საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ხუხაშვილი - "უძლეველი არა ვარ, მაგრამ რაღაცები მეც შემიძლია"
გია ხუხაშვილი - "უძლეველი არა ვარ, მაგრამ რაღაცები მეც შემიძლია"

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩევ­ლის, გია ხუ­ხაშ­ვი­ლი­სა და შს მი­ნის­ტრის და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ მო­რი­გი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და. აქამ­დე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი­სა და პრე­მი­ე­რის მრჩევ­ლის და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზად ბაქო-თბი­ლი­სი-ყარ­სის რკი­ნიგ­ზის პრო­ექ­ტის დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი წუ­ლა­ია (გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, ხუ­ხაშ­ვი­ლის პრო­ტეჟე) სა­ხელ­დე­ბო­და, ახლა კი ამ­ბო­ბენ, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გია ხუ­ხაშ­ვი­ლის მე­გო­ბარ კოკა გუნ­ცა­ძე­ზე აპი­რებს შე­ტე­ვას. ამ და სხვა თე­მებ­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩე­ველს, გია ხუ­ხაშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ:

- ბა­ტო­ნო გია, თქვე­ნი და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი ირაკ­ლი წუ­ლა­ი­ას თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა გახ­და?

- ჩემ­ზე შე­თხზულ­მა ლე­გენ­დამ წარ­მო­უდ­გე­ნელ მას­შტაბს მი­აღ­წია და ესეც მო­გო­ნი­ლი თე­მაა. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ჩემი უმ­ცრო­სი მე­გო­ბა­რია. ზოგი ირაკ­ლი წუ­ლა­ი­ას ჩემს ნა­თე­სა­ვად, და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რად მო­იხ­სე­ნი­ებს, რაც ტყუ­ი­ლია. სამ­სა­ხუ­რი­დან ირაკ­ლი წუ­ლა­ია ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ეს სა­კი­თხი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის კომ­პე­ტენ­ცია არ ყო­ფი­ლა. ვცდი­ლობ, ჩემ შე­სა­ხებ ამ­გვარ ლე­გენ­დებს ირო­ნი­ით ვუ­ყუ­რო, მაგ­რამ რკი­ნი­საც არა ვარ. ეტყო­ბა, ეს არის ფასი, რომ­ლის გა­დახ­დაც უწევს ადა­მი­ანს, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კა­ში შე­დის და მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში ექ­ცე­ვა. ერთხანს ვა­პი­რებ­დი ამის­თვის ყუ­რა­დღე­ბა არ მი­მექ­ცია, მაგ­რამ რად­გან ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნია თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და, გა­დავ­წყვი­ტე, სარ­ჩე­ლი შე­მე­ტა­ნა ლაშა ამი­რე­ჯი­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. დად­გა დრო, შე­იქ­მნას პრე­ცე­დენ­ტი, რომ ვი­ღაც და­ი­სა­ჯოს და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის გამო...

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შს სა­მი­ნის­ტრო­ში მა­სა­ლე­ბია გამ­ზა­დე­ბუ­ლი კოკა გუნ­ცა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ. ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის მერე გუნ­ცა­ძე­სა და რკი­ნიგ­ზის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს ბრალს წა­უ­ყე­ნე­ბენ კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბი­სა და უკა­ნო­ნო ტვირთბ­რუნ­ვის­თვი­სო.

- არ ვიცი, რა მა­სა­ლა აქვს შს სა­მი­ნის­ტროს. მარ­თა­ლია, რკი­ნიგ­ზის მრჩევ­ლად ვით­ვლე­ბი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, დრო აღარ მრჩე­ბა ამ საქ­მის­თვის. გუნ­ცა­ძე დიდი ხა­ნია არ მი­ნა­ხავს და არა­ფე­რი ვიცი. კო­კას კარ­გად ვიც­ნობ და გა­მი­ჭირ­დე­ბა იმის და­ჯე­რე­ბა, რომ ასეთ რა­მე­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ალო­გი­კუ­რია, რომ რო­მე­ლი­ღაც და­გეგ­მილ ოპე­რა­ცი­ა­ზე ორი თვით ადრე პრე­სა­ში გა­მო­დი­ო­დეს ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

რკი­ნიგ­ზა ყო­ველ­თვის ვი­ღა­ცის სა­ლა­რო იყო. შე­ვარ­დნა­ძის დროს იქ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სა­ლა­რო იყო. სა­ა­კაშ­ვი­ლის დრო­საც, რო­დე­საც რკი­ნიგ­ზა­ში მო­ვი­და ბრძა­ნე­ბა შავი სა­ლა­როს შექ­მნა­ზე, 2004 წლის ზა­ფხულ­ში პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად წა­მო­ვე­დი და სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბაც გა­ვა­კე­თე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტვირთბ­რუნ­ვის საქ­მე­ში პრობ­ლე­მე­ბია, რკი­ნიგ­ზის შე­მო­სა­ვა­ლი მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და. ის სი­კე­თე, რაც რკი­ნიგ­ზის გა­და­ზიდ­ვე­ბი­დან კე­ზე­რაშ­ვი­ლის ჯი­ბე­ში მი­დი­ო­და, რკი­ნიგ­ზას და­უბ­რუნ­და. მარ­ტო აქე­დან რკი­ნიგ­ზა 12 მლნ-მდე შე­მო­სა­ვალს მი­ი­ღებს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

გია ხუხაშვილი - "უძლეველი არა ვარ, მაგრამ რაღაცები მეც შემიძლია"

გია ხუხაშვილი - "უძლეველი არა ვარ, მაგრამ რაღაცები მეც შემიძლია"

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, გია ხუხაშვილისა და შს მინისტრის დაპირისპირების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. აქამდე ირაკლი ღარიბაშვილისა და პრემიერის მრჩევლის დაპირისპირების მიზეზად ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დირექტორი ირაკლი წულაია (გავრცელებული ცნობით, ხუხაშვილის პროტეჟე) სახელდებოდა, ახლა კი ამბობენ, რომ ღარიბაშვილი გია ხუხაშვილის მეგობარ კოკა გუნცაძეზე აპირებს შეტევას. ამ და სხვა თემებზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, გია ხუხაშვილს ვესაუბრეთ:

- ბატონო გია, თქვენი და ირაკლი ღარიბაშვილის დაპირისპირების მიზეზი ირაკლი წულაიას თანამდებობიდან გათავისუფლება გახდა?

- ჩემზე შეთხზულმა ლეგენდამ წარმოუდგენელ მასშტაბს მიაღწია და ესეც მოგონილი თემაა. ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი უმცროსი მეგობარია. ზოგი ირაკლი წულაიას ჩემს ნათესავად, დაახლოებულ პირად მოიხსენიებს, რაც ტყუილია. სამსახურიდან ირაკლი წულაია ეკონომიკის მინისტრმა გაათავისუფლა. ეს საკითხი ირაკლი ღარიბაშვილის კომპეტენცია არ ყოფილა. ვცდილობ, ჩემ შესახებ ამგვარ ლეგენდებს ირონიით ვუყურო, მაგრამ რკინისაც არა ვარ. ეტყობა, ეს არის ფასი, რომლის გადახდაც უწევს ადამიანს, როდესაც პოლიტიკაში შედის და მოვლენების ეპიცენტრში ექცევა. ერთხანს ვაპირებდი ამისთვის ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ რადგან ბინძური კამპანია თვეების განმავლობაში გაგრძელდა, გადავწყვიტე, სარჩელი შემეტანა ლაშა ამირეჯიბის წინააღმდეგ. დადგა დრო, შეიქმნას პრეცედენტი, რომ ვიღაც დაისაჯოს დაუსაბუთებელი ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების გამო...

- გავრცელებული ინფორმაციით, შს სამინისტროში მასალებია გამზადებული კოკა გუნცაძის წინააღმდეგ. ოქტომბრის არჩევნების მერე გუნცაძესა და რკინიგზის მაღალჩინოსნებს ბრალს წაუყენებენ კორუფციული გარიგებებისა და უკანონო ტვირთბრუნვისთვისო.

- არ ვიცი, რა მასალა აქვს შს სამინისტროს. მართალია, რკინიგზის მრჩევლად ვითვლები, მაგრამ, სამწუხაროდ, დრო აღარ მრჩება ამ საქმისთვის. გუნცაძე დიდი ხანია არ მინახავს და არაფერი ვიცი. კოკას კარგად ვიცნობ და გამიჭირდება იმის დაჯერება, რომ ასეთ რამეებში მონაწილეობდა. ალოგიკურია, რომ რომელიღაც დაგეგმილ ოპერაციაზე ორი თვით ადრე პრესაში გამოდიოდეს ოპერატიული ინფორმაცია.

რკინიგზა ყოველთვის ვიღაცის სალარო იყო. შევარდნაძის დროს იქ სახელისუფლებო სალარო იყო. სააკაშვილის დროსაც, როდესაც რკინიგზაში მოვიდა ბრძანება შავი სალაროს შექმნაზე, 2004 წლის ზაფხულში პროტესტის ნიშნად წამოვედი და საჯარო განცხადებაც გავაკეთე. მიუხედავად იმისა, რომ ტვირთბრუნვის საქმეში პრობლემებია, რკინიგზის შემოსავალი მკვეთრად გაიზარდა. ის სიკეთე, რაც რკინიგზის გადაზიდვებიდან კეზერაშვილის ჯიბეში მიდიოდა, რკინიგზას დაუბრუნდა. მარტო აქედან რკინიგზა 12 მლნ-მდე შემოსავალს მიიღებს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა