პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა უსინათლო მომღერალმა გაიმარჯვა
ბათუმში საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა უსინათლო მომღერალმა გაიმარჯვა

25-28 აგ­ვის­ტოს ბა­თუ­მის ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტრში პოპ-მუ­სი­კის ახალ­გაზ­რდა შემ­სრუ­ლე­ბელ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი, "ოქ­როს ნი­ჟა­რა" გა­ი­მარ­თა. კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა საპ­რო­დუ­სე­რო კომ­პა­ნია "სტარ მე­დია პრო­დაქ­შენ­მა" მო­ნა­წი­ლე­ე­ბი კას­ტინ­გის პრინ­ცი­პით შე­არ­ჩია. სა­ქარ­თვე­ლოს, რუ­სე­თის, ყა­ზა­ხე­თის, უკ­რა­ი­ნი­სა და ბე­ლო­რუ­სი­ის 11 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხუთ­კა­ცი­ან­მა ჟი­უ­რიმ შე­ა­ფა­სა, რომ­ლის თავ­მჯდო­მა­რე "სტარ მე­დია პრო­დაქ­შე­ნის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ვი­ა­ჩის­ლავ დმიტ­რი­ენ­კო იყო. ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ასე­ვე შე­დი­ონ­დნენ მომ­ღე­რა­ლი ანრი ჯო­ხა­ძე, ყა­ზა­ხი პრო­დუ­სე­რი დინა სმა­ი­ლო­ვა, ჰო­ლი­ვუ­დის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის დი­რექ­ტო­რი ლატ­ვი­ა­ში ლენა ლო­რე­ნა სვილ­ვე და ბე­ლო­რუ­სი პრო­დუ­სე­რი ოლგა ზი­ნო­ვა.

კონ­კურ­სის პირ­ველ დღეს მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მშობ­ლი­უ­რე­ნო­ვა­ნი და მსოფ­ლიო ჰი­ტე­ბი იმ­ღე­რეს. ფი­ნა­ლურ გალა-კონ­ცერ­ტზე კი მათ მიერ ან მათ­თვის და­წე­რი­ლი სიმ­ღე­რე­ბი შე­ას­რუ­ლეს.

ჟი­უ­რის უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა და მა­ყუ­რებ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ოვა­ცი­ე­ბი ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რალ­მა შა­ბან მა­მე­დოვ­მა ემო­ცი­უ­რად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რის გამო და­იმ­სა­ხუ­რა. 12 წლის უსი­ნათ­ლო მუ­სი­კო­სი მარ­ნე­უ­ლი­დან, პოპ-მუ­სი­კის ახალ­გაზ­რდა შემ­სრუ­ლე­ბელ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის, "ოქ­როს ნი­ჟა­რის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ფი­ნა­ლურ კონ­ცერ­ტამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ვერც კი წარ­მო­იდ­გენ­და, რომ გრანპ­რის მფლო­ბე­ლი გახ­დე­ბო­და. შა­ბა­ნი კონ­კურ­სზე მა­მას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. ფა­რინ მა­მე­დო­ვი იხ­სე­ნებს, რომ მისი შვი­ლი 9 თვის ასაკ­ში ექი­მე­ბის და­უ­დევ­რო­ბის გამო დაბრმავ­და. შა­ბა­ნი უკ­რავს სინ­თე­ზა­ტორ­ზე, მღე­რის და არა­ერთ კონ­კურ­სში აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

"ოქ­როს ნი­ჟა­რის" პირ­ვე­ლი ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი ალექ­სან­დრე ჩიში გახ­და. მე­ო­რე ად­გილ­ზე კი სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გი­ორ­გი ში­ო­ლაშ­ვი­ლი გა­ვი­და, რო­მე­ლიც სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია და ჯგუფ "ბზი­კე­ბის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მღე­რო­და. ხოლო მე­სა­მე ად­გი­ლი კრის­ტი­ან კოს­ტოვ­მა და­ი­კა­ვა, რუ­სე­თი­დან.

კონ­ცერ­ტებს ქარ­თულ და რუ­სულ ენებ­ზე ოთხი წამ­ყვა­ნი უძღვე­ბო­და. მა­ყუ­რე­ბელს სა­კონ­კურ­სო რე­პერ­ტუ­არ­თან ერ­თად კარგ გან­წყო­ბას, ქარ­თუ­ლად გა­მარ­თუ­ლად მო­სა­უბ­რე ფე­რად­კა­ნი­ა­ნი რატი ჰა­ჯი­მიც უქ­მნი­და. წამ­ყვა­ნის პო­ზი­ცი­ა­ზე გი­ორ­გი ღოთ­ვა­ძის დე­ბი­უ­ტიც შედ­გა, რო­მე­ლიც ლალი მო­როშ­კი­ნას ვა­ჟია. რო­გორც გი­ორ­გი ამ­ბობს, სცე­ნა­ზე დგო­მა ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და მსგავს შე­თა­ვა­ზე­ბას მო­მა­ვალ­შიც სი­ა­მოვ­ნე­ბით და­თან­ხმდე­ბა.

მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გა­სამ­ხნე­ვებ­ლად ბა­თუ­მის ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტრში რამ­დე­ნი­მე მუ­სი­კა­ლუ­რი ნო­მე­რი შე­ას­რუ­ლეს მომ­ღერ­ლებ­მა ანრი ჯო­ხა­ძემ, ნინი წიკ­ლა­ურ­მა, ბექა ბრო­ლა­ძემ და მა­რი­ამ ლიკ­ლი­კა­ძემ. სა­გან­გე­ბოდ, ფი­ნა­ლუ­რი კონ­ცერ­ტის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­დუ­სერ­თან ერ­თად ჩა­მო­ვი­და "ოქ­როს ნი­ჟა­რის" გა­სუ­ლი წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, რუ­სე­თის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი საშა ლა­ვე­რი, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბულ­მა ქარ­თულ­მა სიმ­ღე­რამ - "თეთ­რი გედი" მა­ყუ­რებ­ლის დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

კონ­კურ­სის რამ­დე­ნი­მე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის­თვის სიმ­ღე­რე­ბი და­ი­წე­რე­ბა, რომ­ლებ­საც ახალ­გაზ­რდა მომ­ღერ­ლე­ბი "სტარ მე­დია პრო­დაქ­შე­ნის" სტუ­დი­ა­ში ჩა­წე­რენ. რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლე ლატ­ვი­ა­ში, ასე­ვე ყა­ზა­ხეთ­ში მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე გა­ემ­გზავ­რე­ბა.

"ოქ­როს ნი­ჟა­რის" მე­დია პარტნი­ორ­მა "მე­დია პა­ლიტ­რამ" კონ­კურ­სის უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის წიგ­ნე­ბით - "დის­ქო­ვე­რის" საყ­მაწ­ვი­ლო ენ­ციკ­ლო­პე­დი­ე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა, ხოლო ჟი­უ­რის წევ­რებს "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი, სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი გა­მო­ცე­მა გა­დას­ცა.

სა­კონ­კურ­სო დღე­ებს შო­რის თა­ვი­სუ­ფალ დროს "ოქ­როს ნი­ჟა­რის" ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აჭა­რის ზღვის­პი­რეთ­ში ნა­ყო­ფი­ე­რად ატა­რებ­დნენ. გრილ­დე­ბოდ­ნენ სარფში, სე­ირ­ნობ­დნენ ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში, ეც­ნო­ბოდ­ნენ ბა­თუ­მის მუ­ზე­უმ­ში და­ცულ ექ­სპო­ნა­ტებს ან მხი­ა­რუ­ლობ­დნენ ქო­ბუ­ლე­თის პარკ "ცი­ცი­ნა­თე­ლა­ში". თუმ­ცა ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნოდ დროს მა­ინც ერ­თმა­ნე­თის გა­რე­მოც­ვა­ში ატა­რებ­დნენ. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბი ბე­ლო­რუ­სი, ყა­ზა­ხი, რუსი და უკ­რა­ი­ნე­ლი მე­გობ­რე­ბის ქარ­თუ­ლად ამე­ტყვე­ლე­ბას ცდი­ლობ­დნენ.

კონ­კურ­სის შე­დე­გებს მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის გულ­და­წყვე­ტა არ გა­მო­უწ­ვე­ვია, თუმ­ცა იყო მო­მენ­ტი, როცა ახალ­გაზ­რდებ­მა ცრემ­ლე­ბი ვე­ღარ შე­ი­კა­ვეს. კონ­კურ­სან­ტებს ხუთ­დღი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ ერ­თმა­ნეთ­თან გან­შო­რე­ბა და დამ­შვი­დო­ბე­ბა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დათ.

"ოქ­როს ნი­ჟა­რა" ზღვის­პი­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად გა­ი­მარ­თე­ბა.

ანა მარ­შა­ნია

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ბათუმში საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა უსინათლო მომღერალმა გაიმარჯვა

ბათუმში საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა უსინათლო მომღერალმა გაიმარჯვა

25-28 აგვისტოს ბათუმის ხელოვნების ცენტრში პოპ-მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი, "ოქროს ნიჟარა" გაიმართა. კონკურსის ორგანიზატორმა საპროდუსერო კომპანია "სტარ მედია პროდაქშენმა" მონაწილეები კასტინგის პრინციპით შეარჩია. საქართველოს, რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინისა და ბელორუსიის 11 წარმომადგენელი ხუთკაციანმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის თავმჯდომარე "სტარ მედია პროდაქშენის" გენერალური დირექტორი ვიაჩისლავ დმიტრიენკო იყო. ჟიურის შემადგენლობაში ასევე შედიონდნენ მომღერალი ანრი ჯოხაძე, ყაზახი პროდუსერი დინა სმაილოვა, ჰოლივუდის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი ლატვიაში ლენა ლორენა სვილვე და ბელორუსი პროდუსერი ოლგა ზინოვა.

კონკურსის პირველ დღეს მონაწილეებმა მშობლიურენოვანი და მსოფლიო ჰიტები იმღერეს. ფინალურ გალა-კონცერტზე კი მათ მიერ ან მათთვის დაწერილი სიმღერები შეასრულეს.

ჟიურის უმაღლესი შეფასება და მაყურებლის განსაკუთრებული ოვაციები ახალგაზრდა მომღერალმა შაბან მამედოვმა ემოციურად შესრულებული სიმღერის გამო დაიმსახურა. 12 წლის უსინათლო მუსიკოსი მარნეულიდან, პოპ-მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის, "ოქროს ნიჟარის" გამარჯვებული გახდა. როგორც თავად ამბობს, ფინალურ კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე ვერც კი წარმოიდგენდა, რომ გრანპრის მფლობელი გახდებოდა. შაბანი კონკურსზე მამასთან ერთად იმყოფებოდა. ფარინ მამედოვი იხსენებს, რომ მისი შვილი 9 თვის ასაკში ექიმების დაუდევრობის გამო დაბრმავდა. შაბანი უკრავს სინთეზატორზე, მღერის და არაერთ კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული.

"ოქროს ნიჟარის" პირველი ადგილის მფლობელი უკრაინელი მომღერალი ალექსანდრე ჩიში გახდა. მეორე ადგილზე კი საქართველოს წარმომადგენელი გიორგი შიოლაშვილი გავიდა, რომელიც საბავშვო "ევროვიზიის" გამარჯვებულია და ჯგუფ "ბზიკების" შემადგენლობაში მღეროდა. ხოლო მესამე ადგილი კრისტიან კოსტოვმა დაიკავა, რუსეთიდან.

კონცერტებს ქართულ და რუსულ ენებზე ოთხი წამყვანი უძღვებოდა. მაყურებელს საკონკურსო რეპერტუართან ერთად კარგ განწყობას, ქართულად გამართულად მოსაუბრე ფერადკანიანი რატი ჰაჯიმიც უქმნიდა. წამყვანის პოზიციაზე გიორგი ღოთვაძის დებიუტიც შედგა, რომელიც ლალი მოროშკინას ვაჟია. როგორც გიორგი ამბობს, სცენაზე დგომა ძალიან მოეწონა და მსგავს შეთავაზებას მომავალშიც სიამოვნებით დათანხმდება.

მონაწილეების გასამხნევებლად ბათუმის ხელოვნების ცენტრში რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულეს მომღერლებმა ანრი ჯოხაძემ, ნინი წიკლაურმა, ბექა ბროლაძემ და მარიამ ლიკლიკაძემ. საგანგებოდ, ფინალური კონცერტისთვის საქართველოში პროდუსერთან ერთად ჩამოვიდა "ოქროს ნიჟარის" გასული წლის გამარჯვებული, რუსეთის წარმომადგენელი საშა ლავერი, რომლის შესრულებულმა ქართულმა სიმღერამ - "თეთრი გედი" მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

კონკურსის რამდენიმე გამარჯვებულისთვის სიმღერები დაიწერება, რომლებსაც ახალგაზრდა მომღერლები "სტარ მედია პროდაქშენის" სტუდიაში ჩაწერენ. რამდენიმე მონაწილე ლატვიაში, ასევე ყაზახეთში მუსიკალურ ფესტივალებზე გაემგზავრება.

"ოქროს ნიჟარის" მედია პარტნიორმა "მედია პალიტრამ" კონკურსის უკლებლივ ყველა მონაწილე გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წიგნებით - "დისქოვერის" საყმაწვილო ენციკლოპედიებით დააჯილდოვა, ხოლო ჟიურის წევრებს "ვეფხისტყაოსნის" რუსულენოვანი, სამგანზომილებიანი გამოცემა გადასცა.

საკონკურსო დღეებს შორის თავისუფალ დროს "ოქროს ნიჟარის" ქართველი და უცხოელი მონაწილეები აჭარის ზღვისპირეთში ნაყოფიერად ატარებდნენ. გრილდებოდნენ სარფში, სეირნობდნენ ბათუმის ბულვარში, ეცნობოდნენ ბათუმის მუზეუმში დაცულ ექსპონატებს ან მხიარულობდნენ ქობულეთის პარკ "ციცინათელაში". თუმცა ყველაზე სასიამოვნოდ დროს მაინც ერთმანეთის გარემოცვაში ატარებდნენ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ქართველი კონკურსანტები ბელორუსი, ყაზახი, რუსი და უკრაინელი მეგობრების ქართულად ამეტყველებას ცდილობდნენ.

კონკურსის შედეგებს მონაწილეებს შორის გულდაწყვეტა არ გამოუწვევია, თუმცა იყო მომენტი, როცა ახალგაზრდებმა ცრემლები ვეღარ შეიკავეს. კონკურსანტებს ხუთდღიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთთან განშორება და დამშვიდობება ძალიან გაუჭირდათ.

"ოქროს ნიჟარა" ზღვისპირა საქართველოში ყოველწლიურად გაიმართება.

ანა მარშანია

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება