სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაშარ ელ-ასადი - ვინც ბრალს მდებს ქიმიური იარაღის გამოყენებაში, მტკიცებულებები უნდა წარადგინოს
ბაშარ ელ-ასადი - ვინც ბრალს მდებს ქიმიური იარაღის გამოყენებაში, მტკიცებულებები უნდა წარადგინოს

ნე­ბის­მი­ერ­მა, ვინც ბრალს მდებს, ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უნდა წა­რად­გი­ნოს, - ამის შე­სა­ხებ სი­რი­ის ლი­დე­რი ბა­შარ ელ-ასა­დი ფრან­გულ გა­ზეთ Le Figaro-სთვის მი­ცე­მულ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს. რო­გორც ბა­შარ ელ-ასა­დი აღ­ნიშ­ნავს, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და საფ­რან­გეთს სთხო­ვა წა­რედ­გი­ნათ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. სი­რი­ის ლი­დე­რი გან­მარ­ტავს, რომ აღ­ნიშ­ნულ ბრალ­დე­ბა­ში ლო­გი­კას ვერ ხე­დავს.

"ნე­ბის­მი­ერ­მა, ვინც ბრალს მდებს ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უნდა წა­რად­გი­ნოს. ჩვენ ვთხო­ვეთ აშშ-სა და საფ­რან­გეთს, თუნ­დაც ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა წა­რედ­გი­ნათ. ობა­მამ და ოლან­დმა ვერ შეს­ძლეს ეს, თუნ­დაც თა­ვი­ან­თი ხალ­ხის წი­ნა­შე. არა­ფერს ვამ­ბობ იმა­ზე, ფლობს თუ არა სი­რი­ის ჯარი მსგავს ია­რაღს. მო­დით ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ჩვენ ჯარს სურს მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა: შე­საძ­ლოა თუ არა მან ეს ია­რა­ღი გა­მო­ი­ყე­ნოს იმ ად­გი­ლას, სა­დაც ჯარი დგას და სა­დაც თვით ჯა­რის­კა­ცე­ბი და­შავ­დნენ ამ ია­რა­ღით, რო­გორც ეს აღ­ნიშ­ნეს გა­ე­როს ინ­სპექ­ტო­რებ­მა, რო­დე­საც მო­ი­ნა­ხუ­ლეს ისი­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში?! სად არის ლო­გი­კა?!", - აღ­ნიშ­ნა ბა­შარ ელ-ასად­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, თუ რა იქ­ნე­ბა სი­რი­ის პა­სუ­ხი სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, ბა­შარ ელ-ასა­დი აცხა­დებს, რომ არა­ვინ იცის, თუ რა მოჰ­ყვე­ბა პირ­ველ დარ­ტყმას.

"ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი დენ­თის კას­რია და დღეს ცე­ცხლი უახ­ლოვ­დე­ბა ამ რე­გი­ონს. უნდა ვი­სა­უბ­როთ იმა­ზე, თუ რა მოჰ­ყვე­ბა პირ­ველ დარ­ტყმას. არა­ვინ იცის, რა მოხ­დე­ბა. ყვე­ლა­ნი დაჰ­კარ­გა­ვენ სი­ტუ­ა­ცი­ის კონ­ტრო­ლის სა­და­ვე­ებს, რო­დე­საც დენ­თის კას­რი აფეთ­ქდე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ ქა­ო­სი და ექ­სტრე­მიზ­მი მო­იდ­გამს ფეხს. ეს კი ომის საფრ­თხეს მთე­ლი რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბებ­ში მო­ი­ცავს", - აღ­ნიშ­ნა ბა­შარ ელ-ასად­მა.

სი­რი­ის ლი­დერ­მა ქვეყ­ნის მტრებ­ზეც ისა­უბ­რა. ბა­შარ ელ-ასა­დის თქმით, ნე­ბის­მი­ე­რი, ვინც ხელს უწყობს ტე­რო­რის­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას ფი­ნან­სუ­რი და სამ­ხედ­რო კუ­თხით, სი­რი­ე­ლი ხალ­ხის მტე­რია.

"ნე­ბის­მი­ე­რი, ვინც მოქ­მე­დებს სი­რი­ი­სა და სი­რი­ე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მტე­რია. ფრან­გი ხალ­ხი არაა ჩვე­ნი მტე­რი, მაგ­რამ საფ­რან­გე­თის პო­ლი­ტი­კა მტრუ­ლია სი­რი­ე­ლი ხალ­ხი­სად­მი. მა­ნამ, სა­ნამ ეს პო­ლი­ტი­კა მტრუ­ლი იქ­ნე­ბა, საფ­რან­გე­თი ჩვე­ნი მტე­რი იქ­ნე­ბა. ეს მტრო­ბა კი მა­შინ მორ­ჩე­ბა, რო­დე­საც საფ­რან­გე­თი შეც­ვლის თა­ვის პო­ლი­ტი­კას", - აღ­ნიშ­ნა ბა­შარ ელ-ასად­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Le Figaro-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

ბაშარ ელ-ასადი - ვინც ბრალს მდებს ქიმიური იარაღის გამოყენებაში, მტკიცებულებები უნდა წარადგინოს

ბაშარ ელ-ასადი - ვინც ბრალს მდებს ქიმიური იარაღის გამოყენებაში, მტკიცებულებები უნდა წარადგინოს

ნებისმიერმა, ვინც ბრალს მდებს, ქიმიური იარაღის გამოყენებაში, მტკიცებულებები უნდა წარადგინოს, - ამის შესახებ სირიის ლიდერი ბაშარ ელ-ასადი ფრანგულ გაზეთ Le Figaro-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს. როგორც ბაშარ ელ-ასადი აღნიშნავს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთს სთხოვა წარედგინათ მტკიცებულებები. სირიის ლიდერი განმარტავს, რომ აღნიშნულ ბრალდებაში ლოგიკას ვერ ხედავს.

"ნებისმიერმა, ვინც ბრალს მდებს ქიმიური იარაღის გამოყენებაში, მტკიცებულებები უნდა წარადგინოს. ჩვენ ვთხოვეთ აშშ-სა და საფრანგეთს, თუნდაც ერთი მტკიცებულება წარედგინათ. ობამამ და ოლანდმა ვერ შესძლეს ეს, თუნდაც თავიანთი ხალხის წინაშე. არაფერს ვამბობ იმაზე, ფლობს თუ არა სირიის ჯარი მსგავს იარაღს. მოდით ვივარაუდოთ, რომ ჩვენ ჯარს სურს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება: შესაძლოა თუ არა მან ეს იარაღი გამოიყენოს იმ ადგილას, სადაც ჯარი დგას და სადაც თვით ჯარისკაცები დაშავდნენ ამ იარაღით, როგორც ეს აღნიშნეს გაეროს ინსპექტორებმა, როდესაც მოინახულეს ისინი საავადმყოფოში?! სად არის ლოგიკა?!", - აღნიშნა ბაშარ ელ-ასადმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა იქნება სირიის პასუხი სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, ბაშარ ელ-ასადი აცხადებს, რომ არავინ იცის, თუ რა მოჰყვება პირველ დარტყმას.

"ახლო აღმოსავლეთი დენთის კასრია და დღეს ცეცხლი უახლოვდება ამ რეგიონს. უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მოჰყვება პირველ დარტყმას. არავინ იცის, რა მოხდება. ყველანი დაჰკარგავენ სიტუაციის კონტროლის სადავეებს, როდესაც დენთის კასრი აფეთქდება. სამაგიეროდ ქაოსი და ექსტრემიზმი მოიდგამს ფეხს. ეს კი ომის საფრთხეს მთელი რეგიონის მასშტაბებში მოიცავს", - აღნიშნა ბაშარ ელ-ასადმა.

სირიის ლიდერმა ქვეყნის მტრებზეც ისაუბრა. ბაშარ ელ-ასადის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხელს უწყობს ტერორისტების გაძლიერებას ფინანსური და სამხედრო კუთხით, სირიელი ხალხის მტერია.

"ნებისმიერი, ვინც მოქმედებს სირიისა და სირიელი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, მტერია. ფრანგი ხალხი არაა ჩვენი მტერი, მაგრამ საფრანგეთის პოლიტიკა მტრულია სირიელი ხალხისადმი. მანამ, სანამ ეს პოლიტიკა მტრული იქნება, საფრანგეთი ჩვენი მტერი იქნება. ეს მტრობა კი მაშინ მორჩება, როდესაც საფრანგეთი შეცვლის თავის პოლიტიკას", - აღნიშნა ბაშარ ელ-ასადმა.

მომზადებულია Le Figaro-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა