პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთგული მკითხველები და მისია, რომელსაც მათ წინაშე პრესის გამავრცელებელი კისრულობს
ერთგული მკითხველები და მისია, რომელსაც მათ წინაშე პრესის გამავრცელებელი კისრულობს

კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­მე­დია" მრა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ანს აერ­თი­ა­ნებს. ბევ­რი მათ­გა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის "ჩრდილ­შია მოქ­ცე­უ­ლი" და სა­კუ­თარ საქ­მეს, რომ იტყვი­ან, ჩუ­მად აკე­თებს, თუმ­ცა მკი­თხვე­ლებ­თან უშუ­ა­ლო, პირ­და­პი­რი კავ­ში­რი აქვს. პრე­სა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის პირ­და­პი­რი კავ­ში­რის თვალ­საზ­რი­სით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი­სა და სხვა ბეჭ­დუ­რი პრო­დუქ­ცი­ის გა­მავ­რცე­ლებ­ლებს აკის­რი­ათ.

მა­ნა­ნა მა­ხა­რა­ძე ერთ-ერთი მათ­გა­ნია, ვინც დი­ლის 9-ის ნა­ხევ­რი­დან ღა­მის 12-ის ნა­ხევ­რამ­დე ამ საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა და ამ­ბობს, - ამ სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბა დიდ გამ­ძლე­ო­ბას მო­ი­თხოვ­სო, - რი­თაც თა­ვად უდა­ვოდ გა­მო­ირ­ჩე­ვა და ბევ­რი კო­ლე­გის­თვის ამ და სხვა თვი­სე­ბე­ბით სა­მა­გა­ლი­თოდ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს...

მა­ნა­ნა მა­ხა­რა­ძე, პრე­სის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი:

- სა­ერ­თოდ, იქ, სა­დაც ახლა ვმუ­შა­ობ, ყო­ველ­თვის ყიდ­დნენ პრე­სას. 3 წე­ლია, რაც აქ ვარ. ჩემი წი­ნა­მორ­ბე­დის წას­ვლის შემ­დეგ მა­ღა­ზი­ის ეს გან­ყო­ფი­ლე­ბა მე ჩა­ვი­ბა­რე. სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა არ­ცთუ ისე რთუ­ლი იყო, მაგ­რამ, ასე თუ ისე, ათ­ვი­სე­ბა სჭირ­დე­ბო­და, და ეს შევ­ძე­ლი. ვთვლი, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მე მაქვს. აქ მარ­ტო პრე­სა კი არ არის, დიდი მარ­კე­ტია; ძა­ლი­ან კარ­გი კო­ლექ­ტი­ვი მყავს გვერ­დით. ერ­თად ვსაქ­მი­ა­ნობთ და ერ­თმა­ნეთს ვე­ნაც­ვლე­ბით კი­დეც. დი­ლა­ო­ბით, პრე­სა როცა მო­დის, ვა­ხა­რის­ხებთ და შემ­დეგ ვი­წყებთ გა­ყიდ­ვას. მომ­ხმა­რებ­ლებ­მა იცი­ან, პრე­სა რა დრო­ის­თვის მო­აქვთ, ასე რომ, დი­ლი­დან­ვე მო­დი­ან და ყი­დუ­ლო­ბენ. უამ­რავ ადა­მი­ან­თან მიხ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა.

- როცა მყიდ­ველ­მა არ იცის, კონ­კრე­ტუ­ლად რის სა­ყიდ­ლად მო­დის და ჟურ­ნალ-გა­ზე­თებს ად­გილ­ზე არ­ჩევს, მას ყუ­რა­დღე­ბას რაზე უმახ­ვი­ლებთ?

- გა­აჩ­ნია ადა­მი­ანს: ზოგს პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბე­ბი იზი­დავს, ზოგი - მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. მო­დი­ან ბავ­შვე­ბიც. როცა მყიდ­ვე­ლი ად­გილ­ზე ეც­ნო­ბა პრე­სას, გამ­ყიდ­ვე­ლი მას არ­ჩე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა, ჟურ­ნალ-გა­ზე­თებს აც­ნობს, ის რჩე­ვებს ით­ვა­ლის­წი­ნებს და ასე იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძალ­ზე სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა. ვგუ­ლის­ხმობ არა მარ­ტო მყიდ­ველს, არა­მედ - გა­მომ­ცემ­ლო­ბა­საც. მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რო­მელ­მაც რა­ღაც ლი­ტე­რა­ტუ­რა ვერ შე­ი­ძი­ნა, როცა მო­დის, დახ­მა­რე­ბას, რჩე­ვას გვთხოვს; ჩვენც ყო­ველ­თვის ვცდი­ლობთ, და­ვეხ­მა­როთ. ამა­ში პრე­სის მომ­წო­დე­ბე­ლიც აქ­ტი­უ­რად მეხ­მა­რე­ბა.

- ე.ი. ცდი­ლობთ, რა­საც მომ­ხმა­რე­ბე­ლი ითხოვს, ის გა­მო­ცე­მა მო­ი­პო­ვოთ?

- ასეა. სა­ერ­თოდ, ვცდი­ლობ, მკი­თხვე­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლო არ გა­ვუშ­ვა. გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­ში ვრე­კავ, ვუკ­ვეთ და თუ იმ ლი­ტე­რა­ტუ­რის მო­პო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გაჩ­ნდე­ბა, მო­მი­ტა­ნენ. აი, ასე ვეხ­მა­რე­ბით მკი­თხვე­ლებს.

- ისე­თი შემ­თხვე­ვა თუ ყო­ფი­ლა, როცა ადა­მი­ანს ფული არ აქვს, პრე­სას წა­სა­კი­თხად კი მა­ინც ატანთ?

- რა თქმა უნდა. ზოგს წიგ­ნის, ჟურ­ნა­ლის ან გა­ზე­თის შე­ძე­ნა უნდა, მაგ­რამ უსახ­სრო­ბის გამო ვერ ყი­დუ­ლობს. ჩემ­გან მას პრობ­ლე­მა არ ექ­მნე­ბა, წა­სა­კი­თხად ყო­ველ­თვის ვა­ტან. ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ არ და­ებ­რუ­ნე­ბი­ნოთ.

- თა­ვად, აქ­ტი­უ­რად თუ ეც­ნო­ბით პრე­სას?

- დიახ. ჩვენ­თან ხომ წიგ­ნე­ბიც იყი­დე­ბა. მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. "50+ და კი­დევ 49 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ" - ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ექ­ტია. აგ­რეთ­ვე - სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც ჩემი ოჯა­ხის უმ­ცროს წევ­რებს ძალ­ზე მოს­წონთ. უკვე ბევ­რი წიგ­ნი შე­ვაგ­რო­ვე.

- რო­მე­ლი­მე გა­მო­ცე­მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი თუ ჰყავს?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია. რამ­დე­ნი­მე ძა­ლი­ან ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი მო­დის: ყი­დუ­ლო­ბენ "კვი­რის პა­ლიტ­რას", "გზას", "კა­რუ­სელს" და იმ წიგ­ნებს, რომ­ლე­ბიც ამ ჟურ­ნალ-გა­ზე­თებს "მოჰ­ყვე­ბა". ჩვენ შო­რის საკ­მა­ოდ კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა, სხვა­დას­ხვა თე­მას გან­ვი­ხი­ლავთ კი­დეც. ამ­ჟა­მად ჟურ­ნალ "ის­ტო­რი­ანს" გრი­გოლ აბა­ში­ძის რო­მა­ნი "ლა­შა­რე­ლა" ახ­ლავს. უკვე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი გა­მოჩ­ნდნენ და შეკ­ვე­თებ­საც ვი­ღებ. ამ ნა­წარ­მო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბიც გა­ვიხ­სე­ნეთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მყიდ­ვე­ლე­ბი ჩემ­თან საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ.

- ამ საქ­მის პლუ­სებ­სა და მი­ნუ­სებ­ზე რა შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ?

- სი­ახ­ლე­ებს ყო­ველ­თვის მი­ვე­სალ­მე­ბი. ძა­ლი­ან კარ­გია, რომ შე­მეც­ნე­ბი­თი ლი­ტე­რა­ტუ­რა იყი­დე­ბა ბავ­შვე­ბის­თვის, მო­ზარ­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. პრე­სის გავ­რცე­ლე­ბი­სას ბევ­რი სი­ახ­ლე მხვდე­ბა. თუნ­დაც ინ­გლი­სუ­რი ენის წიგ­ნე­ბი ავი­ღოთ, რო­მე­ლიც გა­ზეთ "ყვე­ლა სი­ახ­ლეს­თან" ერ­თად გა­მო­დი­ო­და: ამ პრო­ექ­ტმა დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია. მკი­თხვე­ლის­თვის ილუსტრი­რე­ბუ­ლი ენ­ციკ­ლო­პე­დი­აც ძალ­ზე მიმ­ზიდ­ვე­ლია. ხალ­ხი ძი­რი­თა­დად, "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" გა­მო­ცე­მე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბა. პლუ­სად ისიც უნდა ჩა­ით­ვა­ლოს, რომ ყო­ველ დი­ლით ვი­გებთ სი­ახ­ლე­ებს, ვეც­ნო­ბით ამ­ბებს და ზო­გი­ერთ პრობ­ლე­მა­ზე ვკა­მა­თობთ კი­დეც. ჩემი საქ­მის მი­ნუ­სებ­ზე ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ, იმი­ტომ, რომ არ მახ­სენ­დე­ბა.

- ისე კი, და­მე­თან­ხმე­ბით, თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა ძალ­ზე დამ­ღლე­ლია...

- ჩემ­თვის ასე ნამ­დვი­ლად არ არის. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ დიდი ინ­ტე­რე­სით ვე­კი­დე­ბი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ამ პრო­ფე­სი­ას შე­ვეჩ­ვიე და შე­მიყ­ვარ­და კი­დეც. თა­ვის დრო­ზე, პრე­სის გავ­რცე­ლე­ბა­ში მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა ჩემ­თვის სხვა სამ­ყა­რო­ში გა­დას­ვლის ტოლ­ფა­სი იყო. სი­მარ­თლე გი­თხრათ, თა­ვი­დან შე­მე­შინ­და კი­დეც. მა­ნამ­დე გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში დი­ა­სახ­ლი­სი ვი­ყა­ვი, პრო­ფე­სი­ით კი მუ­სი­კის­მცოდ­ნე ვარ. შიში ალ­ბათ იმა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა, რომ როცა ადა­მი­ანს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა რუ­სულ ენა­ზე აქვს მი­ღე­ბუ­ლი, ეში­ნია, ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას კარ­გად რომ ვერ გა­უ­გოს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად აე­წყო. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით რომ ვუდ­გე­ბი საქ­მეს, ეს ალ­ბათ, ჩემი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რეა.

- დი­ა­სახ­ლი­სო­ბის შემ­დეგ, თა­ვი­დან მა­ინც გა­გი­ჭირ­დე­ბო­დათ ასეთ დატ­ვირ­თულ სა­მუ­შაო გრა­ფიკ­ზე გა­დას­ვლა, არა?

- დი­ა­სახ­ლი­სო­ბას თა­ვი­სი პლუ­სე­ბი და მი­ნუ­სე­ბი აქვს, მუ­შა­ო­ბას კი - თა­ვი­სი. ვფიქ­რობ, ადა­მი­ან­მა ოქ­როს შუ­ა­ლე­დი უნდა გა­მო­ნა­ხოს და საქ­მი­ა­ნო­ბა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ერ­თმა­ნეთს შე­უ­თავ­სოს.

- რო­გორც ვხვდე­ბი, თქვენ ამას კარ­გად ახერ­ხებთ...

- დიახ, ვცდი­ლობ. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შეს­ვე­ნე­ბე­ბი გვაქვს. რო­გორც ვთქვი, ძა­ლი­ან კარ­გი თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც მყავს და ერ­თმა­ნეთს ხელს ვუ­წყობთ. აქ ერთი დიდი ოჯა­ხია. მეც ვცდი­ლობ, დი­ა­სახ­ლი­სო­ბა, მუ­შა­ო­ბა და, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, გარ­თო­ბაც ერ­თმა­ნეთს შე­ვუ­თავ­სო!

ეკა აბა­ში­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ერთგული მკითხველები და მისია, რომელსაც მათ წინაშე პრესის გამავრცელებელი კისრულობს

ერთგული მკითხველები და მისია, რომელსაც მათ წინაშე პრესის გამავრცელებელი კისრულობს

კომპანია "პალიტრამედია" მრავალი პროფესიის ადამიანს აერთიანებს. ბევრი მათგანი საზოგადოებისთვის "ჩრდილშია მოქცეული" და საკუთარ საქმეს, რომ იტყვიან, ჩუმად აკეთებს, თუმცა მკითხველებთან უშუალო, პირდაპირი კავშირი აქვს. პრესასა და საზოგადოებას შორის პირდაპირი კავშირის თვალსაზრისით, განსაკუთრებული როლი ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა ბეჭდური პროდუქციის გამავრცელებლებს აკისრიათ.

მანანა მახარაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც დილის 9-ის ნახევრიდან ღამის 12-ის ნახევრამდე ამ საქმეს ემსახურება და ამბობს, - ამ სფეროში მუშაობა დიდ გამძლეობას მოითხოვსო, - რითაც თავად უდავოდ გამოირჩევა და ბევრი კოლეგისთვის ამ და სხვა თვისებებით სამაგალითოდ შეიძლება ჩაითვალოს...

მანანა მახარაძე, პრესის გამავრცელებელი:

- საერთოდ, იქ, სადაც ახლა ვმუშაობ, ყოველთვის ყიდდნენ პრესას. 3 წელია, რაც აქ ვარ. ჩემი წინამორბედის წასვლის შემდეგ მაღაზიის ეს განყოფილება მე ჩავიბარე. სამუშაოს შესრულება არცთუ ისე რთული იყო, მაგრამ, ასე თუ ისე, ათვისება სჭირდებოდა, და ეს შევძელი. ვთვლი, რომ ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლო საქმე მაქვს. აქ მარტო პრესა კი არ არის, დიდი მარკეტია; ძალიან კარგი კოლექტივი მყავს გვერდით. ერთად ვსაქმიანობთ და ერთმანეთს ვენაცვლებით კიდეც. დილაობით, პრესა როცა მოდის, ვახარისხებთ და შემდეგ ვიწყებთ გაყიდვას. მომხმარებლებმა იციან, პრესა რა დროისთვის მოაქვთ, ასე რომ, დილიდანვე მოდიან და ყიდულობენ. უამრავ ადამიანთან მიხდება ურთიერთობა.

- როცა მყიდველმა არ იცის, კონკრეტულად რის საყიდლად მოდის და ჟურნალ-გაზეთებს ადგილზე არჩევს, მას ყურადღებას რაზე უმახვილებთ?

- გააჩნია ადამიანს: ზოგს პოლიტიკური ამბები იზიდავს, ზოგი - მხატვრული ლიტერატურითაა დაინტერესებული. მოდიან ბავშვებიც. როცა მყიდველი ადგილზე ეცნობა პრესას, გამყიდველი მას არჩევაში ეხმარება, ჟურნალ-გაზეთებს აცნობს, ის რჩევებს ითვალისწინებს და ასე იღებს გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ ადამიანებთან ურთიერთობა ძალზე საპასუხისმგებლოა. ვგულისხმობ არა მარტო მყიდველს, არამედ - გამომცემლობასაც. მომხმარებელი, რომელმაც რაღაც ლიტერატურა ვერ შეიძინა, როცა მოდის, დახმარებას, რჩევას გვთხოვს; ჩვენც ყოველთვის ვცდილობთ, დავეხმაროთ. ამაში პრესის მომწოდებელიც აქტიურად მეხმარება.

- ე.ი. ცდილობთ, რასაც მომხმარებელი ითხოვს, ის გამოცემა მოიპოვოთ?

- ასეა. საერთოდ, ვცდილობ, მკითხველი უკმაყოფილო არ გავუშვა. გამომცემლობებში ვრეკავ, ვუკვეთ და თუ იმ ლიტერატურის მოპოვების საშუალება გაჩნდება, მომიტანენ. აი, ასე ვეხმარებით მკითხველებს.

- ისეთი შემთხვევა თუ ყოფილა, როცა ადამიანს ფული არ აქვს, პრესას წასაკითხად კი მაინც ატანთ?

- რა თქმა უნდა. ზოგს წიგნის, ჟურნალის ან გაზეთის შეძენა უნდა, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ ყიდულობს. ჩემგან მას პრობლემა არ ექმნება, წასაკითხად ყოველთვის ვატან. ნამდვილად არ ყოფილა შემთხვევა, რომ არ დაებრუნებინოთ.

- თავად, აქტიურად თუ ეცნობით პრესას?

- დიახ. ჩვენთან ხომ წიგნებიც იყიდება. მხატვრული ლიტერატურა ძალიან მიყვარს. "50+ და კიდევ 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" - ძალიან კარგი პროექტია. აგრეთვე - საბავშვო ლიტერატურა, რომელიც ჩემი ოჯახის უმცროს წევრებს ძალზე მოსწონთ. უკვე ბევრი წიგნი შევაგროვე.

- რომელიმე გამოცემას განსაკუთრებულად ერთგული მომხმარებლები თუ ჰყავს?

- რასაკვირველია. რამდენიმე ძალიან ერთგული მომხმარებელი მოდის: ყიდულობენ "კვირის პალიტრას", "გზას", "კარუსელს" და იმ წიგნებს, რომლებიც ამ ჟურნალ-გაზეთებს "მოჰყვება". ჩვენ შორის საკმაოდ კარგი დამოკიდებულებაა, სხვადასხვა თემას განვიხილავთ კიდეც. ამჟამად ჟურნალ "ისტორიანს" გრიგოლ აბაშიძის რომანი "ლაშარელა" ახლავს. უკვე დაინტერესებული პირები გამოჩნდნენ და შეკვეთებსაც ვიღებ. ამ ნაწარმოების გარკვეული მონაკვეთებიც გავიხსენეთ. აქედან გამომდინარე, მყიდველები ჩემთან საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობენ.

- ამ საქმის პლუსებსა და მინუსებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

- სიახლეებს ყოველთვის მივესალმები. ძალიან კარგია, რომ შემეცნებითი ლიტერატურა იყიდება ბავშვებისთვის, მოზარდების განვითარებისთვის ეს უმნიშვნელოვანესია. პრესის გავრცელებისას ბევრი სიახლე მხვდება. თუნდაც ინგლისური ენის წიგნები ავიღოთ, რომელიც გაზეთ "ყველა სიახლესთან" ერთად გამოდიოდა: ამ პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია. მკითხველისთვის ილუსტრირებული ენციკლოპედიაც ძალზე მიმზიდველია. ხალხი ძირითადად, "პალიტრამედიის" გამოცემებით ინტერესდება. პლუსად ისიც უნდა ჩაითვალოს, რომ ყოველ დილით ვიგებთ სიახლეებს, ვეცნობით ამბებს და ზოგიერთ პრობლემაზე ვკამათობთ კიდეც. ჩემი საქმის მინუსებზე ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ, რომ არ მახსენდება.

- ისე კი, დამეთანხმებით, თქვენი საქმიანობა ძალზე დამღლელია...

- ჩემთვის ასე ნამდვილად არ არის. ალბათ იმიტომ, რომ დიდი ინტერესით ვეკიდები. დროთა განმავლობაში ამ პროფესიას შევეჩვიე და შემიყვარდა კიდეც. თავის დროზე, პრესის გავრცელებაში მუშაობის დაწყება ჩემთვის სხვა სამყაროში გადასვლის ტოლფასი იყო. სიმართლე გითხრათ, თავიდან შემეშინდა კიდეც. მანამდე გარკვეული დროის განმავლობაში დიასახლისი ვიყავი, პროფესიით კი მუსიკისმცოდნე ვარ. შიში ალბათ იმანაც განაპირობა, რომ როცა ადამიანს უმაღლესი განათლება რუსულ ენაზე აქვს მიღებული, ეშინია, ქართველ საზოგადოებას კარგად რომ ვერ გაუგოს. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად აეწყო. პასუხისმგებლობით რომ ვუდგები საქმეს, ეს ალბათ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარეა.

- დიასახლისობის შემდეგ, თავიდან მაინც გაგიჭირდებოდათ ასეთ დატვირთულ სამუშაო გრაფიკზე გადასვლა, არა?

- დიასახლისობას თავისი პლუსები და მინუსები აქვს, მუშაობას კი - თავისი. ვფიქრობ, ადამიანმა ოქროს შუალედი უნდა გამონახოს და საქმიანობა და პირადი ცხოვრება ერთმანეთს შეუთავსოს.

- როგორც ვხვდები, თქვენ ამას კარგად ახერხებთ...

- დიახ, ვცდილობ. დღის განმავლობაში შესვენებები გვაქვს. როგორც ვთქვი, ძალიან კარგი თანამშრომლებიც მყავს და ერთმანეთს ხელს ვუწყობთ. აქ ერთი დიდი ოჯახია. მეც ვცდილობ, დიასახლისობა, მუშაობა და, თქვენ წარმოიდგინეთ, გართობაც ერთმანეთს შევუთავსო!

ეკა აბაშიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები