პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუჩის ბავშვების დასახმარებლად ქუჩებში საგანგებო მობილური ჯგუფები ივლიან
ქუჩის ბავშვების დასახმარებლად ქუჩებში საგანგებო მობილური ჯგუფები ივლიან

სა­ქარ­თვე­ლო­ში ქუ­ჩა­ში მო­მუ­შა­ვე და მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბის ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კა არ არ­სე­ბობს, ბოლო, 2007 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი 1 500 ბავ­შვი დათ­ვა­ლეს, თუმ­ცა, მას შემ­დეგ მსგავ­სი კვლე­ვა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ქუ­ჩა­ში მო­მუ­შა­ვე და მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ციფ­რე­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად იც­ვლე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო და თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონდმებ­ლო­ბა­ში არის ასა­ხუ­ლი. 1989 წლის 20 ნო­ემ­ბერს გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ­მა ასამ­ბლე­ამ "კონ­ვენ­ცია ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ" ერ­თხმად მი­ი­ღო. სა­ინ­ტე­რე­სოა რა არის მათი ქუ­ჩა­ში გას­ვლის მი­ზე­ზი და შემ­დეგ დარ­ჩე­ნის მო­ტი­ვა­ცია.

ბავ­შვთა სახლ "მო­მა­ვალ გზა­ში" მხო­ლოდ ისე­თი ბავ­შვე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც მო­წყა­ლე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად ქუ­ჩა­ში იყ­ვნენ გა­სულ­ნი. რო­გორც ბავ­შვთა სახ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ვით კინ­წუ­რაშ­ვი­ლი ამ­ბობს, ისი­ნი ამას ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო აკე­თებ­დნენ.

"ჩვენ­თან მოს­ვლის შემ­დეგ ქუ­ჩა­ში მათ მო­წყა­ლე­ბა აღარ უთხო­ვი­ათ. ჩვე­ნი გა­მო­კი­თხვი­დან ჩანს, რომ ეს ბავ­შვე­ბი ქუ­ჩა­ში მო­წყა­ლე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად ძი­რი­თა­დად იმი­ტომ გა­დი­ან, რომ ოჯა­ხი გა­და­არ­ჩი­ნონ, უმ­ცროს და-ძმას ან ავად­მყოფ მშობ­ლებს მი­ხე­დონ. ჩვენ­თან ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, მათი ცხოვ­რე­ბა კარ­გის მხრივ შე­იც­ვა­ლა. მათ აღარ სცი­ვათ, აღარ შიათ, ექი­მებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბის პრობ­ლე­მა აღარ აქვთ, თუმ­ცა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მო­მა­ვა­ლი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვთ და კარ­გა­დაა მათი ცხოვ­რე­ბა აწყო­ბი­ლი, 18 წლის ასა­კის შემ­დეგ მათ ისევ ქუ­ჩა­ში უწევთ ცხოვ­რე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ასეა სა­ხელ­მწი­ფო კა­ნონ­ში ჩა­წე­რი­ლი. ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თან ცხოვ­რო­ბენ, საკ­ვე­ბი­სა და ტან­საც­მე­ლის გარ­და გა­ნათ­ლე­ბა­საც იღე­ბენ. იმ ბავ­შვებს კი, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თან არ ცხოვ­რო­ბენ, მხო­ლოდ ტან­საც­მელ­სა და საკ­ვებს ვაწ­ვდით.

"ჩვენ­თან 6-დან 13 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ორი მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლი გვაქვს, სა­დაც თითო სახ­ლში ათი ბავ­შვი ცხოვ­რობს და დღის ცენ­ტრის მომ­სა­ხუ­რე­ო­ბა, სა­დაც დღის მან­ძილ­ზე მხო­ლოდ ოცი ბავ­შვი ცხოვ­რობს. სულ ორ­მოც ბავ­შვს შე­უძ­ლია მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბულ სახ­ლში ცხოვ­რე­ბა. ისე, სულ 250 ბავ­შვია ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი.

"წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს კერ­ძო სახ­ლე­ბი და­ი­კე­ტა, სა­დაც 100 ან 150 ბავ­შვი ცხოვ­რობ­და. თუმ­ცა, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზის შე­თა­ვა­ზე­ბა ყვე­ლა ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის­თვის ვერ მო­ხერ­ხდა. ნა­წი­ლი ბავ­შვთა სახ­ლში მოხ­ვდა, ნა­წი­ლი კი ოჯახს და­უბ­რუნ­და. ამით თით­ქოს ოჯა­ხი უნდა გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ მოხ­და. გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ოჯა­ხი ხომ ბავშთა სახ­ლი­დან თა­ვი­სით გა­იყ­ვანს ბავ­შვს.

"ჩვენ­ნა­ი­რი ტი­პის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ვე­რა­ნა­ი­რად ვერ შეძ­ლე­ბენ, რომ ეს მას­შტა­ბუ­რი პრო­ლე­მა მო­აგ­ვა­როს, რად­გან, სამ­წუ­ხა­როდ, ქვე­ყა­ნა­ში ბავ­შვთა სახ­ლე­ბის მოხ­თხოვ­ნა დი­დია. მე მი­რე­კა­ვენ უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი და მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ სურთ ბავ­შვე­ბის მოყ­ვა­ნა. მაგ­რამ იმის გამო, რომ მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სი ად­გი­ლი და ბავ­შვთა სახ­ლი არ გვაქვს, მათ სურ­ვილს ვერ ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ. თუმ­ცა­ღა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ამ ეტაპ­ზე ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი და ცდი­ლობს ეს პრობ­ლე­მა მო­აგ­ვა­როს.

"ჩვენ­თან ბავ­შვე­ბი 13 წლამ­დე რჩე­ბი­ან. შა­ბათ-კვი­რას მშო­ბელს, რო­მელ­თან ყოფ­ნაც ბავ­შვის­თვის სა­შიშ­რო­ე­ბას არ წარ­მო­ად­გენს, უფ­ლე­ბა აქვს გა­იყ­ვა­ნოს, მაგ­რამ ძა­ლი­ა­ნაც რომ უნ­დო­დეს, ვერ მიჰ­ყავს მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმის გამო, რომ მათ არ აქვთ ეკო­ნო­მი­კუ­რი პი­რო­ბე­ბი," - ამ­ბობს კინ­წუ­რაშ­ვი­ლი.

გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი მაია ქურ­ცი­კი­ძის თქმით, მი­უ­ხე­და­ვად ამ პრობ­ლე­მის სიმწვა­ვი­სა და მაშ­ტა­ბუ­რო­ბი­სა, სა­ხელ­წი­ფომ უკვე და­სა­ხა მისი მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბი და ამა­ზე მუ­შა­ო­ბა შე­მოდ­გო­მი­დან აქ­ტი­უ­რად და­ი­წყე­ბა.

"ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შვე­ბის ნა­წილს აქვს სახ­ლი. ისი­ნი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ქუ­ჩა­ში არი­ან და სახ­ლში ღამე მი­დი­ან ხოლ­მე. ნა­წი­ლი კი დღე­საც და ღა­მე­საც ატა­რებს ქუ­ჩა­ში.

"სტა­ტის­ტი­კუ­რად იმის თქმა, თუ რამ­დე­ნი ბავ­შვია ქუ­ჩა­ში, ცოტა რთუ­ლია. თუმ­ცა, 2007 წელს "იუ­ნი­სე­ფის" დახ­მა­რე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად, რო­მე­ლიც 4 დიდ ქა­ლაქ­ში ჩა­ტარ­და, გა­მოვ­ლინ­და, რომ 1500 ბავ­შვი ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს ქუ­ჩა­ში. მას შემ­დეგ ეს აღ­რი­ცხვა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. ამი­ტომ სტა­ტის­ტი­კუ­რად ახლა რა მდგო­მა­რე­ო­ბაა, ამის დად­გე­ნა რთუ­ლია, რად­გან მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბა ეს ციფ­რი.

"ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შვე­ბის­თვის ევ­რო­კავ­ში­რის დახ­მა­რე­ბით ახა­ლი პროგ­რა­მა და­ი­წყო. იქ­მნე­ბა მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­ში გავ­ლენ, მსგავ­სი ტი­პის ბავ­შვებს ნა­ხა­ვენ, აღ­რი­ცხა­ვენ და მათ სა­ჭი­რო­ე­ბას გა­მო­იკ­ვლე­ვენ. შე­იქ­მნე­ბა ასე­ვე თავ­შე­საფ­რე­ბი ამ ბავ­შვე­ბის­თვის თბი­ლის­ში და სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ ქა­ლაქ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ ქუ­თა­ის­ში.

"ამ მო­ბი­ლურ ჯგუ­ფებ­ში ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბი­ან ფსი­ქო­ლო­გე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი და ასე­ვე თა­ნას­წორ გან­მა­ნათ­ლებ­ლე­ბი, ანუ ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლებ­საც ქუ­ჩის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ და რომ­ლე­ბიც ასე­ვე იმუ­შა­ვე­ბენ თა­ვი­ანთ თა­ნა­ტო­ლებ­თან, რათა მოხ­დეს ამ ბავ­შვე­ბის დახ­მა­რე­ბა და ჩარ­თვა სხვა­დას­ხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ში.

"ეს ჯგუ­ფი კომ­პლექ­სუ­რად შე­ის­წავ­ლის თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შვის სა­ჭი­რო­ე­ბებს, მა­გა­ლი­თად, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მებ­ში ჩარ­თავს.

"პირ­ველ რიგ­ში მო­ბი­ლურ­მა ჯგუ­ფებ­მა ამ ბავ­შვე­ბის ნდო­ბა უნდა მო­ი­პო­ვონ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი კონ­ტაქ­ტში არ შე­მოვ­ლენ, ასე რომ, ეს კომ­პლექ­სუ­რი სა­კი­თხია და მარ­ტი­ვად არ გვარ­დე­ბა, ამა­ში სხვა­დას­ხვა სფე­რო­დან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი.

"ეს პრობ­ლე­მა სხვა ქვეყ­ნებ­შიც არ­სე­ბობს და მეტ­ნაკ­ლე­ბად არის მოგ­ვა­რე­ბუ­ლი. რაც მთა­ვა­რია, სა­ხელ­მწი­ფოს სტრა­ტე­გია უკვე არ­სე­ბობს, ამ მე­ქა­ნიზ­მმა უნდა იმუ­შა­ოს გა­მარ­თუ­ლად და პა­რა­ლე­ლუ­რად ბავშთა სი­ღა­რი­ბის შემ­ცი­რე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბაა სა­ჭი­რო. უნდა შემ­ცირ­დეს სი­ღა­რი­ბე, რად­გან ბავ­შვე­ბის ქუ­ჩა­ში გას­ვლის ეს ერთ-ერთი მი­ზე­ზი სწო­რედ ეს არის.

"აქამ­დე არ არ­სე­ბობ­და სა­ხელ­მწი­ფო მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც ამ პრობ­ლე­მას მო­აგ­ვა­რებ­და, ახლა კი ეს მე­ქა­ნიზ­მი შე­იქ­მნა და არ­სე­ბობს სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოც, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ბა­ზა­ზე მუ­შა­ობს, სა­დაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და თბი­ლი­სის მე­რია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პროგ­რა­მა 2-წლი­ა­ნია, პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ეს მე­ქა­ნიზ­მი და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა და­ახ­ლო­ე­ბით 700 ბავ­შვზე იქ­ნე­ბა გათ­ვლი­ლი, თუმ­ცა, ამ პროგ­რა­მას­თან ერ­თად უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი ღა­რიბ ოჯახ­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბის დახ­მა­რე­ბა­ზე. ამა­ზეც მი­დის მუ­შა­ო­ბა და დღეს ჩვე­ნი მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის გა­და­ხედ­ვა არ­სე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის, რათა შემ­დეგ მოხ­დეს ამ დახ­მა­რე­ბებ­ში შეს­წო­რე­ბა.

"სა­ხელ­მწი­ფო მე­ქა­ნიზ­მი და სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო, სა­დაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა. თუ იქ­ნე­ბა ბავ­შვი, რო­მე­ლიც რა­ღა­ცის გამო ვერ იღებს დახ­მა­რე­ბას, მა­გა­ლი­თად, არ აქვს პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბა და ხში­რად ესეც არის სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა­ზე უა­რის თქმის მი­ზე­ზი. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ეხ­მა­რე­ბა ამ ბავ­შვს, რომ მი­ი­ღოს სა­ბუ­თე­ბი და რე­გის­ტრა­ცი­ის სა­კი­თხე­ბი გა­უ­მარ­ტი­ვოს, შემ­დეგ კი აღ­რი­ცხვა­ზე აჰ­ყავთ და უწე­ვენ შე­სა­ბა­მის დახ­მა­რე­ბას.

"ვერ ვი­ტყვი, რომ მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბობს ისე­თი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ბავ­შვთა კონ­ვენ­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ყვე­ლა მო­თხოვ­ნას აკ­მა­ყო­ფი­ლებს. სა­ქარ­თვე­ლო­შიც კვლავ რჩე­ბა ბევ­რი პრობ­ლე­მა. რა თქმა უნდა, მდგო­მა­რე­ო­ბა რა­ღაც სფე­რო­ებ­ში გა­მოს­წორ­და, თუმ­ცა კვლა­ვაც არის გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი.

"გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბავ­შვთა სი­ღა­რი­ბე. 75 ათა­სი ბავ­შვია სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა, რომ­ლე­ბიც დღე­ში 2 ლარს მო­იხ­მა­რენ და ეს თან­ხა ნორ­მა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის არა­ნა­ი­რად არ ჰყოფ­ნით. ასე­ვე მა­ღა­ლია ბავ­შვთა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა, არის და კი­დევ რჩე­ბა პრობ­ლე­მე­ბი. მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო უგ­ზავ­ნის ან­გა­რიშს გა­ე­როს ბავ­შვთა დაც­ვის კო­მი­ტეტს. წელს უნდა გა­აგ­ზავ­ნოს სა­ქარ­თვე­ლომ მე­ო­თხე პე­რი­ო­დუ­ლი ან­გა­რი­ში გა­ე­როს ბავ­შვთა დაც­ვის კო­მი­ტეტ­ში, რის შემ­დე­გაც კო­მი­ტე­ტი გა­ა­კე­თებს დას­კვნას, თუ რო­გორ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი და გას­ცემს შე­სა­ბა­მის რე­კო­მენ­და­ცი­ებს. "მარ­თა­ლია, ეს პროგ­რა­მა დრო­ში გა­ი­წე­ლა, რად­გან პროგ­რა­მის შე­მუ­შა­ვე­ბა ჯერ კი­დევ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და­ი­გეგ­მა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი დამ­თავ­რე­ბუ­ლია, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ჯგუ­ფი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია, რე­მონტდე­ბა ახა­ლი შე­ნო­ბე­ბი და თავ­შე­საფ­რე­ბი. ვფიქ­რობ, რომ ეს მე­ქა­ნიზ­მი შე­მოდ­გო­მი­დან სრულ­ყო­ფი­ლად ამუ­შავ­დე­ბა," - გა­ნა­ცხა­და "მთელ კვი­რას­თან" სა­უბ­რი­სას მაია ქურ­ცი­კი­ძემ.

სა­ლო­მე აბუ­ლა­ძე

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

ქუჩის ბავშვების დასახმარებლად ქუჩებში საგანგებო მობილური ჯგუფები ივლიან

ქუჩის ბავშვების დასახმარებლად ქუჩებში საგანგებო მობილური ჯგუფები ივლიან

საქართველოში ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, ბოლო, 2007 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მთელ საქართველოში ასეთი 1 500 ბავშვი დათვალეს, თუმცა, მას შემდეგ მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა. მიუხედავად ამისა, ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვებით დაინტერესებული სპეციალისტები ამბობენ, რომ ციფრები ყოველწლიურად იცვლება.

შეგახსენებთ, რომ ბავშვთა უფლებების დაცვა საერთაშორისო და თანამედროვე საქართველოს კანონდმებლობაში არის ასახული. 1989 წლის 20 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ "კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ" ერთხმად მიიღო. საინტერესოა რა არის მათი ქუჩაში გასვლის მიზეზი და შემდეგ დარჩენის მოტივაცია.

ბავშვთა სახლ "მომავალ გზაში" მხოლოდ ისეთი ბავშვები არიან, რომლებიც მოწყალების სათხოვნელად ქუჩაში იყვნენ გასულნი. როგორც ბავშვთა სახლის ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი ამბობს, ისინი ამას ეკონომიკური პრობლემების გამო აკეთებდნენ.

"ჩვენთან მოსვლის შემდეგ ქუჩაში მათ მოწყალება აღარ უთხოვიათ. ჩვენი გამოკითხვიდან ჩანს, რომ ეს ბავშვები ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად ძირითადად იმიტომ გადიან, რომ ოჯახი გადაარჩინონ, უმცროს და-ძმას ან ავადმყოფ მშობლებს მიხედონ. ჩვენთან ცხოვრების შემდეგ, მათი ცხოვრება კარგის მხრივ შეიცვალა. მათ აღარ სცივათ, აღარ შიათ, ექიმებთან კონსულტაციისა და მედიკამენტების მიღების პრობლემა აღარ აქვთ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალი გარანტირებული აქვთ და კარგადაა მათი ცხოვრება აწყობილი, 18 წლის ასაკის შემდეგ მათ ისევ ქუჩაში უწევთ ცხოვრება. სამწუხაროდ, ასეა სახელმწიფო კანონში ჩაწერილი. ბავშვები, რომლებიც ჩვენთან ცხოვრობენ, საკვებისა და ტანსაცმელის გარდა განათლებასაც იღებენ. იმ ბავშვებს კი, რომლებიც ჩვენთან არ ცხოვრობენ, მხოლოდ ტანსაცმელსა და საკვებს ვაწვდით.

"ჩვენთან 6-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვები ცხოვრობენ. ორი მცირე საოჯახო ტიპის სახლი გვაქვს, სადაც თითო სახლში ათი ბავშვი ცხოვრობს და დღის ცენტრის მომსახურეობა, სადაც დღის მანძილზე მხოლოდ ოცი ბავშვი ცხოვრობს. სულ ორმოც ბავშვს შეუძლია მზრუნველობამოკლებულ სახლში ცხოვრება. ისე, სულ 250 ბავშვია ბენეფიციარი.

"წინა ხელისუფლების დროს კერძო სახლები დაიკეტა, სადაც 100 ან 150 ბავშვი ცხოვრობდა. თუმცა, ალტერნატიული გზის შეთავაზება ყველა ბენეფიციარისთვის ვერ მოხერხდა. ნაწილი ბავშვთა სახლში მოხვდა, ნაწილი კი ოჯახს დაუბრუნდა. ამით თითქოს ოჯახი უნდა გაძლიერებულიყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ მოხდა. გაძლიერებული ოჯახი ხომ ბავშთა სახლიდან თავისით გაიყვანს ბავშვს.

"ჩვენნაირი ტიპის ორგანიზაციები ვერანაირად ვერ შეძლებენ, რომ ეს მასშტაბური პროლემა მოაგვაროს, რადგან, სამწუხაროდ, ქვეყანაში ბავშვთა სახლების მოხთხოვნა დიდია. მე მირეკავენ უცხო ადამიანები და მეუბნებიან, რომ სურთ ბავშვების მოყვანა. მაგრამ იმის გამო, რომ მოთხოვნის შესაბამისი ადგილი და ბავშვთა სახლი არ გვაქვს, მათ სურვილს ვერ ვაკმაყოფილებთ. თუმცაღა ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე ძალიან აქტიურადაა ჩართული და ცდილობს ეს პრობლემა მოაგვაროს.

"ჩვენთან ბავშვები 13 წლამდე რჩებიან. შაბათ-კვირას მშობელს, რომელთან ყოფნაც ბავშვისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, უფლება აქვს გაიყვანოს, მაგრამ ძალიანაც რომ უნდოდეს, ვერ მიჰყავს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მათ არ აქვთ ეკონომიკური პირობები," - ამბობს კინწურაშვილი.

გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძის თქმით, მიუხედავად ამ პრობლემის სიმწვავისა და მაშტაბურობისა, სახელწიფომ უკვე დასახა მისი მოგვარების გზები და ამაზე მუშაობა შემოდგომიდან აქტიურად დაიწყება.

"ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ნაწილს აქვს სახლი. ისინი დღის განმავლობაში ქუჩაში არიან და სახლში ღამე მიდიან ხოლმე. ნაწილი კი დღესაც და ღამესაც ატარებს ქუჩაში.

"სტატისტიკურად იმის თქმა, თუ რამდენი ბავშვია ქუჩაში, ცოტა რთულია. თუმცა, 2007 წელს "იუნისეფის" დახმარებით ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელიც 4 დიდ ქალაქში ჩატარდა, გამოვლინდა, რომ 1500 ბავშვი ცხოვრობს და მუშაობს ქუჩაში. მას შემდეგ ეს აღრიცხვა არ ჩატარებულა. ამიტომ სტატისტიკურად ახლა რა მდგომარეობაა, ამის დადგენა რთულია, რადგან მუდმივად იცვლება ეს ციფრი.

"ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის ევროკავშირის დახმარებით ახალი პროგრამა დაიწყო. იქმნება მობილური ჯგუფები, რომლებიც ქუჩაში გავლენ, მსგავსი ტიპის ბავშვებს ნახავენ, აღრიცხავენ და მათ საჭიროებას გამოიკვლევენ. შეიქმნება ასევე თავშესაფრები ამ ბავშვებისთვის თბილისში და საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში, სავარაუდოდ ქუთაისში.

"ამ მობილურ ჯგუფებში ჩართული იქნებიან ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ასევე თანასწორ განმანათლებლები, ანუ ახალგაზრდები, რომლებსაც ქუჩის გამოცდილება აქვთ და რომლებიც ასევე იმუშავებენ თავიანთ თანატოლებთან, რათა მოხდეს ამ ბავშვების დახმარება და ჩართვა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში.

"ეს ჯგუფი კომპლექსურად შეისწავლის თითოეული ბავშვის საჭიროებებს, მაგალითად, განათლების სამინისტრო განათლების პროგრამებში ჩართავს.

"პირველ რიგში მობილურმა ჯგუფებმა ამ ბავშვების ნდობა უნდა მოიპოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კონტაქტში არ შემოვლენ, ასე რომ, ეს კომპლექსური საკითხია და მარტივად არ გვარდება, ამაში სხვადასხვა სფეროდან ბევრი ადამიანი უნდა იყოს ჩართული.

"ეს პრობლემა სხვა ქვეყნებშიც არსებობს და მეტნაკლებად არის მოგვარებული. რაც მთავარია, სახელმწიფოს სტრატეგია უკვე არსებობს, ამ მექანიზმმა უნდა იმუშაოს გამართულად და პარალელურად ბავშთა სიღარიბის შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებების გატარებაა საჭირო. უნდა შემცირდეს სიღარიბე, რადგან ბავშვების ქუჩაში გასვლის ეს ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის.

"აქამდე არ არსებობდა სახელმწიფო მექანიზმი, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებდა, ახლა კი ეს მექანიზმი შეიქმნა და არსებობს საკოორდინაციო საბჭოც, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაზე მუშაობს, სადაც გაერთიანებულია განათლების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა 2-წლიანია, პროგრამის დასრულების შემდეგ ეს მექანიზმი დამოუკიდებლად განაგრძობს მუშაობას.

"აღნიშნული პროგრამა დაახლოებით 700 ბავშვზე იქნება გათვლილი, თუმცა, ამ პროგრამასთან ერთად უნდა განხორციელდეს ღონისძიებები, რომლებიც იქნება მიმართული ღარიბ ოჯახში მცხოვრები ბავშვების დახმარებაზე. ამაზეც მიდის მუშაობა და დღეს ჩვენი მეშვეობით ხდება სოციალური დახმარებების გადახედვა არსებული, განსაკუთრებით ბავშვიანი ოჯახების, რათა შემდეგ მოხდეს ამ დახმარებებში შესწორება.

"სახელმწიფო მექანიზმი და საკოორდინაციო საბჭო, სადაც გაერთიანებულია სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. თუ იქნება ბავშვი, რომელიც რაღაცის გამო ვერ იღებს დახმარებას, მაგალითად, არ აქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ხშირად ესეც არის სოციალური დახმარების მიღებაზე უარის თქმის მიზეზი. იუსტიციის სამინისტრო ეხმარება ამ ბავშვს, რომ მიიღოს საბუთები და რეგისტრაციის საკითხები გაუმარტივოს, შემდეგ კი აღრიცხვაზე აჰყავთ და უწევენ შესაბამის დახმარებას.

"ვერ ვიტყვი, რომ მსოფლიოში არსებობს ისეთი ქვეყანა, რომელიც ბავშვთა კონვენციით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. საქართველოშიც კვლავ რჩება ბევრი პრობლემა. რა თქმა უნდა, მდგომარეობა რაღაც სფეროებში გამოსწორდა, თუმცა კვლავაც არის გარკვეული პრობლემები.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა სიღარიბე. 75 ათასი ბავშვია სიღარიბის ზღვარს მიღმა, რომლებიც დღეში 2 ლარს მოიხმარენ და ეს თანხა ნორმალური განვითარებისთვის არანაირად არ ჰყოფნით. ასევე მაღალია ბავშვთა სიკვდილიანობა, არის და კიდევ რჩება პრობლემები. მაგრამ საქართველო უგზავნის ანგარიშს გაეროს ბავშვთა დაცვის კომიტეტს. წელს უნდა გააგზავნოს საქართველომ მეოთხე პერიოდული ანგარიში გაეროს ბავშვთა დაცვის კომიტეტში, რის შემდეგაც კომიტეტი გააკეთებს დასკვნას, თუ როგორ არის საქართველოში ბავშვთა უფლებები დაცული და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს. "მართალია, ეს პროგრამა დროში გაიწელა, რადგან პროგრამის შემუშავება ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიგეგმა. მიუხედავად ამისა, მოსამზადებელი სამუშაოები დამთავრებულია, საკოორდინაციო ჯგუფი ჩამოყალიბებულია, რემონტდება ახალი შენობები და თავშესაფრები. ვფიქრობ, რომ ეს მექანიზმი შემოდგომიდან სრულყოფილად ამუშავდება," - განაცხადა "მთელ კვირასთან" საუბრისას მაია ქურციკიძემ.

სალომე აბულაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია