პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლუკა შარაშიძე - "მეუღლეს არასდროს უთქვამს, ქალი სახლში უნდა იჯდეს და "კუხნაში" ხაჭაპურს აცხობდესო"
ლუკა შარაშიძე - "მეუღლეს არასდროს უთქვამს, ქალი სახლში უნდა იჯდეს და "კუხნაში" ხაჭაპურს აცხობდესო"

სხვა ყო­ფი­ლი თუ მოქ­მე­დი ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მზია (ლუკა) შა­რა­ში­ძის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად გვსმე­ნია. ის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, საქ­მი­ა­ნი და სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნი გახ­ლავთ. ამ­ჟა­მად, ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი კომ­პა­ნი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რია. რო­გორც გვი­თხრა, ბევ­რი სამ­სა­ხუ­რი გა­მო­იც­ვა­ლა და არც ერთ მათ­გან­ში მუ­შა­ო­ბა პრო­ტექ­ცი­ით არ და­უ­წყია...

- გა­სარ­თო­ბი ტე­ლე­გა­და­ცე­მე­ბის წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ა­ში უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ­დით თავს თუ ახლა - სე­რი­ო­ზუ­ლი კომ­პა­ნი­ის პიარ-მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ო­ბი­სას?

- ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბას სხვა მუხ­ტი, სხვა და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი ჰქონ­და. ის ხა­ლისს უფრო მე­ტად უკავ­შირ­დე­ბა, სხვა­ნა­ი­რი "სი­ცო­ცხლე" აქვს, ეს სამ­სა­ხუ­რი კი სე­რი­ო­ზუ­ლია, სა­მა­გი­ე­როდ - სტა­ბი­ლუ­რი.

- "მა­ესტრო­ში" მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში თუ წარ­მო­იდ­გენ­დით, რომ ოდეს­მე სე­რი­ო­ზულ საქ­მეს მოჰ­კი­დებ­დით ხელს?

- სხვა­თა შო­რის, მა­შინ ვამ­ბობ­დი: ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე ოფის­ში ვიჯ­დე-მეთ­ქი. იმ პე­რი­ოდ­ში მთე­ლი დღე დავ­რბო­დი. შე­იძ­ლე­ბო­და, ეთე­რი დღე­ში სამ­ჯერ მქო­ნო­და. შემ­დეგ დად­გა პე­რი­ო­დი, როცა ვთქვი, რომ ოფის­ში თავს ძა­ლი­ან კარ­გად ვიგ­რძნობ­დი, სა­დაც დი­ლის 10 სა­ა­თი­დან სა­ღა­მოს 6-მდე ვი­მუ­შა­ვებ­დი, შა­ბათ-კვი­რას კი და­ვის­ვე­ნებ­დი. წლე­ბი რომ გა­დის, ადა­მი­ა­ნი იზ­რდე­ბა და ცხოვ­რე­ბა­ზე შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბიც ეც­ვლე­ბა.

- სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი რო­დის გა­გიჩ­ნდათ?

- რაც თავი მახ­სოვს, სულ ვმუ­შა­ობ. მგო­ნი, ჯერ კი­დევ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, როცა ჩან­თე­ბის კერ­ვა, მათი ბი­სე­რე­ბით გა­ფორ­მე­ბა, თი­ხის მძი­ვე­ბის გა­კე­თე­ბა და ამ ყვე­ლაფ­რის სა­ლო­ნებ­ში ჩა­ბა­რე­ბა და­ვი­წყე. ამ ბიზ­ნე­სის წყა­ლო­ბით, ჩემი ჯი­ბის ფული მქონ­და; მშობ­ლებს ტრან­სპორ­ტის­თვის თან­ხას არ ვთხოვ­დი. გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მქონ­და, რომ მხო­ლოდ ისი­ნი ვერც უზ­რუნ­ველ­მყოფ­დნენ, რად­გან ომის, არე­უ­ლო­ბის პე­რი­ო­დი იყო და ხელ­მომ­ჭირ­ნედ ცხოვ­რე­ბა გვი­წევ­და. ვცდი­ლობ­დი, სა­კუ­თარ თავ­ზე მეზ­რუ­ნა. პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, როცა რა­დი­ო­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა და ხელ­ფა­სი და­ახ­ლო­ე­ბით 45 ლარი მქონ­და. ამ თან­ხით სე­რი­ო­ზულს ვე­რა­ფერს ვი­ყიდ­დი, მაგ­რამ მა­ინც მი­ხა­რო­და. ვამ­ბობ­დი, - აუ, 100 ლარი რომ მქონ­დეს, რამ­დენ რა­მეს გა­ვა­კე­თებ­დი-მეთ­ქი! მერე 100 ლარი მქონ­და და ვამ­ბობ­დი: - 300 რომ მქონ­დეს, რამ­დენს შევ­ძლებ­დი-მეთ­ქი! ყო­ველ­თვის ასეა: ადა­მი­ანს მი­ლი­ო­ნიც რომ ჰქონ­დეს, ალ­ბათ იტყვის: 3 მი­ლი­ო­ნი რომ მქონ­დეს, უფრო მეტს შევ­ძლებ­დიო...

- რა გა­ნათ­ლე­ბა გაქვთ მი­ღე­ბუ­ლი?

- ოფი­ცი­ა­ლუ­რად - გრა­ფი­კოს-დი­ზა­ი­ნე­რი ვარ, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია და­ვამ­თავ­რე. მერე, როცა "მა­ესტრო" და­ი­ხუ­რა და ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან ყვე­ლა­ნი წა­მო­ვე­დით (ეს ის პე­რი­ო­დი იყო, როცა ვთქვი: ოფის­ში მუ­შა­ო­ბა მინ­და-მეთ­ქი), ბევ­რი ვი­ფიქ­რე თუ - ცოტა, "პი­ა­რის" მი­მარ­თუ­ლე­ბა მო­მე­წო­ნა და "ჯი­პა­ში" ჩა­ვა­ბა­რე. სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის მერე კი, კომ­პა­ნია "რე­დიქსში" და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა.

- სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლის გა­ჩე­ნი­დან დღემ­დე, ცხოვ­რე­ბის რო­მე­ლი­მე ეტაპ­ზე ფი­ნან­სუ­რად ვინ­მე­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ყო­ფილ­ხართ?

- დიახ, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან პა­ტა­რა მო­ნაკ­ვე­თი იყო - როცა "მა­ესტრო­დან" წა­მო­ვე­დი და "ჯი­პა­ში" ჩა­ვა­ბა­რე. იმ 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­უღ­ლე მა­ფი­ნან­სებ­და და ეს ჩემ­თვის დის­კომ­ფორ­ტი იყო. ფუ­ლის თხოვ­ნა მშობ­ლე­ბის­თვი­საც არ მიყ­ვარ­და. ასეთ დროს მგო­ნია, რომ სა­ში­ნელ და­ნა­შა­ულს ჩავ­დი­ვარ. მირ­ჩევ­ნია სა­კუ­თა­რი (თუნ­დაც - მცი­რე) შე­მო­სა­ვა­ლი მქონ­დეს.

- ერთი პე­რი­ო­დი, "რუს­თა­ვი 2"-ზე გა­და­ცე­მის - "ბინა" წამ­ყვა­ნიც იყა­ვით...

- ამ დროს "ჯი­პა­ში" სწავ­ლა დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და და "რე­დიქსში" ვმუ­შა­ობ­დი, პა­რა­ლე­ლუ­რად კი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნიც ვი­ყა­ვი.

- ოდეს­მე სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა გაგ­ჭირ­ვე­ბი­ათ?

- არა­სო­დეს. რაც მთა­ვა­რია, სამ­სა­ხუ­რის სა­შოვ­ნე­ლად ნაც­ნო­ბე­ბის­თვის არ მი­მი­მარ­თავს. ვიდ­რე რა­დი­ო­ში მი­მი­ღებ­დნენ, სერ­გი გვარ­ჯა­ლა­ძეს­თან ვმუ­შა­ობ­დი, რო­მე­ლიც "პირ­ველ არხზე" გა­და­ცე­მა "კო­მუ­ნი­კა­ტო­რის" წამ­ყვა­ნი გახ­ლდათ. უბ­რა­ლოდ, სერ­გის იმე­ილ­ზე მივ­წე­რე: ძა­ლი­ან ერუ­დი­რე­ბუ­ლი, მონ­დო­მე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ვარ და სამ­სა­ხურ­ში ამიყ­ვა­ნე-მეთ­ქი. პა­სუ­ხად მი­ვი­ღე, - მო­დიო. მი­ვე­დი და მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე - მუ­სი­კა­ლურ ჩარ­ტებს ვად­გენ­დი... რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ რა­დი­ოს სტუ­დი­ა­ში მი­ვე­დი - ასე­თი ყო­ჩა­ღი ვარ, მუ­სი­კა­ში მაგ­რად ვერ­კვე­ვი და სამ­სა­ხურ­ში მი­მი­ღეთ-მეთ­ქი. დამ­სვეს, რა­ღა­ცე­ბი შე­მავ­სე­ბი­ნეს. მა­შინ ბევ­რი რა­დი­ო­ტალ­ღა არ გვქონ­და და დი­ჯე­ო­ბა პრეს­ტი­ჟუ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და. ყვე­ლა ამ­ბობ­და, - მი­ვე­დი, რა­ღა­ცე­ბი შე­მავ­სე­ბი­ნეს და არ და­მი­რე­კე­სო, მე კი გა­მი­მარ­თლა: იმა­ვე სა­ღა­მოს და­მი­რე­კეს და მე­ო­რე დღეს მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე (იღი­მის)... "მა­ესტრო­შიც" შემ­თხვე­ვით მოვ­ხვდი: თა­ვად მა­მუ­კა ღლონტმა შე­მომ­თა­ვა­ზა, - ვიდ­რე და­ბერ­დე­ბი, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში იმუ­შა­ვეო. "თავი მო­ვი­კა­ლი": არ მინ­და-მეთ­ქი, მაგ­რამ მერე მა­ინც დავ­თან­ხმდი.

- რა­ტომ არ გინ­დო­დათ?

- არ ვიცი. "ვარ­სკვლა­ვო­ბის", პო­პუ­ლა­რო­ბის სურ­ვი­ლი არა­სო­დეს მქო­ნია, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სით "მო­ვი­და"... ამ­ჟა­მინ­დელ სამ­სა­ხურს რაც შე­ე­ხე­ბა, "ჯი­პა­ში" სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ჯობს.გე-ზე შე­ვე­დი და ვა­კან­სი­ე­ბი "ჩა­მო­ვი­ა­რე". პირ­ვე­ლად "რე­დიქსში" პიარ-მე­ნე­ჯე­რის ვა­კან­სია შემ­ხვდა. "სივი" გავ­გზავ­ნე და მე­ო­რე თუ მე­სა­მე დღეს და­მი­რე­კეს... ხში­რად ამ­ბო­ბენ, - თუ ნაც­ნო­ბი არ გყავს, სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­სა­ხურს ვერ იშო­ვი, ყვე­ლა­ფე­რი "ჩა­წყო­ბით" ხდე­ბაო, მე კი მუ­შა­ო­ბა პრო­ტექ­ცი­ით არც ერთ სამ­სა­ხურ­ში არ და­მი­წყია! ასე რომ, მთა­ვა­რია ენ­თუ­ზი­აზ­მი, მონ­დო­მე­ბა...

- პიარ-მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ო­ბას ალღო იო­ლად აუ­ღეთ?

- ასე­თი თვი­სე­ბა მაქვს - ყვე­ლა­ფერს მალე ვუ­ღებ ალ­ღოს... რა თქმა უნდა, მუ­შა­ო­ბა ახლა უფრო მარ­ტი­ვია, ვიდ­რე თავ­და­პირ­ვე­ლად იყო. უკვე 6-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა და ყვე­ლა სა­ჭი­რო კონ­ტაქ­ტი მაქვს, სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნებს ვიც­ნობ. რად­გან თა­ვი­დან­ვე ბევრ სამ­სა­ხურს "მი­ვედ-მო­ვე­დე­ბო­დი" და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რიც გახ­ლდით, ყვე­ლა სფე­რო­ში ნაც­ნო­ბი და ახ­ლო­ბე­ლი მყავს, "პი­ა­რის" სფე­რო­ში კი ბევ­რი ნაც­ნობ-მე­გობ­რის ყოლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- კომ­პა­ნია, სა­დაც მუ­შა­ობთ, თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის - "დუ­რუ­ჯის" ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი გახ­ლავთ. ფეს­ტი­ვა­ლის გულ­და­წყვე­ტი­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ხომ არ გსაყ­ვე­დუ­რო­ბენ?

- იყო შემ­თხვე­ვა, როცა ზო­გი­ერ­თმა პრო­ტეს­ტი ცოტა უხე­შად გა­მოთ­ქვა. ამას არ მი­ვე­სალ­მე­ბი. ცხა­დია, როცა კონ­კურ­სში ვერ გა­ი­მარ­ჯვებ, გული დაგ­წყდე­ბა, მაგ­რამ იმის უნა­რი უნდა გქონ­დეს, რომ და­მარ­ცხე­ბა ღირ­სე­უ­ლად მი­ი­ღო, გა­მარ­ჯვე­ბულს წარ­მა­ტე­ბა მი­უ­ლო­ცო. ეს სტი­მუ­ლი უნდა იყოს, რომ უკე­თე­სი გახ­დე.

- სამ­სა­ხურ­ში კონ­ფლიქ­ტი თუ გქო­ნი­ათ?

- კონ­ფლიქ­ტი იშ­ვი­ა­თად მომ­დის. გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ვარ. ვცდი­ლობ, და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია "შე­მოვ­ლი­თი გზე­ბით" და­ვა­რე­გუ­ლი­რო.

- სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად თუ გი­ფიქ­რი­ათ?

- კი, მი­ფიქ­რია, მაგ­რამ ალ­ბათ, სა­ა­მი­სოდ ჯერ მზად არ ვარ. ამას წი­ნათ ვი­ღაც მე­კი­თხე­ბო­და, - ტა­ტუს გა­კე­თე­ბა­ზე არ გი­ფიქ­რი­აო? კი, ამა­ზეც მი­ფიქ­რია, მაგ­რამ არ ვიცი, რა და სად გა­ვი­კე­თო. სამ­სა­ხურ­შიც ასეა: ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბა­ზე მი­ფიქ­რია, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზა­ნი არ მაქვს. როცა მექ­ნე­ბა, საქ­მეს დიდი შე­მარ­თე­ბით და­ვი­წყებ.

- ჩან­თებს, აქ­სე­სუ­ა­რებს დღე­საც ქმნით?

- როცა დრო მაქვს, სახ­ლში ძა­ლი­ან ბევრ რა­ღა­ცას ვა­კე­თებ. ახლა ძვე­ლი სა­ვარ­ძლის რეს­ტავ­რა­ცია დავ­გეგ­მე - ჭრე­ლი ქსო­ვი­ლის ნა­კუ­წე­ბით უნდა გა­ვა­კე­თო. პირ­ვე­ლი კვილ­ტის (ჭრე­ლაჭ­რუ­ლა ქსო­ვი­ლის­გან შე­კე­რი­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი) კერ­ვა ფეხ­მძი­მო­ბი­სას და­ვი­წყე. ვამ­ბობ­დი, - შვილს უნდა ვა­ჩუ­ქო-მეთ­ქი. ვფიქ­რობ­დი, ვიდ­რე ბავ­შვი გაჩ­ნდე­ბო­და, კერ­ვას და­ვას­რუ­ლებ­დი, მაგ­რამ ვერ მო­ვა­ხერ­ხე.

- ხში­რად ქალ­ბა­ტო­ნებს ან მხო­ლოდ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში უმარ­თლებთ, ან - კა­რი­ე­რა­ში. თქვენს შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა. თქვენ შე­სა­ხებ ჭო­რიც იშ­ვი­ა­თად გვსმე­ნია. ამას რო­გორ ახერ­ხებთ?

- მხო­ლოდ კა­რი­ე­რის­ტი და მხო­ლოდ ოჯახ­ზე "ჩა­ციკ­ლუ­ლი" ადა­მი­ა­ნე­ბი არ მიყ­ვარს. წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­შინ ხარ, როცა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი გაქვს. რაც შე­ე­ხე­ბა ჭო­რებს, სკან­და­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბით თა­ვის გა­მო­ჩე­ნა არა­სო­დეს მიყ­ვარ­და. შე­იძ­ლე­ბა, ეს ცუ­დიც არის: რა­ღაც პე­რი­ოდ­ში ხალ­ხს ავი­წყდე­ბი. ხში­რად პო­პუ­ლა­რო­ბის­თვის სას­წა­ულს "გა­არ­ტყა­მენ", გა­იხ­დი­ან, ვი­ღა­ცას სა­დღაც აკო­ცე­ბენ და მერე ამ თე­მა­ზე ვიშ­ვი­ში და ერთი ამ­ბა­ვი ატყდე­ბა ხოლ­მე... ჩემი მი­ზა­ნი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. თუკი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი და ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მა მაქვს, ამის შე­სა­ხებ ტოქ­შო­უ­ებ­ში არ ვყვე­ბი.

- ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რი, საქ­მი­ა­ნი იყა­ვით. ვიდ­რე ოჯახს შექ­მნი­დით, სამ­სა­ხურ­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბას შო­რის დროს რო­გორ ანა­წი­ლებ­დით?

- ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში არ მე­ცა­ლა, რომ ჩემს მო­მა­ვალ ქმარს შევ­ხვედ­რო­დი. მახ­სოვს, მა­შინ "მა­ესტრო­ში" ვმუ­შა­ობ­დი, მა­მუ­კა ღლონტთან მი­ვე­დი და ვუ­თხა­რი: იცი, მა­მუ­კა, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყავს; ვა­პი­რებ, ცო­ლად გავ­ყვე და დრო არ მაქვს, რომ ვნა­ხო. ამი­ტომ სა­ღა­მოს ეთე­რი­დან "მომხსე­ნი"-მეთ­ქი. - კარ­გიო, - მი­პა­სუ­ხა და გა­მა­თა­ვი­სუფ­ლა. შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს სა­ღა­მო­ო­ბით ვხვდე­ბო­დით.

- თქვე­ნი სამ­სა­ხუ­რის გამო, მე­უღ­ლეს­თან უსი­ა­მოვ­ნე­ბა არას­დროს მოგ­სვლი­ათ?

- ამ მხრივ ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა - მე­უღ­ლე ჩემს სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბებს ყო­ველ­თვის გა­გე­ბით ეკი­დე­ბო­და. არას­დროს უთ­ქვამს, - ქალი სახ­ლში უნდა იჯ­დეს და "კუხ­ნა­ში" ხა­ჭა­პურს აცხობ­დე­სო (იცი­ნის).

- სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბის მო­სურ­ნე ქალ­ბა­ტო­ნებს რას ურ­ჩევთ?

- ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ვურ­ჩევ, რომ დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მი ჰქონ­დეთ, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლე­ბი იყ­ვნენ. თუკი ეს თვი­სე­ბე­ბი ექ­ნე­ბათ, მი­ზანს აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წე­ვენ. ძა­ლი­ან ხში­რად ქა­ლე­ბი სახ­ლში სხე­დან და "ზუ­ზუ­ნე­ბენ": ჩვენს დრო­ში სამ­სა­ხურს ვერ იპო­ვიო. ამ დროს, არც კი უც­დი­ათ, "სივი" სად­მე გა­ეგ­ზავ­ნათ. რა­ტომ­ღაც ჰგო­ნი­ათ, ვი­ღაც შინ მი­ა­კი­თხავთ და თავ­ზე ოქ­როს და­აყ­რით. ასე არ ხდე­ბა. წარ­მა­ტე­ბა დიდი და თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის შე­დე­გია. შე­იძ­ლე­ბა, დიდ­ხანს იშ­რო­მო და გე­გო­ნოს, ამ შრო­მას არა­ვინ აფა­სებს, მაგ­რამ ადრე თუ გვი­ან, და­გი­ფას­დე­ბა. შრო­მა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ოფ­ლის არც ერთი წვე­თი და თეთ­რად გა­თე­ნე­ბუ­ლი ღამე არ შე­იძ­ლე­ბა, და­კარ­გუ­ლად ჩა­ით­ვა­ლოს.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ლუკა შარაშიძე - "მეუღლეს არასდროს უთქვამს, ქალი სახლში უნდა იჯდეს და "კუხნაში" ხაჭაპურს აცხობდესო"

ლუკა შარაშიძე - "მეუღლეს არასდროს უთქვამს, ქალი სახლში უნდა იჯდეს და "კუხნაში" ხაჭაპურს აცხობდესო"

სხვა ყოფილი თუ მოქმედი ტელეწამყვანებისგან განსხვავებით, მზია (ლუკა) შარაშიძის შესახებ ჭორები ყველაზე ნაკლებად გვსმენია. ის მოწესრიგებული, საქმიანი და სასიამოვნო ადამიანი გახლავთ. ამჟამად, ერთ-ერთი სერიოზული კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია. როგორც გვითხრა, ბევრი სამსახური გამოიცვალა და არც ერთ მათგანში მუშაობა პროტექციით არ დაუწყია...

- გასართობი ტელეგადაცემების წამყვანის ამპლუაში უფრო კომფორტულად გრძნობდით თავს თუ ახლა - სერიოზული კომპანიის პიარ-მენეჯერად მუშაობისას?

- ტელევიზიაში მუშაობას სხვა მუხტი, სხვა დადებითი მხარეები ჰქონდა. ის ხალისს უფრო მეტად უკავშირდება, სხვანაირი "სიცოცხლე" აქვს, ეს სამსახური კი სერიოზულია, სამაგიეროდ - სტაბილური.

- "მაესტროში" მუშაობის პერიოდში თუ წარმოიდგენდით, რომ ოდესმე სერიოზულ საქმეს მოჰკიდებდით ხელს?

- სხვათა შორის, მაშინ ვამბობდი: ვერ წარმომიდგენია, რომ დილიდან საღამომდე ოფისში ვიჯდე-მეთქი. იმ პერიოდში მთელი დღე დავრბოდი. შეიძლებოდა, ეთერი დღეში სამჯერ მქონოდა. შემდეგ დადგა პერიოდი, როცა ვთქვი, რომ ოფისში თავს ძალიან კარგად ვიგრძნობდი, სადაც დილის 10 საათიდან საღამოს 6-მდე ვიმუშავებდი, შაბათ-კვირას კი დავისვენებდი. წლები რომ გადის, ადამიანი იზრდება და ცხოვრებაზე შეხედულებებიც ეცვლება.

- საკუთარი შემოსავალი როდის გაგიჩნდათ?

- რაც თავი მახსოვს, სულ ვმუშაობ. მგონი, ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, როცა ჩანთების კერვა, მათი ბისერებით გაფორმება, თიხის მძივების გაკეთება და ამ ყველაფრის სალონებში ჩაბარება დავიწყე. ამ ბიზნესის წყალობით, ჩემი ჯიბის ფული მქონდა; მშობლებს ტრანსპორტისთვის თანხას არ ვთხოვდი. გაცნობიერებული მქონდა, რომ მხოლოდ ისინი ვერც უზრუნველმყოფდნენ, რადგან ომის, არეულობის პერიოდი იყო და ხელმომჭირნედ ცხოვრება გვიწევდა. ვცდილობდი, საკუთარ თავზე მეზრუნა. პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა რადიოში დავიწყე მუშაობა და ხელფასი დაახლოებით 45 ლარი მქონდა. ამ თანხით სერიოზულს ვერაფერს ვიყიდდი, მაგრამ მაინც მიხაროდა. ვამბობდი, - აუ, 100 ლარი რომ მქონდეს, რამდენ რამეს გავაკეთებდი-მეთქი! მერე 100 ლარი მქონდა და ვამბობდი: - 300 რომ მქონდეს, რამდენს შევძლებდი-მეთქი! ყოველთვის ასეა: ადამიანს მილიონიც რომ ჰქონდეს, ალბათ იტყვის: 3 მილიონი რომ მქონდეს, უფრო მეტს შევძლებდიო...

- რა განათლება გაქვთ მიღებული?

- ოფიციალურად - გრაფიკოს-დიზაინერი ვარ, სამხატვრო აკადემია დავამთავრე. მერე, როცა "მაესტრო" დაიხურა და ტელევიზიიდან ყველანი წამოვედით (ეს ის პერიოდი იყო, როცა ვთქვი: ოფისში მუშაობა მინდა-მეთქი), ბევრი ვიფიქრე თუ - ცოტა, "პიარის" მიმართულება მომეწონა და "ჯიპაში" ჩავაბარე. სწავლის დამთავრების მერე კი, კომპანია "რედიქსში" დავიწყე მუშაობა.

- საკუთარი შემოსავლის გაჩენიდან დღემდე, ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ფინანსურად ვინმეზე დამოკიდებული ყოფილხართ?

- დიახ, მაგრამ ეს ძალიან პატარა მონაკვეთი იყო - როცა "მაესტროდან" წამოვედი და "ჯიპაში" ჩავაბარე. იმ 6 თვის განმავლობაში მეუღლე მაფინანსებდა და ეს ჩემთვის დისკომფორტი იყო. ფულის თხოვნა მშობლებისთვისაც არ მიყვარდა. ასეთ დროს მგონია, რომ საშინელ დანაშაულს ჩავდივარ. მირჩევნია საკუთარი (თუნდაც - მცირე) შემოსავალი მქონდეს.

- ერთი პერიოდი, "რუსთავი 2"-ზე გადაცემის - "ბინა" წამყვანიც იყავით...

- ამ დროს "ჯიპაში" სწავლა დამთავრებული მქონდა და "რედიქსში" ვმუშაობდი, პარალელურად კი გადაცემის წამყვანიც ვიყავი.

- ოდესმე სამსახურის შოვნა გაგჭირვებიათ?

- არასოდეს. რაც მთავარია, სამსახურის საშოვნელად ნაცნობებისთვის არ მიმიმართავს. ვიდრე რადიოში მიმიღებდნენ, სერგი გვარჯალაძესთან ვმუშაობდი, რომელიც "პირველ არხზე" გადაცემა "კომუნიკატორის" წამყვანი გახლდათ. უბრალოდ, სერგის იმეილზე მივწერე: ძალიან ერუდირებული, მონდომებული ახალგაზრდა ვარ და სამსახურში ამიყვანე-მეთქი. პასუხად მივიღე, - მოდიო. მივედი და მუშაობა დავიწყე - მუსიკალურ ჩარტებს ვადგენდი... რაღაც პერიოდის შემდეგ რადიოს სტუდიაში მივედი - ასეთი ყოჩაღი ვარ, მუსიკაში მაგრად ვერკვევი და სამსახურში მიმიღეთ-მეთქი. დამსვეს, რაღაცები შემავსებინეს. მაშინ ბევრი რადიოტალღა არ გვქონდა და დიჯეობა პრესტიჟულად მიიჩნეოდა. ყველა ამბობდა, - მივედი, რაღაცები შემავსებინეს და არ დამირეკესო, მე კი გამიმართლა: იმავე საღამოს დამირეკეს და მეორე დღეს მუშაობა დავიწყე (იღიმის)... "მაესტროშიც" შემთხვევით მოვხვდი: თავად მამუკა ღლონტმა შემომთავაზა, - ვიდრე დაბერდები, ტელევიზიაში იმუშავეო. "თავი მოვიკალი": არ მინდა-მეთქი, მაგრამ მერე მაინც დავთანხმდი.

- რატომ არ გინდოდათ?

- არ ვიცი. "ვარსკვლავობის", პოპულარობის სურვილი არასოდეს მქონია, ყველაფერი თავისით "მოვიდა"... ამჟამინდელ სამსახურს რაც შეეხება, "ჯიპაში" სწავლის დამთავრების შემდეგ, ჯობს.გე-ზე შევედი და ვაკანსიები "ჩამოვიარე". პირველად "რედიქსში" პიარ-მენეჯერის ვაკანსია შემხვდა. "სივი" გავგზავნე და მეორე თუ მესამე დღეს დამირეკეს... ხშირად ამბობენ, - თუ ნაცნობი არ გყავს, საქართველოში სამსახურს ვერ იშოვი, ყველაფერი "ჩაწყობით" ხდებაო, მე კი მუშაობა პროტექციით არც ერთ სამსახურში არ დამიწყია! ასე რომ, მთავარია ენთუზიაზმი, მონდომება...

- პიარ-მენეჯერად მუშაობას ალღო იოლად აუღეთ?

- ასეთი თვისება მაქვს - ყველაფერს მალე ვუღებ ალღოს... რა თქმა უნდა, მუშაობა ახლა უფრო მარტივია, ვიდრე თავდაპირველად იყო. უკვე 6-წლიანი გამოცდილება და ყველა საჭირო კონტაქტი მაქვს, საჭირო ადამიანებს ვიცნობ. რადგან თავიდანვე ბევრ სამსახურს "მივედ-მოვედებოდი" და კომუნიკაბელურიც გახლდით, ყველა სფეროში ნაცნობი და ახლობელი მყავს, "პიარის" სფეროში კი ბევრი ნაცნობ-მეგობრის ყოლა მნიშვნელოვანია.

- კომპანია, სადაც მუშაობთ, თეატრალური ფესტივალის - "დურუჯის" ორგანიზატორი გახლავთ. ფესტივალის გულდაწყვეტილი მონაწილეები ხომ არ გსაყვედურობენ?

- იყო შემთხვევა, როცა ზოგიერთმა პროტესტი ცოტა უხეშად გამოთქვა. ამას არ მივესალმები. ცხადია, როცა კონკურსში ვერ გაიმარჯვებ, გული დაგწყდება, მაგრამ იმის უნარი უნდა გქონდეს, რომ დამარცხება ღირსეულად მიიღო, გამარჯვებულს წარმატება მიულოცო. ეს სტიმული უნდა იყოს, რომ უკეთესი გახდე.

- სამსახურში კონფლიქტი თუ გქონიათ?

- კონფლიქტი იშვიათად მომდის. გაწონასწორებული ვარ. ვცდილობ, დაძაბული სიტუაცია "შემოვლითი გზებით" დავარეგულირო.

- საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე სერიოზულად თუ გიფიქრიათ?

- კი, მიფიქრია, მაგრამ ალბათ, საამისოდ ჯერ მზად არ ვარ. ამას წინათ ვიღაც მეკითხებოდა, - ტატუს გაკეთებაზე არ გიფიქრიაო? კი, ამაზეც მიფიქრია, მაგრამ არ ვიცი, რა და სად გავიკეთო. სამსახურშიც ასეა: ბიზნესის წამოწყებაზე მიფიქრია, მაგრამ კონკრეტული მიზანი არ მაქვს. როცა მექნება, საქმეს დიდი შემართებით დავიწყებ.

- ჩანთებს, აქსესუარებს დღესაც ქმნით?

- როცა დრო მაქვს, სახლში ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებ. ახლა ძველი სავარძლის რესტავრაცია დავგეგმე - ჭრელი ქსოვილის ნაკუწებით უნდა გავაკეთო. პირველი კვილტის (ჭრელაჭრულა ქსოვილისგან შეკერილი ნამუშევარი) კერვა ფეხმძიმობისას დავიწყე. ვამბობდი, - შვილს უნდა ვაჩუქო-მეთქი. ვფიქრობდი, ვიდრე ბავშვი გაჩნდებოდა, კერვას დავასრულებდი, მაგრამ ვერ მოვახერხე.

- ხშირად ქალბატონებს ან მხოლოდ პირად ცხოვრებაში უმართლებთ, ან - კარიერაში. თქვენს შემთხვევაში, ყველაფერი რიგზეა. თქვენ შესახებ ჭორიც იშვიათად გვსმენია. ამას როგორ ახერხებთ?

- მხოლოდ კარიერისტი და მხოლოდ ოჯახზე "ჩაციკლული" ადამიანები არ მიყვარს. წარმატებული მაშინ ხარ, როცა სამსახურებრივი და პირადი ცხოვრება დაბალანსებული გაქვს. რაც შეეხება ჭორებს, სკანდალური ქმედებებით თავის გამოჩენა არასოდეს მიყვარდა. შეიძლება, ეს ცუდიც არის: რაღაც პერიოდში ხალხს ავიწყდები. ხშირად პოპულარობისთვის სასწაულს "გაარტყამენ", გაიხდიან, ვიღაცას სადღაც აკოცებენ და მერე ამ თემაზე ვიშვიში და ერთი ამბავი ატყდება ხოლმე... ჩემი მიზანი ყურადღების ცენტრში ყოფნა არასოდეს ყოფილა. თუკი საიდუმლოებები და ოჯახური პრობლემა მაქვს, ამის შესახებ ტოქშოუებში არ ვყვები.

- ყოველთვის აქტიური, საქმიანი იყავით. ვიდრე ოჯახს შექმნიდით, სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის დროს როგორ ანაწილებდით?

- ეს ძალიან რთული იყო. შეყვარებულობის პერიოდში არ მეცალა, რომ ჩემს მომავალ ქმარს შევხვედროდი. მახსოვს, მაშინ "მაესტროში" ვმუშაობდი, მამუკა ღლონტთან მივედი და ვუთხარი: იცი, მამუკა, შეყვარებული მყავს; ვაპირებ, ცოლად გავყვე და დრო არ მაქვს, რომ ვნახო. ამიტომ საღამოს ეთერიდან "მომხსენი"-მეთქი. - კარგიო, - მიპასუხა და გამათავისუფლა. შეყვარებულები ერთმანეთს საღამოობით ვხვდებოდით.

- თქვენი სამსახურის გამო, მეუღლესთან უსიამოვნება არასდროს მოგსვლიათ?

- ამ მხრივ ძალიან გამიმართლა - მეუღლე ჩემს სამსახურებრივ მოვალეობებს ყოველთვის გაგებით ეკიდებოდა. არასდროს უთქვამს, - ქალი სახლში უნდა იჯდეს და "კუხნაში" ხაჭაპურს აცხობდესო (იცინის).

- სამსახურის დაწყების მოსურნე ქალბატონებს რას ურჩევთ?

- ჩემი გამოცდილების საფუძველზე ვურჩევ, რომ დიდი ენთუზიაზმი ჰქონდეთ, თავდაჯერებულები და მიზანდასახულები იყვნენ. თუკი ეს თვისებები ექნებათ, მიზანს აუცილებლად მიაღწევენ. ძალიან ხშირად ქალები სახლში სხედან და "ზუზუნებენ": ჩვენს დროში სამსახურს ვერ იპოვიო. ამ დროს, არც კი უცდიათ, "სივი" სადმე გაეგზავნათ. რატომღაც ჰგონიათ, ვიღაც შინ მიაკითხავთ და თავზე ოქროს დააყრით. ასე არ ხდება. წარმატება დიდი და თავდაუზოგავი შრომის შედეგია. შეიძლება, დიდხანს იშრომო და გეგონოს, ამ შრომას არავინ აფასებს, მაგრამ ადრე თუ გვიან, დაგიფასდება. შრომაში გატარებული ოფლის არც ერთი წვეთი და თეთრად გათენებული ღამე არ შეიძლება, დაკარგულად ჩაითვალოს.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება