სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლში" "ახალი ნათების" განსხვავებული ტიპის მაღაზია, სახელწოდებით - Philips Gift Shop გაიხსნა.
Philips Gift Shop - ში წარმოდგენილი იქნება მხოლოდ Philips-ისა და Massive By Philips ბრენდების სასაჩუქრე - სანათი საშუალებები.
ეს არის ყველანაირ გემოვნებაზე და ყველა ასაკზე გათვლილი უმაღლესი ხარისხის სანათები, რომლებიც წარმოებულია ევროპაში. აქვე იქნება წარმოდგენილი ნათურებისა და სხვა დამატებითი აქსესუარების სტენდებიც.
მსურველებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ Philips-ის უმაღლესი ხარისხის საავტომობილო ნათურები და ელემენტები.
გახსნასთან დაკავშირებით 30 სექტემბრის ჩათვლით მაღაზიაში იქნება 20%-იანი ფასდაკლება წარმოდგენილ პროდუქციაზე.
მაღაზია მდებარეობს თბილისი მოლში მე-3 სართულზე.
კომპანია "ახალი ნათება" 1999 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე.პირველი მაღაზია სალონი ამავე წელს გაიხსნა დიდუბის ქუჩა 6 ნომერში. კომპანიამ საკმაოდ მალე მიაღწია წარმატებას განათებისა და არქიტექტურის სფეროში და გახდა ერთ-ერთი პრესტიჟული ბრენდი არა მარტო თბილისში, არამედ მთელს საქართველოში. "ახალ ნათებაში" წარმოდგენილია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი განათების გიგანტების პროდუქცია, მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდების როგორებიცაა: Philips, Artemide, Osram, Kolarz, Opple.
"ახალი ნათების" მაღაზიებში წარმოდგენილი პროდუქცია იწარმოება: გერმანიში, ბელგიაში, პოლონეთში, თურქეთში, ავსტრიაში, საბერძნეთში, საფრანგეთში, იტალიაში და ჩინეთში.
წარმოდგენილი 5000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია მოიცავს როგორც ნათურებს, (საყოფაცხოვრებო და სპეც ნათურები) ასევე სანათ საშუალებებს. სანათები როგორც ინტერიერისათვის, ასევე ექსტერიერისათვის და ლანდშაფტებისათვის.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9