იაშვილის კლინიკის თურქი ინვესტორი - კაბინეტებსა და პალატებში ხატების ჩამოხსნის გადაწყვეტილება სტამბოლშია მიღებული

იაშვილის კლინიკის თურქი ინვესტორი - კაბინეტებსა და პალატებში ხატების ჩამოხსნის გადაწყვეტილება სტამბოლშია მიღებული

იაშვილის კლინიკის მედპერსონალსა და " უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის " წარმომადგენელს თექინ ატიკს შორის სიტყვიერი დაპირსპირება მოხდა.

იაშვილის სახელობის კლინიკის მედპერსონალმა საავადმყოფოს ეზოდან სააქტო დარბზში გადაინაცვლა, სადაც თექინ ატიკს უნდა შეხვედროდა, თუმცა, მან ექიმებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა და ჟურნალსტებთან შეხვედრა ისურვა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას თექინ ატიკმა განაცხადა, ის 31 აგვისტოს იაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში არც ნასვამ მდგომარეობაში და არც ნარკოტიკული საშუალებების თრობის ქვეშ არ ყოფილა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია. თექინ ატიკმა განაცხადა, რომ მედპერსონალმა თურქული ენა არ იცის მისი ხმამაღალი საუბარი ვერ გაიგო.

როგორც თექინ ატიკი აცხადებს, იმ პერიოდში როდესაც ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა, გორიდან მიიყვანეს მძიმე ავადმყოფი, რომლის ახლობლებსაც თან ჰქონდათ კომპიუტერული დისკი, სადაც ჩაწერილი იყო ავადმყოფის მონაცემები, თუმცა აღნიშნული დისკი არ ჩაირთო და მისი გაღიზიანება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია.

ზუსტად იმ დროს როდესაც თექინ ატიკი ჟურნალისტებთან განცხადებას აკეთებდა, მის კაბინეტში იაშვილის კლინიკის თანამშრომლები შემოვიდენენ და იგი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს. კაბინეტში აღმოჩნდა ის პიროვნებაც, რომელსაც თექინ ატიკმა ფიზიკური და სიტყვიერ შეურაცხყოფა მიაყენა. თანამშრომლები უნდობლობას უცხადებენ თექინ ატიკს და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

რაც შეეხება აღნიშნული კლინიკის პალატებსა და კაბინეტებში ხატების ჩამოხსნის ფაქტს, თექინ ატიკმა განმარტა, რომ კაბინეტებსა და პალატებში ხატების ჩამოხსნის გადაწყვეტილება სტამბოლში იქნა მიღებული. როგორც თექინ ატიკმა განაცხადა, სამლოცველოების მოწყობას კლინიკის თითოეულ სართულზე აპირებს, თუმცა ხატები და ჯვრები კაბინეტებში არ იქნება გამოფენილი.

თექინ ატიკმა ჟურნალისტებს თავის კაბინეტიც დაათვალიერებინა და ის კედლები აჩვენა, სადაც ხატებია გამოფენილი.

რაც შეეხება მედპერსონალს, ისინი თურქ ინვესტორს უნდობლობას უცხადებენ და კლინიკაში ძველი დირექტორის დაბრუნებას ითხოვენ.

ამასთან, იაშვილის კლინიკაში გამოკრულია განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ 2 სექტემბრიდან თანამშრომლებისთვის იხსნება თურქული ენის შემსწავლელი უფასო კურსები.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია