პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდესაც სილამაზე და ნიჭი ერთმანეთს ხვდება...
როდესაც სილამაზე და ნიჭი ერთმანეთს ხვდება...

ამე­რი­კუ­ლი კინო ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და ულა­მა­ზე­სი ქალ­ბა­ტო­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გას­ვლის მი­უ­ხე­და­ვად წარ­სუ­ლი­დან ისევ გვიმ­ზე­რენ ჩვე­უ­ლი ბრწყინ­ვა­ლე­ბით. რიტა ჰე­ი­ვორ­ტი, ინ­გრიდ ბერ­გმა­ნი, ოდრი ჰე­პ­ბერ­ნი - ეს იმ ლა­მაზ­მა­ნე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლებ­მაც ეკ­რა­ნე­ბი­დან მსოფ­ლიო და­ი­პყრეს. დღეს გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ვარ­სკვლა­ვი ლა­მაზ­მა­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მეს წარ­მო­გიდ­გენთ.

"ამე­რი­კუ­ლი კი­ნოს ინ­სტი­ტუტ­მა" ის ყვე­ლა დრო­ის 25 სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ობ ქალ­ბა­ტონს შო­რის და­ა­სა­ხე­ლა. ავა გარ­დნე­რი, რო­მელ­მაც კი­ნო­ში 1941 წელს შე­ა­ბი­ჯა, თა­ვი­დან მცი­რე რო­ლებს სჯერ­დე­ბო­და, სა­ნამ 1946 წელს "მკვლე­ლებ­ში" არ გა­მოჩ­ნდა. 1953 წელს ის "ოს­კა­რის" ნო­მი­ნან­ტიც გახ­ლდათ, თუმ­ცა იმ წელს ოდრი ჰე­პ­ბერნ­მა აიღო ოქ­როს ქან­და­კე­ბა "რო­მა­უ­ლი არ­და­დე­გე­ბის­თვის". მას მერე უამ­რავ კი­ნო­ფილმში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი კი­ნო­კა­რი­ე­რა ჰქონ­და. მისი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი სი­ლა­მა­ზე და ხიბ­ლი კი­ნო­ფირ­მა შე­მო­ი­ნა­ხა. თა­ვი­სი დრო­ის მა­მა­კა­ცებ­ზე კი ავა და­უ­ვი­წყარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენ­და, მას ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა ჰო­ვარდ ჰი­უზ­თან, ჰე­მინ­გუ­ე­ის­თან და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გვერდს ვერ ავუვ­ლით ფრენკ სი­ნატ­რა­სა და ავას სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბავ­საც, რო­მე­ლიც ქორ­წი­ნე­ბით დაგ­ვირ­გვინ­და... სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ერთხელ ჰე­მინ­გუ­ე­ის სახ­ლში ავას სრუ­ლი­ად შიშ­ველს აუზ­ში უბა­ნა­ვია, რის შემ­დე­გაც მწე­რალს მსა­ხუ­რე­ბის­თვის უბ­რძა­ნე­ბია, აუზი არ გა­ეწ­მინ­დათ... ლე­გენ­და­რუ­ლი კი­ნო­ვარ­სკვლა­ვი 1990 წელს ლონ­დონ­ში პნევ­მო­ნი­ით გარ­და­იც­ვა­ლა.

ლო­რენ ბე­კო­ლი ამე­რი­კე­ლი კი­ნო­ვარ­სკვლა­ვი, თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი და მო­დე­ლი გახ­ლავთ. ის პირ­ვე­ლად 1944 წელს გა­მოჩ­ნდა ჰემფრი ბო­გარ­ტის ფილმში - "გქონ­დეს და არც გქონ­დეს". შემ­დეგ წლებ­ში მან საკ­მა­ოდ ბევ­რი კი­ნო­რო­ლი შე­ას­რუ­ლა, მათ შო­რის მე­რი­ლინ მონ­როს­თან ერ­თად ცნო­ბილ ფილმში - "რო­გორ გავ­თხოვ­დეთ მი­ლი­ო­ნერ­ზე" და გრე­გო­რი პეკ­საც გა­უ­წია პარტნი­ო­რო­ბა 1953 წელს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

როდესაც სილამაზე და ნიჭი ერთმანეთს ხვდება...

როდესაც სილამაზე და ნიჭი ერთმანეთს ხვდება...

ამერიკული კინო ყოველთვის გამოირჩეოდა ულამაზესი ქალბატონებით, რომლებიც წლების გასვლის მიუხედავად წარსულიდან ისევ გვიმზერენ ჩვეული ბრწყინვალებით. რიტა ჰეივორტი, ინგრიდ ბერგმანი, ოდრი ჰეპბერნი - ეს იმ ლამაზმანების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც ეკრანებიდან მსოფლიო დაიპყრეს. დღეს გასული საუკუნის ვარსკვლავი ლამაზმანებიდან რამდენიმეს წარმოგიდგენთ.

"ამერიკული კინოს ინსტიტუტმა" ის ყველა დროის 25 საუკეთესო მსახიობ ქალბატონს შორის დაასახელა. ავა გარდნერი, რომელმაც კინოში 1941 წელს შეაბიჯა, თავიდან მცირე როლებს სჯერდებოდა, სანამ 1946 წელს "მკვლელებში" არ გამოჩნდა. 1953 წელს ის "ოსკარის" ნომინანტიც გახლდათ, თუმცა იმ წელს ოდრი ჰეპბერნმა აიღო ოქროს ქანდაკება "რომაული არდადეგებისთვის". მას მერე უამრავ კინოფილმში მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ ხანგრძლივი კინოკარიერა ჰქონდა. მისი განუმეორებელი სილამაზე და ხიბლი კინოფირმა შემოინახა. თავისი დროის მამაკაცებზე კი ავა დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენდა, მას ჰქონდა ურთიერთობა ჰოვარდ ჰიუზთან, ჰემინგუეისთან და რასაკვირველია, გვერდს ვერ ავუვლით ფრენკ სინატრასა და ავას სიყვარულის ამბავსაც, რომელიც ქორწინებით დაგვირგვინდა... საინტერესოა, რომ ერთხელ ჰემინგუეის სახლში ავას სრულიად შიშველს აუზში უბანავია, რის შემდეგაც მწერალს მსახურებისთვის უბრძანებია, აუზი არ გაეწმინდათ... ლეგენდარული კინოვარსკვლავი 1990 წელს ლონდონში პნევმონიით გარდაიცვალა.

ლორენ ბეკოლი ამერიკელი კინოვარსკვლავი, თეატრის მსახიობი და მოდელი გახლავთ. ის პირველად 1944 წელს გამოჩნდა ჰემფრი ბოგარტის ფილმში - "გქონდეს და არც გქონდეს". შემდეგ წლებში მან საკმაოდ ბევრი კინოროლი შეასრულა, მათ შორის მერილინ მონროსთან ერთად ცნობილ ფილმში - "როგორ გავთხოვდეთ მილიონერზე" და გრეგორი პეკსაც გაუწია პარტნიორობა 1953 წელს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება