პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერები 5 სექტემბერს, 15:00 საათზე, საჯაროდ განადგურდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.
მისი განმარტებით, ვიდეოჩანაწერების განადგურება ე.წ. მოდულის შენობაში მედიის თანდასწრებით მოხდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ფარული ჩანაწერების განადგურების საკითხზე შექმნილი შესაბამისი კომისიის სხდომაზე მიიღეს, რომელიც დღეს საღამოს გაიმართა.
"ინტერპრესნიუსი"