მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია ფანჯიკიძე - მთავრობაში რაიმე ცვლილებებზე საუბარი არ არის
მაია ფანჯიკიძე - მთავრობაში რაიმე ცვლილებებზე საუბარი არ არის

მას შემ­დეგ, რაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პოსტს და­ტო­ვებს, მთავ­რო­ბა­ში რა­ი­მე ცვლი­ლე­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი არ არის, - ამის შე­სა­ხებ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მაია ფან­ჯი­კი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა თა­ვის წე­რილ­ში ახ­სე­ნა, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, მთავ­რო­ბა იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე კარ­გი მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ჰყო­ლია. მან პი­რო­ბა დადო, რომ ეს იქ­ნე­ბა ქმე­დი­თი და არა­კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი მთავ­რო­ბა", - გა­ნა­ცხა­და მაია ფან­ჯი­კი­ძემ.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გუ­შინ­დელ ღია წე­რილ­ში აღ­ნიშნ,რომ მისი პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შემ­დეგ მთავ­რო­ბა დარ­ჩე­ბა ქმე­დი­თი, ევ­რო­პუ­ლი ტი­პის, არა­კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი და ქვე­ყა­ნას სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვანს.

მი­სი­ვე თქმით, ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­მელ­საც სა­კუ­თარ გუნდსა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შეს­თა­ვა­ზებს, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბა იქ­ნე­ბა და წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თმევს თავს მის­თვის და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბებს.

"მე ვიძ­ლე­ვი გა­რან­ტი­ას, რომ მთავ­რო­ბა დარ­ჩე­ბა ქმე­დი­თი, ევ­რო­პუ­ლი ტი­პის, არა­კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი და ქვე­ყა­ნას სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვანს. თუმ­ცა, გა­რან­ტია, რო­გორც წესი, რა­მით უნდა იყოს გამ­ყა­რე­ბუ­ლი. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში კი ცოტა რთუ­ლა­დაა საქ­მე, რად­გან იმ თა­ნამ­დე­ბო­ბით ვარ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, რომ­ლის და­ტო­ვე­ბა­საც ვა­პი­რებ. ამი­ტომ რჩე­ბა მარ­ტო ჩემი პა­ტი­ო­სა­ნი სი­ტყვა, რო­მელ­საც მე ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ, რო­გორ­საც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი ანი­ჭებ­დნენ. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მყო­ფი და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად, ჩვენ მო­ვა­ხერ­ხებთ სა­ჯა­როდ მივ­ცეთ გუნდს შე­ნიშ­ვნე­ბი, რომ­ლე­ბიც, გარ­წმუ­ნებთ, უფრო მტკივ­ნე­უ­ლი და უფრო ეფექ­ტუ­რიც იქ­ნე­ბა, და არა მარ­ტო შე­ნიშ­ვნე­ბი, არა­მედ – პო­ზი­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბე­ბიც, რაც არა­ნაკ­ლებ სა­ჭი­როა. და რაც მთა­ვა­რია, თუ ჩვენ გვექ­ნე­ბა ქვეყ­ნი­სა თუ ცალ­კე­უ­ლი სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ჯან­სა­ღი იდე­ე­ბი, არც ამ იდე­ე­ბის მი­წო­დე­ბა გახ­დე­ბა რთუ­ლი მთავ­რო­ბი­სა და პარ­ლა­მენ­ტის­თვის", - აცხა­დებს პრე­მი­ე­რი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მაია ფანჯიკიძე - მთავრობაში რაიმე ცვლილებებზე საუბარი არ არის

მაია ფანჯიკიძე - მთავრობაში რაიმე ცვლილებებზე საუბარი არ არის

მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოსტს დატოვებს, მთავრობაში რაიმე ცვლილებებზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

"ბიძინა ივანიშვილმა თავის წერილში ახსენა, რომ დარწმუნებულია, მთავრობა იქნება ყველაზე კარგი მთავრობა, რომელიც საქართველოს ჰყოლია. მან პირობა დადო, რომ ეს იქნება ქმედითი და არაკორუმპირებული მთავრობა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელ ღია წერილში აღნიშნ,რომ მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მთავრობა დარჩება ქმედითი, ევროპული ტიპის, არაკორუმპირებული და ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს.

მისივე თქმით, ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც საკუთარ გუნდსა და საზოგადოებას შესთავაზებს, ძალიან საინტერესო პიროვნება იქნება და წარმატებით გაართმევს თავს მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს.

"მე ვიძლევი გარანტიას, რომ მთავრობა დარჩება ქმედითი, ევროპული ტიპის, არაკორუმპირებული და ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს. თუმცა, გარანტია, როგორც წესი, რამით უნდა იყოს გამყარებული. ჩემს შემთხვევაში კი ცოტა რთულადაა საქმე, რადგან იმ თანამდებობით ვარ პასუხისმგებელი, რომლის დატოვებასაც ვაპირებ. ამიტომ რჩება მარტო ჩემი პატიოსანი სიტყვა, რომელსაც მე ისეთივე მნიშვნელობას ვანიჭებ, როგორსაც ჩვენი წინაპრები ანიჭებდნენ. საზოგადოებაში მყოფი და საზოგადოებასთან ერთად, ჩვენ მოვახერხებთ საჯაროდ მივცეთ გუნდს შენიშვნები, რომლებიც, გარწმუნებთ, უფრო მტკივნეული და უფრო ეფექტურიც იქნება, და არა მარტო შენიშვნები, არამედ – პოზიტიური შეფასებებიც, რაც არანაკლებ საჭიროა. და რაც მთავარია, თუ ჩვენ გვექნება ქვეყნისა თუ ცალკეული სამინისტროების განვითარების ჯანსაღი იდეები, არც ამ იდეების მიწოდება გახდება რთული მთავრობისა და პარლამენტისთვის", - აცხადებს პრემიერი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა