მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხარატიშვილი იყო "ნაციონალური მოძრაობის" შავი ბუღალტერი"
"ხარატიშვილი იყო "ნაციონალური მოძრაობის" შავი ბუღალტერი"

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის - "ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" - ხელ­მძღვა­ნე­ლი ნანა კა­კა­ბა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა სას­წრა­ფოდ უნდა გა­მო­იკ­ვლი­ონ ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი. იგი ცსკ-ის ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რეს, ზუ­რაბ ხა­რა­ტიშ­ვილს და მის გუნდს, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მუ­შა­ობს, კო­რუფ­ცი­ა­ში სდებს ბრალს და აცხა­დებს, რომ ასე­თი შე­მად­გენ­ლო­ბით ცსკ-ის ნდო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ნანა კა­კა­ბა­ძე მათ ადა­ნა­შა­უ­ლებს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის გაფ­ლან­გვა­სა და პი­რა­დი გა­მორ­ჩე­ნის მიზ­ნით საგ­რან­ტო კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა­ში.

ნანა კა­კა­ბა­ძე: - ვიდ­რე ე.წ. საგ­რან­ტო, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ცსკ-ის მე­ნე­ჯე­რე­ბი­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" და­სა­ფი­ნან­სებ­ლად გა­მო­გო­ნი­ლი კონ­კურ­სის შე­დე­გებ­ზე ვი­ტყო­დე რა­მეს, აღ­ვნიშ­ნავ, რომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ისე­თი პა­ტა­რა ქვეყ­ნის, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ბი­უ­ჯე­ტი 30 მლნ ლარი იყოს. ამ­ხე­ლა თან­ხის გა­მო­ყო­ფა (სხვა­ო­ბა წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით ძა­ლი­ან თვალ­ში სა­ცე­მია. 2003 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე ცსკ-ის და­ფი­ნან­სე­ბა 250.000 ლარს არ აღე­მა­ტე­ბო­და, რე­ვო­ლუ­ცი­ი­დან დღემ­დე კი და­ფი­ნან­სე­ბა 30 მი­ლი­ო­ნია. კი­თხვა სწო­რედ დღე­ვან­დე­ლი ბი­უ­ჯე­ტის გამო ჩნდე­ბა) გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ფული რა­ღა­ცის და­სა­ფა­რად იხარ­ჯე­ბა. ეჭვს აძ­ლი­ე­რებს ის დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლაც, რო­მე­ლიც ხელთ გვაქვს და რო­მელ­საც, ალ­ბათ, უფრო გულ­დას­მით გა­ეც­ნო­ბი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი. მათ ეს მა­სა­ლე­ბი უკვე მი­ვა­წო­დეთ. რო­დე­საც ხარჯთაღ­რი­ცხვა­ში ჩა­ვი­ხე­დე, გა­ვოგნ­დი. რაში ხარ­ჯა­ვენ ფულს? ყავა, კო­ნი­ა­კი, სა­ჩუქ­რე­ბი...

დღე­ში 500 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბი­სას მხო­ლოდ ყა­ვას ყი­დუ­ლო­ბენ!!! ნუთუ ეს ეჭვს არ უნდა იწ­ვევ­დეს? ან იქ­ნებ არ ვი­ცით, რა­ტომ და­ა­ნიშ­ნი­ნა მე­რა­ბიშ­ვილ­მა ხა­რა­ტიშ­ვი­ლი ცსკ-ის თავ­მჯდო­მა­რედ? ეს კაცი არის კარ­გი ფი­ნან­სის­ტი, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მა­ქი­ნა­ცი­ებს "აპ­რა­ვე­ბი­ნებ­დნენ". ხა­რა­ტიშ­ვი­ლი იყო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერ­თა­დერ­თი თუ არა, ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შავი ბუ­ღალ­ტე­რი. მერე რა, რომ არ­ჩევ­ნე­ბის არა­ფე­რი გა­ე­გე­ბო­და და ისე წა­ვი­და თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი­დან, ვერც ვე­რა­ფე­რი გა­ი­გო. ეს საქ­მე, ძი­რი­თა­დად, მი­ბა­რე­ბუ­ლი ჰქონ­და მის მო­ად­გი­ლეს - გიზო მჭედ­ლი­ძეს. ნა­ხეთ, რო­გო­რი ხელ­ფა­სი ჰქონ­და ხა­რა­ტიშ­ვილს (ოფი­ცი­ა­ლუ­რად 4.700 ლარი თვე­ში, და­ნა­მა­ტე­ბით 30-35.000 ლარი) და რო­გორ იღებ­და ყო­ველ­თვე პრე­მი­ე­ბის სა­ხით შვიდ­მაგს. რა­ტომ? რას აკე­თებ­და ასეთს? ან რა უფ­ლე­ბა ჰქონ­და, სა­ხელ­მწი­ფოს ფული თა­ვის ჭკუ­ა­ზე გა­ნე­კარ­გა? დღეს ცსკ-ის თავ­მჯდო­მა­რე­ზე უფრო მა­ღა­ლა­ღა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი თა­ნამ­დე­ბო­ბა არ არ­სე­ბობს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 11 ტონა საწ­ვა­ვი ირი­ცხე­ბა ცსკ-ის ან­გა­რიშ­ზე და არ იცი­ან, სად და­ხარ­ჯონ. სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა ყვე­ლას ჯი­ბე­ში უძ­ვრე­ბო­და, თეთ­რებს უთ­ვლი­და და ვი­თომ ხა­რა­ტიშ­ვილ­თან შე­ე­შა­ლა და ამ­დე­ნი საწ­ვა­ვი შეც­დო­მით გა­მო­უ­ყო?

- რით და­იმ­სა­ხუ­რა ხა­რა­ტიშ­ვილ­მა, რომ, რო­გორც თქვენ ამ­ბობთ, მის კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლო­ბა­ზე თვა­ლი და­ხუ­ჭეს? ან იქ­ნებ თვლით, რომ "ატ­კა­ტე­ბი" კეთ­დე­ბო­და?

- მას უნდა გა­ე­ყალ­ბე­ბი­ნა არ­ჩევ­ნე­ბი, თა­ნაც ისე, რომ ვე­რა­ვინ შე­და­ვე­ბო­და. ამის­თვის ხა­რა­ტიშ­ვი­ლი­სა და მისი ბან­დის ჯილ­დო, ალ­ბათ, მათი თა­ვაშ­ვე­ბუ­ლო­ბის­თვის ხელ­შე­წყო­ბა და ფი­ნან­სე­ბის ხელ­გაშ­ლი­ლად გან­კარ­გვის უფ­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და. ეს კარ­გად ჩანს იმ დო­კუ­მენ­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც ხელთ მაქვს და რო­მელ­თა მი­ხედ­ვით დგინ­დე­ბა, რის­თვის და­ი­ხარ­ჯა ამ­დე­ნი ფული. მარ­თა­ლია, ხა­რა­ტიშ­ვი­ლი აღარ არის თავ­მჯდო­მა­რე, მაგ­რამ იქ რჩე­ბა სის­ტე­მა და ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ამ სის­ტე­მას მას­თან ერ­თად ქმნი­და. დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბი და სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნეს იმი­სათ­ვის, რომ სა­ხელ­ფა­სო ნიხ­რი გა­ე­ზარ­დათ. აბა, ვის გა­უ­გია სამ­კა­ცი­ა­ნი დე­პარ­ტა­მენ­ტი?

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"ხარატიშვილი იყო "ნაციონალური მოძრაობის" შავი ბუღალტერი"

"ხარატიშვილი იყო "ნაციონალური მოძრაობის" შავი ბუღალტერი"

არასამთავრობო ორგანიზაციის - "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" - ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა სასწრაფოდ უნდა გამოიკვლიონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე პროცესები. იგი ცსკ-ის ყოფილ თავმჯდომარეს, ზურაბ ხარატიშვილს და მის გუნდს, რომელიც ჯერ კიდევ ამ ორგანიზაციაში მუშაობს, კორუფციაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ ასეთი შემადგენლობით ცსკ-ის ნდობა არ შეიძლება. ნანა კაკაბაძე მათ ადანაშაულებს სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვასა და პირადი გამორჩენის მიზნით საგრანტო კონკურსის ჩატარებაში.

ნანა კაკაბაძე: - ვიდრე ე.წ. საგრანტო, სინამდვილეში კი ცსკ-ის მენეჯერებისა და "ნაციონალების" დასაფინანსებლად გამოგონილი კონკურსის შედეგებზე ვიტყოდე რამეს, აღვნიშნავ, რომ წარმოუდგენელია, ისეთი პატარა ქვეყნის, როგორიც საქართველოა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიუჯეტი 30 მლნ ლარი იყოს. ამხელა თანხის  გამოყოფა (სხვაობა წინა წლებთან შედარებით ძალიან თვალში საცემია. 2003 წლის რევოლუციამდე ცსკ-ის დაფინანსება 250.000 ლარს არ აღემატებოდა, რევოლუციიდან დღემდე კი დაფინანსება 30 მილიონია. კითხვა სწორედ დღევანდელი ბიუჯეტის გამო ჩნდება) გვაფიქრებინებს, რომ ამ ორგანიზაციაში ფული რაღაცის დასაფარად იხარჯება. ეჭვს აძლიერებს ის დოკუმენტური მასალაც, რომელიც ხელთ გვაქვს და რომელსაც, ალბათ, უფრო გულდასმით გაეცნობიან სამართალდამცავი ორგანოები. მათ ეს მასალები უკვე მივაწოდეთ. როდესაც ხარჯთაღრიცხვაში ჩავიხედე, გავოგნდი. რაში ხარჯავენ ფულს? ყავა, კონიაკი, საჩუქრები...

დღეში 500 ლარის ღირებულებისას მხოლოდ ყავას ყიდულობენ!!! ნუთუ ეს ეჭვს არ უნდა იწვევდეს? ან იქნებ არ ვიცით, რატომ დაანიშნინა მერაბიშვილმა ხარატიშვილი  ცსკ-ის თავმჯდომარედ? ეს კაცი არის კარგი ფინანსისტი, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაციაში განხორციელებულ მაქინაციებს "აპრავებინებდნენ". ხარატიშვილი იყო "ნაციონალური მოძრაობის" ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შავი ბუღალტერი. მერე რა, რომ არჩევნების არაფერი გაეგებოდა და ისე წავიდა თავმჯდომარის პოსტიდან, ვერც ვერაფერი გაიგო. ეს საქმე, ძირითადად, მიბარებული ჰქონდა მის მოადგილეს - გიზო მჭედლიძეს. ნახეთ, როგორი ხელფასი ჰქონდა ხარატიშვილს (ოფიციალურად 4.700 ლარი თვეში, დანამატებით 30-35.000 ლარი) და როგორ იღებდა ყოველთვე პრემიების სახით შვიდმაგს. რატომ? რას აკეთებდა ასეთს? ან რა უფლება ჰქონდა, სახელმწიფოს ფული თავის ჭკუაზე განეკარგა? დღეს ცსკ-ის თავმჯდომარეზე უფრო მაღალაღანაზღაურებადი თანამდებობა არ არსებობს. წარმოიდგინეთ, 11 ტონა საწვავი ირიცხება ცსკ-ის ანგარიშზე და არ იციან, სად დახარჯონ. სააკაშვილის მთავრობა ყველას ჯიბეში უძვრებოდა, თეთრებს უთვლიდა და ვითომ ხარატიშვილთან შეეშალა და ამდენი საწვავი შეცდომით გამოუყო?

- რით დაიმსახურა ხარატიშვილმა, რომ, როგორც თქვენ ამბობთ, მის კორუმპირებულობაზე თვალი დახუჭეს? ან იქნებ თვლით, რომ "ატკატები" კეთდებოდა?

- მას უნდა გაეყალბებინა არჩევნები, თანაც ისე, რომ ვერავინ შედავებოდა.   ამისთვის ხარატიშვილისა და მისი ბანდის ჯილდო, ალბათ, მათი თავაშვებულობისთვის ხელშეწყობა და ფინანსების ხელგაშლილად განკარგვის უფლება იქნებოდა. ეს კარგად ჩანს იმ დოკუმენტებში, რომლებიც ხელთ მაქვს და რომელთა მიხედვით დგინდება, რისთვის დაიხარჯა ამდენი ფული. მართალია, ხარატიშვილი აღარ არის თავმჯდომარე, მაგრამ იქ რჩება სისტემა და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ სისტემას მასთან ერთად ქმნიდა. დეპარტამენტები და სამმართველოები ხელოვნურად შექმნეს იმისათვის, რომ სახელფასო ნიხრი გაეზარდათ. აბა, ვის გაუგია სამკაციანი  დეპარტამენტი?

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა