რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბარაკ ობამას მოუწოდა, გაიხსენოს საკუთარი სპეცოპერაციები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, "რომლებმაც ვერ გადაწყვიტეს პრობლემები". ამასთან, პუტინმა ბარაკ ობამას მიმართა, როგორც ნობელის პრემიის ლაურეატს მშვიდობის დარგში და სთხოვა, დაფიქრდეს "მომავალში შესაძლო მსხვერპლზე". პუტინის თქმით, იერიშს სირიაზე დიდი მსხვერპლი მოყვება მშვიდობიანი მოსახლეობაში.
რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ბაშარ ასადის წინააღმდეგ პროვოკაციაა, რათა მოხდეს სხვა ქვეყნების ჩართვა ამ კონფლიქტში, ხოლო ამ "ოინის" მთავარ შემოქმედად პუტინს ამერიკის შეერთებული შტატები მიაჩნია.
რუსეთის პრეზიდენტი ასევე მიიჩნევს, რომ ასადის არმიის დადანაშაულება აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებაში, ლოგიკას მოკლებულია, იმის გათვალისწინებით, რომ მათ თითქმის მოიპოვეს გამარჯვება ამბოხებულებზე. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, "კოზირი სამთავრობო რეჟიმის ხელშია და ასეთ სიტუაციაში ქიმიური იარაღის გამოყენება, დიდი სისულელეა". ეს ორმაგად არახელსაყრელია მთავრობისთვის, განსაკუთრებით "გაეროს დამკვირვებელთა ჩამოსვლის დღეს".
მომზადებულია ria.ru-ს მიხედვით.