საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - მე სადმე "სხვაგან" კი არ მივდივარ, არამედ "აქვე" ვრჩები
ბიძინა ივანიშვილი - მე სადმე "სხვაგან" კი არ მივდივარ, არამედ "აქვე" ვრჩები

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ღია წე­რი­ლით მი­მარ­თავს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წე­რილს, რო­მე­ლიც მისი პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის თე­მას ეხე­ბა, "ამ­ბე­ბი.გე" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის თა­ო­ბა­ზე იმ­დე­ნი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა და ინ­ტერპრე­ტა­ცია მოჰ­ყვა,რომ სა­ჭი­როდ ვთვლი გარ­კვე­უ­ლი გან­მარ­ტე­ბე­ბი გა­ვა­კე­თო.იმი­სათ­ვის, რომ და­ვა­სა­ბუ­თო ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა, გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს პო­ლი­ტი­კა­ში შე­მოს­ვლის შემ­დეგ გა­კე­თე­ბუ­ლი ჩემი პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბი­დან:

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ტო­ტა­ლურ­მა მო­ნო­პო­ლი­ზე­ბამ და ჩა­ტა­რე­ბულ­მა კონ­სტი­ტუ­ცი­ურ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა,რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც ნათ­ლად ვლინ­დე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის სურ­ვი­ლი,ყვე­ლა­ნა­ი­რი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ვა­დის ამო­წურ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ძა­ლა­უფ­ლე­ბა და დარ­ჩეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში,მი­მა­ღე­ბი­ნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, შევ­ქმნა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღო 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში... დავ­რწმუნ­დი, რომ პი­რა­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე ძა­ლი­ან გა­ჭირ­დე­ბო­და სა­ჭი­რო შე­დე­გის მი­ღე­ბა, ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე,გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 2-3 წელი, პი­რა­დად გა­ვუ­წიო კო­ორ­დი­ნა­ცია შემ­დეგ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს:

• ჩემ მიერ შექ­მნი­ლი ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ი­სა და არ­სე­ბუ­ლი ჯან­სა­ღი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით მო­ვახ­დი­ნოთ 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბით მო­გე­ბა;

• გა­ვარ­კვი­ოთ და ხალ­ხთან ერ­თად შე­ვი­მუ­შა­ოთ ქვეყ­ნის მარ­თვის ოპ­ტი­მა­ლუ­რი მო­დე­ლი, მო­ვახ­დი­ნოთ ისე­თი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი,რომ მო­მა­ვალ­ში არა­თუ სა­შუ­ა­ლე­ბა,სურ­ვი­ლიც კი არ გა­უჩ­ნდეს ვინ­მეს, რომ კონ­სტი­ტუ­ცია სა­კუ­თარ თავს მო­არ­გოს;

• პრე­მი­ე­რის ან პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის რან­გში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღო ახა­ლი მთავ­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ვი­კის­რო მის ნორ­მა­ლურ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე, რათა ბო­ლომ­დე აღ­მო­ი­ფხვრას ისე­თი მას­შტა­ბის ელი­ტა­რუ­ლი კო­რუფ­ცია,რო­მელ­შიც სა­ა­კაშ­ვი­ლის ახ­ლან­დე­ლი მთავ­რო­ბის მა­ღა­ლი ეშე­ლო­ნე­ბია ჩაფ­ლუ­ლი;

• და­ვი­წყოთ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის შექ­მნა და იგი შე­უქ­ცე­ვად პრო­ცე­სამ­დე მი­ვიყ­ვა­ნოთ;

• პერ­სპექ­ტი­უ­ლი გავ­ხა­დოთ აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს იუ­რის­დიქ­ცი­ის აღ­დგე­ნა;

• შევ­ქმნათ რე­ა­ლუ­რად სა­ინ­ტე­რე­სო სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მო და ერთი ჯგუ­ფის მიერ მო­ნო­პო­ლი­ზე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სის ნაც­ვლად სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ვუ­ყა­როთ ქვე­ყა­ნა­ში ბიზ­ნე­სის აღორ­ძი­ნე­ბას;

• ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნოთ და­წყე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის აღორ­ძი­ნე­ბას ეხე­ბა და რე­ა­ლო­ბას და­ვუ­ახ­ლო­ოთ მე­ო­რე პრო­ექ­ტი- ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბი­სა და მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნის შე­სა­ხებ;

• და­ვი­წყოთ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბა;

• გა­ვაღ­რმა­ოთ აშშ-სა და ევ­რო­კავ­შირ­თან მე­გობ­რო­ბა და ინ­ტეგ­რა­ცია...

ჩემი აზ­რით, ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას და­ახ­ლო­ე­ბით ორი­დან სამ წლამ­დე დას­ჭირ­დე­ბა. ამის შემ­დეგ მე ვა­პი­რებ წა­ვი­დე პო­ლი­ტი­კი­დან,რათა აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღო ქვეყ­ნის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­სა და მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში...ჩვენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა ვის­წავ­ლოთ, რო­გორ უნდა ავირ­ჩი­ოთ და, უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რო­გორ ვა­კონ­ტრო­ლოთ სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი და მისი მთავ­რო­ბა... უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ჩვენ უნდა შევ­ძლოთ და ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ის კრი­ტი­კუ­ლი მასა(რის გან­ვი­თა­რე­ბა­საც შემ­დგომ­ში წლე­ბი და ათწლე­უ­ლე­ბი დას­ჭირ­დე­ბა),რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ერ­მა მთავ­რო­ბამ ან­გა­რი­ში უნდა გა­უ­წი­ოს და იმის გა­ფიქ­რე­ბის სურ­ვი­ლიც კი არ გა­უჩ­ნდეს, რა­საც სა­ა­კაშ­ვი­ლის დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბა კად­რუ­ლობს" - სწო­რედ ეს იყო ის მიზ­ნე­ბი და მი­ზე­ზე­ბი, რის­თვი­საც მე პო­ლი­ტი­კა­ში მო­ვე­დი.

"დიდი ფიქ­რი­სა და ანა­ლი­ზის შემ­დეგ მივ­ხვდი,რომ მე აღარ მქონ­და არ­ჩე­ვა­ნი." - ესეც ამო­ნა­რი­დია ჩემი მა­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბი­დან. დღეს, ამ გან­ცხა­დე­ბი­დან თით­ქმის2 წლის თავ­ზე,ერ­თგვა­რი კმა­ყო­ფი­ლე­ბით ვა­ცხა­დებ, რომ მეც და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც გვაქვს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბაც და შე­საძ­ლებ­ლო­ბაც. და თუ რო­გო­რია ეს არ­ჩე­ვა­ნი,მინ­და ამის თა­ო­ბა­ზე მო­გახ­სე­ნოთ.

მე მო­ვე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იმი­ტომ,რომ და­მეც­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ეს წარ­მა­ტე­ბით მო­ვა­ხერ­ხეთ კი­დეც იმით, რომ დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა წი­ნა­მორ­ბედ­ზე უკე­თე­სია და სა­ზო­გა­დო­ე­ბაც ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ცუ­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თვით­ნე­ბო­ბი­სა­გან.მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ უნდა იყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კე­თი­ლი ნე­ბის იმე­დად და მუდ­მი­ვად მხსნე­ლი­სა თუ მე­სი­ის მო­ლო­დინ­ში. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხსნა მის ეფექ­ტუ­რო­ბა­ში,მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის უნარ­სა და პო­ლი­ტი­კურ სიმ­წი­ფე­შია.სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა მო­ნა­ხოს მე­ქა­ნიზ­მი,რომ­ლი­თაც გა­ა­კონ­ტრო­ლებს და პარტნი­ო­რო­ბას გა­უ­წევს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.

ჩემი პი­რა­დი მა­გა­ლი­თით სა­ზო­გა­დო­ე­ბას მინ­და და­ვა­ნა­ხო,რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია იყო ადეკ­ვა­ტუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და კონ­კრე­ტუ­ლი რე­ა­ლო­ბის მი­მართ. ორი წლის წინ სულ სხვა გა­მოწ­ვე­ვა ჰქონ­და ჩვენს ქვე­ყა­ნას და მეც იქ დავ­დე­ქი, სა­დაც ყვე­ლა­ზე მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­მეძ­ლო. დღეს სულ სხვა გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას ქვე­ყა­ნა და მეც ამ გა­მოწ­ვე­ვის შე­სა­ბა­მი­სად უნდა მო­ვიქ­ცე.

დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით,ჩემი სა­ჯა­რო ფუნ­ქცი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა სამი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნი­სა­ზღვროს: 1. სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო (ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი); 2. პო­ლი­ტი­კუ­რი (კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის"ლი­დე­რი); 3. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი (აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე).მე ვა­პი­რებ უარი ვთქვა პირ­ველ და მე­ო­რე(სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო და პო­ლი­ტი­კურ) ფუნ­ქცი­ებ­ზე და მთე­ლი გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი რე­სურ­სი მო­ვახ­მა­რო მე­სა­მე(სა­ზო­გა­დო­ებ­რივ) ფუნ­ქცი­ას. ამას ვა­პი­რებ იმი­ტომ, რომ პირ­ვე­ლი (სა­ხელ­მწი­ფოს ეფექ­ტი­ა­ნი მარ­თვის) და მე­ო­რე(მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის) მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩემი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი როლი უკვე შე­ვას­რუ­ლე და მჯე­რა,რომ ჩემი გუნ­დის წევ­რე­ბი და­წყე­ბულ საქ­მეს ჩემ გა­რე­შე უფრო უკეთ გა­არ­თმე­ვენ თავს. აი, მე­სა­მე, და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მი­მარ­თუ­ლე­ბით კი სა­კე­თე­ბე­ლი უამ­რა­ვია,გამ­კე­თე­ბე­ლი ცო­ტაა და პი­რა­დად მე გარ­კვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო ბევ­რი შე­მიძ­ლია გა­ვა­კე­თო.

ამ­რი­გად, მე სად­მე "სხვა­გან" კი არ მივ­დი­ვარ, არა­მედ "აქვე" ვრჩე­ბი და მხო­ლოდ ჩემი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ფუნ­ქცი­ე­ბი­სა და რო­ლის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ას ვა­პი­რებ,რათა, ჯერ ერთი, და­ვი­ხარ­ჯო იქ, სა­დაც დღეს ყვე­ლა­ზე მე­ტად ვჭირ­დე­ბი ქვე­ყა­ნას;და მე­ო­რე, პო­ლი­ტი­კურ პარტნი­ო­რებ­სა და თა­ნა­მო­აზ­რე­ებს გა­და­ვუ­ნა­წი­ლო ის ძა­ლა­უფ­ლე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ­ლის გა­რე­შეც ქვე­ყა­ნა კვლავ ერთ კაც­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა და ისევ მო­ჯა­დო­ე­ბულ წრე­ზე გა­აგ­რძე­ლებს ტრი­ალს.

შე­ვეც­დე­ბი, უფრო დე­ტა­ლუ­რად ავ­ხსნა, თუ რა არის ჩემი დღე­ვან­დე­ლი როლი სა­ჯა­რო ფუნ­ქცი­ე­ბის სა­მი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით,რა შე­იც­ვლე­ბა მალე და რა­ტომ გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ვი­თა­რე­ბა.

1. სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბა

ვფიქ­რობ, მი­ნის­ტრე­ბი საკ­მა­ოდ კარ­გად არი­ან შერ­ჩე­უ­ლი და თუ რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ ვი­თა­რე­ბას, მთავ­რო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტუ­რია.მე, რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა, აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე თი­თო­ე­უ­ლი სა­მი­ნის­ტროს სტრა­ტე­გი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და ამ სტრა­ტე­გი­ის ფარ­გლებ­ში თი­თო­ე­ულ მი­ნისტრს მი­ვე­ცი მოქ­მე­დე­ბი­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა.დღე­ი­სათ­ვის შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მე ძი­რი­თა­დი პა­რა­მეტ­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბის კონ­ტრო­ლით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი და ყვე­ლა მი­ნის­ტრი თა­ვად უძღვე­ბა მის­თვის მინ­დო­ბილ საქ­მეს.

ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­მელ­საც სა­კუ­თარ გუნდსა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შევ­თა­ვა­ზებ, გარ­წმუ­ნებთ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბა იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თმევს თავს მის­თვის და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბებს.

მე ვიძ­ლე­ვი გა­რან­ტი­ას, რომ მთავ­რო­ბა დარ­ჩე­ბა ქმე­დი­თი, ევ­რო­პუ­ლი ტი­პის,არა­კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი და ქვე­ყა­ნას სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვანს. თუმ­ცა, გა­რან­ტია, რო­გორც წესი, რა­მით უნდა იყოს გამ­ყა­რე­ბუ­ლი. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში კი ცოტა რთუ­ლა­დაა საქ­მე, რად­გან იმ თა­ნამ­დე­ბო­ბით ვარ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, რომ­ლის და­ტო­ვე­ბა­საც ვა­პი­რებ.ამი­ტომ რჩე­ბა მარ­ტო ჩემი პა­ტი­ო­სა­ნი სი­ტყვა,რო­მელ­საც მე ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ, რო­გორ­საც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი ანი­ჭებ­დნენ. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მყო­ფი და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად, ჩვენ მო­ვა­ხერ­ხებთ სა­ჯა­როდ მივ­ცეთ გუნდს შე­ნიშ­ვნე­ბი, რომ­ლე­ბიც, გარ­წმუ­ნებთ, უფრო მტკივ­ნე­უ­ლი და უფრო ეფექ­ტუ­რიც იქ­ნე­ბა, და არა მარ­ტო შე­ნიშ­ვნე­ბი, არა­მედ – პო­ზი­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბე­ბიც,რაც არა­ნაკ­ლებ სა­ჭი­როა. და რაც მთა­ვა­რია, თუ ჩვენ გვექ­ნე­ბა ქვეყ­ნი­სა თუ ცალ­კე­უ­ლი სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ჯან­სა­ღი იდე­ე­ბი, არც ამ იდე­ე­ბის მი­წო­დე­ბა გახ­დე­ბა რთუ­ლი მთავ­რო­ბი­სა და პარ­ლა­მენ­ტის­თვის.

გარ­და უშუ­ა­ლოდ მთავ­რო­ბის გა­მარ­თუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა, ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შევ­თა­ვა­ზეთ ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი,რო­მე­ლიც თა­ვი­სუ­ფა­ლია ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­სი­ა­ნის­ტურ-ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბის­გან.

მი­ღე­ბუ­ლი გვაქვს სა­თა­ნა­დო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს და­ბა­ლან­სე­ბულ კონ­სტი­ტუ­ცი­ას, რე­ა­ლურ თვით­მმარ­თვე­ლო­ბას, და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­სა­მარ­თლო­სა და თა­ვი­სუ­ფალ მე­დი­ას.

2. კო­ა­ლი­ცი­ი­სა და პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რო­ბა

დღეს აღა­რა­ვის ეპა­რე­ბა ეჭვი, რომ კო­ა­ლი­ცია"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის"მშე­ნებ­ლო­ბი­სას ჩემი მი­ზა­ნი სა­ხელ­მწი­ფოს­თან შეზ­რდი­ლი მო­რი­გი სუ­პერ­პარ­ტი­ის შექ­მნა კი არა, მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა იყო. შე­სა­ბა­მი­სად, კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"არის არა"ჩემი პარ­ტია",არა­მედ მას­ში შე­მა­ვა­ლი პარ­ტი­ე­ბის კო­ა­ლი­ცია. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბაც და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც ეკუთ­ვნის არა კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დერს, არა­მედ კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­მა­ვალ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს და ამ პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რებს. ამი­ტომ დღე­ვან­დე­ლი მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დე­რის წას­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­და­როთ დღემ­დე არ­სე­ბუ­ლი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბის წას­ვლას. ჩვენ კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"შევ­ქმე­ნით მი­ნი­მუმ მო­მა­ვალ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ვა­დით და იგი არა­ნაკ­ლე­ბი ვა­დით იარ­სე­ბებს ჩემი წას­ვლის შემ­დე­გაც.მე კარ­გად ვაც­ნო­ბი­ე­რებ ჩემს როლს კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნა­სა და მის წარ­მა­ტე­ბა­ში,მაგ­რამ ისიც კარ­გად ვიცი,თუ რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­ვარ­ჩიე თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი, ვინ არი­ან ისი­ნი და რო­გო­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბი­ან საქ­მეს. კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­მა­ვალ პარ­ტი­ებ­ში მრა­ვა­ლი გა­მოც­დი­ლი პო­ლი­ტი­კო­სია და არ გა­ჭირ­დე­ბა კო­ა­ლი­ცი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რის შერ­ჩე­ვა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი თა­ნას­წორ­თა შო­რის და უზ­რუნ­ველ­ყოფს კო­ა­ლი­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას გა­ცხა­დე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პროგ­რა­მის შე­სა­ბა­მი­სად.

ამას­თა­ნა­ვე, არც ის უნდა გა­მოვ­რი­ცხოთ,რომ ვინ­მემ მო­მა­ვალ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე გა­და­წყვი­ტოს კო­ა­ლი­ცი­ის გა­რეთ პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. ვფიქ­რობ, ეს იქ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი პი­რი­სა თუ ჯგუ­ფის პო­ლი­ტი­კუ­რი შეც­დო­მა,რო­მე­ლიც მხო­ლოდ მათ თა­ვად­ვე და­ა­ზა­რა­ლებს. ამ­გვა­რი ცალ­კე­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის­გან კო­ა­ლი­ცია არც ჩემი ლი­დე­რო­ბის დროს არის და­ზღვე­უ­ლი და არც ჩემ გა­რე­შე იქ­ნე­ბა.

გა­ცი­ლე­ბით მეტი ძა­ლის­ხმე­ვა დამ­ჭირ­დე­ბა იმი­სათ­ვის, რომ ჩემს წას­ვლამ­დე დას­რულ­დეს პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა- დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს"ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ-სტრუქ­ტუ­რუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბა,მაგ­რამ ამას აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვა­ხერ­ხებთ.მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა,რომ მე ამ პარ­ტი­ის მე­ნე­ჯე­რი თავ­მჯდო­მა­რე არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ,ბუ­ნებ­რი­ვია, ვგრძნობ დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იმ თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ ჩემს ინი­ცი­ა­ტი­ვას და პარ­ტი­ა­ში გა­ერ­თი­ან­დნენ. პარ­ტი­ა­ში საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და ძლი­ე­რი გუნ­დია შეკ­რე­ბი­ლი, რო­მელ­საც სხვებ­თან სა­მარ­თლი­ან კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში მო­უ­წევს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ში, ცხა­დია, ჩემი ერთი ხმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

3. აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა

რო­დე­საც აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქე­ზე ვსა­უბ­რობ,მე არ ვგუ­ლის­ხმობ მხო­ლოდ ემო­ცი­ე­ბით პატ­რი­ოტ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ყო­ველ წამს მზა­დაა სამ­შობ­ლო­სათ­ვის სი­ცო­ცხლე გა­წი­როს. მე ვგუ­ლის­ხმობ გო­ნე­ბით პატ­რი­ოტ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მზა­დაა იფიქ­როს, იკა­მა­თოს და იშ­რო­მოს ქვეყ­ნი­სა და მოყ­ვა­სი­სათ­ვის სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხებ­ზე.გო­ნე­ბით პატ­რი­ო­ტი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხალ­ხის­გან მი­ვი­ღებთ მა­სას,რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ად­ვი­ლად მარ­თავს, თუ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თა­ვის სამ­სა­ხურ­ში ამ­ყო­ფებს.

იმის გა­რან­ტი, რომ მთავ­რო­ბა დარ­ჩეს ქმე­დი­თი,ევ­რო­პუ­ლი ტი­პის,არა­კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი და ქვე­ყა­ნა სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნოს, - არ უნდა იყოს ერთი კაცი, არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­რეთ.

ამის გა­რან­ტია შე­იძ­ლე­ბა იყოს მხო­ლოდ ეფექ­ტუ­რი,პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე,სწო­რედ რომ ევ­რო­პუ­ლი ტი­პის სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ვფიქ­რობ, დღეს სწო­რედ ესაა ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი,მე ვი­ტყო­დი,ეპო­ქა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვა - ერ­თად ვა­შე­ნოთ ასე­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი ინ­ტე­რე­სის ვექ­ტო­რიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი და ჩემს ფუნ­ქცი­ას სწო­რედ იმა­ში ვხე­დავ,რომ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ ისე­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბა,რო­მე­ლიც, ერთი მხრივ, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით აკე­თებს არ­ჩე­ვანს და არ­ჩევ­ნებ­ში აფიქ­სი­რებს თა­ვის პო­ზი­ცი­ას, თუ რო­გო­რი ქვე­ყა­ნა სურს მას, მე­ო­რე მხრივ კი, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, მუდ­მივ რე­ჟიმ­ში აკონ­ტრო­ლებს არ­ჩე­უ­ლი მთავ­რო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბას.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ემო­ცი­უ­რი პატ­რი­ო­ტიზ­მის დო­მი­ნი­რე­ბის პი­რო­ბებ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი:ა) არ­ჩევ­ნებ­ში აფიქ­სი­რე­ბენ ემო­ცი­ურ პო­ზი­ცი­ას, თუ რო­გორ ქვე­ყა­ნა­ში აღარ სურთ ცხოვ­რე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ;და ბ) არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ან ნი­ჰი­ლიზ­მის ჭა­ობ­ში ეფ­ლო­ბი­ან, ანდა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შეც­ვლას ცდი­ლო­ბენ, რაც ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი­სა და სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გა­ნუ­კი­თხა­ო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას უწყობს ხელს.

იმას, რომ დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში ემო­ცი­უ­რი პატ­რი­ო­ტიზ­მი მე­ფობს, ადას­ტუ­რებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არ­ჩე­ვი­სა თუ შეც­ვლის აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა შემ­თხვე­ვა, 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის ჩათ­ვლით. გა­ვუს­წო­როთ თვა­ლი სი­მარ­თლეს და ვა­ღი­ა­როთ, რომ თქვენ ჩვენ აგ­ვირ­ჩი­ეთ გუ­ლი­სა და ემო­ცი­ის კარ­ნა­ხით, და არა ჩვე­ნი პროგ­რა­მის გამო. თქვენ უარი თქვით წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მარ­წუ­ხებ­ზე,გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა­ზე, ძა­ლა­დო­ბა­ზე, სი­ღა­რი­ბე­ზე და მხა­რი და­უ­ჭი­რეთ მას, ვი­საც, თქვე­ნი აზ­რით, მისი და­მარ­ცხე­ბა შე­ეძ­ლო. რაც შე­ე­ხე­ბა მო­მა­ვალს, ყვე­ლა ჩვენ-ჩვე­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნას ვე­ლო­დით და ნაკ­ლე­ბად გვა­ინ­ტე­რე­სებ­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში რას, რო­გორ და ვისი მეშ­ვე­ო­ბით გა­ა­კე­თებ­და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. "მიშა არა, ბი­ძი­ნაა მა­გა­რი!" - ამან გა­ნა­პი­რო­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გი.წინა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ცვლი­ლე­ბე­ბი­სას სწო­რედ ასეთ ლო­ზუნ­გებს მოჰ­ყვა სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბა,სის­ხლისღვრა და რე­ვო­ლუ­ცია.

იმის ნა­თელ­სა­ყო­ფად, თუ რო­გორ"ვა­ხერ­ხებთ" მთავ­რო­ბის კონ­ტროლს,საკ­მა­რი­სია გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ თუნ­დაც სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის ნა­მოქ­მე­და­რი: გავ­სე­ბუ­ლი ცი­ხე­ე­ბი,300 ათა­სი პრო­ბა­ცი­ო­ნე­რი,გა­ღა­ტა­კე­ბუ­ლი და დან­გრე­უ­ლი სო­ფე­ლი,მთლი­ა­ნად კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ბიზ­ნე­სი და მე­დია,ნუ­ლამ­დე დაყ­ვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი...

ამა­სო­ბა­ში, ეს ხალ­ხი ახერ­ხებ­და გა­რეთ – ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში – ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა რე­გი­ონ­ში დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რად წარ­მო­ე­ჩი­ნა.არ შეგ­ვე­შა­ლოს და ჩვე­ნი შეც­დო­მე­ბი ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კას არ გა­და­ვაბ­რა­ლოთ.პი­რი­ქით, ჩვე­ნი უუ­ნა­რო­ბი­თა და არას­წო­რი მოქ­მე­დე­ბით მი­ვე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა ჩვენს არ­ჩე­ულ მთავ­რო­ბას ჩვენ­გან ნა­ძარ­ცვი ფუ­ლით და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ლო­ბის­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ქვეყ­ნის შიგ­ნით არ­სე­ბუ­ლი არ­ნა­ხუ­ლი ძა­ლა­დო­ბა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის ფეხ­ქვეშ გა­თელ­ვა გა­რეთ დე­მოკ­რა­ტი­ად გა­ე­სა­ღე­ბი­ნა.

ამ მო­ჯა­დო­ე­ბულ წრე­ზე ტრი­ა­ლი უნდა დამ­თავ­რდეს. აღა­რა­სო­დეს ასე აღა­რა­ვინ არ უნდა ავირ­ჩი­ოთ. ამი­სათ­ვის კი სა­ჭი­როა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ვი­წყოთ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სწრა­ფი ტემ­პე­ბით მშე­ნებ­ლო­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ვაქ­ცი­ოთ მუდ­მი­ვი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­ტრო­ლის ქვეშ.ამ გზით ჩვენ არა მარ­ტო დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას შე­ვუ­წყობთ ხელს,არა­მედ მო­მა­ვა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თვი­სებ­რი­ვად მა­ღალ ხა­რისხსაც უზ­რუნ­ველ­ვყოფთ.

მე არა­ფერს ვერ­ჩი პი­რა­დად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ან სხვა რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კოსს.ჩემი მი­სი­აა მე­სი­ე­ბის მი­სი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში.ამი­სათ­ვის კი არ­სე­ბუ­ლი მე­სი­ის და­მარ­ცხე­ბა არ არის საკ­მა­რი­სი, – აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის უზ­რუნ­ველ­ყო­ფაც, რომ თა­ვა­დაც მე­სი­ად არ ვიქ­ცე. ამი­ტომ მე უნდა წა­ვი­დე სწო­რედ ახლა.სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წილ­ში, ვი­საც აშ­ფო­თებს ჩემი პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლა, ბევ­რია ისე­თი, ვი­საც სწო­რე­დაც რომ არ უნდა აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­ერ­თო პრო­ცე­სებ­ზე, – ასე­თებს ურ­ჩევ­ნი­ათ იყ­ვნენ პა­სი­უ­რად მშვი­დად და ყვე­ლაფ­რის­თვის პა­სუ­ხი აგოს სხვამ.

სწო­რედ ამი­ტომ, ჩემი დარ­ჩე­ნა მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რად(მე, რო­მელ­საც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას,მაქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ნდო­ბა)არა­თუ სა­სარ­გებ­ლო,არა­მედ სა­ზი­ა­ნო იქ­ნე­ბა მო­მავ­ლის­თვის, რად­გან კი არ დაჩ­ქარ­დე­ბა, არა­მედ შე­ნელ­დე­ბა და მი­ნავ­ლდე­ბა ის, რისი სა­ჭი­რო­ე­ბაც იგ­რძნო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ბოლო 22 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ჯა­დო­ე­ბულ წრე­ზე ტრი­ა­ლით, - ეს არის სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შეგ­რძნე­ბით აღ­სავ­სე სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­ნა­სა­ხი დიდი ხა­ნია არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ დღემ­დე ვერ მო­ხერ­ხდა მისი რა­ო­დე­ნობ­რი­ვი და ხა­რის­ხობ­რი­ვი დო­ნის ევ­რო­პულ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა. ევ­რო­პა­ში არის­ტოკ­რა­ტუ­ლი ელი­ტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და კულ­ტუ­რუ­ლი როლი და ფუნ­ქცია იკის­რა "დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა ელი­ტამ" (სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ),რო­მე­ლიც წი­ნა­მორ­ბე­დი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჯერ ერთი, აღარ არის სა­ჯა­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი, და მე­ო­რე, აღარ არის ჩა­კე­ტი­ლი რო­მე­ლი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი თუ ინ­ტე­რესჯ­გუ­ფი­სათ­ვის. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს პრო­ცე­სი კო­მუ­ნიზ­მის ბა­ტო­ნო­ბამ მთე­ლი70 წლით გა­წყვი­ტა,რა­მაც დაგ­ვა­კარ­გვი­ნა ჩვე­ნი სა­კუ­თა­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი და მოგ­ვწყვი­ტა ევ­რო­პულ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ და ღი­რე­ბუ­ლე­ბით საზ­რდო­საც. მა­გა­ლი­თის­თვის, შე­ვა­და­როთ 1913 წლის თუნ­დაც კო­ლო­ნი­უ­რი სა­ქარ­თვე­ლო­სა და 2013 წლის უკვე თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბი, - სა­უ­კუ­ნის­წი­ნან­დელ არა­სამ­თავ­რო­ბო და სა­ექ­სპერ­ტო (დღე­ვან­დე­ლი გა­გე­ბით)წრე­ებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ევ­რო­პუ­ლი ყა­ი­დის ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი სტან­დარ­ტე­ბი უკეთ იქ­მნე­ბო­და, ვიდ­რე დღეს. მა­შინ­დე­ლი ქარ­თუ­ლი პრე­სის მეს­ვე­უ­რე­ბი დღე­ვან­დე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან რამ­დე­ნი­მეს თუ აიყ­ვან­დნენ სამ­სა­ხურ­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და სიც­რუ­ის არ­კად­რე­ბის გამო. მა­შინ­დე­ლი სი­ტყვა დღე­ვან­დელ­ზე მე­ტად ფა­სობ­და, მა­შინ არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის სის­ტე­მა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხევ­რის ჩაბ­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას უფრო ძნე­ლად და­ი­ჯე­რებ­და ქარ­თვე­ლი კაცი, ვიდ­რე ადა­მი­ა­ნის მთვა­რე­ზე გაფ­რე­ნას.

დღეს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში, სა­ექ­სპერ­ტო წრე­ებ­სა და მე­დი­ა­ში მრა­ვა­ლი მო­ქა­ლა­ქეა და­კა­ვე­ბუ­ლი,რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი­თა თუ სა­უბ­რე­ბით სე­რი­ო­ზულ გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რი­სა და პო­ზი­ცი­ე­ბის ფორ­მი­რე­ბა­ზე. მაგ­რამ ხში­რად იგ­რძნო­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ან/და სინ­დი­სის ნაკ­ლე­ბო­ბა,რაც იწ­ვევს ფუნ­და­მენ­ტურ სა­კი­თხებ­ში არა­თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლო­ბას,ზე­და­პი­რუ­ლო­ბას, კერ­ძო­სა და სა­ზო­გა­დოს ერ­თმა­ნეთ­ში აღ­რე­ვას. შე­დე­გად, ვერ იქ­მნე­ბა და ვერ ნარ­ჩუნ­დე­ბა სწო­რი ორი­ენ­ტი­რე­ბი და სტან­დარ­ტე­ბი.

და მი­ვი­ღეთ სუ­რა­თი, რო­დე­საც დიდ­წი­ლად სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა იტო­ვებს უფ­ლე­ბას აკ­რი­ტი­კოს, მი­უ­თი­თოს (რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია), მაგ­რამ უარს აცხა­დებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე თა­ვად ჩა­ერ­თოს, აღ­ზარ­დოს და აშე­ნოს. ამი­ტომ, იმის­თვის, რომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შედ­გეს რო­გორც რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა,გა­აზ­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე მო­კა­მა­თე და არა ემო­ცი­უ­რად ერ­თმა­ნე­თის მა­ძა­გე­ბე­ლი ან მაკ­რი­ტი­კე­ბე­ლი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია თა­ვი­სი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღოს ყვე­ლამ, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქემ. ყვე­ლა ერ­თად უნდა გა­მო­ვი­დეთ ლო­დი­ნის რე­ჟი­მი­დან და აქ­ტი­უ­რად ჩა­ვე­ბათ სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში.

ჩემი აზ­რით, დღეს, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკვე სტა­ბი­ლუ­რია, რო­დე­საც ის სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის და ყვე­ლა შან­სი აქვს წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თვას თავი და­სა­ხულ ამო­ცა­ნებს, ჩვე­ნი მო­რი­გი,ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამო­ცა­ნა გახ­ლავთ სწო­რედ ჯან­სა­ღი,სა­კუ­თა­რი ფუნ­ქცი­ის მქო­ნე,სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შეგ­რძნე­ბით აღ­სავ­სე სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბა, ისე­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფორ­მი­რე­ბა, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ აკ­რი­ტი­კებს,არა­მედ თა­ვა­დაც ჩა­ებ­მე­ბა, აღ­ზრდის და ამით ხელს შე­უ­წყობს ევ­რო­პუ­ლი ყა­ი­დის,დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, მო­ქა­ლა­ქე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. ჩვენ უნდა მი­ვაღ­წი­ოთ ისეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მელ­ზეც დიდი ილია ოც­ნე­ბობ­და -"ყვე­ლამ ერ­თად და თი­თო­ე­ულ­მა ცალ-ცალ­კე უნდა იცო­დეს,რომ იგი გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია ერი­სა და ამი­ტომ თა­ვის კე­თილ დღე­ო­ბას უნდა ეძებ­დეს მარ­ტო მთე­ლი ერის კე­თილ­დღე­ო­ბა­ში და არა ცალ­კე".

სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჩემი გა­დას­ვლის მი­ზა­ნია შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად და­ვაჩ­ქა­როთ:

• სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტო­რე­ბის - "აზ­რის ლი­დე­რე­ბის" პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდა;

• ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის,ახა­ლი სა­ხე­ე­ბის შე­მოყ­ვა­ნა სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში და მათ­თვის მო­ტი­ვა­ცი­ის გა­ჩე­ნა;ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბის აკუ­მუ­ლი­რე­ბა და და­ნერგვა;

• ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ტრო­ლის ეფექ­ტი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა,რაც გუ­ლის­ხმობს არა მხო­ლოდ კრი­ტი­კას, არა­მედ მის­თვის ჯან­სა­ღი იდე­ე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას ქვეყ­ნი­სა თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი შტოს გან­სა­ვი­თა­რებ­ლად.

ამ გზით ჩვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ტრო­ლის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ან მე­ქა­ნიზმსაც ვქმნით და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც ხელ­ში ვაძ­ლევთ ბერ­კეტს- იტ­ვირ­თოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე.

ამას­თან, მე ვა­პი­რებ ბევ­რი ვი­მუ­შაო ახალ­გაზ­რდო­ბას­თან იმი­სათ­ვის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ზარ­დოს მათი აქ­ტი­უ­რო­ბა და ჩარ­თუ­ლო­ბა, და შე­სა­ბა­მი­სად,პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში. თა­ნაც, ახა­ლი აქ­ტო­რე­ბის წარ­მო­ჩე­ნით გა­იზ­რდე­ბა კონ­კუ­რენ­ცია, გზა გა­ეხ­სნე­ბათ ახალ სა­ხე­ებს და არა­ვის ექ­ნე­ბა სა­მუ­და­მოდ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი.ამა­ვე დროს,რო­დე­საც ჩვენ მუდ­მივ სა­კად­რო შიმ­შილს გან­ვიც­დით, ეს იქ­ნე­ბა ნოყი­ე­რი სა­კად­რო რე­სურ­სი რო­გორც კერ­ძო, ისე სა­ხელ­მწი­ფო სექ­ტო­რის­თვის.

სა­ბო­ლო­ოდ, იმე­დი მაქვს, რომ და­ვაჩ­ქა­რებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რის გაზ­რდას, რაც თა­ვის­თა­ვად გა­ნამ­ტკი­ცებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გა­რან­ტი­ებს და ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს მიგ­ვა­ახ­ლო­ებს.

ახლა, და­მა­ტე­ბით მათ­თვის, ვის­თვი­საც ჩემი გან­მარ­ტე­ბე­ბი საკ­მა­რი­სი არ არის:

როცა ერ­თმა­ნეთს ვენ­დეთ და ერ­თმა­ნე­თის გვერ­დში დავ­დე­ქით, ჩვენ შე­უძ­ლე­ბე­ლი შევ­ძე­ლით- პირ­ვე­ლად ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში არა მარ­ტო მშვი­დო­ბი­ა­ნად და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად შევ­ცვა­ლეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, არა­მედ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რყე­ვე­ბი­სა და შეც­დო­მე­ბის გა­რე­შე, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­დან დღემ­დე, სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და წინსვლის­კენ ვა­ტა­რეთ ქვე­ყა­ნა და ეს არ­ცთუ ად­ვი­ლად და­საძ­ლე­ვი ამო­ცა­ნა იყო.ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბა ერ­თა­დერთ რა­მეს ეფუძ­ნე­ბო­და - ჩვენს ურ­თი­ერ­თნ­დო­ბას. და ეს გა­მოც­დი­ლე­ბა მკარ­ნა­ხობს,ამ­ჯე­რა­დაც გთხო­ვოთ, ნდო­ბით მო­ე­კი­დოთ ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და და­მიდ­გეთ გვერ­დში. გარ­წმუ­ნებთ, მო­მავ­ლის გად­მო­სა­ხე­დი­დან ეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის წინ­გა­დად­გმუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა.

ის, რაც ჩვენ უკვე შევ­ძე­ლით, ვფიქ­რობ, ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­მართ ნდო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ნამ­დვი­ლად არის. მე ზუს­ტად ვიცი, რისი გა­კე­თე­ბა მინ­და და რას მო­უ­ტანს ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. გავ­კად­ნი­ერ­დე­ბი და შე­გახ­სე­ნებთ - პო­ლი­ტი­კა­ში შე­მოს­ვლის პირ­ვე­ლი დღი­დან თით­ქმის შეც­დო­მე­ბის გა­რე­შე გა­ვა­კე­თე ყვე­ლა­ფე­რი, პროგ­ნო­ზე­ბიც კი.

პირ­ვე­ლი, მო­დით, გულ­წრფე­ლი ვი­ყოთ: განა ბევ­რს სჯე­რო­და,რომ სა­ა­კაშ­ვილს არ­ჩევ­ნე­ბის გზით,უსის­ხლოდ და­ვათ­მო­ბი­ნებ­დით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას?! ყვე­ლას გვახ­სოვს სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­მორ­ბე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი – გა­ცი­ლე­ბით სუს­ტი სა­ხელ­მწი­ფო აპა­რა­ტით,ნაკ­ლე­ბად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბით, და შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვი­ლი, – ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი მარ­თვის სტი­ლით,არა­ერ­თგზის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბით, 7 ნო­ემ­ბრით, "იმე­დის" დარ­ბე­ვით თუ 26 მა­ი­სით...

შე­სა­ბა­მი­სად, თუ გა­ვიხ­სე­ნებთ, რო­გორ მო­ა­ხერ­ხა ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პირ­ვე­ლი ორი მთავ­რო­ბის შეც­ვლა,პრაქ­ტი­კუ­ლად შან­სი არ რჩე­ბო­და მშვი­დო­ბი­ა­ნად გაგ­ვეს­ტუმ­რე­ბი­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ჩვენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლი შევ­ძე­ლით.უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ არა­ვის და­უს­ვამს კი­თხვა, რო­გორ მო­ვა­ხერ­ხეთ ეს. არა­ვის უც­დია იმ ფაქ­ტო­რე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა, რო­მელ­თა წყა­ლო­ბი­თაც და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ თა­ვის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად შეძ­ლო არ­ჩევ­ნე­ბით, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გზით ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­ნა. რო­გორ? მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ კი­თხვა­ზე პა­სუხს აუ­ცი­ლებ­ლად გავ­ცემ. ერთი კი ცხა­დია, – ჩვენ ვა­ჯო­ბეთ შიშს,ტე­რორ­ზე დამ­ყა­რე­ბულ უზარ­მა­ზარ სა­ხელ­მწი­ფო მან­ქა­ნას, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­ყალ­ბე­ბის­თვის მო­მარ­თულ მთელ სა­არ­ჩევ­ნო აპა­რატს. მე მინ­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ის­წავ­ლოს იყოს პირ­ნა­თე­ლი კა­ნონ­თა­ნაც, სა­კუ­თარ ხალ­ხთა­ნაც და პარტნი­ო­რებ­თა­ნაც. ჩვენ ეს მო­ვა­ხერ­ხეთ ყვე­ლა­ზე რთულ, კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში – შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რაც და ამავდრო­უ­ლად გა­ვაღ­რმა­ვეთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჩვენს ამე­რი­კელ და ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებ­თა­ნაც. და­მერ­წმუ­ნეთ, ეს იოლი არ იყო. ვი­თა­რე­ბა ჩვენ­გან თით­ქმის შე­უ­თავ­სებ­ლის შე­თავ­სე­ბას ითხოვ­და: ერთი მხრივ, იყო ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უპი­რო­ბო და სრუ­ლი­ად სა­მარ­თლი­ა­ნი მო­თხოვ­ნა- წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პა­სუ­ხი ეგო9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კუ­თა­რი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი, მარ­თლაც გა­უ­გო­ნა­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის; მე­ო­რე მხრივ კი – ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი მზე­რა და არა­ერ­თგზის გა­მოთ­ქმუ­ლი სურ­ვი­ლი, თავი აგ­ვე­რი­დე­ბი­ნა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მა­სობ­რი­ვი დევ­ნი­სათ­ვის და სა­მარ­თლის აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში არ გა­დაგ­ვეხ­ვია კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბი­დან. ანუ არ შევ­დგო­მო­დით იგი­ვე გზას, რი­თაც სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ი­წყო, – როცა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" და­კა­ვე­ბე­ბის დროს სრუ­ლი­ად უგუ­ლე­ბელ­ყოფ­დნენ კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნებს. შემ­დეგ კი უკა­ნო­ნო­ბის მსხვერ­პლი მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გახ­და.ვფიქ­რობ, ჩვენ მოვ­ძებ­ნეთ ოქ­როს შუ­ა­ლე­დი და ამით ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი კულ­ტუ­რის­თვის უპ­რე­ცე­დენ­ტო რამ შევ­ძე­ლით – სა­მარ­თალს აღ­ვას­რუ­ლებთ კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნა­თა შე­სა­ბა­მი­სად. და გარ­წმუ­ნებთ, ამ სი­კე­თით სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ დიდ­ხანს ისარ­გებ­ლებს.

მე­ო­რე. მთე­ლი ჩემი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გულ­წრფე­ლად ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი ჩემს სამ­შობ­ლოს. მგო­ნი, პირ­ნათ­ლად ვას­რუ­ლებ­დი ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბას ქვეყ­ნის წი­ნა­შე. 2011 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს პო­ლი­ტი­კა­ში შე­მოს­ვლით პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით თავი გავ­წი­რე და გავ­წი­რე ჩემი ოჯა­ხიც. ნუთუ ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს აზ­რად მო­უ­ვი­დეს, რომ ჩემს სამ­შობ­ლოს ახლა შე­ვაქ­ცევ ზურგს, ასეთ სა­ინ­ტე­რე­სო დროს, როცა აღმშე­ნებ­ლო­ბა იწყე­ბა, და არ გა­ვა­კე­თებ მაქ­სი­მუმს ჩემი ქვეყ­ნი­სათ­ვის?!

და­ბო­ლოს, ყვე­ლა­ზე დიდი სკეპ­ტი­კო­სე­ბის­თვის:

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა,რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ დად­გე­ბა, თუ ამას აუ­ცი­ლებ­ლო­ბა მო­ი­თხოვს,მე და­ვუბ­რუნ­დე­ბი აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კას.

ვფიქ­რობ, ამ წე­რი­ლის შემ­დეგ აღარ უნდა დარ­ჩეს კი­თხვე­ბი პო­ლი­ტი­კი­დან ჩემი წას­ვლის მი­ზე­ზე­ბი­სა თუ მიზ­ნე­ბის შე­სა­ხებ. რაც შე­ე­ხე­ბა წას­ვლის დროს, ამა­საც წი­ნას­წარ ვაც­ნო­ბებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მას შემ­დეგ, რაც დავ­რწმუნ­დე­ბი, რომ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტარ­და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი. მჯე­რა, რომ ამ არ­ჩევ­ნებ­ში პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში გა­ი­მარ­ჯვებს კო­ა­ლი­ცი­ის კან­დი­და­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი. მე წა­ვალ მა­შინ, რო­დე­საც დავ­რწმუნ­დე­ბი, რომ ჩვენ არ­ჩე­ულ კურსს ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი შეც­ვლის, რო­დე­საც ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო და თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი მწყობ­რად იმუ­შა­ვებს და რო­დე­საც დავ­რწმუნ­დე­ბი, რომ ქვე­ყა­ნა სტა­ბი­ლუ­რად ვი­თარ­დე­ბა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ბიძინა ივანიშვილი - მე სადმე "სხვაგან" კი არ მივდივარ, არამედ "აქვე" ვრჩები

ბიძინა ივანიშვილი - მე სადმე "სხვაგან" კი არ მივდივარ, არამედ "აქვე" ვრჩები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს. ბიძინა ივანიშვილის წერილს, რომელიც მისი პოლიტიკიდან წასვლის თემას ეხება, "ამბები.გე" უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემს გადაწყვეტილებას პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე იმდენი ვნებათაღელვა და ინტერპრეტაცია მოჰყვა,რომ საჭიროდ ვთვლი გარკვეული განმარტებები გავაკეთო.იმისათვის, რომ დავასაბუთო ჩემი გადაწყვეტილებების თანამიმდევრულობა, გთავაზობთ ამონარიდს პოლიტიკაში შემოსვლის შემდეგ გაკეთებული ჩემი პირველი განცხადებიდან:

"მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების ტოტალურმა მონოპოლიზებამ და ჩატარებულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა,რომელთა მიხედვითაც ნათლად ვლინდება სააკაშვილის სურვილი,ყველანაირი კონსტიტუციური ვადის ამოწურვის მიუხედავად, შეინარჩუნოს ძალაუფლება და დარჩეს ხელისუფლების სათავეში,მიმაღებინა გადაწყვეტილება, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში... დავრწმუნდი, რომ პირადი მონაწილეობის გარეშე ძალიან გაჭირდებოდა საჭირო შედეგის მიღება, ამიტომაც გადავწყვიტე,გარკვეული დროის განმავლობაში, დაახლოებით 2-3 წელი, პირადად გავუწიო კოორდინაცია შემდეგ პოლიტიკურ პროცესებს:

• ჩემ მიერ შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტიისა და არსებული ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გაერთიანებით მოვახდინოთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების აბსოლუტური უმრავლესობით მოგება;

• გავარკვიოთ და ხალხთან ერთად შევიმუშაოთ ქვეყნის მართვის ოპტიმალური მოდელი, მოვახდინოთ ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებები,რომ მომავალში არათუ საშუალება,სურვილიც კი არ გაუჩნდეს ვინმეს, რომ კონსტიტუცია საკუთარ თავს მოარგოს;

• პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობა მივიღო ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში და პასუხისმგებლობა ვიკისრო მის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, რათა ბოლომდე აღმოიფხვრას ისეთი მასშტაბის ელიტარული კორუფცია,რომელშიც სააკაშვილის ახლანდელი მთავრობის მაღალი ეშელონებია ჩაფლული;

• დავიწყოთ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა და იგი შეუქცევად პროცესამდე მივიყვანოთ;

• პერსპექტიული გავხადოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენა;

• შევქმნათ რეალურად საინტერესო საინვესტიციო გარემო და ერთი ჯგუფის მიერ მონოპოლიზებული ბიზნესის ნაცვლად საფუძველი ჩავუყაროთ ქვეყანაში ბიზნესის აღორძინებას;

• ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული პირველი პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის აღორძინებას ეხება და რეალობას დავუახლოოთ მეორე პროექტი- ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებისა და მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ;

• დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება;

• გავაღრმაოთ აშშ-სა და ევროკავშირთან მეგობრობა და ინტეგრაცია...

ჩემი აზრით, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარებას დაახლოებით ორიდან სამ წლამდე დასჭირდება. ამის შემდეგ მე ვაპირებ წავიდე პოლიტიკიდან,რათა აქტიური მონაწილეობა მივიღო ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებასა და მის განვითარებაში...ჩვენ, საზოგადოებამ უნდა ვისწავლოთ, როგორ უნდა ავირჩიოთ და, უფრო მნიშვნელოვანი, როგორ ვაკონტროლოთ სახელმწიფოს მეთაური და მისი მთავრობა... უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩამოვაყალიბოთ სამოქალაქო საზოგადოების ის კრიტიკული მასა(რის განვითარებასაც შემდგომში წლები და ათწლეულები დასჭირდება),რომელსაც ნებისმიერმა მთავრობამ ანგარიში უნდა გაუწიოს და იმის გაფიქრების სურვილიც კი არ გაუჩნდეს, რასაც სააკაშვილის დღევანდელი მთავრობა კადრულობს" - სწორედ ეს იყო ის მიზნები და მიზეზები, რისთვისაც მე პოლიტიკაში მოვედი.

"დიდი ფიქრისა და ანალიზის შემდეგ მივხვდი,რომ მე აღარ მქონდა არჩევანი." - ესეც ამონარიდია ჩემი მაშინდელი განცხადებიდან. დღეს, ამ განცხადებიდან თითქმის2 წლის თავზე,ერთგვარი კმაყოფილებით ვაცხადებ, რომ მეც და საზოგადოებასაც გვაქვს არჩევანის გაკეთების უფლებაც და შესაძლებლობაც. და თუ როგორია ეს არჩევანი,მინდა ამის თაობაზე მოგახსენოთ.

მე მოვედი ხელისუფლებაში იმიტომ,რომ დამეცვა საზოგადოება და ეს წარმატებით მოვახერხეთ კიდეც იმით, რომ დღეს ხელისუფლება ყველა წინამორბედზე უკეთესია და საზოგადოებაც ყველაზე მეტად დაცულია ხელისუფლების თვითნებობისაგან.მაგრამ საზოგადოება არ უნდა იყოს ხელისუფლების კეთილი ნების იმედად და მუდმივად მხსნელისა თუ მესიის მოლოდინში. საზოგადოების ხსნა მის ეფექტურობაში,მაღალი პასუხისმგებლობის უნარსა და პოლიტიკურ სიმწიფეშია.საზოგადოებამ უნდა მონახოს მექანიზმი,რომლითაც გააკონტროლებს და პარტნიორობას გაუწევს ხელისუფლებას.

ჩემი პირადი მაგალითით საზოგადოებას მინდა დავანახო,რომ აუცილებელია იყო ადეკვატური გამოწვევებისა და კონკრეტული რეალობის მიმართ. ორი წლის წინ სულ სხვა გამოწვევა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას და მეც იქ დავდექი, სადაც ყველაზე მეტის გაკეთება შემეძლო. დღეს სულ სხვა გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა და მეც ამ გამოწვევის შესაბამისად უნდა მოვიქცე.

დღევანდელი მდგომარეობით,ჩემი საჯარო ფუნქციები შეიძლება სამი მიმართულებით განისაზღვროს: 1. სახელისუფლებო (ქვეყნის პრემიერ-მინისტრი); 2. პოლიტიკური (კოალიცია "ქართული ოცნების"ლიდერი); 3. საზოგადოებრივი (აქტიური მოქალაქე).მე ვაპირებ უარი ვთქვა პირველ და მეორე(სახელისუფლებო და პოლიტიკურ) ფუნქციებზე და მთელი გამოთავისუფლებული რესურსი მოვახმარო მესამე(საზოგადოებრივ) ფუნქციას. ამას ვაპირებ იმიტომ, რომ პირველი (სახელმწიფოს ეფექტიანი მართვის) და მეორე(მრავალპარტიული დემოკრატიის) მიმართულებით ჩემი მოკრძალებული როლი უკვე შევასრულე და მჯერა,რომ ჩემი გუნდის წევრები დაწყებულ საქმეს ჩემ გარეშე უფრო უკეთ გაართმევენ თავს. აი, მესამე, და ყველაზე მნიშვნელოვანი, მიმართულებით კი საკეთებელი უამრავია,გამკეთებელი ცოტაა და პირადად მე გარკვეული გარემოებების გამო ბევრი შემიძლია გავაკეთო.

ამრიგად, მე სადმე "სხვაგან" კი არ მივდივარ, არამედ "აქვე" ვრჩები და მხოლოდ ჩემი საზოგადოებრივი ფუნქციებისა და როლის ოპტიმიზაციას ვაპირებ,რათა, ჯერ ერთი, დავიხარჯო იქ, სადაც დღეს ყველაზე მეტად ვჭირდები ქვეყანას;და მეორე, პოლიტიკურ პარტნიორებსა და თანამოაზრეებს გადავუნაწილო ის ძალაუფლება და პასუხისმგებლობა, რომლის გარეშეც ქვეყანა კვლავ ერთ კაცზე ჩამოკიდებული დარჩება და ისევ მოჯადოებულ წრეზე გააგრძელებს ტრიალს.

შევეცდები, უფრო დეტალურად ავხსნა, თუ რა არის ჩემი დღევანდელი როლი საჯარო ფუნქციების სამივე მიმართულებით,რა შეიცვლება მალე და რატომ გაუმჯობესდება ვითარება.

1. სახელმწიფო მმართველობა

ვფიქრობ, მინისტრები საკმაოდ კარგად არიან შერჩეული და თუ რეალობის გათვალისწინებით გავაანალიზებთ ვითარებას, მთავრობის საქმიანობა მაქსიმალურად ეფექტურია.მე, როგორც მთავრობის მეთაურმა, აქტიური მონაწილეობა მივიღე თითოეული სამინისტროს სტრატეგიული საკითხების ჩამოყალიბებაში და ამ სტრატეგიის ფარგლებში თითოეულ მინისტრს მივეცი მოქმედებისა და გადაწყვეტილებების მიღების სრული თავისუფლება.დღეისათვის შეიძლება ითქვას, რომ მე ძირითადი პარამეტრების შესრულების კონტროლით ვარ დაკავებული და ყველა მინისტრი თავად უძღვება მისთვის მინდობილ საქმეს.

ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც საკუთარ გუნდსა და საზოგადოებას შევთავაზებ, გარწმუნებთ, ძალიან საინტერესო პიროვნება იქნება, რომელიც წარმატებით გაართმევს თავს მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს.

მე ვიძლევი გარანტიას, რომ მთავრობა დარჩება ქმედითი, ევროპული ტიპის,არაკორუმპირებული და ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს. თუმცა, გარანტია, როგორც წესი, რამით უნდა იყოს გამყარებული. ჩემს შემთხვევაში კი ცოტა რთულადაა საქმე, რადგან იმ თანამდებობით ვარ პასუხისმგებელი, რომლის დატოვებასაც ვაპირებ.ამიტომ რჩება მარტო ჩემი პატიოსანი სიტყვა,რომელსაც მე ისეთივე მნიშვნელობას ვანიჭებ, როგორსაც ჩვენი წინაპრები ანიჭებდნენ. საზოგადოებაში მყოფი და საზოგადოებასთან ერთად, ჩვენ მოვახერხებთ საჯაროდ მივცეთ გუნდს შენიშვნები, რომლებიც, გარწმუნებთ, უფრო მტკივნეული და უფრო ეფექტურიც იქნება, და არა მარტო შენიშვნები, არამედ – პოზიტიური შეფასებებიც,რაც არანაკლებ საჭიროა. და რაც მთავარია, თუ ჩვენ გვექნება ქვეყნისა თუ ცალკეული სამინისტროების განვითარების ჯანსაღი იდეები, არც ამ იდეების მიწოდება გახდება რთული მთავრობისა და პარლამენტისთვის.

გარდა უშუალოდ მთავრობის გამართული საქმიანობისა, ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ ევროპული ღირებულებების მატარებელი პრეზიდენტობის კანდიდატი,რომელიც თავისუფალია ტრადიციული მესიანისტურ-ავტორიტარული მიდრეკილებებისგან.

მიღებული გვაქვს სათანადო გადაწყვეტილებები, რაც უზრუნველყოფს დაბალანსებულ კონსტიტუციას, რეალურ თვითმმართველობას, დამოუკიდებელ სასამართლოსა და თავისუფალ მედიას.

2. კოალიციისა და პარტიის პოლიტიკური ლიდერობა

დღეს აღარავის ეპარება ეჭვი, რომ კოალიცია"ქართული ოცნების"მშენებლობისას ჩემი მიზანი სახელმწიფოსთან შეზრდილი მორიგი სუპერპარტიის შექმნა კი არა, მრავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბება იყო. შესაბამისად, კოალიცია "ქართული ოცნება"არის არა"ჩემი პარტია",არამედ მასში შემავალი პარტიების კოალიცია. ასეთ ვითარებაში პოლიტიკური ძალაუფლებაც და პასუხისმგებლობაც ეკუთვნის არა კოალიციის ლიდერს, არამედ კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს და ამ პარტიების ლიდერებს. ამიტომ დღევანდელი მმართველი კოალიციის ლიდერის წასვლა არ შეიძლება შევადაროთ დღემდე არსებული მმართველი პარტიების ლიდერების წასვლას. ჩვენ კოალიცია "ქართული ოცნება"შევქმენით მინიმუმ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ვადით და იგი არანაკლები ვადით იარსებებს ჩემი წასვლის შემდეგაც.მე კარგად ვაცნობიერებ ჩემს როლს კოალიციის შექმნასა და მის წარმატებაში,მაგრამ ისიც კარგად ვიცი,თუ რა კრიტერიუმებით შევარჩიე თანამებრძოლები, ვინ არიან ისინი და როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს. კოალიციაში შემავალ პარტიებში მრავალი გამოცდილი პოლიტიკოსია და არ გაჭირდება კოალიციის პოლიტიკური საბჭოს ახალი თავმჯდომარის შერჩევა, რომელიც იქნება პირველი თანასწორთა შორის და უზრუნველყოფს კოალიციის საქმიანობას გაცხადებული პოლიტიკური პროგრამის შესაბამისად.

ამასთანავე, არც ის უნდა გამოვრიცხოთ,რომ ვინმემ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე გადაწყვიტოს კოალიციის გარეთ პოლიტიკური აქტიურობის გაგრძელება. ვფიქრობ, ეს იქნება კონკრეტული პირისა თუ ჯგუფის პოლიტიკური შეცდომა,რომელიც მხოლოდ მათ თავადვე დააზარალებს. ამგვარი ცალკეული მოვლენებისგან კოალიცია არც ჩემი ლიდერობის დროს არის დაზღვეული და არც ჩემ გარეშე იქნება.

გაცილებით მეტი ძალისხმევა დამჭირდება იმისათვის, რომ ჩემს წასვლამდე დასრულდეს პარტია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს"ორგანიზაციულ-სტრუქტურული მშენებლობა,მაგრამ ამას აუცილებლად მოვახერხებთ.მიუხედავად იმისა,რომ მე ამ პარტიის მენეჯერი თავმჯდომარე არასოდეს ვყოფილვარ,ბუნებრივია, ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას იმ თანამოქალაქეების მიმართ, რომლებიც გამოეხმაურნენ ჩემს ინიციატივას და პარტიაში გაერთიანდნენ. პარტიაში საკმაოდ საინტერესო და ძლიერი გუნდია შეკრებილი, რომელსაც სხვებთან სამართლიან კონკურენციაში მოუწევს წარმატების მიღწევა მომავალ არჩევნებში, ცხადია, ჩემი ერთი ხმის გათვალისწინებით.

3. აქტიური მოქალაქეობა

როდესაც აქტიურ მოქალაქეზე ვსაუბრობ,მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ემოციებით პატრიოტ ადამიანს, რომელიც ყოველ წამს მზადაა სამშობლოსათვის სიცოცხლე გაწიროს. მე ვგულისხმობ გონებით პატრიოტ ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება მზადაა იფიქროს, იკამათოს და იშრომოს ქვეყნისა და მოყვასისათვის საჭირბოროტო საკითხებზე.გონებით პატრიოტი მოქალაქეების რაოდენობაზეა დამოკიდებული ხალხისგან მივიღებთ მასას,რომელსაც ხელისუფლება ადვილად მართავს, თუ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ხელისუფლებას თავის სამსახურში ამყოფებს.

იმის გარანტი, რომ მთავრობა დარჩეს ქმედითი,ევროპული ტიპის,არაკორუმპირებული და ქვეყანა სწორი მიმართულებით წაიყვანოს, - არ უნდა იყოს ერთი კაცი, არც ხელისუფლებაში და არც ხელისუფლების გარეთ.

ამის გარანტია შეიძლება იყოს მხოლოდ ეფექტური,პასუხისმგებლობის მქონე,სწორედ რომ ევროპული ტიპის საზოგადოება. ვფიქრობ, დღეს სწორედ ესაა ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი,მე ვიტყოდი,ეპოქალური გამოწვევა - ერთად ვაშენოთ ასეთი საზოგადოება.

შესაბამისად, ჩემი ინტერესის ვექტორიც საზოგადოებისკენაა მიმართული და ჩემს ფუნქციას სწორედ იმაში ვხედავ,რომ ჩამოვაყალიბოთ ისეთი საზოგადოება,რომელიც, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობით აკეთებს არჩევანს და არჩევნებში აფიქსირებს თავის პოზიციას, თუ როგორი ქვეყანა სურს მას, მეორე მხრივ კი, არჩევნების შემდეგ, მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს არჩეული მთავრობის ეფექტურობას.

საზოგადოებაში ემოციური პატრიოტიზმის დომინირების პირობებში მოქალაქეები:ა) არჩევნებში აფიქსირებენ ემოციურ პოზიციას, თუ როგორ ქვეყანაში აღარ სურთ ცხოვრება არჩევნების შემდეგ;და ბ) არჩევნების შემდეგ ან ნიჰილიზმის ჭაობში ეფლობიან, ანდა ხელისუფლების დაუყოვნებლივ შეცვლას ცდილობენ, რაც ორივე შემთხვევაში ავტორიტარიზმისა და სახელისუფლებო განუკითხაობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

იმას, რომ დღემდე საქართველოში ემოციური პატრიოტიზმი მეფობს, ადასტურებს ხელისუფლების არჩევისა თუ შეცვლის აქამდე არსებული ყველა შემთხვევა, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების ჩათვლით. გავუსწოროთ თვალი სიმართლეს და ვაღიაროთ, რომ თქვენ ჩვენ აგვირჩიეთ გულისა და ემოციის კარნახით, და არა ჩვენი პროგრამის გამო. თქვენ უარი თქვით წინა ხელისუფლების მარწუხებზე,განუკითხაობაზე, ძალადობაზე, სიღარიბეზე და მხარი დაუჭირეთ მას, ვისაც, თქვენი აზრით, მისი დამარცხება შეეძლო. რაც შეეხება მომავალს, ყველა ჩვენ-ჩვენი ინდივიდუალური ოცნებების ახდენას ველოდით და ნაკლებად გვაინტერესებდა, სინამდვილეში რას, როგორ და ვისი მეშვეობით გააკეთებდა ახალი ხელისუფლება. "მიშა არა, ბიძინაა მაგარი!" - ამან განაპირობა საპარლამენტო არჩევნების შედეგი.წინა სახელისუფლებო ცვლილებებისას სწორედ ასეთ ლოზუნგებს მოჰყვა სამოქალაქო დაპირისპირება,სისხლისღვრა და რევოლუცია.

იმის ნათელსაყოფად, თუ როგორ"ვახერხებთ" მთავრობის კონტროლს,საკმარისია გავაანალიზოთ თუნდაც სააკაშვილის მთავრობის ნამოქმედარი: გავსებული ციხეები,300 ათასი პრობაციონერი,გაღატაკებული და დანგრეული სოფელი,მთლიანად კონტროლირებადი ბიზნესი და მედია,ნულამდე დაყვანილი ადამიანის უფლებები...

ამასობაში, ეს ხალხი ახერხებდა გარეთ – ევროპასა და ამერიკაში – ჩვენი ქვეყანა რეგიონში დემოკრატიის შუქურად წარმოეჩინა.არ შეგვეშალოს და ჩვენი შეცდომები ევროპასა და ამერიკას არ გადავაბრალოთ.პირიქით, ჩვენი უუნარობითა და არასწორი მოქმედებით მივეცით საშუალება ჩვენს არჩეულ მთავრობას ჩვენგან ნაძარცვი ფულით დაქირავებული ლობისტების მეშვეობით ქვეყნის შიგნით არსებული არნახული ძალადობა და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა გარეთ დემოკრატიად გაესაღებინა.

ამ მოჯადოებულ წრეზე ტრიალი უნდა დამთავრდეს. აღარასოდეს ასე აღარავინ არ უნდა ავირჩიოთ. ამისათვის კი საჭიროა დაუყოვნებლივ დავიწყოთ სამოქალაქო საზოგადოების სწრაფი ტემპებით მშენებლობა და ხელისუფლება მოვაქციოთ მუდმივი საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ.ამ გზით ჩვენ არა მარტო დღევანდელი ხელისუფლების ეფექტიანობას შევუწყობთ ხელს,არამედ მომავალი ხელისუფლების თვისებრივად მაღალ ხარისხსაც უზრუნველვყოფთ.

მე არაფერს ვერჩი პირადად მიხეილ სააკაშვილს ან სხვა რომელიმე პოლიტიკოსს.ჩემი მისიაა მესიების მისიების დასრულება საქართველოში.ამისათვის კი არსებული მესიის დამარცხება არ არის საკმარისი, – აუცილებელია იმის უზრუნველყოფაც, რომ თავადაც მესიად არ ვიქცე. ამიტომ მე უნდა წავიდე სწორედ ახლა.საზოგადოების იმ ნაწილში, ვისაც აშფოთებს ჩემი პოლიტიკიდან წასვლა, ბევრია ისეთი, ვისაც სწორედაც რომ არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საერთო პროცესებზე, – ასეთებს ურჩევნიათ იყვნენ პასიურად მშვიდად და ყველაფრისთვის პასუხი აგოს სხვამ.

სწორედ ამიტომ, ჩემი დარჩენა მთავრობის მეთაურად(მე, რომელსაც, შეიძლება ითქვას,მაქვს საზოგადოების გადაჭარბებული ნდობა)არათუ სასარგებლო,არამედ საზიანო იქნება მომავლისთვის, რადგან კი არ დაჩქარდება, არამედ შენელდება და მინავლდება ის, რისი საჭიროებაც იგრძნო საზოგადოებამ ბოლო 22 წლის განმავლობაში მოჯადოებულ წრეზე ტრიალით, - ეს არის საკუთარი პასუხისმგებლობის შეგრძნებით აღსავსე სამოქალაქო სექტორის ჩამოყალიბება.

სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახი დიდი ხანია არსებობს საქართველოში, მაგრამ დღემდე ვერ მოხერხდა მისი რაოდენობრივი და ხარისხობრივი დონის ევროპულთან მიახლოება. ევროპაში არისტოკრატული ელიტის საგანმანათლებლო და კულტურული როლი და ფუნქცია იკისრა "დემოკრატიულმა ელიტამ" (სამოქალაქო საზოგადოებამ),რომელიც წინამორბედისაგან განსხვავებით, ჯერ ერთი, აღარ არის საჯარო ხელისუფლებით აღჭურვილი, და მეორე, აღარ არის ჩაკეტილი რომელიმე სოციალური თუ ინტერესჯგუფისათვის. საქართველოში ეს პროცესი კომუნიზმის ბატონობამ მთელი70 წლით გაწყვიტა,რამაც დაგვაკარგვინა ჩვენი საკუთარი ტრადიციები და მოგვწყვიტა ევროპულ ინტელექტუალურ და ღირებულებით საზრდოსაც. მაგალითისთვის, შევადაროთ 1913 წლის თუნდაც კოლონიური საქართველოსა და 2013 წლის უკვე თავისუფალი საქართველოს საზოგადოებები, - საუკუნისწინანდელ არასამთავრობო და საექსპერტო (დღევანდელი გაგებით)წრეებში საზოგადოების ევროპული ყაიდის ღირებულებითი სტანდარტები უკეთ იქმნებოდა, ვიდრე დღეს. მაშინდელი ქართული პრესის მესვეურები დღევანდელი ჟურნალისტებისგან რამდენიმეს თუ აიყვანდნენ სამსახურში პროფესიონალიზმისა და სიცრუის არკადრების გამო. მაშინდელი სიტყვა დღევანდელზე მეტად ფასობდა, მაშინ არჩევნების გაყალბების სისტემაში მოსახლეობის ნახევრის ჩაბმის შესაძლებლობას უფრო ძნელად დაიჯერებდა ქართველი კაცი, ვიდრე ადამიანის მთვარეზე გაფრენას.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებში, საექსპერტო წრეებსა და მედიაში მრავალი მოქალაქეა დაკავებული,რომლებიც თავიანთი პუბლიკაციებითა თუ საუბრებით სერიოზულ გავლენას ახდენენ საზოგადოებრივი აზრისა და პოზიციების ფორმირებაზე. მაგრამ ხშირად იგრძნობა კვალიფიკაციის ან/და სინდისის ნაკლებობა,რაც იწვევს ფუნდამენტურ საკითხებში არათანამიმდევრულობას,ზედაპირულობას, კერძოსა და საზოგადოს ერთმანეთში აღრევას. შედეგად, ვერ იქმნება და ვერ ნარჩუნდება სწორი ორიენტირები და სტანდარტები.

და მივიღეთ სურათი, როდესაც დიდწილად სამოქალაქო საზოგადოება იტოვებს უფლებას აკრიტიკოს, მიუთითოს (რაც მნიშვნელოვანია), მაგრამ უარს აცხადებს პასუხისმგებლობაზე თავად ჩაერთოს, აღზარდოს და აშენოს. ამიტომ, იმისთვის, რომ ქართული საზოგადოება შედგეს როგორც რაციონალური საზოგადოება,გააზრებულ საკითხებზე მოკამათე და არა ემოციურად ერთმანეთის მაძაგებელი ან მაკრიტიკებელი, აუცილებელია თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს ყველამ, საქართველოს ყველა მოქალაქემ. ყველა ერთად უნდა გამოვიდეთ ლოდინის რეჟიმიდან და აქტიურად ჩავებათ სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.

ჩემი აზრით, დღეს, როდესაც ხელისუფლება უკვე სტაბილურია, როდესაც ის სწორი მიმართულებით მიდის და ყველა შანსი აქვს წარმატებით გაართვას თავი დასახულ ამოცანებს, ჩვენი მორიგი,ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა გახლავთ სწორედ ჯანსაღი,საკუთარი ფუნქციის მქონე,საკუთარი პასუხისმგებლობის შეგრძნებით აღსავსე სამოქალაქო სექტორის განვითარება, ისეთი საზოგადოების ფორმირება, რომელიც არა მხოლოდ აკრიტიკებს,არამედ თავადაც ჩაებმება, აღზრდის და ამით ხელს შეუწყობს ევროპული ყაიდის,დემოკრატიული, მოქალაქეზე ორიენტირებული სახელმწიფოს საბოლოოდ ჩამოყალიბებას. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ისეთ საზოგადოებას, რომელზეც დიდი ილია ოცნებობდა -"ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე უნდა იცოდეს,რომ იგი განუყოფელი ნაწილია ერისა და ამიტომ თავის კეთილ დღეობას უნდა ეძებდეს მარტო მთელი ერის კეთილდღეობაში და არა ცალკე".

სამოქალაქო საზოგადოებაში ჩემი გადასვლის მიზანია შეძლებისდაგვარად დავაჩქაროთ:

• სამოქალაქო საზოგადოების აქტორების - "აზრის ლიდერების" პროფესიული ზრდა;

• ადამიანური რესურსის,ახალი სახეების შემოყვანა სამოქალაქო სექტორში და მათთვის მოტივაციის გაჩენა;ინოვაციური იდეების აკუმულირება და დანერგვა;

• ხელისუფლების კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება,რაც გულისხმობს არა მხოლოდ კრიტიკას, არამედ მისთვის ჯანსაღი იდეების შეთავაზებას ქვეყნისა თუ ხელისუფლების ნებისმიერი შტოს განსავითარებლად.

ამ გზით ჩვენ ხელისუფლების კონტროლის ყველაზე ეფექტიან მექანიზმსაც ვქმნით და საზოგადოებასაც ხელში ვაძლევთ ბერკეტს- იტვირთოს პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

ამასთან, მე ვაპირებ ბევრი ვიმუშაო ახალგაზრდობასთან იმისათვის, რომ რაც შეიძლება გაიზარდოს მათი აქტიურობა და ჩართულობა, და შესაბამისად,პასუხისმგებლობაც სახელმწიფოსა და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში. თანაც, ახალი აქტორების წარმოჩენით გაიზრდება კონკურენცია, გზა გაეხსნებათ ახალ სახეებს და არავის ექნება სამუდამოდ გარანტირებული ადგილი.ამავე დროს,როდესაც ჩვენ მუდმივ საკადრო შიმშილს განვიცდით, ეს იქნება ნოყიერი საკადრო რესურსი როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორისთვის.

საბოლოოდ, იმედი მაქვს, რომ დავაჩქარებთ საზოგადოების პოლიტიკური კულტურის გაზრდას, რაც თავისთავად განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარების გარანტიებს და ევროპულ სტანდარტებს მიგვაახლოებს.

ახლა, დამატებით მათთვის, ვისთვისაც ჩემი განმარტებები საკმარისი არ არის:

როცა ერთმანეთს ვენდეთ და ერთმანეთის გვერდში დავდექით, ჩვენ შეუძლებელი შევძელით- პირველად ახალი საქართველოს ისტორიაში არა მარტო მშვიდობიანად და კონსტიტუციურად შევცვალეთ ხელისუფლება, არამედ განსაკუთრებული რყევებისა და შეცდომების გარეშე, საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე, სტაბილურობისა და წინსვლისკენ ვატარეთ ქვეყანა და ეს არცთუ ადვილად დასაძლევი ამოცანა იყო.ჩვენი გამარჯვება ერთადერთ რამეს ეფუძნებოდა - ჩვენს ურთიერთნდობას. და ეს გამოცდილება მკარნახობს,ამჯერადაც გთხოვოთ, ნდობით მოეკიდოთ ჩემს გადაწყვეტილებას და დამიდგეთ გვერდში. გარწმუნებთ, მომავლის გადმოსახედიდან ეს საქართველოს საზოგადოების განვითარებისთვის წინგადადგმული და წარმატებული ნაბიჯი იქნება.

ის, რაც ჩვენ უკვე შევძელით, ვფიქრობ, ჩემი გადაწყვეტილებების მიმართ ნდობის საფუძველი ნამდვილად არის. მე ზუსტად ვიცი, რისი გაკეთება მინდა და რას მოუტანს ეს საზოგადოებას. გავკადნიერდები და შეგახსენებთ - პოლიტიკაში შემოსვლის პირველი დღიდან თითქმის შეცდომების გარეშე გავაკეთე ყველაფერი, პროგნოზებიც კი.

პირველი, მოდით, გულწრფელი ვიყოთ: განა ბევრს სჯეროდა,რომ სააკაშვილს არჩევნების გზით,უსისხლოდ დავათმობინებდით ხელისუფლებას?! ყველას გვახსოვს სააკაშვილის წინამორბედი ხელისუფლებები – გაცილებით სუსტი სახელმწიფო აპარატით,ნაკლებად ორგანიზებული და ცენტრალიზებული სამართალდამცავი სტრუქტურებით, და შემდეგ სააკაშვილი, – ავტორიტარული მართვის სტილით,არაერთგზის გაყალბებული არჩევნებით, 7 ნოემბრით, "იმედის" დარბევით თუ 26 მაისით...

შესაბამისად, თუ გავიხსენებთ, როგორ მოახერხა ჩვენმა საზოგადოებამ პირველი ორი მთავრობის შეცვლა,პრაქტიკულად შანსი არ რჩებოდა მშვიდობიანად გაგვესტუმრებინა სააკაშვილის ხელისუფლება. ჩვენ, ფაქტობრივად, შეუძლებელი შევძელით.უცნაურია, მაგრამ არავის დაუსვამს კითხვა, როგორ მოვახერხეთ ეს. არავის უცდია იმ ფაქტორების გაანალიზება, რომელთა წყალობითაც დამოუკიდებელმა საქართველომ თავის ისტორიაში პირველად შეძლო არჩევნებით, კონსტიტუციური გზით ახალი ხელისუფლების მოყვანა. როგორ? მოგვიანებით ამ კითხვაზე პასუხს აუცილებლად გავცემ. ერთი კი ცხადია, – ჩვენ ვაჯობეთ შიშს,ტერორზე დამყარებულ უზარმაზარ სახელმწიფო მანქანას, არჩევნების შედეგების გაყალბებისთვის მომართულ მთელ საარჩევნო აპარატს. მე მინდა, ხელისუფლებამ ისწავლოს იყოს პირნათელი კანონთანაც, საკუთარ ხალხთანაც და პარტნიორებთანაც. ჩვენ ეს მოვახერხეთ ყველაზე რთულ, კოჰაბიტაციის პროცესში – შევინარჩუნეთ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერაც და ამავდროულად გავაღრმავეთ ურთიერთობები ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთანაც. დამერწმუნეთ, ეს იოლი არ იყო. ვითარება ჩვენგან თითქმის შეუთავსებლის შეთავსებას ითხოვდა: ერთი მხრივ, იყო ჩვენი საზოგადოების უპირობო და სრულიად სამართლიანი მოთხოვნა- წინა ხელისუფლებას პასუხი ეგო9 წლის განმავლობაში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი, მართლაც გაუგონარი დანაშაულებებისათვის; მეორე მხრივ კი – ჩვენი დასავლელი პარტნიორების გამახვილებული მზერა და არაერთგზის გამოთქმული სურვილი, თავი აგვერიდებინა წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მასობრივი დევნისათვის და სამართლის აღსრულების პროცესში არ გადაგვეხვია კანონის მოთხოვნებიდან. ანუ არ შევდგომოდით იგივე გზას, რითაც სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო, – როცა "ნაციონალები" დაკავებების დროს სრულიად უგულებელყოფდნენ კანონის მოთხოვნებს. შემდეგ კი უკანონობის მსხვერპლი მთელი საზოგადოება გახდა.ვფიქრობ, ჩვენ მოვძებნეთ ოქროს შუალედი და ამით ქართული პოლიტიკური და სამართლებრივი კულტურისთვის უპრეცედენტო რამ შევძელით – სამართალს აღვასრულებთ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. და გარწმუნებთ, ამ სიკეთით საზოგადოება კიდევ დიდხანს ისარგებლებს.

მეორე. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება გულწრფელად ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს. მგონი, პირნათლად ვასრულებდი ჩემს მოვალეობას ქვეყნის წინაშე. 2011 წლის 4 ოქტომბერს პოლიტიკაში შემოსვლით პირდაპირი მნიშვნელობით თავი გავწირე და გავწირე ჩემი ოჯახიც. ნუთუ ამის შემდეგ შეიძლება ვინმეს აზრად მოუვიდეს, რომ ჩემს სამშობლოს ახლა შევაქცევ ზურგს, ასეთ საინტერესო დროს, როცა აღმშენებლობა იწყება, და არ გავაკეთებ მაქსიმუმს ჩემი ქვეყნისათვის?!

დაბოლოს, ყველაზე დიდი სკეპტიკოსებისთვის:

მიუხედავად იმისა,რომ დარწმუნებული ვარ, ამის საჭიროება არ დადგება, თუ ამას აუცილებლობა მოითხოვს,მე დავუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას.

ვფიქრობ, ამ წერილის შემდეგ აღარ უნდა დარჩეს კითხვები პოლიტიკიდან ჩემი წასვლის მიზეზებისა თუ მიზნების შესახებ. რაც შეეხება წასვლის დროს, ამასაც წინასწარ ვაცნობებ საზოგადოებას მას შემდეგ, რაც დავრწმუნდები, რომ წარმატებით ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. მჯერა, რომ ამ არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვებს კოალიციის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი. მე წავალ მაშინ, როდესაც დავრწმუნდები, რომ ჩვენ არჩეულ კურსს ვერავინ და ვერაფერი შეცვლის, როდესაც ყველა სახელმწიფო ორგანო და თანამდებობის პირი მწყობრად იმუშავებს და როდესაც დავრწმუნდები, რომ ქვეყანა სტაბილურად ვითარდება".

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა