სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დემურ გიორხელიძე - "კოლექტიური შიზოფრენია შეგეყარათ თუ კოლექტიური ღალატის ბუზი დაგაჯდათ შუბლზე?"
დემურ გიორხელიძე - "კოლექტიური შიზოფრენია შეგეყარათ თუ კოლექტიური ღალატის ბუზი დაგაჯდათ შუბლზე?"

"რა ხდე­ბა მსოფ­ლი­ო­ში, აზ­რზე ხართ?! ამ პო­ლი­ტი­კურ იწი­ლო-ბი­წი­ლო­ში რომ გარ­თულ­ხართ და ერ­თმა­ნე­თის ძი­რის გა­მო­თხრა­ზე ენერ­გი­ას არ იშუ­რებთ, სი­რია-ირა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით რომ ძა­ლის­მი­ე­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ი­წყოს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა რომ შე­იძ­ლე­ბა შე­ე­წი­როს, უშ­ვებთ ამ აზრს? ახლა მა­ინც ვიმ­სჯე­ლოთ იმ სა­შიშ­რო­ე­ბა­ზე, რო­მე­ლიც გარ­და­უ­ვა­ლი ხდე­ბა. კო­ლექ­ტი­უ­რი ში­ზოფ­რე­ნია შე­გე­ყა­რათ თუ კო­ლექ­ტი­უ­რი ღა­ლა­ტის ბუზი და­გაჯ­დათ შუბ­ლზე? აზ­რზე მო­დით! შე­წყვი­ტეთ 22-წლი­ა­ნი ლან­ძღვა-გი­ნე­ბა... სა­შიშ­რო­ე­ბაა წინ", - ასე მი­მარ­თა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ანა­ლი­ტი­კოს­მა დე­მურ გი­ორ­ხე­ლი­ძემ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ ჯგუფს.

დე­მურ გი­ორ­ხე­ლი­ძე: - მთე­ლი მსოფ­ლიო ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ზე ლა­პა­რა­კობს, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში კი, რო­მე­ლიც ამ გე­ოს­ტრა­ტე­გი­უ­ლი სივ­რცის ნა­წი­ლია, ჩა­მი­ჩუ­მი არ ის­მის. გა­მა­ოგ­ნა იმ პრობ­ლე­მის იგ­ნო­რი­რე­ბამ, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა და­უდ­გეს სა­ხელ­მწი­ფოს, თუ რე­გი­ო­ნუ­ლი მას­შტა­ბის კრი­ზი­სი და­ი­წყო. ამა­ზე სა­უბ­რის ნაც­ვლად ლა­პა­რა­კია 2-3 საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე... სი­რი­ა­ში ომის პა­რა­ლე­ლუ­რად ირან­სა და ის­რა­ელს შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა რომ და­ი­წყოს, რუ­სე­ბიც გა­აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცი­ის გან­სამ­ტკი­ცებ­ლად და სა­ქარ­თვე­ლო­საც გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ... თუკი სი­რი­ა­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბა და­ი­წყე­ბა (სა­ბედ­ნი­ე­როდ, ახლა მო­ლა­პა­რა­კე­ბის­კენ წა­ვი­და პრო­ცე­სი), ირა­ნი და­არ­ტყამს ის­რა­ელს. 350 ათა­სი კბი­ლე­ბამ­დე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი რუსი ჯა­რის­კა­ცი რა­ტომ დგას ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის სამ­ხედ­რო ოლ­ქში? ცხინ­ვალ­ში რუ­სე­ბის შე­მოს­ვლას ის მი­ზა­ნი აქვს, რომ დიდი კონ­ფლიქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში რუ­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­იჭ­რან და ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ქვე­ყა­ნა შუ­ა­ზე გა­წყვი­ტონ.

წლე­ვან­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი თვა­ლებ­გად­მო­კარ­კლუ­ლი იდი­ო­ტის, ყო­ფი­ლი ბე­ლა­დის გა­რე­შე ტარ­დე­ბა და ქარ­თველ ხალ­ხს მო­უ­წევს ეძე­ბოს არა მხსნე­ლი მე­სია, არა­მედ სა­ღად მო­აზ­როვ­ნე. მთა­ვა­რია, გა­ვი­აზ­როთ, თუ პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა არ შე­იც­ვა­ლა, ქვე­ყა­ნა­ში არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა. 22 წე­ლია ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის ფარ­გლებ­ში ხდე­ბა გა­და­ნაც­ვლე­ბე­ბი. მხსნე­ლის ძებ­ნის დრო მთავ­რდე­ბა.

- რა ხდე­ბა კუ­ლი­სებ­ში? რო­გორც ვიცი, ვერც კო­ა­ლი­ცი­ა­შია კარ­გად საქ­მე.....

- შეც­დო­მა იყო გა­რე­დან თავ­სმოხ­ვე­უ­ლი კო­ა­ბი­ტა­ცია, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და იმ პარ­ტი­ის ბირ­თვის გა­დარ­ჩე­ნას, რო­მელ­მაც მო­მა­ვალ­ში გან­სა­ზღვრუ­ლი ფუნ­ქცია უნდა შე­ას­რუ­ლოს პო­ლი­ტი­კა­ში. კო­ა­ბი­ტა­ცია არ იყო სა­ჭი­რო, რად­გან არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, პარ­ტი­ას აუკ­რძა­ლოს არ­სე­ბო­ბა, თუ მის მი­მართ რა­ი­მე სა­სა­მარ­თლო გა­ნა­ჩე­ნი არ არის გა­მო­ტა­ნი­ლი. რა სა­ჭი­რო იყო მთავ­რო­ბის ზრუნ­ვა პარ­ტი­ის გა­დარ­ჩე­ნა­ზე, რო­დე­საც პარ­ტი­ის გა­დამ­რჩე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლია? კო­ა­ბი­ტა­ცი­ის ხე­ლოვ­ნურ­მა პრო­ცეს­მა კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და­ა­ზა­რა­ლა და ფეხ­ზე და­ა­ყე­ნა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", რო­მე­ლიც კარ­გად გა­მოწრთო­ბი­ლი ჯგუ­ფია, დიდ რე­სურ­სებს, სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებს ფლობს და არც მხარ­და­ჭე­რა აკ­ლია გა­რე­დან.

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ იცის, რომ 2007 წლი­დან, რო­დე­საც "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ავ­ტო­რი­ტე­ტის გა­უ­ა­რე­სე­ბა და­ი­წყო და კრი­ზი­სი აშ­კა­რა იყო, ოპო­ზი­ცი­ის გა­მოს­ვლე­ბი, და­სა­წყის­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

დემურ გიორხელიძე - "კოლექტიური შიზოფრენია შეგეყარათ თუ კოლექტიური ღალატის ბუზი დაგაჯდათ შუბლზე?"

დემურ გიორხელიძე - "კოლექტიური შიზოფრენია შეგეყარათ თუ კოლექტიური ღალატის ბუზი დაგაჯდათ შუბლზე?"

"რა ხდება მსოფლიოში, აზრზე ხართ?! ამ პოლიტიკურ იწილო-ბიწილოში რომ გართულხართ და ერთმანეთის ძირის გამოთხრაზე ენერგიას არ იშურებთ, სირია-ირანის მიმართულებით რომ ძალისმიერი მოქმედებები დაიწყოს, საქართველოს სახელმწიფოებრიობა რომ შეიძლება შეეწიროს, უშვებთ ამ აზრს? ახლა მაინც ვიმსჯელოთ იმ საშიშროებაზე, რომელიც გარდაუვალი ხდება. კოლექტიური შიზოფრენია შეგეყარათ თუ კოლექტიური ღალატის ბუზი დაგაჯდათ შუბლზე? აზრზე მოდით! შეწყვიტეთ 22-წლიანი ლანძღვა-გინება... საშიშროებაა წინ", - ასე მიმართა სოციალური ქსელით ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ ხელისუფლებასა და პასუხისმგებლობის მქონე ყველა პოლიტიკურ ჯგუფს.

დემურ გიორხელიძე: - მთელი მსოფლიო ახლო აღმოსავლეთზე ლაპარაკობს, ჩვენს ქვეყანაში კი, რომელიც ამ გეოსტრატეგიული სივრცის ნაწილია, ჩამიჩუმი არ ისმის. გამაოგნა იმ პრობლემის იგნორირებამ, რომელიც შეიძლება დაუდგეს სახელმწიფოს, თუ რეგიონული მასშტაბის კრიზისი დაიწყო. ამაზე საუბრის ნაცვლად ლაპარაკია 2-3 საპრეზიდენტო კანდიდატს შორის დაპირისპირებაზე... სირიაში ომის პარალელურად ირანსა და ისრაელს შორის შეიარაღებული დაპირისპირება რომ დაიწყოს, რუსებიც გააქტიურდებიან თავიანთი პოზიციის განსამტკიცებლად და საქართველოსაც გამოიყენებენ... თუკი სირიაში საომარი მოქმედება დაიწყება (საბედნიეროდ, ახლა მოლაპარაკებისკენ წავიდა პროცესი), ირანი დაარტყამს ისრაელს. 350 ათასი კბილებამდე შეიარაღებული რუსი ჯარისკაცი რატომ დგას ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქში? ცხინვალში რუსების შემოსვლას ის მიზანი აქვს, რომ დიდი კონფლიქტის შემთხვევაში რუსები საქართველოში შემოიჭრან და ნახევარ საათში ქვეყანა შუაზე გაწყვიტონ.

წლევანდელი არჩევნები თვალებგადმოკარკლული იდიოტის, ყოფილი ბელადის გარეშე ტარდება და ქართველ ხალხს მოუწევს ეძებოს არა მხსნელი მესია, არამედ საღად მოაზროვნე. მთავარია, გავიაზროთ, თუ პოლიტიკური ელიტა არ შეიცვალა, ქვეყანაში არაფერი შეიცვლება. 22 წელია ერთი პოლიტიკური ელიტის ფარგლებში ხდება გადანაცვლებები. მხსნელის ძებნის დრო მთავრდება.

- რა ხდება კულისებში? როგორც ვიცი, ვერც კოალიციაშია კარგად საქმე.....

- შეცდომა იყო გარედან თავსმოხვეული კოაბიტაცია, რომელიც მიზნად ისახავდა იმ პარტიის ბირთვის გადარჩენას, რომელმაც მომავალში განსაზღვრული ფუნქცია უნდა შეასრულოს პოლიტიკაში. კოაბიტაცია არ იყო საჭირო, რადგან არავის აქვს უფლება, პარტიას აუკრძალოს არსებობა, თუ მის მიმართ რაიმე სასამართლო განაჩენი არ არის გამოტანილი. რა საჭირო იყო მთავრობის ზრუნვა პარტიის გადარჩენაზე, როდესაც პარტიის გადამრჩენი ამომრჩეველია? კოაბიტაციის ხელოვნურმა პროცესმა კოალიცია "ქართული ოცნება" დააზარალა და ფეხზე დააყენა "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც კარგად გამოწრთობილი ჯგუფია, დიდ რესურსებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს ფლობს და არც მხარდაჭერა აკლია გარედან.

საზოგადოებამ არ იცის, რომ 2007 წლიდან, როდესაც "ნაცმოძრაობის" ავტორიტეტის გაუარესება დაიწყო და კრიზისი აშკარა იყო, ოპოზიციის გამოსვლები, დასაწყისში ხელისუფლების ორგანიზებული იყო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა