პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი ბიჭები მოსწონს ჯულიანა ბარ-გნარს და რატომ უყვარს მარტო დასვენება
როგორი ბიჭები მოსწონს ჯულიანა ბარ-გნარს და რატომ უყვარს მარტო დასვენება

რო­დე­საც ჯუ­ლი­ა­ნა ბარ-გნარს ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად და­ვუ­კავ­შირ­დი და ავუხ­სე­ნი, რომ ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი დაგ­ვჭირ­დე­ბო­და, მი­თხრა: უცა­ბე­დი სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა მიყ­ვარს. სულ ცოტა ხნის სა­ო­ჯა­ხო ალ­ბო­მიც გა­ვა­კე­თე. თქვენ­თან ერ­თად ამ სუ­რა­თებს კი­დევ ერთხელ თვალს გა­და­ვავ­ლებ და გა­ვიხ­სე­ნებ, თუ რო­გო­რი ვი­ყა­ვიო. ჯუ­ლი­ა­ნას მა­ყუ­რე­ბე­ლი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ახალ სე­ზონ­შიც ნა­ხავს. ამ ინ­ტერ­ვი­უ­დან ასე­ვე შე­ი­ტყობთ, თუ რო­გო­რი ბი­ჭე­ბი მოს­წონს მას.

- ძა­ლი­ან ცელ­ქი და მო­უს­ვე­ნა­რი ბავ­შვი გახ­ლდით. ეზო­ში ყოფ­ნა არ მიყ­ვარ­და. სახ­ლში მარ­ტო ვერ­თო­ბო­დი, ვცელ­ქობ­დი, თუმ­ცა ჩემი სი­ცელ­ქით მშობ­ლებს არ ვაბ­რა­ზებ­დი (იცი­ნის). ბავ­შვებ­თან ყოფ­ნაც მიყ­ვარ­და, მაგ­რამ გო­გო­ნებ­ზე მე­ტად, ბი­ჭებ­თან უფრო იო­ლად ვურ­თი­ერ­თობ­დი. ამი­ტომ უმე­ტე­სად, მე­გო­ბა­რი ბი­ჭე­ბი მყავ­და. ეს ჩემი ბავ­შვო­ბის ფო­ტოა, სა­დაც ჩემს ძმა­სა და დე­ი­დაშ­ვილ­თან ერ­თად ვარ. ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო­ე­ბი ვართ. სწო­რედ ასე გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი ბავ­შვო­ბა­ში.

- თბი­ლის­ში და­ი­ბა­დე?

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე. ჩემი ფეს­ვე­ბი ძვე­ლი ასუ­რე­თი­დან მო­დის. რამ­დე­ნი­მე წელი რუ­სეთ­ში ვცხოვ­რობ­დით, მერე ისევ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დით. დედა მკე­რა­ვია, კა­ბებს კე­რავს. მამა ამ­ჟა­მად არ მუ­შა­ობს. თბი­ლის­ში ნაკ­ვე­თი გვაქვს და იქ არის ხოლ­მე. ძა­ლი­ან უყ­ვარს მი­წა­ზე მუ­შა­ო­ბა. ერთი ძმა მყავს. დაც მყავ­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, დიდი ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა თავს და და­ი­ღუ­პა. ამ ფო­ტო­ზე ჩემს მშობ­ლებ­თან ერ­თად ვარ გა­და­ღე­ბუ­ლი. გა­რეგ­ნუ­ლად დე­დას უფრო ვგა­ვარ.

- დედა თუ მკე­რა­ვია, გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ეყო­ლე­ბო­დი ახალ-ახა­ლი კა­ბე­ბით...

- კა­ბებს ბავ­შვო­ბა­ში სა­ერ­თოდ არ ვიც­ვამ­დი - 18 წლამ­დე სულ შარ­ვლით დავ­დი­ო­დი. უფრო სპორ­ტულ ტა­ნი­სა­მოსს ვა­ტა­რებ­დი. დედა სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბის კა­ბებს უფრო ხში­რად მი­კე­რავს.

- რო­დის და­ინ­ტე­რეს­დი სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბით?

- დე­ი­და­ჩემს უნ­დო­და, რომ მე­ცეკ­ვა. სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბი მეც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და მომ­წონ­და. თა­ვი­დან სკო­ლა­ში იყო ცეკ­ვის წრე და იქ შე­მიყ­ვა­ნეს. მერე ერთ-ერთ სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბის კონ­კურ­სზე მოვ­ხვდი. იქ კი­დევ უფრო და­ვინ­ტე­რეს­დი ცეკ­ვე­ბით. სხვა­დას­ხვა სტუ­დი­ა­ში დავ­დი­ო­დი, ბო­ლოს კი "თე­ლა­ში" მო­ვე­დი და მას შემ­დეგ აქ ვარ. აი, ეს ფოტო პირ­ველ კონ­კურ­სზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. მა­შინ და­ახ­ლო­ე­ბით, 9 წლის ვიქ­ნე­ბო­დი. ჩემი პირ­ვე­ლი მე­წყვი­ლე რო­ლანდ ბა­ი­რა­მო­ვი იყო, ახლა კი ოთო ფო­ლა­დაშ­ვილ­თან ერ­თად ვცეკ­ვავ.

- ეს ფოტო სკო­ლის პე­რი­ოდ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი?

- კი. ეს ფოტო და ჩემი კლა­სე­ლე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მე­გობ­რუ­ლი კლა­სი გვქონ­და. ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა დღემ­დე გვაქვს და იმე­დია, სულ ასე იქ­ნე­ბა. ამ დროს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ვი­ყა­ვი. ეს ფო­ტოც სკო­ლის პე­რი­ოდ­ში, კარ­ნა­ვალ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. ცელ­ქი კი მეთ­ქმო­და, მაგ­რამ კარ­გად ვსწავ­ლობ­დი და მას­წავ­ლებ­ლებს არ ვაბ­რა­ზებ­დი. თუ არ ჩავ­თვლით რამ­დე­ნი­მე "შა­ტა­ლოს", რო­მე­ლიც სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში ჩა­ვი­დი­ნეთ (იცი­ნის).

- სპორ­ტუ­ლი სტი­ლით დავ­დი­ო­დიო, თქვი; აქ­სე­სუ­ა­რებს თუ ატა­რებ­დი?

- აქ­სე­სუ­ა­რებს არ ვა­ტა­რებ­დი. თი­ნე­ი­ჯე­რუ­ლი და ბავ­შვუ­რი ვი­ყა­ვი. ჯინ­სის შარ­ვლი­თა და "ბო­ტა­სე­ბით" დავ­დი­ო­დი. გაპ­რან­ჭვა 18 წლის ასა­კი­დან და­ვი­წყე. ამ პე­რი­ოდ­ში გაჩ­ნდა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, მა­კი­ა­ჟი, კა­ბე­ბი და მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლე­ბი.

- რამ გა­ნა­პი­რო­ბა ეს? ვინ­მეს ხომ არ აწო­ნებ­დი თავს?

- არა, უბ­რა­ლოდ, ამ ყვე­ლაფ­რის მი­მართ ინ­ტე­რე­სი გა­მიჩ­ნდა. მომ­წონ­და, კარ­გად რომ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი. სა­ერ­თოდ მი­მაჩ­ნია, რომ ქალი სულ ფორ­მა­ში უნდა იყოს. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ვინ­მეს გა­ეპ­რან­ჭო.

- ხვე­უ­ლი თმა გაქვს?

- კი. თა­ვი­დან გრძელ თმას ვა­ტა­რებ­დი. ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ლა­მა­ზი ხვე­უ­ლი თმა მქონ­და და მიხ­დე­ბო­და, მაგ­რამ ვერ ვე­გუ­ე­ბო­დი, არც ჩემი სტი­ლი იყო. მერე მოკ­ლედ შე­ვი­ჭე­რი. ასე­თი ვარ­ცხნი­ლო­ბით უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს და ჩემი სტი­ლი­ცაა.

- მა­კი­აჟს ყო­ველ­დღი­უ­რად თუ იკე­თებ?

- ვცდი­ლობ, სულ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ვიყო. მიყ­ვარს, როცა კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი. ყო­ველ­დღი­უ­რად მსუ­ბუქ მა­კი­აჟ­საც ვი­კე­თებ. ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბას ბავ­შვო­ბი­დან მი­ვეჩ­ვიე, ბევ­რი დრო არ მჭირ­დე­ბა. კონ­კურ­სებ­ზეც თვი­თონ ვი­კე­თებ მა­კი­აჟს. ეს ფო­ტო­ზეც კარ­გად ჩანს.

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" შენი პირ­ვე­ლი მე­წყვი­ლე აჩი­კო მე­ფა­რი­ძე იყო...

- კი. ეს ფოტო პირ­ვე­ლი ცეკ­ვის დრო­საა გა­და­ღე­ბუ­ლი. პირ­ველ კონ­კურ­სზე გული ძა­ლი­ან დამ­წყდა, პრო­ექ­ტი ასე მალე რომ დავ­ტო­ვე. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე სე­ზონს - ცოტა უფრო გა­მი­მარ­თლა - მე და ჯა­ბამ 6 ცეკ­ვა შე­ვას­რუ­ლეთ. ეს პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან კარ­გი იყო ჩვენ­თვის, მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის­თვის. ხალ­ხმა გაგ­ვიც­ნო.

- პრო­ექ­ტმა თუ შეც­ვა­ლა რამე შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ძა­ლი­ან ბევ­რი რამ. ჯერ ერთი, ქუ­ჩა­ში ყვე­ლა მცნობს. ახლა პე­და­გო­გო­ბაც და­ვი­წყე - სტუ­დია "თე­ლა­ში" ბავ­შვებს ცეკ­ვებს ვას­წავ­ლი. თა­ვი­დან პე­და­გო­გო­ბა­ზე არ მი­ფიქ­რია, ახლა კი ძა­ლი­ან მომ­წონს. ერთი სული მაქვს, სექ­ტემ­ბე­რი რო­დის დად­გე­ბა, ჩემი ბავ­შვე­ბი რომ ვნა­ხო. მათ­გან და­დე­ბით ენერ­გი­ას ვი­ღებ. უნი­ჭი­ე­რე­სი მოს­წავ­ლე­ე­ბი მყავს. აი, ამ გო­გო­ნებ­მა "კავ­კა­სი­ის თას­ზე" პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს.

- ბევ­რი მცნობ­სო, თქვი; თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი თუ შე­ი­ძი­ნე?

- კი, ბევ­რი და ეს სა­სი­ა­მოვ­ნოა.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გყავს?

- ბავ­შვო­ბა­ში მიყ­ვარ­და. ახლა ის ყვე­ლა­ფე­რი რომ მახ­სენ­დე­ბა, სა­კუ­თარ თავ­ზე მე­ცი­ნე­ბა... ახლა არ ვარ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და არც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე მინ­და ლა­პა­რა­კი.

- ის მა­ინც გვი­თხა­რი, რო­გო­რი ბი­ჭე­ბი მოგ­წონს?

- სიმ­პა­თი­უ­რი, ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თის, თბი­ლი და რო­მან­ტი­კუ­ლი ბი­ჭე­ბი მომ­წონს. კაც­მა უნდა იცო­დეს, რა უნდა ცხოვ­რე­ბა­ში. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, რა­საც ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ, - თვა­ლე­ბია. განა თვა­ლის ფორ­მა­სა და ფერს ვგუ­ლის­ხმობ. არა, უბ­რა­ლოდ, მე­ტყვე­ლი თვა­ლე­ბი უნდა ჰქონ­დეს. ისე, სა­ინ­ტე­რე­სოა, თუ ვი­პო­ვი ასეთ მა­მა­კაცს ან რო­გო­რი იქ­ნე­ბა (იცი­ნის)?..

- ცეკ­ვის გარ­და, რა პრო­ფე­სია გაქვს?

- სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ­ზე ვსწავ­ლობ, მე­ო­თხე კურ­სზე ვარ. მაგ­რამ ჩემი მო­წო­დე­ბა - ცეკ­ვაა. მინ­და, ამ საქ­მე­ში ბო­ლომ­დე და­ვი­ხარ­ჯო. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს სტო­მა­ტო­ლო­გო­ბას, კბი­ლი ჯერ არ ამო­მი­ღია. თუმ­ცა "დავპ­ლომ­ბე" და პე­და­გო­გი ჩემი ნა­მუ­შევ­რით კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა. იმ ბიჭს, ვი­საც "და­ვუპ­ლომ­ბე", ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, ჩემი პა­ცი­ენ­ტი რომ აღ­მოჩ­ნდა. მი­უ­ხე­და­ვად ტკი­ვი­ლი­სა, გა­ღი­მე­ბუ­ლი იჯდა... სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, თუ რა­მეს მოვ­კი­დებ ხელს, ძა­ლის­ხმე­ვას არ და­ვი­შუ­რებ და ყვე­ლა­ფერს კარ­გად ვა­კე­თებ.

- ცეკ­ვა­ში ბევ­რი წარ­მა­ტე­ბა გქო­ნია?

- მე და ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლი სულ ცოტა ხნის წინ უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ყა­ვით სამი კვი­რით წა­სუ­ლი და წარ­მა­ტე­ბით ვი­ას­პა­რე­ზეთ. ეს ფოტო იქაა გა­და­ღე­ბუ­ლი. ასე­ვე წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ვე­დით "კავ­კა­სი­ის თას­ზე", მაგ­რამ ამა­ზე გა­ჩე­რე­ბას არ ვა­პი­რებ. მინ­და, კი­დევ ბევრ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წიო და ამის­თვის და­უ­ღა­ლა­ვად ვშრო­მობ.

- ლაშა ღლონტთან ერ­თად სუ­რა­თი სად გა­და­ი­ღე?

- ლა­შას­თან ერ­თად ერთ სა­ღა­მო­ზე ვი­ყა­ვი. ვცეკ­ვავ­დი. მა­შინ პირ­ვე­ლად შევ­ხვდი. ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნია. ეს სა­მახ­სოვ­რო ფო­ტოც მა­შინ გა­და­ვი­ღეთ.

- მი­უ­ზიკლში "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი" მო­ნა­წი­ლე­ობ­დი...

- სა­სი­ა­მოვ­ნო და წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ახა­ლი ემო­ცია, სტი­ლი და გრძნო­ბა მო­მა­ნი­ჭა. მი­უ­ზიკლზე მუ­შა­ო­ბის დროს ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო და პრო­ფე­სი­ო­ნალ ადა­მი­ან­თან მო­მი­წია ურ­თი­ერ­თო­ბამ. სა­ერ­თოდ, კა­რი­ე­რის მხრივ მი­მარ­თლებს და ეს მა­ხა­რებს. იმე­დია, სულ ასე იქ­ნე­ბა.

- თბი­ლის­ში ხარ. დას­ვე­ნე­ბას არ აპი­რებ?

- კი, დას­ვე­ნე­ბას აგ­ვის­ტოს ბო­ლოს­თვის ვგეგ­მავ. ისე­თი გა­დატ­ვირ­თუ­ლი წელი მე­ლის წინ, თუ არ და­ვის­ვე­ნე, ვე­რა­ფერს გა­ვა­კე­თებ. ჩემ­თვის, სად­მე წყნარ ად­გი­ლას წა­ვალ და და­ვის­ვე­ნებ. გარ­თო­ბა კარ­გია, მაგ­რამ ამ გარ­თო­ბი­თაც და­ვი­ღა­ლე, გან­მარ­ტო­ე­ბა მინ­და.

- და­ბო­ლოს: შეც­ვლი­დი თუ არა რა­ი­მეს შენს გა­რეგ­ნო­ბა­ში?

- ჯერ­ჯე­რო­ბით, მაკ­მა­ყო­ფი­ლებს რო­გო­რიც ვარ. არ ვა­პი­რებ, ჩემს გა­რეგ­ნო­ბა­ში რა­ი­მე შევ­ცვა­ლო. მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, იმი­ჯის შეც­ვლა, მხო­ლოდ ჩაც­მი­სა და მა­კი­ა­ჟის ხარ­ჯზე მიყ­ვარს.

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ახალ სე­ზონ­ში მი­ი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

- დიახ. სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვიცი, ვინ იქ­ნე­ბა ჩემი მე­წყვი­ლე. იმე­დია, მე­სა­მე სე­ზო­ნი კი­დევ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა.

მა­რეხ ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

როგორი ბიჭები მოსწონს ჯულიანა ბარ-გნარს და რატომ უყვარს მარტო დასვენება

როგორი ბიჭები მოსწონს ჯულიანა ბარ-გნარს და რატომ უყვარს მარტო დასვენება

როდესაც ჯულიანა ბარ-გნარს ინტერვიუს ჩასაწერად დავუკავშირდი და ავუხსენი, რომ ფოტოსურათები დაგვჭირდებოდა, მითხრა: უცაბედი სურათების გადაღება მიყვარს. სულ ცოტა ხნის საოჯახო ალბომიც გავაკეთე. თქვენთან ერთად ამ სურათებს კიდევ ერთხელ თვალს გადავავლებ და გავიხსენებ, თუ როგორი ვიყავიო. ჯულიანას მაყურებელი "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონშიც ნახავს. ამ ინტერვიუდან ასევე შეიტყობთ, თუ როგორი ბიჭები მოსწონს მას.

- ძალიან ცელქი და მოუსვენარი ბავშვი გახლდით. ეზოში ყოფნა არ მიყვარდა. სახლში მარტო ვერთობოდი, ვცელქობდი, თუმცა ჩემი სიცელქით მშობლებს არ ვაბრაზებდი (იცინის). ბავშვებთან ყოფნაც მიყვარდა, მაგრამ გოგონებზე მეტად, ბიჭებთან უფრო იოლად ვურთიერთობდი. ამიტომ უმეტესად, მეგობარი ბიჭები მყავდა. ეს ჩემი ბავშვობის ფოტოა, სადაც ჩემს ძმასა და დეიდაშვილთან ერთად ვარ. ძალიან სასაცილოები ვართ. სწორედ ასე გამოვიყურებოდი ბავშვობაში.

- თბილისში დაიბადე?

- თბილისში დავიბადე. ჩემი ფესვები ძველი ასურეთიდან მოდის. რამდენიმე წელი რუსეთში ვცხოვრობდით, მერე ისევ საქართველოში დავბრუნდით. დედა მკერავია, კაბებს კერავს. მამა ამჟამად არ მუშაობს. თბილისში ნაკვეთი გვაქვს და იქ არის ხოლმე. ძალიან უყვარს მიწაზე მუშაობა. ერთი ძმა მყავს. დაც მყავდა, მაგრამ სამწუხაროდ, დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს და დაიღუპა. ამ ფოტოზე ჩემს მშობლებთან ერთად ვარ გადაღებული. გარეგნულად დედას უფრო ვგავარ.

- დედა თუ მკერავია, განებივრებული ეყოლებოდი ახალ-ახალი კაბებით...

- კაბებს ბავშვობაში საერთოდ არ ვიცვამდი - 18 წლამდე სულ შარვლით დავდიოდი. უფრო სპორტულ ტანისამოსს ვატარებდი. დედა სამეჯლისო ცეკვების კაბებს უფრო ხშირად მიკერავს.

- როდის დაინტერესდი სამეჯლისო ცეკვებით?

- დეიდაჩემს უნდოდა, რომ მეცეკვა. სამეჯლისო ცეკვები მეც ძალიან მიყვარდა და მომწონდა. თავიდან სკოლაში იყო ცეკვის წრე და იქ შემიყვანეს. მერე ერთ-ერთ სამეჯლისო ცეკვების კონკურსზე მოვხვდი. იქ კიდევ უფრო დავინტერესდი ცეკვებით. სხვადასხვა სტუდიაში დავდიოდი, ბოლოს კი "თელაში" მოვედი და მას შემდეგ აქ ვარ. აი, ეს ფოტო პირველ კონკურსზეა გადაღებული. მაშინ დაახლოებით, 9 წლის ვიქნებოდი. ჩემი პირველი მეწყვილე როლანდ ბაირამოვი იყო, ახლა კი ოთო ფოლადაშვილთან ერთად ვცეკვავ.

- ეს ფოტო სკოლის პერიოდშია გადაღებული?

- კი. ეს ფოტო და ჩემი კლასელები ძალიან მიყვარს. მეგობრული კლასი გვქონდა. ერთმანეთთან ურთიერთობა დღემდე გვაქვს და იმედია, სულ ასე იქნება. ამ დროს ყველაზე მაღალი ვიყავი. ეს ფოტოც სკოლის პერიოდში, კარნავალზეა გადაღებული. ცელქი კი მეთქმოდა, მაგრამ კარგად ვსწავლობდი და მასწავლებლებს არ ვაბრაზებდი. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე "შატალოს", რომელიც სწავლის პერიოდში ჩავიდინეთ (იცინის).

- სპორტული სტილით დავდიოდიო, თქვი; აქსესუარებს თუ ატარებდი?

- აქსესუარებს არ ვატარებდი. თინეიჯერული და ბავშვური ვიყავი. ჯინსის შარვლითა და "ბოტასებით" დავდიოდი. გაპრანჭვა 18 წლის ასაკიდან დავიწყე. ამ პერიოდში გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში აქსესუარები, მაკიაჟი, კაბები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები.

- რამ განაპირობა ეს? ვინმეს ხომ არ აწონებდი თავს?

- არა, უბრალოდ, ამ ყველაფრის მიმართ ინტერესი გამიჩნდა. მომწონდა, კარგად რომ გამოვიყურებოდი. საერთოდ მიმაჩნია, რომ ქალი სულ ფორმაში უნდა იყოს. არ არის აუცილებელი, ვინმეს გაეპრანჭო.

- ხვეული თმა გაქვს?

- კი. თავიდან გრძელ თმას ვატარებდი. ყველა აღნიშნავდა, რომ ლამაზი ხვეული თმა მქონდა და მიხდებოდა, მაგრამ ვერ ვეგუებოდი, არც ჩემი სტილი იყო. მერე მოკლედ შევიჭერი. ასეთი ვარცხნილობით უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს და ჩემი სტილიცაა.

- მაკიაჟს ყოველდღიურად თუ იკეთებ?

- ვცდილობ, სულ მოწესრიგებული ვიყო. მიყვარს, როცა კარგად გამოვიყურები. ყოველდღიურად მსუბუქ მაკიაჟსაც ვიკეთებ. ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, მაკიაჟის გაკეთებას ბავშვობიდან მივეჩვიე, ბევრი დრო არ მჭირდება. კონკურსებზეც თვითონ ვიკეთებ მაკიაჟს. ეს ფოტოზეც კარგად ჩანს.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" შენი პირველი მეწყვილე აჩიკო მეფარიძე იყო...

- კი. ეს ფოტო პირველი ცეკვის დროსაა გადაღებული. პირველ კონკურსზე გული ძალიან დამწყდა, პროექტი ასე მალე რომ დავტოვე. რაც შეეხება მეორე სეზონს - ცოტა უფრო გამიმართლა - მე და ჯაბამ 6 ცეკვა შევასრულეთ. ეს პროექტი ძალიან კარგი იყო ჩვენთვის, მოცეკვავეებისთვის. ხალხმა გაგვიცნო.

- პროექტმა თუ შეცვალა რამე შენს ცხოვრებაში?

- ძალიან ბევრი რამ. ჯერ ერთი, ქუჩაში ყველა მცნობს. ახლა პედაგოგობაც დავიწყე - სტუდია "თელაში" ბავშვებს ცეკვებს ვასწავლი. თავიდან პედაგოგობაზე არ მიფიქრია, ახლა კი ძალიან მომწონს. ერთი სული მაქვს, სექტემბერი როდის დადგება, ჩემი ბავშვები რომ ვნახო. მათგან დადებით ენერგიას ვიღებ. უნიჭიერესი მოსწავლეები მყავს. აი, ამ გოგონებმა "კავკასიის თასზე" პირველი ადგილი დაიკავეს.

- ბევრი მცნობსო, თქვი; თაყვანისმცემლები თუ შეიძინე?

- კი, ბევრი და ეს სასიამოვნოა.

- შეყვარებული გყავს?

- ბავშვობაში მიყვარდა. ახლა ის ყველაფერი რომ მახსენდება, საკუთარ თავზე მეცინება... ახლა არ ვარ შეყვარებული და არც პირად ცხოვრებაზე მინდა ლაპარაკი.

- ის მაინც გვითხარი, როგორი ბიჭები მოგწონს?

- სიმპათიური, ძლიერი ხასიათის, თბილი და რომანტიკული ბიჭები მომწონს. კაცმა უნდა იცოდეს, რა უნდა ცხოვრებაში. მაგრამ ყველაზე მთავარი, რასაც ყურადღებას ვაქცევ, - თვალებია. განა თვალის ფორმასა და ფერს ვგულისხმობ. არა, უბრალოდ, მეტყველი თვალები უნდა ჰქონდეს. ისე, საინტერესოა, თუ ვიპოვი ასეთ მამაკაცს ან როგორი იქნება (იცინის)?..

- ცეკვის გარდა, რა პროფესია გაქვს?

- სტომატოლოგიურზე ვსწავლობ, მეოთხე კურსზე ვარ. მაგრამ ჩემი მოწოდება - ცეკვაა. მინდა, ამ საქმეში ბოლომდე დავიხარჯო. რაც შეეხება ჩემს სტომატოლოგობას, კბილი ჯერ არ ამომიღია. თუმცა "დავპლომბე" და პედაგოგი ჩემი ნამუშევრით კმაყოფილი დარჩა. იმ ბიჭს, ვისაც "დავუპლომბე", ძალიან გაუხარდა, ჩემი პაციენტი რომ აღმოჩნდა. მიუხედავად ტკივილისა, გაღიმებული იჯდა... საერთოდ, ძალიან მიზანდასახული ადამიანი ვარ, თუ რამეს მოვკიდებ ხელს, ძალისხმევას არ დავიშურებ და ყველაფერს კარგად ვაკეთებ.

- ცეკვაში ბევრი წარმატება გქონია?

- მე და ოთო ფოლადაშვილი სულ ცოტა ხნის წინ უკრაინაში ვიყავით სამი კვირით წასული და წარმატებით ვიასპარეზეთ. ეს ფოტო იქაა გადაღებული. ასევე წარმატებით გამოვედით "კავკასიის თასზე", მაგრამ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ. მინდა, კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწიო და ამისთვის დაუღალავად ვშრომობ.

- ლაშა ღლონტთან ერთად სურათი სად გადაიღე?

- ლაშასთან ერთად ერთ საღამოზე ვიყავი. ვცეკვავდი. მაშინ პირველად შევხვდი. ძალიან მხიარული და საინტერესო ადამიანია. ეს სამახსოვრო ფოტოც მაშინ გადავიღეთ.

- მიუზიკლში "ვერის უბნის მელოდიები" მონაწილეობდი...

- სასიამოვნო და წარმატებული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ახალი ემოცია, სტილი და გრძნობა მომანიჭა. მიუზიკლზე მუშაობის დროს ბევრ საინტერესო და პროფესიონალ ადამიანთან მომიწია ურთიერთობამ. საერთოდ, კარიერის მხრივ მიმართლებს და ეს მახარებს. იმედია, სულ ასე იქნება.

- თბილისში ხარ. დასვენებას არ აპირებ?

- კი, დასვენებას აგვისტოს ბოლოსთვის ვგეგმავ. ისეთი გადატვირთული წელი მელის წინ, თუ არ დავისვენე, ვერაფერს გავაკეთებ. ჩემთვის, სადმე წყნარ ადგილას წავალ და დავისვენებ. გართობა კარგია, მაგრამ ამ გართობითაც დავიღალე, განმარტოება მინდა.

- დაბოლოს: შეცვლიდი თუ არა რაიმეს შენს გარეგნობაში?

- ჯერჯერობით, მაკმაყოფილებს როგორიც ვარ. არ ვაპირებ, ჩემს გარეგნობაში რაიმე შევცვალო. მრავალფეროვნება, იმიჯის შეცვლა, მხოლოდ ჩაცმისა და მაკიაჟის ხარჯზე მიყვარს.

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონში მიიღებ მონაწილეობას?

- დიახ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ვიცი, ვინ იქნება ჩემი მეწყვილე. იმედია, მესამე სეზონი კიდევ უფრო წარმატებული და საინტერესო იქნება.

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება