პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ბაქრაძე - პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ივანიშვილის განცხადება ქვეყნისთვის სერიოზულ რისკებს შეიცავს
დავით ბაქრაძე - პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ივანიშვილის განცხადება ქვეყნისთვის სერიოზულ რისკებს შეიცავს

პო­ლი­ტი­კი­დან და და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სურ­ვი­ლი და მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ქვეყ­ნის­თვის სე­რი­ო­ზულ რის­კებს შე­ი­ცავს , - ამის შე­სა­ხებ, დღეს გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დერ­მა და­ვით ბაქ­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და. იგი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ეს გან­ზრახ­ვა ქვე­ყა­ნა­სა და მო­სახ­ლე­ო­ბას სი­კე­თეს ვერ მო­უ­ტანს.

"პირ­ვე­ლი, ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კი­სათ­ვის, რო­მე­ლიც ისე­დაც ღრმა კრი­ზი­სის მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ასე­თი ტი­პის გან­ცხა­დე­ბა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს, რად­გან არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­ცდას აძ­ლი­ე­რებს და ნე­ბის­მი­ე­რი უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რის ან ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის­თვის, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ბიზ­ნე­სის და­წყე­ბას გეგ­მავს, ასე­თი ტი­პის გან­ცხა­დე­ბა რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ან გა­ურ­კვევ­ლო­ბას ნიშ­ნავს. ასე­თი ტი­პის გან­ცხა­დე­ბა ქვეყ­ნის­თვის ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის საფრ­თხის შემ­ცვე­ლია. მე­ო­რე ფაქ­ტო­რი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ გა­ცე­მულ წი­ნა­სა­არ­ჩე­ვო და­პი­რე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. და­სა­მა­ლი არ არის, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის თვალ­ში ეს და­პი­რე­ბე­ბი და მათი შეს­რუ­ლე­ბა პირ­ველ რიგ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. ამ და­პი­რე­ბე­ბის დიდი ნა­წი­ლი დღემ­დე შე­უს­რუ­ლე­ბე­ლია. მა­გა­ლი­თის­თვის მე და­ვა­სა­ხე­ლებ­დი ასი გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მოს შექ­მნას, 230 ლა­რი­ან პენ­სი­ას, იპო­თე­კა­რე­ბის დახ­მა­რე­ბა­სა და კრე­დი­ტე­ბის და­ფარ­ვას. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის წას­ვლა ნიშ­ნავს იმას, რომ ეს და­პი­რე­ბე­ბი და­პი­რე­ბად დარ­ჩე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბა ვერ მი­ი­ღებს იმას, რის გა­მოც ხმა კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" მის­ცა. კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რი გახ­ლავთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტის საფრ­თხე, რად­გან ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სა­გა­რეო გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას. ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ რუ­სე­თის მხრი­დან მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცია გრძელ­დე­ბა. ორი რე­გი­ო­ნი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია, ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ სი­რი­ის კრი­ზისს შე­საძ­ლოა სე­რი­ო­ზუ­ლი გავ­ლე­ნა ჰქონ­დეს რე­გი­ონ­ზე და ქვე­ყა­ნა­ზე, ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს შიდა სტა­ბი­ლუ­რო­ბის პრობ­ლე­მა. იმ პი­რო­ბებ­ში, როცა კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­მა­ვალ პარ­ტი­ებს გა­აჩ­ნი­ათ ძი­რე­უ­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვა მთელ რიგ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამ ყვე­ლაფ­რის გა­რან­ტო­რი ლე­გი­ტი­მუ­რად ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მხარ­და­ჭე­რით არ­ჩე­უ­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრია. მისი წას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, ვში­შობ, რომ ქვე­ყა­ნა­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დე­ფი­ცი­ტი შე­იქ­მნე­ბა, რაც ქვე­ყა­ნა­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა და არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბას და ქა­ო­სის გან­ცდას გა­აძ­ლი­ე­რებს", - აღ­ნიშ­ნა და­ვით ბაქ­რა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დავით ბაქრაძე - პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ივანიშვილის განცხადება ქვეყნისთვის სერიოზულ რისკებს შეიცავს

დავით ბაქრაძე - პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ივანიშვილის განცხადება ქვეყნისთვის სერიოზულ რისკებს შეიცავს

პოლიტიკიდან და დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ ბიძინა ივანიშვილის სურვილი და მის მიერ გაკეთებული განცხადება ქვეყნისთვის სერიოზულ რისკებს შეიცავს , - ამის შესახებ, დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. იგი დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრის ეს განზრახვა ქვეყანასა და მოსახლეობას სიკეთეს ვერ მოუტანს.

"პირველი, ქართული ეკონომიკისათვის, რომელიც ისედაც ღრმა კრიზისის მდგომარეობაშია, ასეთი ტიპის განცხადება ძალიან სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან არასტაბილურობის განცდას აძლიერებს და ნებისმიერი უცხოელი ინვესტორის ან ქართველი ბიზნესმენისთვის, რომელიც ქვეყანაში ბიზნესის დაწყებას გეგმავს, ასეთი ტიპის განცხადება რამდენიმეთვიან გაურკვევლობას ნიშნავს. ასეთი ტიპის განცხადება ქვეყნისთვის ეკონომიკური კრიზისის საფრთხის შემცველია. მეორე ფაქტორი "ქართული ოცნების" მიერ გაცემულ წინასაარჩევო დაპირებებს უკავშირდება. დასამალი არ არის, რომ ქართველი ხალხის თვალში ეს დაპირებები და მათი შესრულება პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. ამ დაპირებების დიდი ნაწილი დღემდე შეუსრულებელია. მაგალითისთვის მე დავასახელებდი ასი გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას, 230 ლარიან პენსიას, იპოთეკარების დახმარებასა და კრედიტების დაფარვას. პრემიერ-მინისტრის წასვლა ნიშნავს იმას, რომ ეს დაპირებები დაპირებად დარჩება და მოსახლეობა ვერ მიიღებს იმას, რის გამოც ხმა კოალიცია "ქართულ ოცნებას" მისცა. კიდევ ერთი ფაქტორი გახლავთ ხელისუფლების დეფიციტის საფრთხე, რადგან ქვეყანა ძალიან სერიოზული საგარეო გამოწვევის წინაშე დგას. ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთის მხრიდან მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. ორი რეგიონი ოკუპირებულია, ნუ დაგვავიწყდება, რომ სირიის კრიზისს შესაძლოა სერიოზული გავლენა ჰქონდეს რეგიონზე და ქვეყანაზე, ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოში არსებობს შიდა სტაბილურობის პრობლემა. იმ პირობებში, როცა კოალიციაში შემავალ პარტიებს გააჩნიათ ძირეულად განსხვავებული ხედვა მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, ამ ყველაფრის გარანტორი ლეგიტიმურად ყველაზე მაღალი მხარდაჭერით არჩეული პრემიერ-მინისტრია. მისი წასვლის შემთხვევაში, ვშიშობ, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღების დეფიციტი შეიქმნება, რაც ქვეყანაზე უარყოფითად აისახება და არასტაბილურობას და ქაოსის განცდას გააძლიერებს", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა