კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უფროსმა ბუშმა შემთხვევით მანდელას ოჯახს მიუსამძიმრა
უფროსმა ბუშმა შემთხვევით მანდელას ოჯახს მიუსამძიმრა

ჯორჯ ბუში-უფ­რო­სის პრეს-სამ­სა­ხურ­მა აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­ხე­ლით ნელ­სონ მან­დე­ლას ოჯა­ხის სა­ხელ­ზე შემ­თხვე­ვით სამ­ძი­მა­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. გან­ცხა­დე­ბა­ში ჯორჯ ბუში-უფ­რო­სი მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო, მა­შინ რო­დე­საც მან­დე­ლა 1-ელ სექ­ტემ­ბერს სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­წე­რეს.

რო­გორც ბუში-უფ­რო­სის პრეს-მდი­ვან­მა ჯიმ მა­კგ­რატ­მა გან­მარ­ტა, მან გა­მო­ცე­მა The Washington Post-ის ინ­ფორ­მა­ცია არას­წო­რად გა­ი­გო და გა­და­წყვი­ტა, რომ მან­დე­ლა გარ­და­იც­ვა­ლა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ექს-პრე­ზი­დენ­ტმა მა­სობ­რივ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებს სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის გრდაც­ვა­ლე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა და­უგ­ზავ­ნა.

ბუში-უფ­რო­სი­სა და მისი მე­უღ­ლე ბარ­ბა­რას ხელ­მო­წე­რილ გან­ცხა­დე­ბა­ში მან­დე­ლა და­ხა­სი­ა­თე­ბუ­ლია, რო­გორც თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლი. აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის თქმით, სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კის ყო­ფილ პრე­ზი­დენტს ალ­ტრუ­იზ­მი­სა და გულ­მო­წყა­ლე­ბის მა­გა­ლი­თად მი­იჩ­ნევს.

2013 წლის ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში 95 წლის მან­დე­ლა ფილ­ტვის ინ­ფექ­ცი­ით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს. მალე მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­და.

სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კის ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ჯე­ი­კობ ზუ­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ 1-ელ სექ­ტემ­ბერს გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მან­დე­ლა სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­წე­რეს. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უწინ­დე­ბუ­რად კრი­ტი­კუ­ლია, მაგ­რამ ექი­მე­ბის აზ­რით, ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა სახ­ლშიც შე­საძ­ლე­ბე­ლია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lenta.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

უფროსმა ბუშმა შემთხვევით მანდელას ოჯახს მიუსამძიმრა

უფროსმა ბუშმა შემთხვევით მანდელას ოჯახს მიუსამძიმრა

ჯორჯ ბუში-უფროსის პრეს-სამსახურმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სახელით ნელსონ მანდელას ოჯახის სახელზე შემთხვევით სამძიმარი გამოაქვეყნა. განცხადებაში ჯორჯ ბუში-უფროსი მწუხარებას გამოთქვამს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო, მაშინ როდესაც მანდელა 1-ელ სექტემბერს საავადმყოფოდან გამოწერეს.

როგორც ბუში-უფროსის პრეს-მდივანმა ჯიმ მაკგრატმა განმარტა, მან გამოცემა The Washington Post-ის ინფორმაცია არასწორად გაიგო და გადაწყვიტა, რომ მანდელა გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით ექს-პრეზიდენტმა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის გრდაცვალებისთვის მომზადებული განცხადება დაუგზავნა.

ბუში-უფროსისა და მისი მეუღლე ბარბარას ხელმოწერილ განცხადებაში მანდელა დახასიათებულია, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს ალტრუიზმისა და გულმოწყალების მაგალითად მიიჩნევს.

2013 წლის ივლისის დასაწყისში 95 წლის მანდელა ფილტვის ინფექციით საავადმყოფოში მოათავსეს. მალე მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯეიკობ ზუმას ადმინისტრაციამ 1-ელ სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მანდელა საავადმყოფოდან გამოწერეს. მისი მდგომარეობა უწინდებურად კრიტიკულია, მაგრამ ექიმების აზრით, ყველა საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა სახლშიც შესაძლებელია.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს