მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბარაკ ობამამ სირიაზე იერიში შეიძლება იმ შემთხვევაშიც განახორციელოს, თუ კონგრესისგან ნებართვას ვერ მიიღებს
ბარაკ ობამამ სირიაზე იერიში შეიძლება იმ შემთხვევაშიც განახორციელოს, თუ კონგრესისგან ნებართვას ვერ მიიღებს

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის კონ­გრეს­ში სი­რი­ის პრობ­ლე­მა­ზე დე­ბა­ტე­ბი 9 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყე­ბა, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის კონ­გრე­სის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი პა­ლა­ტის სპი­კერ­მა, ჯონ ბო­ნერ­მა გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენ ვე­ლო­დე­ბით, რომ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი პა­ლა­ტა ამ სა­კითხს 9 სექ­ტემ­ბრი­დან ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ის­წავ­ლის", - აღ­ნიშ­ნა ბო­ნერ­მა. მი­სი­ვე თქმით, კონ­გრეს­მე­ნე­ბი კმა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ იმით, რომ პრე­ზი­დენ­ტმა სი­რი­ა­ში საბ­რძო­ლო ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის ნე­ბარ­თვა მათ სთხო­ვა.

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ბა­რაკ ობა­მა სი­რი­ის სა­კი­თხის გან­ხილ­ვას პე­ტერ­ბურ­გში, 4-5 სექ­ტემ­ბერს და­გეგ­მილ "დიდი ოცე­უ­ლის" სა­მი­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­თა­ნაც გეგ­მავს.

ამას­თან, ტე­ლე­კომ­პა­ნია "Fox News" აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მა­ღალ­ჩი­ნო­სან წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს, რომ პრე­ზი­დენტ ობა­მას სი­რი­ა­ზე იე­რი­შის და­წყე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­შიც შე­უძ­ლია, თუკი კონ­გრე­სის­გან ნე­ბარ­თვას ვერ მი­ი­ღებს. წყა­როს­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­რაკ ობა­მამ სი­რი­ა­ზე სამ­ხედ­რო იე­რი­შის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად, თა­ნა­შემ­წე­ებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­რე­შე მი­ი­ღო.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა სი­რი­ა­ზე სამ­ხედ­რო დარ­ტყმის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, ბა­რაკ ობა­მამ გუ­შინ, თეთრ სახ­ლში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. "მე მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სი­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ვი­ყე­ნო სამ­ხედ­რო ძალა",- გა­ნა­ცხა­და ობა­მამ. მი­სი­ვე თქმით, აპი­რებს ამ სა­კი­თხზე ნე­ბარ­თვის­თვის კონ­გრესს მი­მარ­თოს.

ობა­მას გან­ცხა­დე­ბით, ვა­შინგტო­ნი აპი­რებს სი­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ე­რო-ს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ნე­ბარ­თვის გა­რე­შე იმოქ­მე­დოს. "ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გა­ვაგ­რძე­ლოთ სვლა წინ გა­ე­რო-ს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თან­ხმო­ბის გა­რე­შეც, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია და არ სურს ბა­შარ ასა­დის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა", - აღ­ნიშ­ნა ობა­მამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ბარაკ ობამამ სირიაზე იერიში შეიძლება იმ შემთხვევაშიც განახორციელოს, თუ კონგრესისგან ნებართვას ვერ მიიღებს

ბარაკ ობამამ სირიაზე იერიში შეიძლება იმ შემთხვევაშიც განახორციელოს, თუ კონგრესისგან ნებართვას ვერ მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში სირიის პრობლემაზე დებატები 9 სექტემბერს დაიწყება, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა, ჯონ ბონერმა განაცხადა.

"ჩვენ ველოდებით, რომ წარმომადგენლობითი პალატა ამ საკითხს 9 სექტემბრიდან ერთი კვირის განმავლობაში შეისწავლის", - აღნიშნა ბონერმა. მისივე თქმით, კონგრესმენები კმაყოფილებას გამოთქვამენ იმით, რომ პრეზიდენტმა სირიაში საბრძოლო ქმედებების განხორციელებისთვის ნებართვა მათ სთხოვა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სირიის საკითხის განხილვას პეტერბურგში, 4-5 სექტემბერს დაგეგმილ "დიდი ოცეულის" სამიტის მონაწილეებთანაც გეგმავს.

ამასთან, ტელეკომპანია "Fox News" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ პრეზიდენტ ობამას სირიაზე იერიშის დაწყება იმ შემთხვევაშიც შეუძლია, თუკი კონგრესისგან ნებართვას ვერ მიიღებს. წყაროსვე ინფორმაციით, ბარაკ ობამამ სირიაზე სამხედრო იერიშის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, თანაშემწეებთან კონსულტაციების გარეშე მიიღო.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სირიაზე სამხედრო დარტყმის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გუშინ, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "მე მივიღე გადაწყვეტილება სირიის წინააღმდეგ გამოვიყენო სამხედრო ძალა",- განაცხადა ობამამ. მისივე თქმით, აპირებს ამ საკითხზე ნებართვისთვის კონგრესს მიმართოს.

ობამას განცხადებით, ვაშინგტონი აპირებს სირიასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე იმოქმედოს. "ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ სვლა წინ გაერო-ს უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშეც, რომელიც მთლიანად პარალიზებულია და არ სურს ბაშარ ასადის პასუხისგებაში მიცემა", - აღნიშნა ობამამ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა