მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინც ეს პროვოკაცია დაგეგმა, კარგად იცოდა, რასაც სჩადიოდა"
"ვინც ეს პროვოკაცია დაგეგმა, კარგად იცოდა, რასაც სჩადიოდა"

შვე­ი­ცა­რი­ა­ში მი­ნა­რე­თე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის რე­ფე­რენ­დუ­მით აკ­რძალ­ვამ საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რე­ბი მუს­ლი­მა­ნე­ბის არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია. ნა­წი­ლი თვლის, რომ ევ­რო­პა­ში რე­ლი­გი­ურ ტო­ლე­რან­ტო­ბას საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, ზო­გის­თვის კი მი­ნა­რე­თე­ბის აკ­რძალ­ვა გა­საკ­ვი­რი არ არის... საფ­რან­გეთ­ში მი­ნა­რე­თე­ბი­დან სა­ლო­ცა­ვად მოხმო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია და არც მე­ჩე­თე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვას იძ­ლე­ვი­ან იო­ლად.

რა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში? მე­ჩე­თე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნორ­მა არ არ­სე­ბობს. ძვე­ლი მე­ჩე­თე­ბი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბია, ახალ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა კი არა სა­სუ­ლი­ე­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ნა­გე­ბო­ბად, არა­მედ კერ­ძო სა­კუთ­რე­ბად, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლად არის და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ეს ეხე­ბა რო­გორც მი­ნა­რე­თი­ან, ისე უმი­ნა­რე­თო მე­ჩე­თებს, ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მე­ჩე­თე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა უკა­ნო­ნოა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე სა­მას­ზე მეტი მე­ჩე­თია. რის­თვის სჭირ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ასე­თი პო­ლი­ტი­კა, ჯერ­ჯე­რო­ბით, გა­ურ­კვე­ვე­ლია. პრობ­ლე­მის მი­ზე­ზებ­ზე მსჯე­ლო­ბას პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც კონ­კრე­ტულ, სკან­და­ლურ ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ხმა­მა­ღალ გან­ცხა­დე­ბებს ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ (რაც ბა­დებს ეჭვს, რომ ესეც, ისე­ვე რო­გორც ბევ­რი სხვა რამ, ვი­ღა­ცის გა­სა­გო­ნად, ანუ უცხო­უ­რი გრან­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად კეთ­დე­ბა).

ქრის­ტი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა აცხა­დებს, რომ აჟი­ო­ტა­ჟის სა­ბა­ბად ქცე­უ­ლი მი­ნა­რე­თი სო­ფელ ჭე­ლა­ში ერთი თვის წინ, ღა­მით შე­მო­ი­ტა­ნეს და გა­თე­ნე­ბამ­დე აღ­მარ­თეს. ხალ­ხი მშვი­დად შეხ­ვდა მი­ნა­რე­თის უკა­ნო­ნო აღ­მარ­თვას, რად­გან ქრის­ტი­ა­ნი და მუს­ლი­მა­ნი ქარ­თვე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ყო­ველ­თვის დიდ პა­ტივს სცემ­დნენ, თუმ­ცა, გა­უკ­ვირ­დათ, რა სა­ჭი­რო იყო ღა­მით მა­ლუ­ლად და სას­წრა­ფოდ მისი აღ­მარ­თვა. ამის მი­ზე­ზებ­ზე მა­შინ არც და­ფიქ­რე­ბუ­ლან, უბ­რა­ლოდ, მუს­ლი­მა­ნებს სთხო­ვეს, რა­მა­ზა­ნის დროს, მე­ჩეთ­ზე მი­მაგ­რე­ბუ­ლი დი­ნა­მი­კი­დან მოლა უთე­ნია, დი­ლის ოთხ სა­ათ­ზე რომ მო­უ­წო­დებ­და მორ­წმუ­ნე­ებს, ჩვენ ამ დროს გვძი­ნავს და ამას ნუ­ღარ იზამ­თო. მუს­ლი­მა­ნებ­მა პი­რო­ბა და­დეს, რომ მო­ლას მო­ძა­ხილს თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი აღარ გა­ი­გო­ნებ­დნენ...

მი­ნა­რე­თის უკა­ნო­ნოდ აღ­მარ­თვი­დან ერთი თვის შემ­დეგ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სპეც­რაზ­მის თან­ხლე­ბით ალყა შე­მო­არ­ტყეს მე­ჩეთს და გა­ნა­ცხა­დეს, ეს ნა­გე­ბო­ბა სა­ბა­ჟო­ზე უკა­ნო­ნოდ შე­მო­ი­ტა­ნეს, საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უნდა და­ვა­პა­ტიმ­რო­თო(?!). ხალ­ხმა ჯერ გა­იკ­ვირ­ვა, პა­ტა­რა, სა­გულ­და­გუ­ლოდ და­მა­ლუ­ლი ნარ­კო­ტი­კიც ვერ გად­მო­უ­ტა­ნი­ათ სა­ბა­ჟო­ზე და თით­ქმის 11 მეტ­რი სიგ­რძის კონ­სტრუქ­ცია გა­ნუ­ბა­ჟებ­ლად რო­გორ შე­მო­ვი­და, ამ­ხე­ლა მი­ნა­რეთ­მა ბა­თუ­მი­დან ადი­გე­ნამ­დე შე­უმ­ჩნევ­ლად რო­გორ ჩა­მო­აღ­წი­აო? გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი რომ ვერ მი­ი­ღეს და მი­ნა­რეთს მო­ჯაჯ­გუ­რე ხალ­ხიც და­ი­ნა­ხეს, მუს­ლი­მან­მა ქარ­თვე­ლებ­მა ემო­ცია ვე­ღარ მო­თო­კეს და მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ იცის, რაც მოხ­და: შეხ­ლა-შე­მოხ­ლა, და­პა­ტიმ­რე­ბა, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი, სა­პატ­რი­არ­ქო­ში ქრის­ტი­ან­თა და მაჰ­მა­დი­ან­თა სუ­ლი­ე­რი წი­ნამ­ძღო­ლე­ბის შეხ­ვედ­რა და ბო­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ შე­თან­ხმე­ბა...

რო­გორც ქრის­ტი­ა­ნი, ისე მუს­ლი­მა­ნი მრევ­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მი­ნა­რე­თი გან­გებ შე­მო­ი­ტა­ნეს გა­ნუ­ბა­ჟებ­ლად, რომ მერე მისი დე­მონ­ტა­ჟი პრო­ვო­კა­ცი­ის სა­ბა­ბი გამ­ხდა­რი­ყო. ამ ეტაპ­ზე ამ საქ­მე­ში მთა­ვა­რი დამ­ნა­შა­ვის დად­გე­ნა ვერ ხერ­ხდე­ბა. ხალ­ხს იმე­დი აქვს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა­ფერს გას­ცემს პა­სუხს. მი­ნა­რე­თის დე­მონ­ტა­ჟის მე­ო­რე დღეს­ვე და­ა­კა­ვეს ადი­გე­ნის გამ­გე­ბე­ლი სი­მონ პა­რუ­ნაშ­ვი­ლი, თით­ქოს იმი­ტომ, რომ მან გას­ცა დე­მონ­ტა­ჟის გან­კარ­გუ­ლე­ბა, თუმ­ცა, ისიც ით­ქვა, რომ პა­რუ­ნაშ­ვი­ლი ფი­ნან­სუ­რი დარ­ღვე­ვე­ბის გა­მოა და­კა­ვე­ბუ­ლი და ეს ფაქ­ტი უბ­რა­ლოდ და­ემ­თხვა ამ ამ­ბავს(?!).

არ­ჩილ მგე­ლა­ძე, მუს­ლი­მა­ნი მრევ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი: - ეს მი­ნა­რე­თი ვერ იქ­ნე­ბო­და კა­ნო­ნი­ე­რი, რად­გან მე­ჩე­თიც უკა­ნო­ნოა, არ არ­სე­ბობს კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც მე­ჩე­თის აშე­ნე­ბის ნე­ბარ­თვას იძ­ლე­ვა. ამი­ტომ ამ ერთი მი­ნა­რე­თის მოხ­სნა კი არ არის პრობ­ლე­მა, არა­მედ ის, რომ მე­ჩე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­რე­გის­ტრი­რე­ბის უფ­ლე­ბა არ გვეძ­ლე­ვა. ამას მო­ვი­თხოვთ უკვე რამ­დე­ნი წე­ლია, თუმ­ცა ამა­ოდ. ან­გა­რიშს აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი არა­ქარ­თვე­ლი მუს­ლი­მა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მო­თხოვ­ნებს უფრო უწე­ვენ, ვიდ­რე ჩვენს ინ­ტე­რე­სებს. ჭე­ლა­ში პირ­ვე­ლად რვა-ათი წლის წინ მო­ვი­თხო­ვეთ მე­ჩე­თის აშე­ნე­ბა, მაგ­რამ ნე­ბარ­თვა არ გვა­ღირ­სეს, ხალ­ხს კი ლოც­ვა სურ­და, ამი­ტომ ასე­თი გა­მო­სა­ვა­ლი მო­ი­ძებ­ნა: ჭე­ლის ერთ-ერ­თმა მკვიდრმა მუს­ლი­მა­ნებს გვა­ჩუ­ქა მიწა და ამა­ვე პი­რის, ჩო­გა­ძის სა­ხელ­ზე მი­ვი­ღეთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა, რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში მე­ჩე­თია.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"ვინც ეს პროვოკაცია დაგეგმა, კარგად იცოდა, რასაც სჩადიოდა"

"ვინც ეს პროვოკაცია დაგეგმა, კარგად იცოდა, რასაც სჩადიოდა"

შვეიცარიაში მინარეთების მშენებლობის რეფერენდუმით აკრძალვამ საფრანგეთში მცხოვრები მუსლიმანების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ნაწილი თვლის, რომ ევროპაში რელიგიურ ტოლერანტობას საფრთხე ემუქრება, ზოგისთვის კი მინარეთების აკრძალვა გასაკვირი არ არის... საფრანგეთში მინარეთებიდან სალოცავად მოხმობა აკრძალულია და არც მეჩეთების მშენებლობის ნებართვას იძლევიან იოლად.

რა ხდება საქართველოში? მეჩეთების მშენებლობის შესახებ ოფიციალური საკანონმდებლო ნორმა არ არსებობს. ძველი მეჩეთები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, ახალთა უმრავლესობა კი არა სასულიერო დანიშნულების ნაგებობად, არამედ კერძო საკუთრებად, საცხოვრებელ სახლად არის დარეგისტრირებული. ეს ეხება როგორც მინარეთიან, ისე უმინარეთო მეჩეთებს, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მეჩეთების უმრავლესობა უკანონოა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში უკვე სამასზე მეტი მეჩეთია. რისთვის სჭირდება სახელმწიფოს ასეთი პოლიტიკა, ჯერჯერობით, გაურკვეველია. პრობლემის მიზეზებზე მსჯელობას პოლიტიკოსებიც და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებიც კონკრეტულ, სკანდალურ ფაქტებთან დაკავშირებულ ხმამაღალ განცხადებებს ამჯობინებენ (რაც ბადებს ეჭვს, რომ ესეც, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, ვიღაცის გასაგონად, ანუ უცხოური გრანტების მისაღებად კეთდება).

ქრისტიანი მოსახლეობა აცხადებს, რომ აჟიოტაჟის საბაბად ქცეული მინარეთი სოფელ ჭელაში ერთი თვის წინ, ღამით შემოიტანეს და გათენებამდე აღმართეს. ხალხი მშვიდად შეხვდა მინარეთის უკანონო აღმართვას, რადგან ქრისტიანი და მუსლიმანი ქართველები ერთმანეთს ყოველთვის დიდ პატივს სცემდნენ, თუმცა, გაუკვირდათ, რა საჭირო იყო ღამით მალულად და სასწრაფოდ მისი აღმართვა. ამის მიზეზებზე მაშინ არც დაფიქრებულან, უბრალოდ, მუსლიმანებს სთხოვეს, რამაზანის დროს, მეჩეთზე მიმაგრებული დინამიკიდან მოლა უთენია, დილის ოთხ საათზე რომ მოუწოდებდა მორწმუნეებს, ჩვენ ამ დროს გვძინავს და ამას ნუღარ იზამთო. მუსლიმანებმა პირობა დადეს, რომ მოლას მოძახილს თანასოფლელები აღარ გაიგონებდნენ...

მინარეთის უკანონოდ აღმართვიდან ერთი თვის შემდეგ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა სპეცრაზმის თანხლებით ალყა შემოარტყეს მეჩეთს და განაცხადეს, ეს ნაგებობა საბაჟოზე უკანონოდ შემოიტანეს, საქმის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა დავაპატიმროთო(?!). ხალხმა ჯერ გაიკვირვა, პატარა, საგულდაგულოდ დამალული ნარკოტიკიც ვერ გადმოუტანიათ საბაჟოზე და თითქმის 11 მეტრი სიგრძის კონსტრუქცია განუბაჟებლად როგორ შემოვიდა, ამხელა მინარეთმა ბათუმიდან ადიგენამდე შეუმჩნევლად როგორ ჩამოაღწიაო? გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კითხვაზე პასუხი რომ ვერ მიიღეს და მინარეთს მოჯაჯგურე ხალხიც დაინახეს, მუსლიმანმა ქართველებმა ემოცია ვეღარ მოთოკეს და მთელმა საქართველომ იცის, რაც მოხდა: შეხლა-შემოხლა, დაპატიმრება, საპროტესტო აქციები, საპატრიარქოში ქრისტიანთა და მაჰმადიანთა სულიერი წინამძღოლების შეხვედრა და ბოლოს სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ შეთანხმება...

როგორც ქრისტიანი, ისე მუსლიმანი მრევლი მიიჩნევს, რომ მინარეთი განგებ შემოიტანეს განუბაჟებლად, რომ მერე მისი დემონტაჟი პროვოკაციის საბაბი გამხდარიყო. ამ ეტაპზე ამ საქმეში მთავარი დამნაშავის დადგენა ვერ ხერხდება. ხალხს იმედი აქვს, რომ გამოძიება ყველაფერს გასცემს პასუხს. მინარეთის დემონტაჟის მეორე დღესვე დააკავეს ადიგენის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი, თითქოს იმიტომ, რომ მან გასცა დემონტაჟის განკარგულება, თუმცა, ისიც ითქვა, რომ პარუნაშვილი ფინანსური დარღვევების გამოა დაკავებული და ეს ფაქტი უბრალოდ დაემთხვა ამ ამბავს(?!).

არჩილ მგელაძე, მუსლიმანი მრევლის წარმომადგენელი: - ეს მინარეთი ვერ იქნებოდა კანონიერი, რადგან მეჩეთიც უკანონოა, არ არსებობს კანონი, რომელიც მეჩეთის აშენების ნებართვას იძლევა. ამიტომ ამ ერთი მინარეთის მოხსნა კი არ არის პრობლემა, არამედ ის, რომ მეჩეთის ოფიციალურად დარეგისტრირების უფლება არ გვეძლევა. ამას მოვითხოვთ უკვე რამდენი წელია, თუმცა ამაოდ. ანგარიშს აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები არაქართველი მუსლიმანი მოსახლეობის მოთხოვნებს უფრო უწევენ, ვიდრე ჩვენს ინტერესებს. ჭელაში პირველად რვა-ათი წლის წინ მოვითხოვეთ მეჩეთის აშენება, მაგრამ ნებართვა არ გვაღირსეს, ხალხს კი ლოცვა სურდა, ამიტომ ასეთი გამოსავალი მოიძებნა: ჭელის ერთ-ერთმა მკვიდრმა მუსლიმანებს გვაჩუქა მიწა და ამავე პირის, ჩოგაძის სახელზე მივიღეთ საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა, რომელიც სინამდვილეში მეჩეთია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია