდ არ დასწრებია სასამართლოში ნოდარ გვიჩიანის დაკითხვას. ამიტომ მე საჯაროდ გამოვაქვეყნებ საქმის ზოგიერთ დეტალს.

ვინ არის ნოდარ გვიჩიანი? ის იმ დროისთვის 4-ჯერ ნასამართლევი ცნობილი კრიმინალი, თაღლითი და ნარკომოვაჭრე იყო. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნ. გვიჩიანმა შეცდომაში შეიყვანა კალაძეების ოჯახი, 200 ათასი დოლარი გამოართვა გატაცებული ლევან კალაძის ვითომდა დასაბრუნებლად და შემდეგ ამ თანხის მითვისება აფრასიძეებს დააბრალა. ნოდარ გვიჩიანის მიერ პოლიციისათვის მიცემულმა ცრუ ინფორმაციამ დიდი როლი ითამაშა აფრასიძეების ოჯახის ტრაგედიაში.

2005 წლის 10 ნოემბერს, დიდი ოდენობით ნარკოტიკების გაყიდვის ფაქტზე დაკავებულმა ნოდარ გვიჩიანმა საპყრობილედან თავის დაღწევის მიზნით შეცდომაში შეიყვანა გამოძიება და საპროცესო გარიგების საფუძველზე ჩემს წინააღმდეგ მისცა ცრუ ჩვენება. შედეგად "ადეიშვილის პროკურატურამ" ნოდარ გვიჩიანი სრულად გაათავისუფლა სასჯელისაგან, ხოლო მე საჩვენებლად დამაპატიმრა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ფსევდონიმით გათავისუფლებულმა ნოდარ გვიჩიანმა, სხვა გვარით და სახელით, უკრაინაში კვლავ ჩაიდინა დანაშაული და ამჟამად 20 წლიან სასჯელს იხდის.

აი ამ ადამიანის 9-ჯერ შეცვლილი, აბსურდული და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენების საფუძველზე მაქვს სამუდამო პატიმრობა მოსჯილი. სხვა მტკიცებულება ჩემს წინააღმდეგ არ არსებობს. საზოგადოებისათვის უფრო გასაგები რომ იყოს ამ საქმის აბსურდულობა, წარმოგიდგენთ ნოდარ გვიჩიანის ჩვენებებში არსებული ამოუწურავი არსებითი წინააღმდეგობებიდან მხოლოდ ორს:

ნოდარ გვიჩიანის ჩვენებით, ის თითქოს იყო შუამავალი ჩემსა და ეგრეთ წოდებულ "ქილერს" - ნიკა ჩემიას შორის. ამ ჩვენებით ნიკა ჩემიას დაახლოებით 2 კვირა დასჭირდა მკვლელობის მოსამზადებლად. თითქოს ამ ორი კვირის განმავლობაში ნოდარ გვიჩიანი სხვადახხვა დროს 5-ჯერ შეხვდა ნიკა ჩემიას. 5-ვე შეხვედრა მან ცალ-ცალკე აღწერა.

1. შეხვედრა მკვლელობის შეკვეთის მისაცემად.

2. მეორე დღეს 20 ათასი დოლარი გადასცა ბუკიას ბაღთან.

3. რამდენიმე დღის შემდეგ სახლში ესტუმრა ნიკა ჩემია და უთხრა რომ ნიკო ლომინაძის პიროვნება უკვე შესწავლილი ჰყავდა სახეზე.

4. რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ ესტუმრა ნიკა ჩემია და ამ საქმისათვის სპეციალურად შეძენილი 1500 დოლარიანი "მაკაროვის" მაყუჩიანი იარაღი აჩვენა.

5. რამდენიმე დღის შემდეგ ბახტრიონზე დაინახა ნიკა ჩემია როგორ მიჰყვებოდა მანქანით ნიკო ლომინაძეს. ამ შეხვედრიდან 2 დღეში მოხვდა მკვლელობა.

როგორც შემდეგ დადგინდა, ნოდარ გვიჩიანის და ნიკა ჩემიას მობილური ტელეფონის სატელეფონო ანძების და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ცნობით, მთელ ამ პერიოდში ნიკა ჩემია გერმანიაში იმყოფება, ხოლო ნოდარ გვიჩიანი ბათუმში. გამომდინარე აქედან მათი ხუთივე შეხვედრა შეთხზული და მოგონილია.

სასამართლოზე პროკურორმა სცადა ამ აბსურდის გამოსწორება და ე. წ. "შემსრულებელს" ავთო ხერკელაძეს ათქმევინა (რის შემდეგაც მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება), რომ თითქოს მკვლობის მომზადებას, ნიკა ჩემიამ თვე-თვენახევარი ან მეტი დროც კი მოანდომაო. მაგრამ იქვე გაირკვა, რომ ეს ვერ მოხდებოდა, რადგანაც ნიკო ლომინაძე მკვლელობამდე 20 დღით ადრე, 2002 წლის 27 ივნისიდან 22 ივლისამდე, თითქმის ერთი თვით, იმყოფებოდა ჯერ საფრანგეთში, შემდეგ ვენესუელაში. ხოლო მისი თბილისში ჩამოსვლის მეორე დღეს კი 23 ივლისს, ნიკა ჩემია გაემგზავრა გერმანიაში. ანუ, ნიკა ჩემია და ნიკო ლომინაძე თბილისში ერთდროულად არც ერთი დღე არ იმყოფებიან. გამოძიება 2002 წლის 3 ივლისის უკან ვეღარ წავიდა, რადგან სწორედ 3 ივლისს გათავისუფლდა ნოდარ გვიჩიანი მორიგი პატიმრობიდან. თეორიულადაც კი ნიკა ჩემიას არ შეეძლო ამ მკვლელობის მომზადება. ცხადია ნოდარ გვიჩიანის ჩვენება მთლიანად შეთხზული და მოგონილია.

მე-2 ეპიზოდი მდგომარეობს შემდეგში: ნოდარ გვიჩიანის პირველი 7 ჩვენებით მან მკვლელობის ფაქტი გაიგო სახლში რუსთავი 2-ის გადაცემა კურიერიდან. თითქოს ის მიხვდა რომ მისმა მეგობრებმა შეასრულეს შეკვეთა. მაშინვე სცადა მათთან ტელეფონით დაკავშირება, მაგრამ სამივეს გამორთული ჰქონდა მობილური, შემდეგ თითქოს მივიდა ბახტრიონის ქუჩაზე ერთ-ერთი ე. წ. შემსრულებლის გია პაპაჩაშვილის სახლთან და ქვევიდან დაუძახა. აივნიდან გადმოხედა პაპაჩაშვილის მეუღლემ, სახელად მაიამ და უპასუხა რომ -"გია სახლში არ იყო და თუ სად იყო არ იცოდა". როგორც მერე შეიტყო მკვლელობის შემდეგ ე. წ. შემსრულებლები გაეცალნენ თბილისს და ამიტომ იმ დღეს ვერც ერთს ვერ დაუკავშირდა. მისივე ჩვენებით გარკვეული პერიოდის შემდეგ ე. წ. შემსრულებლები დაბრუნდნენ თბილისში და მოუყვნენ მკვლელობის შესახებ.

გამოძიების მიერ ამოღებული იქნა ინფორმაცია სატელეფონო ანძებიდან და აღმოჩნდა, რომ ნოდარ გვიჩიანი მკვლელობის დროს იმყოფებოდა ბათუმში და არა თბილისში, ამიტომაც გამოძიებამ ნოდარ გვიჩიანს მე-8 ჯერ შეაცვლევინა ჩვენება და დააწერინა, რომ მკვლელობის ფაქტი გაიგო ბათუმში და არა თბილისში. ამ ეპიზოდიდანაც ნათლად ჩანს, რომ გამოძიება გზადაგზა ცდილობდა ნოდარ გვიჩიანის ჩვენებები მიესადაგებინა გამოძიების პროცესში მოპოვებული სხვა მტკიცებულებებისათვის რაც პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა ნოდარ გვიჩიანის ჩვენებებში არსებული გადაულახავი წინააღმდეგობების გამო.

აღსანიშნავია, რომ "ქილერობის" ბრალდებით გასამართლებულ ნიკა ჩემიას აქვს უტყარი ალიბი. მას გერმანიიდან მანქანები ჩამოყავდა თბილისში გასაყიდად. ის მკვლელობამდე 2 დღით ადრე ჩამოდის თბილისში და მკვლელობის დილას კვლავ გერმანიაში მიემგზავრება, რომ მოასწროს ერთ თვიანი ვიზის პირობებში მეორე მანქანის ჩამოყვანა. მკვლელობის სავარაუდო დროს მისი მობილური ტელეფონი რკინიგზის ვაგზალზეა დაფიქსირებული, საიდანაც ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, სულ რვა ადამიანი, მატარებლით მიემგზავრებიან ბათუმში. მათ აქვთ 3 მობილური ტელეფონი და ამოღებული სატელეფონო ანძების მონაცემების მიხედვით, ისინი გადაადგილდებიან ბათუმისაკენ. ოჯახი და მეგობრები რჩებიან ბათუმში, ხოლო ნიკა ჩემია ჩასვლიდან ნახევარ საათში გადაკვეთს სარფის საბაჟოს და თურქეთის გავლით მიემგზავრება გერმანიაში. საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს, რომ ნიკა ჩემია მკვლელობის დროს 7 ადამიანთან ერთად, მატარებლით მიემგზავრება ბათუმისაკენ.

ასევე აღსანიშნავია რომ ამერიკის გფბ-ს ლაბორატორიიდან მიღებული დნმ-ის ანალიზის პასუხით, მკვლელობის ადგილიდან აღებული დნმ-ის ნიმუშები (ნერწყვი, თმის ღერები) და თითის ანაბეჭდი არ დაემთხვა ნიკა ჩემიას, ავთო ხერკელაძის, გია პაპაჩაშვილის და ნოდარ გვიჩიანის შესაბამის მონაცემებს. ამიტომაც ეს დასკვნა დამალა ადეიშვილის პროკურატურამ და არ წარმოადგინა სასამართლოში.

ნოდარ გვიჩიანის ჩვენებების მიხედვით, თითქოსდა ნიკა ჩემიამ მკვლელობა განახორციელა "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტით. აღმოჩნდა, რომ ნიკო ლომინაძის თავის ქალაზე არსებული ჭრილობის ზომა უფრო მცირე ზომისაა ვიდრე "მაკაროვის" ტყვია. სამედიცინო და ბალისტიკური ექსპერტების ჩვენებით კი ტყვია ძვალზე არასოდეს არ ტოვებს თავისზე უფრო მცირე ზომის ჭრილობას. ეს ნიშნავს, რომ ნიკო ლომინაძე არ არის "მაკაროვის" იარაღით მოკლული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნოდარ გვიჩიანის ჩვენება მოგონილია და აბსურდულია.

შეუძლებელია წერილის ფორმატში, წარმოჩენილი იქნას ყველა ის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა რასაც ადგილი აქვს ნოდარ გვიჩიანის აბსურდულ ჩვენებებში, რომელთა საფუძველზეც ორ უდანაშაულო ადამიანს მოსჯილი გვაქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა", - ნათქვამია გია გვიჩიანის წერილში.

"თელასის" მენეჯერი ნიკა ლომინაძე 2002 წელს, ბახტრიონზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. გია გვიჩიანი დამნაშავედ სცნეს და 2006 წელს დააკავეს. გვიჩიანი "თელასში" ექსპერტად მუშაობდა.

უვადო პატიმრობამისჯილი გვიჩიანი თავს უდანაშაულოდ სცნობს და დაკავებას სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გადაფარვის მიზანს უკავშირებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ