მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ აღმოაჩინა ლია ლიქოკელი და რატომ ადარებს თავს კარლსონს
ვინ აღმოაჩინა ლია ლიქოკელი და რატომ ადარებს თავს კარლსონს

ერთ დღეს თა­ვის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე და­წე­რა:

"სა­ხე­ლი: ლია

გვა­რი: ლი­ქო­კე­ლი

ასა­კი: არც ისე ბე­ბე­რი.

სქე­სი: ძი­რი­თა­დად მდედ­რო­ბი­თი (პე­რი­ო­დუ­ლად აინ­ტე­რე­სებს ზო­მი­ე­რად ფერ­ხორ­ცი­ა­ნი მო­წი­ფუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი, პრო­პე­ლე­რე­ბის გა­რე­შე).

თვა­ლის ფერი: და­უდ­გე­ნე­ლია, სა­ჭი­რო­ებს გა­მოკ­ვლე­ვას (თუმ­ცა გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა სა­ჭი­როა ამის გა­მოკ­ვლე­ვა).

თმის ფერი: მო­ცე­მულ მო­მენ­ტში მწი­ფე ალუბ­ლებ­ში ნა­გო­რა­ვე­ბი ზღარ­ბის­ფე­რი.

პრო­ფე­სია: მო­ცე­მულ მო­მენ­ტში - თაფ­ლი­ა­ნი ნამ­ცხვრე­ბის მჭა­მე­ლი.

წონა: 200 კი­ლოგ­რა­მი

სი­მაღ­ლე: არ აქვს

ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი: ჰქონ­დეს ბევ­რი ჭრე­ლი მუ­თა­ქა, რომ­ლებ­საც გარ­შე­მო შე­მო­ი­წყობს, თან­და­თან და­ემ­სგავ­სე­ბა და გახ­დე­ბა ყვე­ლა­ზე მუ­თა­ქო­ვა­ნი ხონთქა­რი ამ­ქვეყ­ნად".

მის პო­ე­ზი­ას რომ არ იც­ნობ­დე, შე­იძ­ლე­ბა ამ ფრა­ზე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რეც და­ინ­ტე­რეს­დე მისი პი­როვ­ნე­ბით. გა­დავ­წყვი­ტეთ, ლია ლი­ქო­კე­ლი ჩვე­ნი რუბ­რი­კის მო­რი­გი სტუ­მა­რი ყო­ფი­ლი­ყო - მეც და ჩვე­ნი მკი­თხვე­ლიც მას უკეთ გა­ვიც­ნობთ...

- ჯერ სტა­ტუს­ზე გკი­თხავთ, რო­მე­ლიც ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბი­თა და ირო­ნი­ი­თაა და­წე­რი­ლი, მაგ­რამ "მო­ცე­მულ მო­მენ­ტში" და დღეს, კი­დევ რას შე­მა­ტებთ ამ ჩა­მო­ნათ­ვალს?

- მო­ცე­მულ მო­მენ­ტში და დღეს თაფ­ლი­ან ნამ­ცხვრებს არ მი­ვირ­თმევ, არც მუ­თა­ქე­ბი­ან მო­მა­ვალ­ზე ვოც­ნე­ბობ. ფიქ­რის დღე მაქვს. ასეთ დღე­ებ­ში მარ­ტო ვფიქ­რობ, სხვას არა­ფერს ვა­კე­თებ, არც ვლა­პა­რა­კობ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ბოლ­თას ვცემ ოთახ­ში, უკან ჩემი კატა დამ­დევს და გუ­ლის გა­მაწ­ვრი­ლებ­ლად წი­ვის. კარ­გი სა­ნა­ხა­ო­ბა ვართ. ისე, ვე­რა­ფერს მოვ­ყვე­ბი ჩემ­ზე ხუმ­რო­ბი­სა და ირო­ნი­ის გა­რე­შე. აღ­მო­ვაჩ­ნე, რომ თუ რამე აფუ­ჭებს ჩვენს ცხოვ­რე­ბას, ზედ­მე­ტი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბაა. სა­კუ­თა­რი თავი კარ­გი გა­სარ­თო­ბია, აი, ვუ­ყუ­რებ და ვხა­ლი­სობ. თუ ოდეს­მე მივ­ხვდი, ვინ ვარ და რა მინ­და, ყო­ველ­გვა­რი ირო­ნი­ი­სა და ხუმ­რო­ბის გა­რე­შე, ჩათ­ვა­ლეთ, რომ ცხოვ­რე­ბის აზ­რის პრობ­ლე­მა გა­დავ­ჭე­რი. თუმ­ცა დიდი იმე­დი მაქვს, ეს არ მოხ­დე­ბა - მა­შინ ხომ სა­ინ­ტე­რე­სოც აღა­რა­ფე­რი იქ­ნე­ბა.

- პი­რა­დად მე თქვე­ნი ლექ­სე­ბი პირ­ვე­ლად რამ­დე­ნი­მე თვის წინ წა­ვი­კი­თხე. რო­დის გა­მოჩ­ნდით? პირ­ვე­ლად სად და­ი­ბეჭ­დეთ? აღ­მო­გა­ჩი­ნათ ვინ­მემ, თუ თა­ვად მი­ი­ტა­ნეთ თქვე­ნი ნა­წე­რე­ბი და­სა­ბეჭ­დად?

- სა­დღაც წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია, რაც გა­მოვ­ჩნდი. ისე მოხ­და, რომ მკი­თხველ­სა და და­ბეჭდ­ვა­ზე მე არ მიზ­რუ­ნია, ყვე­ლა­ფე­რი უჩე­მოდ მოხ­და. "ფე­ის­ბუქ­ზე" ვდებ­დი ხოლ­მე ლექ­სებს, მთლად ლექ­სე­ბად არც ვთვლი­დი. აი­ღეს ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა და გა­ზეთ "გა­ლა­კტი­ონ­ში" და ჟურ­ნალ "ლი­ტე­რა­ტუ­რულ პა­ლიტ­რა­ში" მი­ი­ტა­ნეს. თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად და­ი­ბეჭ­და ორი­ვე­ში. სი­ურპრი­ზი იყო ჩემ­თვის, გა­მიკ­ვირ­და. ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ვინ­მე და­ბეჭ­დავ­და. მერე პო­ეტ­მა მა­რი­ამ წიკ­ლა­ურ­მა წა­ი­კი­თხა და ჩემი "აღ­მომ­ჩე­ნიც" ის არის, მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ამ საქ­მეს რომ უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ვე­კი­დე. მა­ფიქ­რე­ბი­ნა, რომ წერა ღირს და ჩემი საქ­მეა. მერე ერთი-ორი სხვა მკი­თხვე­ლიც გა­მოჩ­ნდა. ჯე­რაც მიკ­ვირს, ჩემს ლექ­სებს უც­ნო­ბე­ბი რომ კი­თხუ­ლო­ბენ. ვერ ვეჩ­ვე­ვი, ისე­ვე მი­ხა­რია, რო­გორც მა­შინ, სულ პირ­ვე­ლად. თუ წერ, ვინ­მემ უნდა წა­ი­კი­თხოს. დი­დად პა­ტივ­სა­ცე­მი ვინ­მეა მკი­თხვე­ლი.

- წიგ­ნებ­ზე ვი­სა­უბ­როთ. თქვე­ნი პირ­ვე­ლი წიგ­ნე­ბი­თა და სა­ო­ჯა­ხო ბიბ­ლი­ო­თე­კის მი­მო­ხილ­ვით

და­ვი­წყოთ...

- რო­გორც ამ­ბო­ბენ, კი­თხვა ბე­ბი­ამ მას­წავ­ლა, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მას­თან მტო­ვებ­დნენ ხოლ­მე. პირ­ვე­ლი სი­ტყვე­ბი, რაც წა­ვი­კი­თხე, "ახალ­გაზ­რდა კო­მუ­ნის­ტი" იყო. ასე გა­ზეთს ერ­ქვა. ვკი­თხუ­ლობ­დი ამ ორ სი­ტყვას მარ­ცხნი­დან მარ­ჯვნივ და მარ­ჯვნი­დან მარ­ცხნივ. ბე­ბია ქსოვ­და, მე ია­ტაკ­ზე ვი­ჯე­ქი და სა­თა­უ­რებს ვკი­თხუ­ლობ­დი გა­ზეთ­ში - აი, ეს მო­მენ­ტი მახ­სოვს, ცოტა გვი­ან­დე­ლიც. მერე წიგ­ნე­ბიც გაჩ­ნდნენ. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და კი­თხვა. მე ხევ­სუ­რეთ­ში გა­ვი­ზარ­დე, იქ წიგ­ნი ერ­თა­დერ­თი გა­სარ­თო­ბი იყო მა­შინ და ვკი­თხუ­ლობ­დი გა­ნურ­ჩევ­ლად ყვე­ლა­ფერს, ლინდგრე­ნის და ლა­გერ­ლო­ფის გვერ­დით ყაზ­ბე­გი და ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი მიყ­ვარ­და, რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი. ეს ძა­ლი­ან ადრე იყო, მუშ­კე­ტე­რებს და სტენ­დალს ერ­თდრო­უ­ლად ვკი­თხუ­ლობ­დი. სა­სა­ცი­ლო ბავ­შვი ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და ზედ­მი­წევ­ნით წე­სი­ე­რი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ვინ აღმოაჩინა ლია ლიქოკელი და რატომ ადარებს თავს კარლსონს

ვინ აღმოაჩინა ლია ლიქოკელი და რატომ ადარებს თავს კარლსონს

ერთ დღეს თავის "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა:

"სახელი: ლია

გვარი: ლიქოკელი

ასაკი: არც ისე ბებერი.

სქესი: ძირითადად მდედრობითი (პერიოდულად აინტერესებს ზომიერად ფერხორციანი მოწიფული მამაკაცები, პროპელერების გარეშე).

თვალის ფერი: დაუდგენელია, საჭიროებს გამოკვლევას (თუმცა გაურკვეველია, რა საჭიროა ამის გამოკვლევა).

თმის ფერი: მოცემულ მომენტში მწიფე ალუბლებში ნაგორავები ზღარბისფერი.

პროფესია: მოცემულ მომენტში - თაფლიანი ნამცხვრების მჭამელი.

წონა: 200 კილოგრამი

სიმაღლე: არ აქვს

ცხოვრების მიზანი: ჰქონდეს ბევრი ჭრელი მუთაქა, რომლებსაც გარშემო შემოიწყობს, თანდათან დაემსგავსება და გახდება ყველაზე მუთაქოვანი ხონთქარი ამქვეყნად".

მის პოეზიას რომ არ იცნობდე, შეიძლება ამ ფრაზებიდან გამომდინარეც დაინტერესდე მისი პიროვნებით. გადავწყვიტეთ, ლია ლიქოკელი ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარი ყოფილიყო - მეც და ჩვენი მკითხველიც მას უკეთ გავიცნობთ...

- ჯერ სტატუსზე გკითხავთ, რომელიც ნახევრად ხუმრობითა და ირონიითაა დაწერილი, მაგრამ "მოცემულ მომენტში" და დღეს, კიდევ რას შემატებთ ამ ჩამონათვალს?

- მოცემულ მომენტში და დღეს თაფლიან ნამცხვრებს არ მივირთმევ, არც მუთაქებიან მომავალზე ვოცნებობ. ფიქრის დღე მაქვს. ასეთ დღეებში მარტო ვფიქრობ, სხვას არაფერს ვაკეთებ, არც ვლაპარაკობ. წარმოიდგინეთ, ბოლთას ვცემ ოთახში, უკან ჩემი კატა დამდევს და გულის გამაწვრილებლად წივის. კარგი სანახაობა ვართ. ისე, ვერაფერს მოვყვები ჩემზე ხუმრობისა და ირონიის გარეშე. აღმოვაჩნე, რომ თუ რამე აფუჭებს ჩვენს ცხოვრებას, ზედმეტი სერიოზულობაა. საკუთარი თავი კარგი გასართობია, აი, ვუყურებ და ვხალისობ. თუ ოდესმე მივხვდი, ვინ ვარ და რა მინდა, ყოველგვარი ირონიისა და ხუმრობის გარეშე, ჩათვალეთ, რომ ცხოვრების აზრის პრობლემა გადავჭერი. თუმცა დიდი იმედი მაქვს, ეს არ მოხდება - მაშინ ხომ საინტერესოც აღარაფერი იქნება.

- პირადად მე თქვენი ლექსები პირველად რამდენიმე თვის წინ წავიკითხე. როდის გამოჩნდით? პირველად სად დაიბეჭდეთ? აღმოგაჩინათ ვინმემ, თუ თავად მიიტანეთ თქვენი ნაწერები დასაბეჭდად?

- სადღაც წელიწად-ნახევარია, რაც გამოვჩნდი. ისე მოხდა, რომ მკითხველსა და დაბეჭდვაზე მე არ მიზრუნია, ყველაფერი უჩემოდ მოხდა. "ფეისბუქზე" ვდებდი ხოლმე ლექსებს, მთლად ლექსებად არც ვთვლიდი. აიღეს ჩემმა მეგობრებმა და გაზეთ "გალაკტიონში" და ჟურნალ "ლიტერატურულ პალიტრაში" მიიტანეს. თითქმის ერთდროულად დაიბეჭდა ორივეში. სიურპრიზი იყო ჩემთვის, გამიკვირდა. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ვინმე დაბეჭდავდა. მერე პოეტმა მარიამ წიკლაურმა წაიკითხა და ჩემი "აღმომჩენიც" ის არის, მისი დამსახურებაა, ამ საქმეს რომ უფრო სერიოზულად მოვეკიდე. მაფიქრებინა, რომ წერა ღირს და ჩემი საქმეა. მერე ერთი-ორი სხვა მკითხველიც გამოჩნდა. ჯერაც მიკვირს, ჩემს ლექსებს უცნობები რომ კითხულობენ. ვერ ვეჩვევი, ისევე მიხარია, როგორც მაშინ, სულ პირველად. თუ წერ, ვინმემ უნდა წაიკითხოს. დიდად პატივსაცემი ვინმეა მკითხველი.

- წიგნებზე ვისაუბროთ. თქვენი პირველი წიგნებითა და საოჯახო ბიბლიოთეკის მიმოხილვით

დავიწყოთ...

- როგორც ამბობენ, კითხვა ბებიამ მასწავლა, ძალიან პატარა ვიყავი, მასთან მტოვებდნენ ხოლმე. პირველი სიტყვები, რაც წავიკითხე, "ახალგაზრდა კომუნისტი" იყო. ასე გაზეთს ერქვა. ვკითხულობდი ამ ორ სიტყვას მარცხნიდან მარჯვნივ და მარჯვნიდან მარცხნივ. ბებია ქსოვდა, მე იატაკზე ვიჯექი და სათაურებს ვკითხულობდი გაზეთში - აი, ეს მომენტი მახსოვს, ცოტა გვიანდელიც. მერე წიგნებიც გაჩნდნენ. ძალიან მიყვარდა კითხვა. მე ხევსურეთში გავიზარდე, იქ წიგნი ერთადერთი გასართობი იყო მაშინ და ვკითხულობდი განურჩევლად ყველაფერს, ლინდგრენის და ლაგერლოფის გვერდით ყაზბეგი და ჯავახიშვილი მიყვარდა, რჩეულიშვილი და დოჩანაშვილი. ეს ძალიან ადრე იყო, მუშკეტერებს და სტენდალს ერთდროულად ვკითხულობდი. სასაცილო ბავშვი ვიყავი, ძალიან სერიოზული და ზედმიწევნით წესიერი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს