საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაშვილის კლინიკის ექიმები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
იაშვილის კლინიკის ექიმები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ

იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა კლი­ნი­კის ექი­მე­ბის ნა­წი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს წინ დღეს, 11.00 სა­ათ­ზე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას გა­მარ­თავს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, მათი პრო­ტეს­ტი თე­ქინ ატიკს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მე­ლიც კომ­პა­ნია "უნი­ვერ­სალ ჰოს­პი­ტალ გრუ­პის" წარ­მო­მად­გენ­ლია.

ექი­მე­ბის თქმით, თე­ქინ ატი­კი ორი დღის წინ რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ღა­მით შე­ვი­და, აპა­რა­ტუ­რის ნა­წი­ლი და­ამ­ტვრია და ექი­მებს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

"ორი დღის წინ ღა­მით, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ ბევ­რმა იცის. ახა­ლი თურ­ქი მე­პატ­რო­ნე თე­ქინ ატი­კი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში შე­ვარ­და. ყვი­რო­და და იგი­ნე­ბო­და. რა­ღაც დის­კე­ტა ჰქონ­და მო­ტა­ნი­ლი, რო­მე­ლიც კომ­პი­უ­ტერ­ში არ ჩა­იტ­ვირ­თა, ამა­ზე კი­დევ უფრო გა­ნერ­ვი­ულ­და და აპა­რა­ტუ­რის მტვრე­ვა და­ი­წყო. ხელ­ში აიღო კომ­პი­უ­ტე­რი და მა­გი­და­ზე და­ა­ნარ­ცხა. კომ­პი­უ­ტე­რის მტვრე­ვას ექი­მის 400 ლა­რი­ა­ნი კონ­ტაქ­ტუ­რი სათ­ვა­ლეც შე­ე­წი­რა, რო­მე­ლიც მა­გი­და­ზე იდო. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­აც მო­ვი­და და თვითმხილ­ვე­ლებს ჩვე­ნე­ბა ჩა­მო­არ­თვა. თე­ქინ ატი­კის ყვი­რი­ლი მე­ო­თხე და მე­ხუ­თე სარ­თუ­ლებ­ზეც კი ეს­მო­დათ", - გა­ნა­ცხა­და ინ­ცი­დენ­ტის თვითმხილ­ველ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, თე­ქინ ატი­კი ღა­მით კლი­ნი­კის გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში ჩუ­მად და­დის და თუ რო­მე­ლი­მე მედ­პერ­სო­ნალს მძი­ნა­რეს ნა­ხავს ფო­ტო­სუ­რა­თებს უღებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფო­მა­ცია იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­და­ა­მოწ­მა, სა­დაც და­უ­დას­ტუ­რეს ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და ისიც აღ­ნიშ­ნეს, რომ თე­ქინ ატი­კის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი. შსს-ში კი აცხა­დე­ბენ, რომ თე­ქინ ატიკს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მხრი­დან გაფრ­თხი­ლე­ბა მი­ე­ცა.

კომ­პა­ნია "ავან­ტე ჰოს­პი­ტალ მე­ნე­ჯმენტ გრუ­პის" 5 კლი­ნი­კა თურ­ქულ-გერ­მა­ნულ­მა კომ­პა­ნია "უნი­ვერ­სალ ჰოს­პი­ტალ გრუპ­მა" შე­ი­ძი­ნა, რომ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თე­ქინ ატი­კია.

"უნი­ვერ­სალ ჰოს­პი­ტალ გრუპ­მა" იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა კლი­ნი­კა­ში, ცი­ციშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა "ახალ კლი­ნი­კა­ში", პე­დი­ატ­რი­ის, ალერ­გო­ლო­გი­ი­სა და რევ­მა­ტო­ლო­გი­ის ცენ­ტრში, ქალ­თა სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრ "ახალ სი­ცო­ცხლე­ში" და ბა­თუ­მის დე­და­თა და ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის რეს­პუბ­ლი­კურ ცენ­ტრში 20 მი­ლი­ონ 500 ათა­სი აშშ დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

ახა­ლი მფლო­ბე­ლი აღ­ნიშ­ნულ კლი­ნი­კებ­ში 25 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ტექ­ნი­კურ გა­და­ი­ა­რა­ღე­ბას და ახა­ლი აპა­რა­ტუ­რის შე­მო­ტა­ნას აპი­რებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

იაშვილის კლინიკის ექიმები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ

იაშვილის კლინიკის ექიმები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ

იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ექიმების ნაწილი საავადმყოფოს წინ დღეს, 11.00 საათზე საპროტესტო აქციას გამართავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმებმა განაცხადეს, მათი პროტესტი თექინ ატიკს უკავშირდება, რომელიც კომპანია "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" წარმომადგენლია.

ექიმების თქმით, თექინ ატიკი ორი დღის წინ რეანიმაციულ განყოფილებაში ღამით შევიდა, აპარატურის ნაწილი დაამტვრია და ექიმებს შეურაცხყოფა მიაყენა.

"ორი დღის წინ ღამით, რეანიმაციაში მომხდარი ინციდენტის შესახებ ბევრმა იცის. ახალი თურქი მეპატრონე თექინ ატიკი ნასვამ მდგომარეობაში რეანიმაციაში შევარდა. ყვიროდა და იგინებოდა. რაღაც დისკეტა ჰქონდა მოტანილი, რომელიც კომპიუტერში არ ჩაიტვირთა, ამაზე კიდევ უფრო განერვიულდა და აპარატურის მტვრევა დაიწყო. ხელში აიღო კომპიუტერი და მაგიდაზე დაანარცხა. კომპიუტერის მტვრევას ექიმის 400 ლარიანი კონტაქტური სათვალეც შეეწირა, რომელიც მაგიდაზე იდო. საპატრულო პოლიციაც მოვიდა და თვითმხილველებს ჩვენება ჩამოართვა. თექინ ატიკის ყვირილი მეოთხე და მეხუთე სართულებზეც კი ესმოდათ", - განაცხადა ინციდენტის თვითმხილველმა.

მისივე ინფორმაციით, თექინ ატიკი ღამით კლინიკის განყოფილებებში ჩუმად დადის და თუ რომელიმე მედპერსონალს მძინარეს ნახავს ფოტოსურათებს უღებს.

"ინტერპრესნიუსმა" აღნიშნული ინფომაცია იაშვილის კლინიკის ადმინისტრაციაში გადაამოწმა, სადაც დაუდასტურეს ინციდენტის შესახებ ინფორმაცია და ისიც აღნიშნეს, რომ თექინ ატიკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. შსს-ში კი აცხადებენ, რომ თექინ ატიკს სამართალდამცავების მხრიდან გაფრთხილება მიეცა.

კომპანია "ავანტე ჰოსპიტალ მენეჯმენტ გრუპის" 5 კლინიკა თურქულ-გერმანულმა კომპანია "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპმა" შეიძინა, რომლის წარმომადგენელი თექინ ატიკია.

"უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპმა" იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში, ციციშვილის სახელობის ბავშვთა "ახალ კლინიკაში", პედიატრიის, ალერგოლოგიისა და რევმატოლოგიის ცენტრში, ქალთა სამედიცინო ცენტრ "ახალ სიცოცხლეში" და ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში 20 მილიონ 500 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა.

ახალი მფლობელი აღნიშნულ კლინიკებში 25 მილიონი აშშ დოლარის ტექნიკურ გადაიარაღებას და ახალი აპარატურის შემოტანას აპირებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია