Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - სოფელ ჭელაში მინარეთის აშენება კანონდარღვევით მოხდა
ბიძინა ივანიშვილი - სოფელ ჭელაში მინარეთის აშენება კანონდარღვევით მოხდა

სო­ფელ ჭე­ლა­ში მი­ნა­რე­თის აშე­ნე­ბა კა­ნონ­დარ­ღვე­ვით მოხ­და, - ამის შე­სა­ხებ ამ­ბა­სა­დო­რი­ა­ლის გახ­სნა­ზე გა­მოს­ვლი­სას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თვით­ნე­ბო­ბა­სა და უკა­ნო­ნო­ბა­ზე თვალს ვერ და­ხუ­ჭავს.

"ვი­ა­მა­ყებთ იმით, რომ ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ლი­გი­უ­რი შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მა­გა­ლი­თი არ მო­ი­ძებ­ნე­ბა. მე ღრმად მწამს, რომ ეს ტრა­დი­ცია არ­სად გამ­ქრა­ლა, რად­გან ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვია მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, რე­ლი­გი­უ­რი შემ­წყნა­რებ­ლო­ბა, რე­ლი­გი­უ­რი გრძო­ნე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა. ეს არა მხო­ლოდ ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ტრა­დი­ცი­აა, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის ერთ-ერთი ფუნ­და­მენ­ტუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა. სწო­რედ ეს მა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ სო­ფელ ჭე­ლა­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო რე­ლი­გი­უ­რი შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბას­თან.

მი­ნა­რე­თის აშე­ნე­ბა კა­ნონ­დარ­ღვე­ვით მოხ­და. თვით­ნე­ბო­ბას და უკა­ნო­ნო­ბა­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თვალს ვერ და­ხუ­ჭავს", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თუ სო­ფელ ჭე­ლა­ში, მი­ნა­რე­თის დე­მონ­ტა­ჟის პრო­ცეს­ში ან აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა მი­მართ დარ­ღვე­უ­ლი იყო კა­ნო­ნი ან გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ძალა, ფაქ­ტე­ბი შეს­წავ­ლი­ლი იქ­ნე­ბა და მოყ­ვე­ბა სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბა.

"ოღონდ ამ პრო­ცეს­ში უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფომ, კა­ნონ­მა და სა­სა­მარ­თლომ აღად­გი­ნოს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა. თუმ­ცა, რო­დე­საც საქ­მე რე­ლი­გი­ურ გრძნო­ბებს ეხე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მეტი სიფრ­თხი­ლე გვმარ­თებს, რად­გან ეს მე­ტად სა­თუ­თი თე­მაა ნე­ბის­მი­ე­რი აღმსა­რებ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნის­თვის. ქვე­ყა­ნა­ში რე­ლი­გი­ა­თა შო­რის თან­ხმო­ბას და მშვი­დო­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს და არც ექ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ბიძინა ივანიშვილი - სოფელ ჭელაში მინარეთის აშენება კანონდარღვევით მოხდა

ბიძინა ივანიშვილი - სოფელ ჭელაში მინარეთის აშენება კანონდარღვევით მოხდა

სოფელ ჭელაში მინარეთის აშენება კანონდარღვევით მოხდა, - ამის შესახებ ამბასადორიალის გახსნაზე გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება თვითნებობასა და უკანონობაზე თვალს ვერ დახუჭავს.

"ვიამაყებთ იმით, რომ ჩვენი ისტორიის მანძილზე, საქართველოში რელიგიური შეუწყნარებლობის მაგალითი არ მოიძებნება. მე ღრმად მწამს, რომ ეს ტრადიცია არსად გამქრალა, რადგან ჩვენი ხალხისთვის სრულიად ბუნებრივია მშვიდობიანი თანაცხოვრება, რელიგიური შემწყნარებლობა, რელიგიური გრძონების პატივისცემა. ეს არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული ტრადიციაა, არამედ საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა. სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ სოფელ ჭელაში მომხდარ ინციდენტს არაფერი აქვს საერთო რელიგიური შეუწყნარებლობასთან.

მინარეთის აშენება კანონდარღვევით მოხდა. თვითნებობას და უკანონობაზე ხელისუფლება თვალს ვერ დახუჭავს", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, თუ სოფელ ჭელაში, მინარეთის დემონტაჟის პროცესში ან აქციის მონაწილეთა მიმართ დარღვეული იყო კანონი ან გამოყენებული იყო გადამეტებული ძალა, ფაქტები შესწავლილი იქნება და მოყვება სათანადო რეაგირება.

"ოღონდ ამ პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ სახელმწიფომ, კანონმა და სასამართლომ აღადგინოს სამართლიანობა. თუმცა, როდესაც საქმე რელიგიურ გრძნობებს ეხება, ხელისუფლებას მეტი სიფრთხილე გვმართებს, რადგან ეს მეტად სათუთი თემაა ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანისთვის. ქვეყანაში რელიგიათა შორის თანხმობას და მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და არც ექნება", - განაცხადა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა